შლუმბერგერა

მიეკუთვნება კაქტუსების ოჯახს, სამშობლო - ს. ამერიკის ტყეები. ხალხი მას დეკემბერას ეძახის. იგი ეპიფიტური მცენარეა, ტყის კაქტუსი. ყვავილობს საშობაოდ, ანუ ყვავილობა ემთხვევა ახალ წლებს, ამიტომაც ეძახიან დეკემბერას - დეკემბერში იწყება მისი კოკრების ჩამოყალიბება. ასაკთან ერთად მისი ღერო საცობისებური ხდება- ხევდება და მერე ცუდად იტოტება.
შლუმბერგერას სახეობები: 

1. წაკვეთილი შლუმბერგერა - აქვს წვეტიანი კბილანები ფოთლის სეგმენტების კიდეებზე, ყვავილები ორმხრივხმეტრიულია, გვირგვინის ფურცლები უკან გადახრილი, ყვავილის დიამეტრი 2,5 სმ. ფერი - თეთრიდან იასამნისფერამდე.
2. ბუკლეს შლუმბერგერა - აქვს საშუალო ზომის ღია მწვანე ფერის სეგმენტები, რომლებსაც პატარა გამონაზარდები აქვს კიდეებზე. ყვავილობს რადიკალურად სიმეტრიული ლილისფერ- ვარდისფერი ყვავილებით  ოქტომბერ-ნოემბერში.
მას ხშირად ურევენ მონათესავე სახეობაში - რიფსალიდოპსისში.
მოვლა:
ტემპერატურა : 
ზაფხულში ჩვეულებრივ, სახლის ტემპერატურა საკმარისია, მაგრამ 28 გრ ს არ უნდა აღემატებოდეს. თუ  ოთახში ცხელა და დახუთულია და შლუმბერგერა არ ყვავილობს, მცენარე გადადეთ შედარებით გრილ ადგილზე. მოყვავილე მცენარე კი დადეთ სველ კერამზიტიან სადგამზე. ზამთარში გათბობის სეზონზე სახლი მთლად საუკეთესო ვარიანტი არაა მისთვის, მით უფრო, თუ განათებაც არასაკმარისია. სექტემბრიდან ნოემბრამდე სჯობს მისი დადება 15-16 გრ ზე. ეს მოსვენების პერიოდია მისთვის. კოკრების გამოტანის მერე - ნოემბერ-იანვარში უნდა დააბრუნოთ ოთახში, მაგრამ ყვავილობისთვის ოპტიმალური ტემპერატურა 18-20 უნდა იყოს. ბუნებაში, იქ, სადაც ეს მცენარე ხარობს, არაა ძალიან მწველი სიცხე, მაგრამ მუდამაა სუფთა ჰაერი. ამიტომ მცენარეს არ დებენ სამზარეულოში.
განათება:  უყვარს კარგად განათებული ადგილი ან მცირე ნახევრადჩრდილი, სადაც ოდნავ  ხვდება მზე. მარტიდან აგვისტომდე შუადღეზე ჩამოფარება სჭირდება. კარგად ხარობს ჩრ. მხარეს გაზაფხულ-ზაფხულში. თუ ფანჯრებს გარედან მოზრდილი ხეები ფარავს, მზიან ფანჯარაზეც შეიძლება მისი დადება. თუ სამხ. ან დას.მხარეს გადის ფანჯრები, სჭირდება შუადღეზე პირდაპირი მზს სხივებისგან დაცვა.
მორწყვა: კოკრების გამოტანის მერე ყვავილობის დასრულებამდე იგი უხვად ირწყვება. მიწა სულ ნესტიანი უნდა იყოს ქოთნის სიღრმეში, მაგრამ ზემოდან უნდა კარგად შრებოდეს მომდევნო მორწყვამდე. სანამ არ ყვავილობს, მას ზომიერად რწყავენ მას მერე, რაც მიწა ქოთნის ნახევარზე გაშრება. მორწყვის სიხშირე დამოკიდებულია მცენარის ზრდის ინტენსიობაზეც - თუ მას მალმალე ამოსდის ახალი ფოთლები, მორწყვის სიხშირეს ზრდიან. თუ მორწყვა აკლია, ტოტები იჭმუხნება, თუმცა თუ მალე მიაშველებთ წყალს, უცებ გამოსწორდება, მაგრამ ასე არარეგულარული მორწყვით ფოთლები უფერმკრთალდება  და თხელდება.
ჰაერის ტენიანობა: რეგულარული დანამვა და პერიოდული თბილი შხაპი მიწის დასველების გარეშე  მას ძალიან მოსწონს, ოღონდ მაშინ, თუ ტემპერატურა 26 გრ ზე მეტია. 25 გრ ზე დაბლა მას არ ნამავენ. დასანამად იყენებენ რბილ წყალს, რომ ფოთლებზე არ დარჩეს წყლის წვეთების კვალი. ეცადეთ, დანამვისას წყალი არ მოხვდეს ყვავილს და კოკორს.
კვება: კვება სჭირდება გადარგვიდან 3 – 4 კვირის შემდეგ აქტიური ზრდის დროს გაზაფხულ- ზაფხულში, კვებავენ სპეციალური კომპლექსური სასუქით კაქტუსებისთვის 2 კვირაში ერთხელ. მას არ მოსწონს კონცენტრირებული სასუქი, აზოტოს სიჭარბე მის ლპობას იწვევს. სჯობს მითითებულზე ორჯერ გაზავებული სასუქი მისცეთ.
 გადარგვა:  შლუმბერგერას რგავენ ყვავილობის მერე თებერვლის ბოლოს განიერ და არაღრმა ქოთანში. არაა სავალდებულო მისი ყოველწლიური გადარგვა, ეს დამოკიდებულია მის ზრდის ტემპზე. მცენარე საკმაოდ ნელა იზრდება, ზოგჯერ მხოლოდ მიწის ზედა ფენას უცვლიან, რომელიც გაღარიბებულია საკვები ნივთიერებებით ან შეიცავს დიდი რაოდენობით მარილებს. არ სჭირდება დიდი ზომის ქოთანი -  მორწყვა შეიძლება მეტი მოგივიდეთ და მცენარე დალპება.
ნიადაგი:  უნდა იყოს საკმაოდ ფხვიერი, შედარებით მეტად ნოყიერი, ვიდრე სხვა კაქტუსებისთვის. მას არ მოსწონს თიხიანი და მძიმე ნიადაგი, ცუდად იზრდება ქვიშიან ან ტორფიან ნიადაგშიც. ნუ გამოიყენებთ მაღაზიის მიწასაც: კარგი მიწა არ უნდა შეცავდეს კერამზიტს, მასში უნდა იყოს ბევრი კომპონენტი - ფოთლოვან მიწა, ტორფი,        მორწყვიდან 2 წმ ში მთელ წყალს უცებ უნდა იწოვდეს.
სავარაუდო შემადგენლობა ასეთია: 1წილი კორდის, 2წილი ფოთლოვანი მიწა, 1წილი წვრილი ხრეში, 2 ჩ.კ. დაფხვნილი აგური. ან - 1წილი კორდის, 2 წილი ფოთლოვანი, მიწა, 2 წილი ცეოლიტის გრანულები. საჭიროა ასევე კარგი დრენაჟიც, მისთვის გამოდგება პენოპლასტი ან კერამზიტი. მიწა ჩარგვამდე უნდა გასტერილდეს.
გამრავლება: მცენარეს ამრავლებენ 2-3 სეგმენტიანი ტოტებით, ადვილად ფესვიანდება წლის ნებისმიერ დროს წყალშიც და მიწაშიც. მოშორებული სეგმენტი კარგად უნდა შეშრეს 4-5 სთ, მერე დებენ ნამიან სუბსტრატში ტორფოგრუნტის და ვერმიკულიტის ნარევში.  სეგმენტს დებენ მიწაზე და ოდნავ აწვებიან თითით, რომ მისი ბოლო ნაწილი რამდენიმე მმ ით ჩავიდეს მხოლოდ მიწაში. დაფესვიანებას არ სჭირდება სათბური, პაკეტში ჩასმა ან მინის დაფარება, თუ 40-50 % ია ჰაერის ტენიანობა.მაგრამ თუ სათბურს მოუწყობთ, პერიოდულად დასჭირდება განიავება,
მოვლა ყვავილობისას: პერიოდულად მცენარეს ატრიალებენ, რომ ტოტები ცალ მხარეს არ გაეზარდოს და მისი ვარჯი თანაბარ იყოს. მაგრამ მისი განძრევა არ შეიძლება კოკრობის ან ყვავილობისას. ვარჯის სიხშირეს არეგულირებენ სეგმენტების წაწყვეტით, ამოკლებენ დაუტოტავ სეგმენტებს, კოკრები მას ასე ახალ ტოტებზე ამოუვა, ამიტომ მისი გასხვლა უხვ ყვავილობას განაპირობებს. ყვავილობის დროს შეიძლება მოხდეს გადამტვერვა. ამისთვის არანათსაურ სახეობის ან ჯიშის მცენარეებიდან ერთის მტვერს ფუნჯით აგროვებენ და მეორის ყვავილზე გადააქვთ. გარკვეული პერიოდის მერე მასზე ნაყოფი გაჩნდება - წითელი კენკრა. მას კრეფენ, როცა ნაყოფი შეჭმუხვნას დაიწყებს. ნაყოფი დიდხანს ალამაზებს მცენარეს თითქმის მთელი წელი, მეორე ყვავილობამდე.
რატომ არ ყვავილობს შლუმბერგერა:  მიზეზი რამდენიმეა:
თუ არასწორად უვლიან - მეტად რწყავენ ან ნაკლებად; თუ არასწორი სასუქით კვებავენ - აზოტოს ჭარბი შემცველობით ან კვებავენ ხშირად; თუ დევს სიბნელეში; თუ არ ჰქონდა მოსვენების პერიოდი ცოტა ხნით მაინც; თუ მოსწონს გარემო პირობები და მხოლოდ მწვანე მასას ივითარებს.
ამრიგად, მას ყვავილობისთვის სჭირდება გავითარებაში მცირე პაუზა - ერთი-ორი თვე მოსვენების პერიოდი შედარებით დაბალ ტემპერატურაზე, იდეალურია 3 თვე 15-16 გრ ზე მისი დადება. ასე სჯობს ზაფხულის ბოლოდან გათბობის სეზონის დაწყებამდე მისი დადება შემინულ აივანზე, სადაც ტემპერატურა არ ჩადის 5 გრ ზე დაბლა და თუ ქოთანი მშრალი იქნება - ანუ ფესვები სიმშრალეში ექნება. მაგრამ მიწა ბოლომდე არ უნდა გაშრეს - ასე სეგმენტები შეჭმუხვნას დაიწყებს, ამიტომ საკმარისია თვეში ერთხელ მიწის დანამვა.
მოსვენების პერიოდის მერე იგი ისევ სითბოში გადააქვთ და ისევ იწყებენ მის აქტიურ რწყვას, განათების ინტენსიობასაც ზრდიან თანდათან. ზოგჯერ მიზეზი, რის გამოც არ ყვავილობს მცენარე, განათების ნაკლებობაა, და მას დამატებითი განათების დადგმა სჭირდება. სექტემბერ-იანვარში მას პირდაპირ მზეზეც დებენ და ამ პერიოდში დამწვრობა არაა საშიში.
გასათვალისწინებელია კიდევ რამდენიმე ფაქტორი: მორწყვამდე მიწა კარგად უნდა შეშრეს, სიგრილეში კი კიდევ უნდა გავიდეს 5-10 დღე მიწის გაშრობიდან მომდევნო მორწყვამდე. სიცხეში მას ხშირად ნამავენ დილა-საღამოს. არ დებენ მცენარეს ცხელ აივანზე, მცენარე ვერ უძლებს 30 გრ ს და მეტს. კოკრების გამოტანის მერე მისი განძრევა არ შეიძლება. საჭიროა ამ პერიოდში ტემპერატურის თანაბარ ნიშნულზე შენარჩუნება.  
პრობლემები:  -  წითლდება და ჭკნება ფოთლები - ჭარბი მზის გამო, თუ მცენარე სამხ ან დას, მხარეს ფანჯარაზე დევს, საჭიროა გადადგმა ან ჩამოფარება.
 - მცენარე იცვენს კოკრებს ან ფოთლის სეგმენტებს- დაბალ ტემპერატურაზე, არასაკმარისი მორწყვისას, ახალ ადგილზე  დადგმისას, სასუქის სიჭარბისას, მავნებლების ან დაავადებების დროს,
 - ფოთლები იჭმუხნება, ზოგი იცვლის ფერს - სიცივეში (ნოემბერში), ან  მიზეზი კიდევ სასუქის გადაჭარბებაა. სასუქს მხოლოდ ზრდის პერიოდში აძლევენ
 - ფესვები საკმაოდ სუსტი აქვს - ვერ იტანს ჭარბ მორწყვას - ფესვები ადვილად ულპება. ასევე ვნებს  ცივი წყლით მორწყვაც. წყალი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურაზე 3-4 გრ ით მეტი.
მავნებლები: ფარიანა - 1-3 მმ ზომის ნახევრდგამჭირვალე უმოძრაო მწერები. ისინი მცენარეს სწოვენ წვენს, ფოთლები ფერმკრთალდება და ხმება. ებრძვიან საპნიანი წყლით დასველებული ნაჭრით ფოთლების წმენდით, ან ინსექტიციდებით.
ტკიპები- ცხელ ამინდში განსაკუთრებით ადვილად აზიანებენ მცენარეს - ფოთლები მოწყენილია, მათზე ჩნდება ჟანგისფერ-ყვითელი ლაქები, ზოგან უფრო მუქიც, ფოთლები ხმება , ყვავილები ცვივა. ტკიპა შეუიარღებელი თვალით არ ჩანს და საჭიროა ლუპით დათვალიერება.  ებრძვიან ასევე საპნიან ხსნარში დასველებული  ნაჭრით, ცხელი შხაპის ქვეშ მცენარის დაბანვით, ყვავილებს აშორებენ. ასხურებენ ინსექტიციდებს. თუ ძალიან ცხელა (25 გრ ზე მეტია), შესხურებას იმეორებენ სამი დღის შემდეგ, თუ შედარებით გრილა, 5-7 დღის მერე. ასევე რჩევა დააჭირეთ ლინკს. https://yvavilebismovla.ge/yvavilebi/120-shlumbergera-anu-dekembera-1.html 
თარგმანი თ. სუპატაშვილის

 
30 April 0 28

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно