აპლაუდი

აპლაუდი - იაპონური ინსექტიციდი, რომელიც ეფექტურად ებრძვის მრავალ მავნებელ მწერს, ძირითადად ეფექტურია Hemiptera - ს ქვეჯგუფის წარმომადგენლების წინააღმდეგ. პრეპარატი იყიდება ფხვნილის სახით, რომელიც ბუფროფეზინს შეიცავს. საშიშროების კლასი: მე-3 (ზომიერეად საშიში ნივთიერება)

აპლაუდი წარმატებულად ებრძვის შემდეგ მავნებლებს:

სათბურის ფრთათერა

ბამბის ფრთათეთრა

ციკადა

ფარიანები

მცენარის რწყილი (ლათ. Pseudococcidae, რუს. мучнистый червец)

აღენიშნება აკარიციდული ეფექტიც.

ზემოქმედების მექანიზმი: პრეპარატი ხვდება მავნებელი მწერის ორგანიზმში, ანელებს მის მეტაბოლიზმს, მწერი აღარ იცვლის კანს და შედეგად იღუპება.

თუ თქვენს მცენარეს უკვე ძალიან დიდი რაოდენობით აქვს მავნებლები, განსაკუთრებით ზრდასრული ფრთათეთრა, რეკომენდირებულია აპლაუდი შეურიოთ სხვა სინთეთიკურ საშუალებებს, ძირითადად პერეტროიდებს, რათა სწრაფად და ეფექტურად ებრძოლოთ მავნებლებს.

აპლაუდი მინ. 2-ჯერ ამცირებს მევნებლების იმაგინალური სიცოცხლის ხანგრძლივობას და ნაყოფიერებას. ასევე აღსანიშნავია, რომ მდედრობითი სქესის მავნებლები პრეპარატით დამუშავებული მცენარის ზედაპირთან შეხების მერე იღუპებიან, რაც ასევე საგრძნობლად ამცირებს მავნებელთა პოპულაციას.

დიდი ოდენობით სამუშაო ხსნარის დასამზადებლად იღებენ 10 გრ და ხსნიან 10 ლ წყალში.

მცირე ოდენობით სამუშაო ხსნარის დასამზადებლად საკმარისია 1 გრ პრეპარატი გაიხსნას 1 ლ წყალში.

შემდეგ მცენარეს ნამავენ მიღებული ხსნარით უქარო, მშრალ ამინდში დილით ან საღამოს.

მავნებლების პოპულაციის გასაკონტროლებლად საკმარისია სეზონში 2-ჯერ დაამუშავოთ მცენარე. პირველი დამუშავების მერე უნდა გავიდეს 30-40 დღე, მერე შესაძლებელია გაიმეოროთ პროცედურა.

აპლაუდი მომენტალურ ეფექტს არ იძლება, მავნებლები იღუპებიან დამუშავებიდან 1 კვირაში. პრეპარატის აორთქლებისას მისი ზემოქმედების ეფექტი კიდევ უფრო ძლიერდება.

ბუპროფეზინის შემცველი პრეპარატი აპლაუდი არ არის ფიტოტოკსიკური, თუ მისი გამოყენებისას დაიცავთ უსაფრთხოების სტანდარტულ ნორმებს (გაიკეთეთ ხელთათმანები, რესპირატორი, დამცავი სათვალე, ჩაიცვით სამუშაო ტანსაცმელი, პრეპარატი არ უნდა დაამზადოთ იმ ჭურჭელში, საიდანაც მიირთმევთ საკვევბს; მუშაობისას არ ეწევით, არ სვამთ სითხეებს და არ იღებთ საკვებსლ პრეპარატის კანზე მოხვედრისას კარგად ჩამოიბანეთ ის, ხოლო ალერგიული რეაქციის შემთხვევაში - მიმართეთ ექიმს.). პრეპარატი არ არის საშიში ფუტკრების, ბზიკების და მტაცებელი ტკიპებისათვის, რომლებიც ველურ ბუნებაში ფრთათერას ბუნებრივი მტრები არიან.

 პრეპარატი ასევე უსაფრთხოა თევზებისთვის და თბილსისხლიანებისთვის.
25 February 0 41

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно