გადმოწერე ჩვენი ანდროიდ აპლიკაცია

გლოქსინიას მოვლა სახლის პირობებში

მცენარის ისტორია იწყება 1785წ. ბრაზილიაში, როცა პირველად აღმოაჩინეს ეს ლამაზი ყვავილი. მას დაწინწკლული გლოქსინია უწოდეს, იგი გახდა გვარის ფუძემდებელი. სახელი ეწოდა ავსტრიელი ბოტანიკოსის პეტრე გლოქსინის პატივსაცემად. მე 19 ს ში ევრპოპაში შეიტანეს ეს მცენარე ამერიკიდან. 1825წ. კიდევ ერთი ასეთივე მცენარე აღწერეს, რომელიც ძალიან ჰგავდა გლოქსინიას, მაგრამ განსხვავდებოდა იმით, რომ მას ბოლქვი ჰქონდა მიწაში, ოდნავ სხვაობა იყო კოკრის აგებულებაშიც. ეს მცენარე ლონდონის ბოტანიკურ ბაღში მოათავსეს. დიდი ხნის მსჯელობის შემდეგ მას სინინგია უწოდეს ცნობილი მეცნიერის  სინინგის პატივსაცემად, რომელიც ლონდონის ცნობილი ბაღის მთავარი ბოტანიკოსი იყო.
განათება - მცენარე სინთლისმოყვარულია, სჭირდება ხანგრძლივი ნათელი დღე. სჯობს გაბნეული სინათლე. შეიძლება მისი დადება ნახევრადჩრდილშიც, მაგრამ ასე ღერო გაეწელება. განათება საკმარისია მისთვის, თუ ფოთოლი როზეტში  ჰორიზონტალურადაა მოთავსებული, ღერო მოკლეა , ფოთოლი კი მუქი მოლურჯო -მწვანე. თუ განათება არასაკმარისია, ფოთლები მაღლა ეწევა. თუ ზედმეტია, ფოთოლი ქოთანს ეფინება, ზოგჯერ კიდეები ეხვევა, საყვავილე ღერო მოკლეა. გაყვითლებული დახვეული ფოთლები ზედმეტი განათების ნიშანია.
ტემპერატურა -  ოპტიმალურია 16-20გრ. თუ ფოთოლი ზემოთ იწევს, მცენარე გადახურებულია, თუ დაბლაა დაშვებული, მას სცივა, ან სჭირდება მორწყვა.
მორწყვა - მას რეგულარული მორწყვა  უნდა, რწყავენ ძირიდან, რომ ფოთოლზე არ მოხვდეს წყალი და მერე მზეზე არ დაეწვას. რწყავენ, როცა მიწის ზედა ფენა შეშრება. სექტემბრის ბოლოდან მარტამდე მორწყვა უნდა გახშირდეს, მას თბილი, ნადგამი  წყლით მორწყვა სჭირდება.
ჰაერის ტენიანობა - იგი კარგად გრძნობს თავს ოთახის ჩვეულ  ტენიანობაზე, მაგრამ მნიშვნელოვანია, არ მოხვდეს ორპირში.
ნიადაგი-მიწის მჟავეობა ph – 6-7 უნდა იყოს, მისი შემადგენლობა კი ასეთი: 1წილი კორდის მიწა, 2წილი ფოთლოვანი, 1 წილი ნეშომპალა და 1წილი ქვიშა. აუცილებელია, რომ იგი ატარებდეს წყალს, ჰაერს, იყოს სტერილური და შეეძლოს სასარგებლო ნივთიერებების ათვისება.
კვება - 10 დღეში ერთხელ აძლევენ კომპლექსურ სასუქს პროპორციით - 2გრ 1ლ წყალზე. კარგია მინერალური და ორგანული სასუქის მონაცვლეობით მიცემაც. სასუქს აძლევენ იანვრიდან აგვისტომდე, მერე კი წყვეტენ. თუ მცენარეს აკლია სასარგებლო  ნივთიერებები, ყვავილი ფერმკრთალდება, ზრდა ფერხდება, მცენარე იშვიათად ყვავის, მისი კოკრების ზომა მცირდება. ბორის ნაკლებობა შეინიშნება ზაფხულში, როცა განათება მაქსიმალურია. მისი გამოცნობა შეიძლება ფოთლის კიდეებით - იგი დაკბილულია და ხმება. ხანდახან ფოთლის შუაში ჩნდება ნახვრეტები. ეს უკვე ტრიპსების ბრალია. ბორის უკმარისობის აღმოფხვრა შესაძლებელია რამდენიმე კვირა სასუქის მიწოდებით. მაგრამ მისთვის ზედმეტი სასუქის მიცემა უფრო მეტად  ვნებს, ვიდრე რგებს მცენარეს.
გადარგვა -  მისთვის იდეალურია მიწა , რასაც იებისთვის იყენებენ, მაგრამ უმატებენ გამაფხვიერებელს. მიწის შემადგენლობა საჭიროა ასეთი იყოს: 3წილი ფოთლოვანი მიწა, 3წილი ტორფი, 2წილი ქვიშა, კარგია ჰუმუსის ან ნაკელის დამატებაც -200გრ 5ლ მიწაზე. ასეთი ნიადაგი საშუალებას მოგცემთ კვება დაიწყოთ გადარგვიდან კარგა ხნის მერე. ქოთანი უნდა იყოს დაბალი და განიერი, რადგან  მცენარეს ფესვები ეზრდება განზე, აუცილებელია კარგი დრენაჟიც.
გამრავლება  - შესაძლებელია რამდენიმე გზით.
 - ფოთლით - ყველაზე ადვილი და გავრცელებული გზაა. მჭრელი დანით აჭრიან მცენარეს ჯანსაღ ფოთოლს. ყუნწის სიგრძე 2-3 სმ უნდა იყოს. აფესვიანებენ წყალში, გრუნტში, ან ტორფნეშომპალიან აბებში.
 - ფოთლით წყალში - მოჭრილ ფოთოლს დებენ წყლიან ჭიქაში. რომელსაც მანამდე მდუღარეს ავლებენ.  ფოთლიან ჭიქას დებენ განათებულ ადგილზე, ზოგჯერ ასათბურებენ კიდეც.  2 კვირაში ფესვიანდება, მაგრამ რგავენ მას მერე, რაც ფესვები 1-2 სმ გახდება.
 - ფოთლით მიწაში- მოჭრილ ფოთოლს დებენ მსუბუქ მიწაში ან ტორფის აბში. მიწას უმატებენ გამაფხვიერებელს. არ შეიძლება დაუშვათ ლპობა. მიწა უნდა გასტერილდეს მიკროღუმელში, ან ორთქლზე. ფოთოლი ჩარგეთ არა უმეტეს 2 სმ სიღრმეზე, თორემ ვერ გაიზრდება. თუ ფოთოლი კარგად ვერ იმაგრებს თავს მიწაში, ესაჭიროება საყრდენი. წინასწარ მიწას რწყავენ, მერე კი მცენარიან ქოთანს დებენ სათბურში. თუ ფოთოლი ძალიან დიდია, მისი გაყოფაც შეიძლება ნაწილებად და მათაც  ისე რგავენ, როგორც მთლიან ფოთოლს. როცა ახალი ფოთოლი წამოიზრდება, მცენარეს იღებენ სათბურიდან, მიწას აშრობენ, მაგრამ ბოლომდე არ უნდა გამოშრეს, მერე დედა ფოთოლს აშორებენ , რადგან იგი ხელს უშლის ახალ ფოთლებს ზრდაში.
დაავადებები - ზოგჯერ ბოლქვი ლპება, მაგრამ ამას მხოლოდ გადარგვისას ხედავთ. ასეთ შემთხვევაში მას  აცლიან მიწას, რეცხავენ გამდინარე წყლით, აჭრიან ფრთხილად დაზიანებულ ნაწილებს, რომ არც ერთი მუქი ადგილი არ დარჩეს ზედ, დაფხვნილი ნახშირით ამუშავებენ, 1-2 დღე დებენ ჰაერზე და აშრობენ, მერე რგავენ მიწაში. მას მერე კი უვლიან ისე, როგორც ზრდასრულ მცენარეს, რომელიც მოსვენების პერიოდიდან გამოდის.
თუ გლოქსინიაზე ნახავთ ქვემოჩამოთვლილ ნიშნებს, მცენარე დაუყოვნებლივ უნდა გააცალკევოთ სხვებისგან, მერე კი  გაანადგუროთ.
 - ნაცრისფერი ლაქები ფოთლებზე ლპობის ნიშანია. მას აცილებენ დაზიანებულ ფოთლებს და წამლავენ ფუნგიციდით.
 - მცენარეზე წყლიანი ლაქები მიუთითებს  Botrytis Blight. ზე. ეს დაავადება ბოლქვიდან იწყება. საწყის ეტაპზე სცვივა ფოთოლი, კოკრები. მერე კი მცენარე კვდება. მისი გადარჩენა შეუძლებელია.
 - ულპება ტოტები და ქვედა ფოთლები, მიზეზი - Myrothecium. ია. , თანდათან დაზიანებული ადგილი იზრდება, მერე კი ღერო უბრალოდ - ტყდება.
 - ყველაზე გავრცელებული დაავადება კი  ფესვთან ახლო ლპობაა, მას Phytophthora იწვევს. ზიანდება მთელი მცენარე და მერე ღერო მიწის დონეზე იწყებს ლპობას.
ხშირად დასმული კითხვები:
რატომ ეხვევა ფოთლები? - მიზეზი ზამთარში აზოტის სიჭარბეა მიწაში ან ორპირი.
რატომ ხმება ფოთოლი? - ეს სასუქის სიჭარბის ან მიწის დაბალი მჟავეობის გამოა.
რატომ არ იშლება ყვავილი?  - მიზეზი ბევრია: სასუქის სიჭარბე, მოკლე დღე, ღამით დაბალი ტემპერატურა.
რატომ ყვითლდება და ცვივა ფოთოლი? - ეს ზედმეტი განათების, მომატებული მჟავეობის ან გადამეტებული მორწყვის ბრალია.
მოკლედ, გლოქსინიას მოვლა არც ისე რთულია. მთავარია, ყველაფერი წესების დაცით გაკეთდეს და მისთვის შესაფერისი გარემო შექმნათ.

თარგმანი თ. სუპატაშვილის

03 March 0 11 303

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно