გადმოწერე ჩვენი ანდროიდ აპლიკაცია

ამპელური მცენარეები

სახლში ხშირად იმდენად ბევრი მცენარე გროვდება, რომრაფაზე და თაროებზე ადგილი აღარ რჩება და თითქოს განგებ, სწორედ ამ დროს ან გჩუქნიანან მაღაზიაში ხედავთ დიდი ხნის ნანატრ მცენარეს. ასეთ შემთხევაში საინტერესო იქნება მისი გაზრდა ამპელურ მცენარედ, ეს მცენარეებიკი არა, მათი გაზრდის ერთერთი მეთოდია. ნებისმიერი ხვიარა მცენარის გაზრდაა ასე შესაძლებელი.
რომელი მცენარეებია ამპელური: ეს ჯგუფიაერთიანებს მცენარეებს, რომლებიც იზრდება ჩამოკიდებულ ქოთნებში ან კაშპოებში და ტოტებიგადმოშვებული აქვს ქოთნიდან ძირს, მათვე ეკუთვნის ხვიარა მცენარეებიც, რომლებიც ზემოთკენმიისწრაფვიან და ეხვევიან საყრდენს ან ბადეს. ამპელური მცენარეები განსაკუთრებით კარგიამკაცრი ინტერიერისთვის, სადაც კარადის კუთხეზე დადგმული ასეთი მცენარე არბილებს ავეჯისმკაცრ ფორმებს.
სად ვდებთ ამპელურ მცენარეებს:  ბოლო დროს მოდაში აღარაა კედლებზე ხალიჩები ან გობელენები,მაგრამ ზოგს მოსწონს გაფორმებული კედელი, ამისთვის გამოდგება ამპელური მცენარეები,ასე სახლი უფრო  მყუდროდ გამოიყურება. ასევეშეიძლება მათი ჩამოკიდება აივანზე, ტერასაზე, ზღურბლთან და სულაც, რაფაზეც შესაძლებელიამცენარის გაზრდა ამპელურად.
რომელ მცენარეებს ზრდიან ამპელურად: ბევრმცენარეს თავიდან სწორმდგომი ტოტები აქვს, მერე კი ზრდასთან ერთად ძირს ეშვება და ეხვევა.ასეთ მცენარეებს ეკუთვნის სურო, ეპისცია, ჭორტანა, ქლოროფიტუმი. ასე შეიძლება დეკორატიულისატაცურის, ქვატეხიას, ფიკუსის, თავდაყირას, ესქინანტუსის, ცვილის სურის გაზრდაც. განსაკუთრებითლამაზია მოყვავილე ამპელური მცენარეები - მაჩიტა, ბალბიფოთოლა, კოლუმნეა, ბეგონია.კიდევ უფრო საინტერესოა სუკულენტების გაზრდა ამგვარად. ლამაზია აპოროკაქტუსი, ზიგოკაქტუსი,სედუმი, კლდისდუმა, ვუდის ცეროპეგია და სხვ. ღია ცს ქვეშ ან ორანჟერეებში ამპელურადშეიძლება პეტუნიას, მაჩიტას, დედოფლის ყვავილის გაზრდა. 

ამპელური მცენარის ფორმირება: მნიშვნელოვანიამცენარისთვის ფორმის მიცემა, რომ იგი ლამაზად გადმოეკიდოს ქოთნიდან. თუ მცენარეს ერთი-ორიგრძელი ტოტი გამოეზრდება და ჩამოეკიდება, ეს ჯერ კიდევ არ არის ამპელური  მცენარე და თანაც ეს არც ისე ესთეტიკური შესახედავია.ტოტები ბევრი უნდა იყოს, თანაბრად განაწილებული მთელს ქოთანში და სიგრძეც თანაბარი.რათქმა უნდა, თავიდან ტოტები ასე ერთი სიგრძის ვერ იქნება, მაგრამ შემდეგ ფორმირებითაძლევენ სწორ ფორმას. იმისთვის, რომ ახალი ტოტები ამოუვიდეს მცენარეს, სჭირდება გასხვლაან ტოტების თავის წაწყვეტა. მცენარე დაიბუჩქებადა მერე ლამაზად ჩამოეკიდება ქოთნიდან. 
პრობლემები: ერთერთი  მთავარი პრობლემა ასეთი მცენარეების მორწყვაა -მას ისე სჭირდება მორწყვა, რომ არც მიწა  გამოშრესდა არც გადმოიღვაროს ქოთნიდან. თუ ცოტ-ცოტას დაასხამთ. მცენარეს არ ეყოფა და შეიძლებაგახმეს. ამიტომ ისეთ ამპელურ კაშპოებს ყიდულობენ, სადაც ქოთნის სადგამიც ჩაიდგმებაშიგ.  ქოთანში კი კარგი დრენაჟია საჭირო, რომზედმეტი წყალი შიგ არ დაგროვდეს, მაგრამ საჭირო რაოდენობაც შენარჩუნდეს.
კიდევ ერთი პრობლემაა განათება. მათ შორის ბევრია სინათლისმოყვარული მცენარე. კედელთან,სადაც მცენარეს კიდებთ, თუ ფანჯრიდან სინათლე არ ხვდება, საჭიროა დამატებითი განათებისდამონტაჟება, რომ მცენარემ მისი ნაკლებობის გამო ფოთოლი არ დაიცვინოს. ცარიელი, უფოთლოჩამოკიდებული გრძელი ტოტები არც ისე ლამაზი სანახავია.
ამპელური მცენარეებისთვის არ გამოდგება თიხის ქოთნები, მათი სიმძიმის გამო, ჩამოკიდებაარასასურველია. მის წონას კიდევ მიწის სიმძიმეც ემატება და მორწყვისას კიდევ მეტადმძიმდება და ერთ მშვენიერ დღესაც  შეიძლებავერ გაუძლოს და ჩამოვარდეს. ამიტომ ამპელური მცენარეებისთვის მაქსიმალურად მსუბუქიქოთანი უნდა შეირჩეს. 

ულვაშები და ტოტები: ზოგ ამპელურ მცენარესგრძელი ტოტები აქვს, ზოგს კი წვრილი ულვაშები, ზოგჯერ მცენარე ძირს კი არ გადმოეკიდება,არამედ ულვაშებით ემაგრება რაიმე საყრდენს და ზევით მიიწევს. ასე მოსდის, მაგ. ვნებისყვავილს, რომელსაც ულვაშები აქვს და მათი საშუალებით ფარდასაც კი ეჭიდება, რომ ზემოთწავიდეს. ასე ემართება ზოგ სუროსაც -ტოტების საშუალებით იგი სხვა მცენარეებს ეჭიდებადა მაღლა ასვლას ცდილობს. ასე რომ არ მოხდეს, დროულად უნდა მოაჭრათ წაგრძელებული ულვაშებიდა ტოტები და სწორი მიმართულება მისცეთ  მცენარეს.
18 August 0 11 423

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно