ცირკონი
ცირკონი პოლიფუნქციური პრეპარატია, ის ხელს უწყობს მცენარეების უკეთესად დაფესვიანებას, თესლის უფრო კარგად და სწრაფად ამოსვლას, მცენარეების უკეთეს ადაპტაციას ახალ გარემოსთან მაგ. გადარგვის ან ადგილის გამოცვლის შემდეგ, ასევე აძლიერებს მცენარეების ბუნებრივ იმუნიტეტს, რის შედეგადაც ის უფრო ძლიერი ხდება, ეკთესად ეწინააღმდეგენა დაავადებებს, ასევე ცირკონი სპობს მავნებლებს. ცირკონი ერთდროულად სასუქიც არის და ქიმიური პრეპარატიც, რომელიც ებრძვის სოკოვან დაავადებებს. მისი გამოყენების შემდეგ მნიშვნელოვნად მცირდება ალბათობა იმისა, რომ თქვენს მცენარეს შეხვდება შემდეგი და, ავადებები: ფუზარიოზი, ბაქტერიოზი, ფესვების ლპობა, ნაცარი, ფიტოფტორიზი, მონილიოზი, პერონოსპროზი. ყველაფერთან ერთად ცირკონი ეხმარება მცენარეებს უკეთეს ზრდაში, ყვავილობასა და ნაყოფის მიცემაში, გვალვის, ზედმეტი მორწყვის შედეგების და სინათლის ნაკლებობოს გადატანაში.გამოყენებამდე შეანჯღრიეთ კაპსულა. გახსებით ცირკონი წყალში. ასეთი ხსნარი უფრო ეფექტური იქნება, თუ იმავე დღეს გამოიყენებთ. თუ გსურთ ცირკონის სამუშაო ხსნარის ვარგისიანობის ვადა გაზარდოთ, წყალში ცოტაოდენი ლიმონმჟავა დაამატეთ (1 კგ 5 ლიტრზე), მერე ჩაასხით ასეთ მომჟავო წყალში ცირკონი და ბოთლი შეინახეთ ბველ და გრილ ადგილას. ცირკონი სიგრილეში უნდა ინახებოდეს, მაგრამ თუ ამპულას მაცივარში ინახავთ, გამოყენებამდე გააჩერეთ თბილ ოთახში და ოთახის ტემპერატურის მქონე წყალში გახსენით.სამუშაო ხსნარში შესაძლებელია მცენარეების თესლის, ბოლქვების, დასაფესვიანებელი ტოტების დალბობა. თესლს 6-8 საათი აჩერებენ ასეთ ხსნარში, ბოლქვებს - 18-24 სთ., ხოლო დასაფესვიანებელ ტოტებს - 18-24 სთ.თუ თქვენმა მცენარემ სტრესი გადაიტანა (გადარგვა, დაავადება, მავნებლები დაესია, ფესვები დაუზიანდა მორწყვის რეჟიმის დარღვევის შედეგად ან სიცივისგან), 1 კვირაში ერთხელ შეასხურეთ მას წყალში გახსნილი ცირკონი. ცირკონის გამოყენება შესაძლებელია როგორც ეზოს, ასევე ოთახის მცენარეებზე და ბაღ-ბოსტნის კულტურებზეც მოსავლის აღებამდე (ვირდე ნაყოფს მოისხამს) მინ. 14 დღით ადრე. ცირკონი არ არის რეკომენდირებული ქარიან ამინდში. მოყვავილე მცენარეებზე დაიწყეთ ცირკონის გამოყენება აქტიური ზრდის დაწყებისთანავე, შეასხურეთ კვირაში ერთხელ. 8 წვეთი ცირკონი 1 ლ წყალში იხსნება, ხოლო საყვავილეების გამოჩენისას ეყოფა 4 წვეთი ცირკონი 1 ლ წყალზე. თუ ოთახის მცენარეებზე იყენებთ ცირკოს, ბუნებრივია არ დაგჭირდებათ 1 ლიტრი წყალი. შესაბამისად ცირკონის დოზირება შეამცირეთ. პირადად მე 1 ლიტრიან ბოთლში ვასხავ 2-3 წვეთს (მაქვა 250 ქოთანი) და ეს სავსებით საკმარისია. ასეთ ხსნარს ვასხურებ მცენარეებს და ვრწყავ კიდევაც, ეს ზრდის პრეპარატის ეფექტს. თუ თქვენი მცენარე მძიმე მდგომარეობაშია, მოასხურეთ ცირკონის ხსნარი, მორყეთ ამავე ხსნარით და გადააფარეთ ცელოფანი. პროცედურა გაიმეორეთ კვირაში მინ. 3-4-ჯერ. მერე, როდესაც დაინახავთ, რომ მცენარე უკეთესადაა (“მოწყენილი” ფოთლები აწია, ფერი დაუბრუნდათ, ამოსდის ახალი ფოთლები), შეგიძლიათ პარკი მოაშოროთ და ცირკონის უკვე კვირაში 1-ელ მიასხუროთ, სანამ საბოლოოდ არ გამოკეთდება მცენარე.პრეპარატი თითქმის ყველა სხვა პრეპარატთან შეთავსებადია, მაგრამ თუ გსურთ 2 ან მეტი პრეპარატის შერევა (ე. წ. კოკტეილის გაკეთება) და ამით წამლობა, გაეცანით ინსტრუქციას. მათ შორის იმ სხვა პრეპარატების ინსტრუქციებსაც, რომლებიც ცირკონს უნდა შეურიოთ. გაითვალისწინეთ, რომ ცირკონი არ არის შეთავსებადი ტოტესთან და თუ სხვა პრეპარატის შემადგენლობაში ძლიერი ტუტეები შედის, ცირკონი უბრალოდ არ შევა მასთან ქიმიურ რეაქციაში. იმის გადამოწმება, თავსებადია პრეპარატები, თუ არა ძალიან მარტიავია: აიღეთ რაიმე გამჭვირვალე ჭურჭელი, ცააწვეთეთ მასში ცირკონის რამდენიმე წვეთი და მერე ხსვა პრეპარატის რამდენიმე წვეთიც, მერე ჩასსხით ცოტა წყალი, აცადეთ 5 წუთი და შეანჯღრიეთ. თუ ერთგვაროვანი ხსნარი მიიღეთ, ე. ი. თქვენი პრეპარატები თავსებადის, მაგრამ თუ ნალექი ჩანს ან რომელიღაც პრეპარატი გაუხსნელი წყლის ზედაპირზე ტივტიპებს - თქვენი პრეპარატები თავსებადი არ არის. გამოსავალი მარტივია - ჯერ უნდა გამოიყენოთ სხვა პრეპარატი და დააც. 1-2 კვირის შემდეგ - ცირკონი.გაითვალისწინეთ, რომ ცირკონს აქვს საშიშროების მე-4 კლასი. ის პრაქტიკულად არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენს ადამიანებისათვის, თუ მისი გამოყენებისას დაიცავთ უსაფრთხოების სტანდარტულ ზომებს: იმუშავებთ ხალათში (ან რაიმე სხვა ტანსაცმელში, რომელიც მთლიანად ფარავს სხეულს და მერე ამ ტანსაცლემს კარგად გარეცხავთ), ხელთათმანებში, რესპირატორში და სასურველია დამცავი სათვალეც გეკეთოთ. წამლობის მერე კარგად, საპვნით დაიბანეთ ხელ-პირი, ან მიიღეთ შხაპი. თუ კანზე (მაგ. შიშველ ხელზე) მოგხვდათ ცირკონის წვეთები - კარგად დაიბანეთ ეს ადგილი საპვნიანი წყლით, არ მოიხვედროთ პრეპარატი თვალებში, პირში, ნაკაწრებსა და ღია ჭრილობებში. უკანასკნელთა არსებობის შემთხვევაში (მაგ. თუ ხელი ახლახანს გაიჭერით), შეიკავეთ თავი წამლობისგან, სანამ ჭრილობა ბოლომდე არ მოგიშუშდებათ. წამლობა უნდა ტარდებოდეს გარეთ და მცენარეები მინ. 1 დღე უნდა რჩებოდეს გარეთ. თუ წამლობას ატარებთ ბინაში, გაიტანეთ მცენარეები ისეთ ოთახში, სადაც არავის სძინავს და გამოაღეთ ფანჯრები მინ. 8 საათით. მინ. 2 დღე არავინ დააძინოთ იმ ოთახში, არ შეუშვათ იქ პატარა ბავშვები და შინაური ცხოველები. პრინციპში ცირკონი არ არის საშიში, ძალიან დიდი რაოდენობით უნდა დალიოთ ეს პრეპარატი, რომ მოიწამლოთ, ის მხოლოდ ფუტკრებისათვის არის ზომიერად საშიში და ამიტომაც არ ჩაატაროთ წამლოვა გარეთ, ქარიან ამინდში. წამლობა უნდა ტარდებოდეს დილით ადრე, მზის ამოსვლამდე ან მზის ჩასვლის შემდეგ. წინააღმდეგ შემთხვევაში პრეპარატის შემცველი წყალი უბრალოდ აორთქლდება მზის სხივების გავლენით მანამ, სანამ იმოქმედებს. ასევე არ შეიძლება წამლობისას ჭამა, სმა, მოწევა. პრინციპში ეს სტანდარტული უსაფრთხოების ნორმებია, რომლებიც ყველა პრეპარატის გამოყენებისას უნდა დაიცვათ. თავი შეიკავეთ წამლობისგან თუ ხართ ალერგიული. გამოსავალი სხვას ჩაატარებინოთ ეს პროცესი. თუ მაინც მოგხვდათ ცირკონი თვალებში, სოდიანი წყლით დაიბანეთ პირი და თვალები, მერე კი ონკანის წყლით დიდხანს იბანეთ თვალები. თუ ცირკონი გადაყლაპეთ, დალიეთ ბევრი სოდიანი წყალი, რათა ღებინება გამოიწვიოთ, მერე კი დაილეთ 1-2 აბი აქტივირებული ნახშირი და დიდი რაოდენობით წყალი.შეინახეთ ცირკონი გრილ და ბნელ ადგილას. კაპსულას შენახვის ვადაა 3 წელი.დასასრულს მინდა ავღნიშნო, რომ ცირკონი ძალიან კარგი საშალებაა სოკოვანი დაავადებებისგან და ლპობისგან. ის კარგად აძლიერებს მისუსტებულ მცენარეს დაავადების, მავნებლების და გადარგვის შემდეგ. მე პირადად მიხმარია ეს მცენარე ბალბაზე და ფუქსიებზე, რომლებსაც დაესია ფრთათეთრა და აბლაბუდა ტკიპა. მავნებლის მოსპობის მერე მცენარეები მაინც სუსტად იყვნენ, მაგრამ სულ რაღაც 3 წამლობის შემდეგ გამოცოცხლდნენ და უკვე 2 კვირის შემდეგ ახალი ფოთლები წამოიღეს და დაიწყეს აქტიურად ზრდა. ცირკონი გამომიყებებია ყველა სხვა მცენარეზე (მაქვს კაკტუსები, სუკულენტები, ბალბები და სხვა მრავალი). ის ყველა სახის მცენარეებს უხდება. გირჩევთ გადარგვის მერე, ან გაზაფხულზე, წამლობის შემდეგ, ან როდესაც გარეთ გაიტანთ თქვენს ოთახის მცენარეებს მისცეთ მათ კვირაში 1-ელ ცირკონიანი წყალი და თქვენ ძალიან კმაყოფილი დარჩებით შედეგით. გახსოვდეთ, ოთახის მცენარეებისთვის კმარა 2-3 წვეთი ლიტრიან ბოთლზე და თუ უბრალოდ რწყავთ ამ ხსნარით მცენარეებს (არ ასხურებთ), არც ნიღაბი-რესპირატირი და არც სხვა დამცავი ტანსაცმელია საჭირო, უბრალოდ ხელთათმანები გაიკეთეთ.
თარგმანი: ლილიან მეტრეველი
თარგმანი: ლილიან მეტრეველი
11 March
0
0