10 ყველაზე პოპულარული ოთახის მცენარე
უამრავ ფერად, ლამაზ და უცნაურ ოთახის მცენარეთა გარდა, კიდევ არსებობენ მცენარეები, რომლებმაც სამუდამო ადგილი დაიმკვიდრეს სახლებში რაფაზე და იქცნენ „ოქროს კლასიკად“. მათ აერთიანებთ ერთი - ტრადიციული სილამაზე და მოვლის სიმარტივე. მათ შორის არიან მორცხვი პატარა ყვავილებიც და უზარმაზარი ამაყი მცენარეებიც. ისინი ასწლეულობით ინარჩუნებენ ადგილს რაფაზე მოდის ცვლილების მიუცხედავად. მათ ხშირად ეძახიან „ბებოების მცენარეებს“ და ჩვენთვის ბავშვობიდანაა ცნობილი. ისინი ამშვენებდნენ სახლებს, სკოლებს, ბაღებს, საავადმყოფოებს, ოფისებს. ამას თავისი დადებითიც აქვს და უარყოფითიც.
კლასიკური მცენარეების უპირატესობა:
გამძლეობა: მოვლის სიმარტივე. გამოდგება დამწყებთათვის; ადვილი გასამრავლებელია; ფართოდ გავრცელებული და ადვილად საშოვნელია: არასდროს გამოვა მოდიდან.
უარყოფითი: კლასიკით ვერავის გააოცებ: ისინი ცუდად ეხამება ახალ, მოდურ მცენარეებს; ჭირს მათი შეხამება თანამედროვე ინტერიერთან. ზოგს ისინი მოსაწყენ მცენარეებად მიაჩნია, მაგრამ სელექციონერების დახმარებით ახალი ჯიშებიც გამოიყვანეს და ახალი თაყვანისმცემლებიც გაუჩნდათ. დრო იცვლება, ოთახის მცენარეთა ასორტიმენტიც იცვლება და არჩევანის შესაძებლობა საოცრად იზრდება. მაგრამ კლასიკური მცენარეების არჩევანიც მატულობს და მაგ. იას და კაქტუსს შემცვლელი მაინც არ გამოუჩნდება. ქოთნის არჩევა და მცენარის დამატებითი დეკორირება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მათთვის. მოდურად გაფორმებული ალოე ჰაი- ტეკის ინტერიერსაც შეიძლება შეეხამოს, და ჰიბისკუსი 21 ს - ის არქიტექტურულ სტილსაც. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენ ყურადღებას დაუთმობთ მცენარეს.
ქლოროფიტუმი: საუკეთესო რეპუტაციის მცენარეა. ამტანი, უპრეტენზიო, უნივერსალური, ადვილად მოსავლელი სახლშიც და ოფისშიც - იგი კლასიკური ლიანაა, ამპელური, სწრაფად იზრდება და გამოდგება მათთვისაც, ვინც ხშირად მოგზაურობს. სიმაღლე - 15-40 სმ, პწკალის სიგრძე 80 სმ ს აღწევს. იგი ვითარდება მკვრივი როზეტის სახით გრძელი ლანცეტისებრი ფოთლებით, რომლებიც რკალისებურადაა მოხრილი. დედა მცენარე გრძელ წვრილ პწკალებს უშვებს, რომლებზეც ასევე პატარა შვილეული როზეტებია და დამოუკიდებელი ფესვთა სისტემაც აქვს. ერთადერთი ნაკლი მისი ფოთლების ადვილი მტვრევადობაა. ყვავილედი შეუხედავია, პატარა თეთრი ყვავილები ქმნიან ქოლგა ყვავილედს, თუმცა ის სწრაფად იცვლება შვილეული მცენარით, რომელსაც საჰაერო ფესვები აქვს. სხვადასხვა სახეობას განსხვავებული ფორმა აქს - ზოგს ზოლები დაჰყვება სიგრძეზე, ზოგიც სპირალურადაა დახვეული, ზოგს განსხვავებული სიგანის ფოთლები აქვს. მას იყენებენ ამპელურ მცენარედ, ქოთნის მცენარედ, ფლორარიუმებში, ჰიდროპონიკაზე.
განათება - ნებისმიერი, ზამთარში ჩვეული ოთახის გარემო სჭირდება. რეგულარულად რწყავენ, პერიოდულად ნამავენ და იშვიათად კვებავენ.
გამრავლება - ბუჩქს დაყოფით, შვილეული მცენრეებით ან გადაწვენით.
სენპოლია: იგივე უზუმბარული ია ან, უბრალოდ ია - პაწაწინა საოცრებაა, რომელიც არასდროს გადადის მოდიდან. ბევრისთვის იგი კოლექციის საგნად იქცა, ინტერიერს მშვენივრად ახალისებს და მას ვერცერთი ეგზომცენარე ვერ შეედრება.
სიმააღლე 5- 20სმ, როზეტის დიამეტრი - 6-20სმ. ფოთლები მრგვალი, ოვალური, ხავერდოვანი, ხორციანი, მოკლე ყუნწიანი. ზოგს დაკბილული კიდეები აქვს, ზოგს სხვა ფერის არშია, ზოგიც ჭრელია. ყვავილი 5 ფურცლიანია, გულში ყვითელი „თვალი“ აქვს, მაღალ საყვავილე ღერზე ზემოდან ფარავს ფოთლებს, ოპტიმალურ პირობებში ყვავილობა გრძელდება10 თვემდე. ჯიშები და ჰიბრიდები უმრავია - მინიატურულიდან კლასიკურ ფორმებამდე სხვადასხვა ფერის ყვავილებით, ზოგს ორფერი ყვავილი აქვს, ფურცლების ფორმაც განსხვავებულია, ზოგი მარტივია, ზოგიც - ხუჭუჭა, კიდევ არსებობს ამპელური ფორმაც.
მას იყენებენ: ერთეულ ფორმად ან კოლექციისთვის, რაფაზე ან ავეჯზე დასადგმელად, ცოცხალ თაიგულად, სადღესასწაულო დეკორისთვის. განათება - გაბნეული სინათლე ან ნახევრადჩრდილი. ზამთარი - ჩვეულებრივი, ოთახის პირობებში, მას მოსწონს სიგრილე სტაბილურად, ზომიერი მორწყვა ფრთხილად. სჯობს წვეთოვნად, არ მოსწონს არც ზედმეტი მორწყვა და არც გადაშრობა. მოყვავილებულ კოკრებს და გახმარ ფოთლებს აცლიან დროულად.
მრავლდება ბუჩის დაყოფით ან ფოთლით.
ცისუსი: ყველაზე ცნობილი ოთახის ლიანა, პოპულარობით აჯობა სუროსაც, იგივე ოთახის ვაზი, წვრილი სწრაფადმზარდი მოქნილი ტოტები და ფართო თხელი არყის ხის ან ყურძნის მსგავსი ფოთლებით - ქლოროფიტუმსაც ეჯიბრება ნებისმიერ ადგილზე ზრდის უნარით.
სიმაღლე გაზრდის ფორმაზეა დამოკიდებული - 10 სმ დან, ტოტები რამდენიმე მ ს აღწევს სიგრძით. მარადმწვანე, ხვიარა ლიანაა, გამოაქვს ბევრი წვრილი მოქნილი ტოტი, ზოგი საყრდენს უკეთებს და აბამს, ფოთლები ღრმად დაკბილულია და ვარჯს სიმსუბუქეს სძენს.
ოთახის პირობებში იშვიათად და შეუმჩნევლად ყვავილობს წვრილი ყვავილებით, რომლებიც ქოლგა ყვავილედს ქმნის, ყვავილობა ფოთლების დაპატარავებას და მცენარის წაგრძელებას იწვევს, ამიტომ მათ აშორებენ დეკორატიულობის შესანარჩუნებლად. მისი ფოთლები სხვადასხვა ფორმისაა - გულის, ლანცეტის, დაკბილულკიდიანი. ზოგი ჭრელია.
