შლუმბერგერა ანუ დეკემბერა
შლუმბერგერა(Schlumbergera)-ტყის ეპიფიტური კაკტუსის სახეობა,რომელიც ტრადიციულად დეკემბერ-იანვარში ყვავის.ამ უჩვეულო თვისების დამსახურებით შლუმბერგერას ხალხში - "დეკემბერას" და "შობის ვარსკვლავს" ეძახიან.მისი სამეცნიერო სახელია __ ზიგოკაკტუსი (Zygocactus)
შლუმბერგერას გვარის კაკტუსის სახეობები
ჩვენს ფანჯრის რაფებზე ყველაზე ხშირად ზიგოკაკტუსის ორი სახეობა გვხვდება: შლუმბერგერა ბუკლე (Schlumbergera bucklei) და შლუმბერგერა შეკვეცილი(Schlumbergera truncatus).
შლუმბერგერა ბუკლე __ ეს ზიგოკაკტუსის ძველი სახეობაა,რომელსაც "დეკემბერას"უწოდებენ.მისი ღეროები შედგება წაგრძელებული ნაწილებისაგან-სეგმენტებისაგან,რომელთა ნაპირებიც მომრგვალებულია.ტოტები დაშვებულია ისე,როგორც ამპელურ მცენარეებს ახასიათებს.ჟოლოსფერ-მოვარდისფრო ყვავილები ბოლო სეგმენტებზე იშლება.თვითოეული ყვავილი ფურცლების რამოდენიმე რიგისაგან შედგება,გრძელი,წვრილი მტვრიანები სცდება ყვავილის გულს.
შლუმბერგერა შეკვეცილი __ მას სეგმენტის კიდეები მკვეთრად დაკბილული აქვს.გრძელი ყვავილის მილი ოდნავ მოხრილია,რითაც მთლიანად განსხვავდება სიმეტრიული შლუმბერგერა ბუკლეს ყვავილისაგან.სელექციონრების დამსახურებით მიღებულია ზიგოკაკტუსის უამრავი შეფერილობა: თეთრი,ვარდისფერი,ჟოლოსფერი,ნარინჯისფერი,ლავანდის ყვავილისფერი,მრავალფერიანი.![]()
როგორი ადგილი სჭირდება შლუმბერგერას
სახლის პირობებში დეკემბერა არ არის პრეტენზიული მცენარე.მისთვის ოპტიმალური ადგილია ნათელი,მაგრამ არა მზიანი ფანჯრის რაფა.აუცილებლად გრილი.მის მახლობლად არ უნდა იყოს მხურვალე რადიატორი ან რაიმე გამათბობელი მოწყობილობა.კარგი იქნება გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე დეკემბერა დავდგათ აივანზე,ვერანდაზე ან ეზოში,სხვა მცენარეების ჩრდილში.
გრუნტი ტყის კაქტუსებისათვის
ბუნებაში შლუმბერგერა ეპიფიტი მცენარეა__ სხვა მცენარეების ქერქზე იზრდება.ამიტომ მისთვის საჭიროა მაქსიმალურად ფხვიერი,წყლისა და ჰაერის კარგად გამტარი სუბსტრატი.რომელიც უნდა შედგებოდეს ერთი წილი ტყის მიწის და ერთი წილი მსხვილმარცვლოვანი ქვიშისაგან.შეგვიძლია ცოტაოდენი ტორფი და ხის ნახშირიც დავუმატოთ.
შლუმბერგერას გადარგვა 1-2 წელიწადში ერთხელ ხდება,მაგრამ არა ყვავილობის შემდეგ,არამედ ვეგეტატიური ზრდის პერიოდში _ მარტის შუა რიცხვებიდან აპრილის ბოლომდე.გადასარგავი ქოთანი 2 სმ-ით დიდი უნდა იყოს ძველ ქოთანზე.ქოთანი არ უნდა იყოს ღრმა,რადგან შლუმბერგერას ფესვები ზედაპირულადაა განლაგებული.აუცილებელია ქოთანს ქონდეს სადრენაჟო ნახვრეტები.არ უნდა დაივიწყოთ დრენაჟის ჩაყრა 2-3 სმ სისქეზე.დრენაჟისთვის გამოიყენება კერამზიტი,პენოპლასტი,აგურის ნატეხები,კენჭები.
დეკემბერას მოვლა სახლის პირობებში
წლის განმავლობაში დეკემბერა სხვადასხვა პერიოდებში სხვადასხვანაირ მოვლას მოითხოვს.ეს პერიოდები შეიძლება პირობითად ასე დაიყოს:
- ვეგეტაციის პერიოდი __ მარტის შუა რიცვებიდან სექტემბრის ჩათვლით.
- პირველი მოსვენების პერიოდი(ყვავილობისათვის მომზადება) __ ოქტომბერი.
- ყვავილობის პერიოდი __ ნოემბერი - იანვარი.
- მეორე მოსვენების პერიოდი __ თებერვლიდან -მარტის შუამდე.
განვიხილოთ თითოეულ პერიოდში შლუმბერგერას მოვლის წესები.
ვეგეტაციის პერიოდი__ შუა მარტიდან სექტემბრის ჩათვლით
ამ პერიოდში დეკემბერა აქტიურად იზრდება.იმატებს ზომაში,იზრდის ახალ სეგმენტებს.ამ დროს უკეთესია მცენარე გარეთ მოვათავსოთ:აივანზე ან ეზოში,ნახევრად ჩრდილში.
ზაფხულში მცენარე ხშირად უნდა მოირწყას,როგორც კი მიწა შეუშრება.კარგია თუ რეგულარულად შეასხურებთ წყალს.მაგრამ ზედმეტი არ უნდა მოგივიდეთ,რადგან შეიძლება ადვილად დალპეს.მორწყვა ხდება მაშინ როდესაც მიწა გაუშრება.ზაფხულში შლუმბერგერას მოვლა გულისხმობს მისთვის ხარისხიანი სასუქების(აზოტოვანი ან უნივერსალური) დროულ მიწოდებას თვეში ორჯერ.ზაფხულში ზიგოკაკტუსისთვის იდეალური ტემპერატურაა 20-23 °C. (3)ზაფხულში მცენარე უკეთესია აივანზე ან ეზოში გაიტანოთ.ზრდის პერიოდში მისთვის სინათლე და სუფთა ჰაერი აუცილებელია.![]()
მოსვენების პირველი პერიოდი __ ოქტომბერი
ამ პერიოდში მცენარე ყვავილობისათვის ძალებს იკრებს.იწყებს კვირტების ჩანასახების წარმოქმნას.ამ დროს სწორი მოვლა განსაზღვრავს იყვავილებს თუ არა მცენარე.ოქტომბერში შლუმბერგერას ნაკლები ტენი და სინათლე ესაჭიროება.მისთვის აუცილებელია მეტი სუფთა ჰაერი და სიგრილე.ოპტიმალური ტემპერატურა ამ პერიოდისათვის 10-18°C.მცენარე ადვილად იტანს მოკლე ხნით ტემპერატურის დაცემას 3-5°C-მდე.ამ პერიოდში დეკემბერა იშვიათად უნდა მოვრწყათ.მხოლოდ მაშინ როცა სეგმენტები ოდნავ მოურბილდება.მორწყვა უმჯობესია არა წყლით,არამედ ჩაის ნაყენით.ეს მეყვავილეების ერთერთი საიდუმლოა.ჩაის ნაყენის მეშვეობით მცენარე უფრო მეტ ბუტონს ინვითარებს ვიდრე ძვირადღირებული სასუქით.ზოგიერთი მონაცემებით ასეთი "ჩაის ცერემონიის" შემდეგ აყვავებას იწყებს ისეთი პრობლემური დეკემბერაც რომელიც არასოდეს აყვავებულა.
ნოემბრის მოახლოებასთან ერთად დეკემბერას მიაწოდეთ მოყვავილე მცენარეებისათვის განკუთვნილი სასუქი,ეს ხელს შეუწყობს მის უხვ და ხანგრძლივ ყვავილობას.![]()
ყვავილობის პერიოდი __ ნოემბერი -იანვარი
ოქტომბრის ბოლოს, ან ნოემბრის პირველი რიცხვებიდან გარეთ მდგომი დეკემბერა შენობაში უნდა შეიტანოთ(თუ ფანჯარაში იდგა არაფერს არ ცვლით) და დაიწყოთ მისი უხვად მორწყვა(უმჯობესია თბილი ჩაის ნაყენი).იწყებთ კალიუმ-ფოსფორიანი სასუქების მიწოდებას.ძლიერი ბუტონების ფორმირებისათვის დეკემბერა უნდა მოირწყას კალციუმიანი გვარჯილის ხსნარით,ან კვერცხის ნაჭუჭის ნაყენით.ნაყენი ასე უნდა მომზადდეს:რამდენიმე კვერცხის წინასწარ გარეცხილ ნაჭუჭს დაასხით წყალი,ისე რომ დაიფაროს,დააყენეთ ერთი დღე და ღამე, შემდეგ გამოიყენეთ მოსარწყავად.
დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ ფორმირებას იწყებს ბუტონები.ამ დროს ოპტიმალური ტემპერატურაა _ 19-22°C დღისით,15-20°C ღამით.კვირტების ფორმირების პერიოდში უმჯობესია არ გადავაადგილოთ, არ ვაბრუნოთ და არ ვაბანაოთ მცენარე.რადგან შეიძლება მთლიანად დაყაროს კვირტები.(4)შლუმბერგერას ყვავილობა შეიძლება იანვრამდე გაგრძელდეს.
მოსვენების პერიოდი __ თებერვალი -მარტი
ყვავილობის დამთავრების შემდეგ დეკემბერას ფორმირება ხდება.დატრიალების საშუალებით მოაცალეთ ზედა სეგმენტები.ეს ხელს უწყობს ახალი სეგმენტების სტიმულირებას და დაბუჩქვას.
დაყვავილების შემდეგ მცენარეს რწყავენ მაშინ როდესაც მიწა გაუშრება,არ უნდა დაუშვათ რომ ზედმეტად გამოუშრეს და დაუსკდეს ნიადაგი.
დეკემბერას ამრავლებენ კალმებით,უფრო სწორად ერთი ან რამდენიმე სეგმენტისგან შემდგარი ტოტებით.ეს უკეთესია გაზაფხულზე ან შემოდგომაზე გააკეთოთ.დედა მცენარეს დატრიალების მეშვეობით მოაცალეთ რამდენიმე სეგმენტი,გააჩერეთ ერთი დღე ან ნაკლები და ჩარგეთ ნესტიან,ფხვიერ სუბსტრატში 1/4 სიღრმეზე.კალმები ადვილად და სწრაფად ფესვიანდება,არაფერი დამატებითი მიქმედება საჭირო აღარაა.შლუმბერგერას კალამი ადვილად ფესვიანდება ფხვიერ ნიადაგიან ერთჯერად ჭიქაში.
1. ფოთოლი-სეგმენტები შეჭმუხნულია.მიზეზი: წყლის ნაკლებობა,ან პირიქით სიჭარბე.დეკემბერას,რომელსაც არ ყოფნის ტენი,სეგმენტები ეჭმუხნება.მაგრამ ისიდი სწრაფად აღიდგენენ თავის ფორმას მორწყვის შემდეგ. დაახლოებით ერთ დღეში მცენარე ისევ მკვრივი და ხასხასა გახდება.მაგრამ გადამეტებული მორწყვის გამო მორბილებილი მცენარის შემთხვევაში ასე არ მოხდება.თუ მცენარე ზედმეტი მორწყვისგან მოეშვა,როგორც ჩანს ლპობის პროცესი უკვე დაწყებულია.ასეთი მცენარე უმჯობესია ამოიღოთ მიწიდან,დააათვალიერეთ და ღმოჩენის შემთხვევაში მოაცალეთ გაფუჭებული ფესვები.თუ პროცესი უფრო შორსაა წასული მაშინ ჯობია ზედა ნაწილი ახლიდან დააფესვიანოთ.ეს ადვილი მისაღწევია და სირთულეები ნაკლებად არის მოსალოდნელი.
2. სეგმენტების გაწითლება
მიზეზი:დეკემბერას შესცივდა.5°C-ზე დაბალი ტემბერატურის დროს დეკემბერა მოწითალო შეფერილობას იღებს.მაგრამ ეს საშიში არ არის,თბილ შენობაში შეტანის შემდეგ მცენარე ისევ იბრუნებს სიმწვანეს
3. კვირტების დაცვენა
მიზეზი:ქოთნის მკვეთრად შემობრუნება სინათლის წყაროს მიმართ,ცუდი მორწყვა,ორპირ ქარში მოხვედრა.
4. დეკემბერა არ ყვავილობს
მიზეზი:შესაფერისი ტემპერატურული რეჟიმის დარღვევა,ღარიბი და გამოფიტული ნიადაგი,ცუდი განათება.