დეკემბერას მოვლა სახლის პირობებში
მცენარის ბუნებრივი გარემო სამხრ. ამერიკის ტროპიკებია. დეკემბერას ველური სახეობები რამდენიმე ათწლეულის წინ გააკულტურეს, თუმცა მისი ყვავილობა მაშინ იწყება, როცა ტროპიკებში ზაფხული დგება. მისი ყვავილები ძირითადად მუქი წითელი ან ვერცხლისფერ-თეთრია, მაგრამ სელექციონერებმა უამრავი ახალი ფერები გამოიყვანეს - ნარინჯისფერი, იასამნისფერი, მარჯნისფერი,
მოვლის ძირითადი მეთოდები - შობის ვარსკვლავი ანუ ზიგოკაქტუსი შლუმბერგერა - ტყის კაქტუსია. ცხელ და ტენიან ტროპიკებში ნახევრადჩრდილში უწევს ყოფნა, ღარიბ მიწაზე. იქ დეკემბერასთვის უცხოა ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებები, ამ ლამაზი ყვავილის სახლში გაზრდა შესალებელია, თუ ხელსაყრელ პირობებს შეუქმნით მას.
მორწყვა - მორწყვის რეჟიმი ისეთივეა, როგორც ფოთლოვანი მცენარეებისთვის. ყვავილობისას ფრთხილად უნდა მოირწყას, მიწა არ უნდა გამოშრეს. ყვავილობის მერე აპრილამდე შედარებით იშვიათად სჭირდება მორწყვა. გაზაფხულზე და ზაფხულში რწყავენ მაშინ, როცა მიწა გაშრება. შემოდგომიდან დაწყებული, ახალი კოკრების გამოტანამდე სჭირდება სიგრილე და ძალიან იშვიათი მორწყვა. რწყავენ რბლი ნადგამი წყლით. სიცხეში მას ხშირად ნამავენ ან თბილ შხაპს უწყობენ ისე, რომ მიწას წყალი არ მოხვდეს. ამისთვის მიწაზე აფარებენ ცელოფანს და ასე იცავენ ფესვებს დალპობისგან.
განათება - ულტრაიისფერმა სხივებმა შეუიძლება მცენარე მოკლას. ზაფხულში იგი გარეთ გააქვთ, მაგრამ ნახევრადჩრდილში.
ტემპერატურა - ადვილად უძლებს 2გრ დან 37 მდე სითბოს, მაგრამ კომფორტულად გრძნობს თავს 18-25გრ ზე. ყვავილობამდე , სექტემბერ-ნოემბერში სიგრილე უნდა - დაახლოებით 12 -16გრ. ყვავილობის აქტიურ ფაზაში კი 18-20გრ, მერე კვლავ სიგრილეში გადააქვთ.
კვება - სრულფასოვანი ზრდისთვის ოპტიმალური სასუქია აზოტის, კალიუმის და ფოსფორის შემცველი მინერალური სასუქი. მათ ხსნიან წყალში და ამ ხსნარით რწყავენ. ერთი თვით ადრე კოკრების გამოტანამდე წყვეტენ მისთვის სასუქის მიცემას.
გადარგვა - მიწა უნდა იყოს ტორფნარევი,უმატებენ დაფხვნილ აგურს და ქვიშასაც. სჭირდება კარგი დრენაჟი ქოთნის ძირში. ქოთანი უნდა იყოს განიერი და არაღრმა. გადარგვა ხდება მაშინ, როცა მცენარე არ ყვავის. კარგია, თუ ყოველწლიურად გადარგავთ ახალგაზრდა მცენარეს. მოზრდილს კი - 3 წელიწადში ერთხელ.
გამრავლება - ამისთვის გამოდგება მისი სეგმენტები. ხელით ფრთხილად უნდა მოწყვიტოთ და არ მოჭრათ რამდენიმე სეგმენტიანი ტოტი, გააშროთ 3 დღე, ჩარგოთ მიწაში ზედაპირულად, დააფაროთ ცელოფნის პარკი, დადოთ 15-20გრ ზე, ხშირად გაანიავოთ. მზე თუ დიდხანს ხვდება, შუადღეზე მოუჩრდილოთ.
ყვავილობა - ყვავილებით გადაპენტილი დეკემბერა ძალიან ლამაზია, მაგრამ სათანადო პირობების გარეშე ამის მიღწევა საკმაოდ რთულია. იმისთვის, რომ მან უხვად იყვავილოს, ზრდიან ვიწრო ქოთანში. სიგრილეში ყვავილობა ხანგრძლივი იქნება. ამ პერიოდში არ შეიძლება ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებები იმ ოთახში, სადაც მცენარე დევს. არ შეიძლება ქოთნის შეტრიალება ან გადაადგილება, რადგან ასე ყვავილი ან კოკრები სცვივა. ზამთარში მცენარეს დამატებით განათება სჭირდება. აგვისტოს თვეში მას უწყვეტენ სასუქის მიცემას, არ ნამავენ და მინიმუმამდე დაჰყავთ მორწყვაც. შემდეგ კი ფრთხილად და თანდათან უმატებენ ისევ. მას ნებისმიერ მომენტში შეუძლია დასცვივდეს თითქმის გაშლილი ყვავილიც. თუ მოყვავილე დეკემბერას მოიტანთ სახლში, მზად იყავით იმისთვის, რომ კოკრების და ყვავილების ნაწილს მცენარე დაჰკარგავს. ეს ბუნებრივი პროცესია. მას ხელს ვერ შეუშლით, ასე ადაპტირებს მცენარე ახალ პირობებთან.
დაავადებები - ხშირად ავადდება სოკოვანი დაავადებებით -ფუზაროზი, ფიტიუმი, ფიტოფტორა ემართება მიწაში არსებული სოკოებიდან, როცა ფესვები უზიანდება. დაავადების გამოცნობა ხდება სეგმენტების ცვენით და მცენარის მოწყენილი შესახედაობით. მის წინააღმდეგ იყენებენ ფუნგიციდებს.
ემტერება აბლაბუდა ტკიპა. მწერის ამოცნობა ადვილია - სეგმენტებზე ჩანს წითელი, ყვითელი ან ჟანგისფერი პატარა წერტილები. ასეთ მცენარეს ამუშავებენ სპეც. პრეპარატებით.
ასევე ხშირად სტუმრობს ფქვილისებრი ფარიანაც, მცენარეზე ჩნდება თეთრი ბამბისებური ნადები. მას ებრძვიან პრეპარატებით და არეგულირებენ მორწყვას ისე, რომ ზედმეტი არ მოუვიდეს წყალი.
ხშირად დასმული შეკითხვები:
რა სჭირდება დეკემბერას აყვავებისთვის?- თუ მცენარეს არ აქვს ბევრი ყვავილი და კოკორი, მიზეზი არასათანადო პირობებია, ანუ აკლია სასუქი, სჭირდება გადარგვა, არ აქვს საკმარისი სინათლე და აკლია წყალი. იმისთვის, რომ დეკემბერამ ზამთარში გაგახაროთ ყვავილებით, მას მთელი წელი კარგი მოვლა სჭირდება, მაგრამ განსაკუთრებით ყურადღებას ითხოვს ყვავილობისას. მცენარე კარგი ყვავილობისთვის ითხოვს სუფთა ჰაერს, ნახევრადჩრდილს, დროულ მორწყვას და სწორ კვებას. ქოთანი უნდა იყოს მჭიდრო, არ უნდა გადაადგილდეს და შეტრიალდეს ხშირად, უნდა მოეცალოს მოყვავილებული ნაწილები. საშემოდგომოდ მორწყვა თითქმის წყდება, აცლიან განუტოტავ ნაწილებს, გაქვთ სიგრილეში, 15 გრ ზე.
რატომ უხმება სეგმენტები?- მიზეზი რამდენიმეა:
- თუ დაცვენილ ნაწილებზე ყავისფერი ლაქებია, მას ფარიანა აზიანებს და მწერის მოშორებაა საჭირო, იგი ძარღვის გასწვრივ ცხოვრობს, გარეგნულად ჟანგის წერტილებს ჰგავს, ზომით 4მმ მდეა. მწერს ებრძვიან მცენარის გარეცხვით, უწყობენ თბილ შხაპს, გაშრობის მერე კი იყენებენ სპეც პრეპარატს. ასევე უნდა დამუშავდეს ის ადგილიც, სადაც ქოთანი დგას, რომ მატლებიც დაიხოცოს.
- ასევე ცვენას იწვევს მზის პირდაპირი სხივებიც. მცენარე უნდა გადაიდგას ჩრ, ან აღ. . მხარეს ფანჯრის რაფაზე, სადაც შედარებით ნაკლებ ხვდება მზე.
როგორ ყვავის დეკემბერა? - იგი ყვავის ზამთარში, მაგრამ სწორი მოვლის პირობებში შეიძლება მეორედაც იყვავილოს, იშვიათად კი მესამედაც, ერთი წლის განმავლობაში.
შეიძლება ზაფხულში არც ისე ლამაზია ეს მცენარე ყვავილების გარეშე, მაგრამ ზამთარში საოცრება ხდება და კაშკაშა ყვავილებით მთელი თვე ალამაზებს სახლს, თუ მოვლის სწორ პირობებს დაიცავთ
თარგმანი თ. სუპატაშვილის