იყენებენ: ამპელურ კულტურად, ქოთნის მცენარედ, ძირს დაშვებული ტოტებით, ავეჯის გასაფორმებლად, მწვანე კედლისთვის, ჰიდროპონიკაზე. განათება - ნებისმიერი, ზამთარი - ჩვეული ოთახის პირობებში. რწყავენ ზომიერად, არ მოსწონს გადაჭარბება, სჭირდება უხვად კვება ზაფხულში, პერიოდული დანამვა. სურვილის შემთხვევაში - ფორმირება.
გამრავლება შეიძლება ტოტებით, რომლებიც წყალში ფესვიანდება, ბუჩქის დაყოფით.
კრასულა, იგივე ბარაქის ხე: პრაქტიკულად ყველა სახლშია დღეს, ძლიერ დეკორატიული მცენარეა, სუკულენტს ორიგინალური აგებულება აქვს. სიმაღლით 50სმ დან 1 მ მდეა. კრასულას ეს სახეობა ასაკთან ერთად ხევდება, ხორციანი ოვალური ფოთლები სქელ ტოტებზეა განლაგებული წყვილ-წყვილად, ზედაპირი სადა და პრიალაა, მონაცრისფრო-მწვანე, მოწითალო არშიით ზოგ ჯიშზე. მინიატურული თეთრი ყვავილები ძალიან ლამაზია, მაგრამ სახლში იშვიათია, ყვავილობას შემოდგომაზე იწყებს და ზაფხულამდეც გრძელდება. მას იყენებენ ფლორარიუმში, ქოთნის მცენარედ, თუ არ სხლავენ, ქმნის გრძელ ჩამოკიდებულ ტოტებს და იქმნება ნახევრადამპელური მცენარე. განათება - სჭირდება მზიანი ან ნათელი ადგილი, ზამთარი - სიგრილეში 10-15 გრ ზე, თუმცა მის დეკორატიულობაზე არც სითბო აისახება. იშვიათად რწყავენ და კვებავენ, საჭიროებს ფრთხილ მოპყრობას, რადგან ადვილად ემტვრევა ტოტები და ცვივა ფოთლები.
მრავლდება - ფოთლით ან ტოტების წვეროს გადანაჭრით.
ნემსიწვერა - ბალბიფოთოლა: ამ მცენარეებს რატომღაც ყველა ბალბას ეძახის, იგი შესანიშნავად აფორმებს აივანს, რაფებს, ერთერთი ყველაზე ძველი დეკორატიული კულტურაა, მასთან კონტაქტისას სურნელოვანია, ეს უფრო მეტად ზრდის მის სტატუსს.
სიმაღლე 30-50სმ ია. ეს ბუჩქოვანი მცენარე ხაოიანი ფოთლებით ადვილად საცნობია , ძლიერი გახევებული ტოტები აქვს, რომლის გაუკონტროლებლობა მეტ ნაკლებად უკარგავს მცენარეს დეკორატიულობას. ფოთლები მრგვალი, მთლიანი ან დატალღული კიდეებით, ზოგს დაჭრილი ფორმაც აქვს, ფოთლებზე რამდენიმე ზოლია სხვადასხვა ფერის, რომლების წვრილი მუქი ზოლებითაა გამოყოფილი, თუმცა არის ერთფერა ფოთლებიანი მცენარეებიც. ულამაზესია მისი ყვავილობაც - მაღალ ღერზე ბურთისებრი ან ქოლგა ყვავილედი აქვს, ფერი თეთრი ან წითელ ტონალობაში, არსებობს ორი ფერის კომბინაციით. განსხვავებულია სურნელიც - კლასიკური მისთვის დამახასიათებელი სუნიდან ფორთოხლის, ვაშლის, ლიმონის , წიწვოვნების, ვანილის ან ჯავზის სუნით დამთავრებული. ყვავილობს გაზაფხულიდან შემოდგომამდე,ჰიბრიდები კი თებერვლიდან ოქტომბრამდე.
მისი უამრავი სახეობა არსებობს - მსხვილყვავილა, ხუჭუჭა, ძლიერსურნელოვანი, არომატული, და კიდევ ძველი, ლეგენდარული სახეობები - ზონალური და ფარისებრი.
მას იყენებენ ფერად ლაქად ინტერიერში, მარტოხელა მცენარედ ოთახში, სამზარეულოსთვის, აივანზე, რთულ კომპოზიციებში, ამპელურ ფორმად. განათება - მზიანი ან გაბნეული განათებული ადგილი უნდა. ზამთარი - 10-15 გრ მომავალ წელს უხვი ყვავილობისთვის. რწყავენ უხვად, კვებავენ ხშირად და სხლავენ დასაბუჩქად.
გამრავლება შეიძლება ტოტებით, თესლით, ბუჩქის დაყოფით.
დიფენბახია: საკმაოდ ცნობილი მცენარეა დ შხამიანობის მიუხედავად საკმაოდ გავრცელებულიც. ძალიან მრავალფეროვანი, ამტანი და ლამაზი მცენარეა, მისი ბევრი ჯიში არსებობს ფერადი ფოთლებით, სხვადსხვგვარი ნახატით, ფერებით,
სიმაღლე 40სმ დნ 1მ მდე. იგი ადვილი საცნობი მცენარეა დიდი 10-50სმ იანი ფოთლებით. ფოთლის ფორმა ოვალური, კვერცხისებრი, წვერში წაწვეტებული, სხვადასხვა ფერის ლაქებით და ზოლებით, ღია მწვანიდან მუქამდე. სახლში არ შეიძლება მისი ყვავილობა და საყვავილეს შემჩნევისას მაშინვე ატეხავენ.
იყენებენ ჯგუფურ კომპოზიციებში ან მარტოდ, ინტერიერის გასალამაზებლად, ფონის შესაქმნელად. განათება - გაბნეული ან ნახევრადჩრდილი. ზამთარი - ჩვეულებრივ ოთახის პირობებში 18 გრ ზე, რეგულარული და ზომიერი მორწყვა, იშვიათი კვება, გასხვლა, თუ ღეროს ძირი გაშიშვლდება, შესაძლებელია ჰაერის მომატებული ტენიანობის შექმნაც.
გამრავლება - ტოტებით.
ჰიბისკუსი: მისი უამრავი სახეობა, ჰიბრიდი და ჯიში არსებობს, მაგრამ ოთახში უფრო მეტად ცნობილია ჩინური ჰიბისკუსი, იგივე ჩინური ვარდი. იგი ბუჩქია დიდი გრამოფონისმაგვარი ყვავილებით, მათ სხვადასხვა ფერი აქვს და არც ისეთი მოსაწყენია, როგირც ერთი შეხედვით ჩანს.
სიმაღლე - 50სმ დან 2 მ მდეა. კარგად დაბუჩქული მცენარეა, მაგრამ ზოგჯერ შტამბურადაც ზრდიან. გულისებური, ან ოვალური ფოთლები აქვს, წაწვეტებული წვეროებით, მუქი მწვანე ზედა მხრით, მცენარის ვარჯის დიამეტრი მეტია სიმაღლეზე. ყვავილები სათითაოდ ეშლება და დიამეტრით 10სმ ს აღწევს, ძაბრისებური ფორმა აქვს. არსებობს მარტივი და ხუჭუჭა ფორმები, ფერი კი მკვეთრი, კაშკაშა ზოგჯერ ორფერიც,- თეთრი, ყვითელი , ვარდსფერი, წითელი, ტალღოვანი ან დანაწევრებული კიდით. ყვავილობა საკმაოდ დიდხანს გრძელდება ზოგჯერ მარტიდან შუა შემოდგომამდე.
იყენებენ ოთახის ზონირებისთვის, შირმის შემცვლელად, ცარიელი კედლების და კუთხეების გასალამაზებლად, ფონის შესაქმნელად განათება - მკვეთრი, ზამთარი - ოთახის ჩვეულ პირობებში, 16 გრ ზე. რწყავენ რეგულარულად და უხვად, ნამავენ და ხშირად კვებავენ. მოსვენების პერიოდში უმცირებენ ტენიანობას, გაზაფხულზე კი სხლავენ.
გამრავლება - ტოტებით.
კაუჩუკის ფიკუსი: ყველაზე გავრცელებული გიგანტური მცენარეა ოთახის პირობებში, იგი ლიანაა,თუმცა გარეგნულად პატარა ხეს უფრო ჰგავს ან მოზრდილ ბუჩქს და დღეს ყველაზე გავრცელებულ ფიკუსს წარმოადგენს. მისი გაზრდა სახლში ძალიან მარტივია და გამოდგება დამწყებისთვისაც.
სიმააღლე 3 მ და მეტი, დამოკიდებულია გასხვლაზე და ფორმირების მეთოდზე. ლიანა სწრაფად მზარდია, ივითარებს გრძელ ტოტებს და კარგად იზრდება განშიც, ემსგავსება ხეს, ტოტებიც სქელი და ძლიერია, მაგრამ გასხვლით შესაძლებელია მის ზრდის კონტროლირება, მის მშვენებას დიდი მუქი მწვანე პრიალა ტყავისებური ოვალური ფორმის ფოთლები წარმოადგენს. სახლში ეს მცენარე არ ყვავილობს.
იყენებენ გიგანტური ლიანის სახით, ფიგურულ საყრდენებზე, მწვანე ფონისთვის, ოთახის ზონირებისთვის, ჰიდროპონიკაზე.განათება - ნათელი ან ნახევრადჩრდილიანი ადგილი. ზამთარი - შედარებით გრილი, 16 გრზე. მორწყვა რეგულარული, ზომიერი,პერიოდული დანამვა და ფოთლების წმენდა, იშვიათად სჭირდება კვებაც.
გამრავლება - გადაწვენით ან წვეროს და ღეროს ნაწილებით.
ალოე: უინტერესო, აგრესიული, ბანალური შესახედაობის სამკურნალო ალოე - ასე იცნობს ბევრი ამ მცენარეს. თუმცა მა სხვა სახეობებიც აქვს, რომლებიც არაფრით ჩამოუვარდება სხვა სუკულენტებს. არსებობს მისი ზედეკორეტიული ჯიშები და თავად ცნობილი ალოეც ფორმირებით ორიგინალურ გაფორმებად შეიძლება იქცეს ინტერიერისთვის. რაც შეეხება ამტანობას, არაფრით ჩამოუვარდება კაქტუსებს და სულაც არ ჰგავს აგავას და კრასულას.სიმაღლე 10სმ -1მ. მისი სრულიანდ განსხვავებული ფორმები არსებობს - ზოგი მაღალ ღერზეა, რომელიც ქვემოდან თადათან შიშვლდება ფოთოლცვენის გამო,ზოგს მოკლე ღერო და როზეტად განლაგებული ფოთლები აქვს, ფოთლით იგი ადვილად იცნობა - წაგრძელებული- წაწვეტებული, ხორციანი, სქელი ფოთლები ძირში ღერზეა შემოხვეული, ფოთლის კიდეებზე კი ეკლებიანი წანაზარდები აქვს. ალოე საკმაოდ საინტერესოდ ყვავილობს - თუმცა ყველა სახეობას არ ახასიათებს და ზოგერ ძნელი მისაღწევია. მას არც ისე დიდი მკვეთრი ყვითელი,ნარინჯისფერი ან წითელი მილისებრი ყვავილები აქვს, შეკრული მტევნისებრ ყვავილედად გრძელ საყვავილე ღერზე.
სახეობები განირჩევა ფოთლის და ზრდის ფორმით:
ხისებრი ალოე - მაღალი ღერით სქელი, მოგრძო ხორციანი ფოთლებით, ეკლებით კიდეებზე, ფოთლები როზეტებს ქმნის ღეროს წვერში და თუ ქვედა ტოტებს წაატეხავთ, დაემსგავსება პალმას.
ჭრელი - ან ვეფხვისებრი - ღია მწვანე ლაქებით ფოთოლზე.
მოკლე - პატარა ფოთლებით და წითელ-ყვითელი ყვავილებით.
დაჭრილფოთლიანი - განიერფოთლიანი და თავთავისებრი ყვავილედით
წითელი - სქელღეროიანი ორიგინალური, ყვავილისმაგვარი როზეტებით.
ლაქებიანი - ლამაზადმოყვავილე სქელი მკვრივი როზეტებით.
გამოიყენება - ქოთანში, მარტო ან სუკულენტების კოლექციაში, ფლორარიუმსა და რუტარიებში.
განათება - მზიანი ან ნათელი. ზამთარი - ყვავილობისთვის სჭირდება სიგრილე 5-10 გრ, თუმცა კარგად იზამთრებს სითბოშიც, მაგრამ არ იყვავილებს. სჭირდება იშვიათი მორწყვა და კვება, ზოგადად, მინიმალური მოვლა.
გამრავლება - ამონაყრით.
კაქტუსები: სუკულენტების მეფე, ყველაზე ადვილად საცნობი მცენარე, რომელიც ცხოვრობს უდაბნოში. განსაკუთრებული პიპულარობით სარგებლობდა კომპიუტერების გავრცელების ხანაში იმ მითის ხათრით, რომ კაქტუსი შთანთქავს გამოსხივებას. მათ სპეციფიური პირობები სჭირდებათ. ისინი ქმნიან დეკორატიულ კომპოზიციებს და მოვლა თითქმის არ სჭირდებათ.
სიმაღლე 5 სმ დან 1მ მდე. კაქტუსების სახეობები საოცრად ნრავალფეროვანია. ზოგი კომპაქტურია, ზოგს მაღალი ღერო აქვს,ზოგს ცილინდრული ფორმა აქვს, ზოგს წახბაგებიანი, ზოგი ეკლიანია, ზოგს ეკალი არ აქვს. ცნობილი სახეობებიდან გამოირჩევა: აპოროკაქტუსი, რომელსაც დღეს დიზოკაქტუსი ეწოდება, ჩამოკიდებული წვრილი გრძელი ტოტებით და ულამაზესი ყვავილებით; ცეფალოცერეუსი - თეთრად და უხვად შებუსული,ურუგვაული ცერეუსი - რომელიც ლამის ჭერამდე იზრდება, ბევრმტვრიანებიანი ასტროფიტუმი,- რომელიც საკმაოდ რთული მოსავლელია, გრუსონის ექინოკაქტუსი, -ორიგინალური ბურთები ღია ფერის წიბოებით,კიდევ ათასგვარი მამილარია, ოპუნცია და ა.შ. მათი ყვავილობა სიამაყის საგანია ნებისმიერი მოყვარულისთვის. უმეტესობა სახლში ყვავილობს კიდეც განსაკუთრებული, მშრალი და გრილი გამოზამთრების პირობებში. სხვადასხვა ზომის და ფერის ყვავილები საოცრად ლამაზია ეკლიან მწვანე ფონზე.მათ იყენებენ ცალკე მცენარედ, სუკულენტების კომპოზიციაში და კაქტუსების ბაღში, ფლორარიუმში.
განათება - მზიანი ან გაბნეული სინათლე, ზამთარი - სჭირდება გრილი გამოზამთრება ყვავილობისთვის, მინიმალური მორწყვა და უფრო ნაკლები კვება, კარგად იტანს გვალვას,
გამრავლება - თესლით, გვერდითა ტოტების ან სეგმენტების მოცილებით ან ტოტებით https://yvavilebismovla.ge/yvavilebi/370-8-sauketeso-otaxis-mcenare-samzareulostvis.html