შობის ვარსკვლავის მოვლა სახლის პირობებში

ულამაზესი რძიანა, იგივე პუანსეტია, ან შობის ვარსკვლავი რძიანასებრთა ოჯახის წარმომადგენელია, ბუნებაში გვხვდება მექსიკის და ცენტრ ამერიკის ტროპიკებში. იგი მარადმწვანე ბუჩქია, იზრდება 4 მ მდე. თუმცა სახლის პირობებში მხოლოდ 30-50სმ ია. მისი ფოთლები მუქი მწვანეა,ელიფსური, დაკბილული კიდით. ყვავილი მოყვითალო, წვრილი, შეკრული როზეტისებრ ყვავილედად. მის გარშემო კი მკვეთრად წითელი თანაყვავილია და სწორედ მას მიიჩნევენ ყვავილად. დღეისთვის გამოყვანილია ვარდისფერი, თეთრი, ყვითელი  ან ორფერი თანაყვავილებიანი მცენარეები. სახელი მიიღო მექსიკის პირველი მინისტრის ჯოელ რობერტს პოინსეტის გვარის მიხედვით, იგი გატაცებული იყო ბოტანიკით, აღტაცებული იყო ამ მცენარით, მისი ყვავილობა ემთხვევა შობას. ამის გამო მას „ბეთლემის ან შობის  ვარსკვლავსაც“ ეძახიან.
მცენარეს ყიდულობენ და ჩუქნიან შობას, მაგრამ მოყვავილების შემდეგ იგი ჩვეულებრივ, კვდება, თუ არაფერს იღონებთ. ქვემოთ რამდენიმე საყურადღებო რჩევაა, რომ ეს მცენარე შეინარჩუნოთ და სხვა წლებშიც ისევ გაგახაროთ უხვი და ლამაზი ყვავილებით..
- როცა ფოთლების ცვენა დაიწყება, მისი მორწყვა უნდა შეწყდეს, რომ მიწა თითქმის მშრალი იყოს, არც კვება დასჭირდება, მიწიდან 15სმ ზე გადაჭერით, დადეთ სიბნლეში და „დააძინეთ“ მაისამდე.
- მაისიდან ზრდის სტიმულირებისთვის გადადგით ქოთანი ნათელ ადგილზე, დაიწყეთ მორწყვა და კვება, როცა მცენარე ზრდას დააპირებს, გადარგეთ ახალ მიწაში.
- ოქტომბერში საღამოობით მცენარე ჩადეთ ყუთში, ან კარადაში, რომელიც არ ატარებს სინათლეს, აქ მან 14 სთ უნდა გაატაროს დღეში. ასე ხდება კოკრების ზრდის სტიმულირება.
- როგორც კი დაიწყება თანაყვავილის გაშლა, მოუარეთ მას სხვა მცენარეების მსგავსად.
ამ მცენარის წვენი შხამიანია, განსაკუთრებით ვნებს თვალებს, ზოგჯერ იწვევს ალერგიას, კუჭში მოხვედრისას -  ღებინებას და ფაღარათს. მასთან მუშაობისას გამოიყენეთ ხელთათმანები. ეს მცენარე სხვა რძიანების მსგავსად, შხამიანია, თუმცა მისი მოვლის წესები მეტად განსხვავებულია ამ ოჯახის სხვა წევრების მოვლის წესებისგან.
როგორ მოვუაროთ სახლში პუანსეტიას?- მას მოსწონს დას. ან აღ. მხარეს ფანჯრის რაფაზე ყოფნა, პირდაპირი მზის სხივები და ორპირი ვნებს, კომფორტულადაა 18-25 გრ ზე, ყვავილობისას სჭირდება 16-14გრ, მოსვენების პერიოდში კი - 14-12გრ. ზაფხულში უხვად რწყავენ. ზამთარში წყვეტენ და მხოლოდ ნამავენ მიწას. ყვავილობის დაწყების მერე კი   მცენარეც ინამება თბილი ნადგამი წყლით.
კვება -  გაზაფხულიდან შემოდგომამდე თვში ორჯერ აძლევენ კომპლექსურ მინერალურ სასუქს, ყვავილობისას - კალიუმს, თუმცა ბევრი მიიჩნევს, რომ ამ პერიოდში მას სასუქი არ სჭირდება. 

გადარგვა  -  აპრილ-მაისში იგი უნდა გადაირგას, მოსვენების პერიოდის მერე, როცა ახალი ტოტები და ფოთლები იწყებს ზრდას. მიწა სჭირდება სუსტად მჟავე, იგი შედგება ფოთლოვანი, თიხიანი, ტორფიანი მიწის და ქვიშისგან 2:3:1:1 თანაფარდობით. არც დრენაჟი უნდა დაივიწყოთ. ახალი ქოთანი წინაზე ოდნავ დიდი უნდა იყოს, და იმისთვის, რომ მცენარის გადარგვით გამოწვეული სტრესი მინიმალური იყოს, გადატანა სჯობს მიწით.
გასხვლა - შობის ვარსკვლვის გასხვლის სპეციალური მეთოდები არ არსებობს. ისხვლება ორჯერ - აპრილის დასაწყისში, მოსვენების პერიოდში, 15სმ სიმღლეზე და გადარგვის მერე, როცა ახალი ტოტების ზრდა უნდა დაიწყოს. ასე ხდება ლამაზი ბუჩქის ფორმირება. ასევე აცლიან სუსტ და წვრილ ტოტებსაც. გადანაჭრებს კი იყენებენ დასაფესვიანებლად. 

გამრავლება - ბუნებაში იგი თესლით მრავლდება, მაგრამ სახლში მას ტოტებით ამრავლებენ. მათ ჭრიან ზაფხულის დასაწყისში. ტოტების სიგრძე უნდა იყოს 7-10სმ  და მათ უნდა ჰქონდეთ  3-6 კვირტი. გადაჭრა ხდება მუხლზე. ტოტებს რამდენიმე წთ ით დებენ თბილ წყალში, რომ მოშორდეს შხამიანი რძისებრი წვენი,  მერე ავლებენ ფესვის სტიმულატორში და რგავენ ნამიან სუბსტრატში, რომელიც შედგება ქვიშის, მშრალი ნაკელის და ნეშომპალისგან. დებენ ნათელ ადგილზე, 24-28გრ ზე ცელოფნის ქვეშ. მას არ უნდა ხვდებოდეს მზე. პერიოდულად ანიავებენ, ნამავენ. დაახლოებოთ ერ თვეში დაფესვიანდება და ტემპერატურული რეჟიმი მეტად თავისუფალი ხდება, თუმცა 16 ზე დაბალი არასასურველია. საშემოდგომოდ უკვე შეიძლება ახალგაზრდა მცენარეების  გადარგვა 18-20 სმ იან ქოთნებში. მოყვავილე ბუჩქს მხოლოდ ერთი წლის შემდეგ მიიღებთ.
დაავადებები - მას ხშირად სტუმრობს ფრთათეთრა, ფარიანა, ტრიპსები, ფქვილისებრი ცრუფარიანა, აბლაბუდა ტკიპა. ცრუფარიანა მის ფოთლებზე ქმნის თეთრ ცვილისებრ სუბსტანციას, ბუგრი და ფრთათეთრა კი - წებოვან ლაქებს.  მათ ებრძვიან ხალხური მეთოდებით,  სისტემური ინსექტიციდებით. ბუგრს და ფარიანას საპნიანი წყლით აშორებენ ყოველკვირეულად, მერე კი სუფთა წყლით ჩამორეცხავენ ფოთლებს. ცრუფარიანას კი ებრძვიან მინერალური ზეთებით ფოთლების დამუშავებით. მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი ისევ მაღაზიაში წასვლით და ინსექტიციდების შეძენით სრულდება. 

იგი ხშირად ავადდება ნაცრისფერი ლპობით, ფუზარიოზით, ნაცარა სოკოთი. ლპობა იწყება ჰაერის მაღალი ტენიანობის პირობებში და გამოიხატება ნაცრისფერი ობის ნადების სახით   ყვავილედზე ან ტოტებზე, ფოთლებზე კი მურა ლაქებია, მას ებრძვიან ფუნდაზოლით, „სკორით“, “ჩისტოტელით“. ფუზარიოზის გამო ტოტები მუქდება, მერე შავდება, ხმება და კვდება. ნაცარა სოკო ფოთლებს და ყვავილებს თეთრი ნადებით ფარავს, მის ქვეშ კი მცენარე ყავისფერს იღებს.  ეს სოკო ნადგურდება ფუნგიციდებით, -  „ტოპაზით“, „ სკორით“, „ჩისტოტელით“,  „ფიტოსპორინ - მ“ ით.
რატომ ყვითლდება ფოთლები? - თუ მცენარე სიგრილეშია და მაინც ხშირად რწყავენ, ფესვები ულპება, ფოთლები კი ყვითლდება. კიდევ ერთი მიზეზი ჰაერის სიმშრალეა, რის გამოც მცენარეს აზიანებს აბლაბუდა ტკიპა, რომლის ცხოველმყოფელობის შედეგად შობის ვარსკვლავის ფოთოლი ყვითლდება 

რატომ ცვივა  ფოთოლი?- ფოთოლცვენას იწვევს ზედმეტი მორწყვა დაბალ ტემპერატურაზე  მშრალ ოთახში, ან არასაკმარისი მორწყვა.  საშობაო დღესასწაულის შემდეგ ფოთლები ყვითლდება, ცვივა და მცენარე იძინებს. ზოგჯერ ეს ტემპერატურის მკვეთრი ცვლილების გამო ხდება ,ან კიდევ სხვა მიზეზი  - არასაკმარისი განათებაა.
რატომ არ ყვავის მცენარე? - მიზეზი მისი მოვლის პირობების არდაცვაა. კარგად გაეცანით მისი მოვლის წესებს და თავად აღმოაჩენთ მიზეზს, მთავარი აქ  სწორი განათება და ტემპერატურული რეჟიმია.
ყვავილობის  შემდეგ - მცენარეს მოსვენების პერიოდი მარტ-აპრილში აქვს და დაახლოებით 6 კვირა გრძელდება. როცა იგი ფოთლების ცვენას იწყებს, უნდა გადაიჭრას დაახლოებით 15სმ სიმაღლეზე. მერე დებენ ბნელ, გრილ ადგილზე და ასვენებენ, მხოლოდ იშვიათად და ზომიერად ნამავენ მიწას. მაისში იგი იღვიძებს და მერე თავიდან დასჭირდება ყურადღება და მოვლა და თუ მას არც ერთს არ მოაკლებთ და არც მეორეს, ზამთარში უხვი, ლამაზი  ყვავილებით გადაგიხდით მადლობას.

თარგმანი თ. სუპატაშვილის

11 March 0 103

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно