დენდრობიუმის მოვლა სახლის პირობებში

ეს მცენარე ყველაზე მრავალრიცხოვან გვარს წარმოადგენს ორქიდეის ოჯახიდან. მის შემადგენლობაშია 1 000 მდე სახეობა. ბუნებაში უზარმაზარ გეოგრაფიულ არეალს მოიცავს, ამას გარდა სელექციონერების მიერ უნიკალური ჯიშებია გამოყვანილი და ეს კიდევ უფრო ამრავალფეროვნებს ამ გვარს. დასახელება ნიშნავს „ხეზე მცხოვრებს“ და გასაგებია, რომ ბუნებაში ეს ეგზოტიკური მცენარე ხეებზე იზრდება. სახლის პირობებში მისი რამდენიმე სახეობა გვხვდება: ნობილე, კეთილშობილი, ფალენოპსისი, ფარვანასებრი, იამატოს ჯგუფის ჰიბრიდები, რომლებიც გამოყვანილია მცენარეებიდან, რომლებიც ცხოვრობენ ავსტრალიასა და ახალ გვინეაში.
სამშობლო - ბუნებაში ეს მცენარეები გაავრცელებულია ჰიმალაის, ჩინეთის, ინდონეზიის, ავსტრალიის, ვიეტნამის, ახალი ზელანდიის ტროპიკულ ტყეებში, ხეებზე. მცენარე ბალახოვანია, 90სმ-მდე სიმაღლის, ღერო წარმოდგენილია ცილინდრული ფორმის ფსევდობულბებით. ფოთლები ლანცეტისებრია, 10სმ სიგრძის. მათი განლაგება ღეროზე - მორიგეობითია. საყვავილე ღერო ფოთლის უბეებიდან იზრდება, ზედ კი 4 მდე ყვავილი იშლება, რომელთა დიამეტრი 6-8სმ ია. ფერები სხვადასხვაა, შესაძლოა - ორ- ან სამფერიც კი. მისი მოვლის პირობები წლის დროზე და მცენარის განვითარების ეტაპზეა დამოკიდებული.
ორწყვა - აქტიური ზრდის პერიოდში საჭიროა უხვად მოირწყას, მაგრამ მორწყვებს შორის მიწა კარგად უნდა გაშრეს. ბუნებაშიც ასეა - ხეზე მცხოვრებ მცენარეს ფესვები სწრაფად უშრება, ზედმეტ ნესტში კი მალე ლპება.  მორწყვა გულისხმობს დენდრობიუმიანი ჭურჭლის ჩადებას რამდენიმე წთ ით წყალში. ასე ირწყვება იგი  მისი ზრდის მთელ პერიოდში. როცა ტოტის წვერებზე ფოთოლი ამოუვა, მორწყვას წყვეტენ, და მხოლოდ საყვავილე კვირტების გაჩენის მერე აგრძელებენ. თუ ასე არ მოიქცევით, ყვავილების ნაცვლად ისევ ტოტები გაეზრდება.
განათება - სინათლისმოყვარული მცენარეა და მოსწონს სამხრ. მხარის ფანჯრის რაფაზე ყოფნა. აღ. და დას. მხარეს დამატებითი განათება დასჭირდება. ჩრ. მხარე კი მისთვის არ გამოდგება. როცა ღამით ტემპერატურა 7გრ ზე დაბლა აღარ დაეცემა, მისი გარეთ გატანაც შესაძლებელია, მაგრამ მცენარე დაცული უნდა იყოს მზის პირდაპირი სხივებისგან. ახალნაყიდი და სახლში მოტანილი მცენარე უცებ მზიან ადგილზე არ უნდა დაიდგას, არამედ თანდათან უნდა შეაგუონ განათებულ ადგილს. განათების რაოდენობის საკმარისობის შესახებ მცენარის ფოთლები გამცნობენ: მუქი მწვანე ფერი მიუთითებს უკმარისობაზე, ღია სალათისფერი - სიჭარბეზე, ფოთოლი უყვითლდება, როცა სინათლე იმდენად არასაკმარისია, რომ უკვე მცენარე კვდომას იწყებს.
ტემპერატურა - აქტიური ზრდის პერიოდში სჭირდება 25გრ დღისით და 20გრ ღამით. 30გრ ზე მაღალი ტემპერატურა მის კვდომას იწვევს. შემოდგომით მისი ზრდა ჩერდება, ამ პერიოდში დღე-ღამურ ტემპერატურათა შორის სხვაობა მინიმუმ 10გრ უნდა იყოს. ოპტიმალურია დღისით 15-18გრ, ღამით - 5-10გრ.
კვება - მის საკვებად  იყენებენ სასუქს ორქიდეისთვის და შეაქვთ მცენარის აქტიური ზრდის დროს, ანუ ყვავილობის დაწყებიდან ახალი ტოტების ზრდის დასრულებამდე.  პირველი და ბოლო კვება ნაკლებკონცენტრირებული უნდა იყოს დანრჩენებთან შედარებით.
ჰაერის ტენიანობა - შესხურება სჭირდება მხოლოდ ცხელ ამინდში. სხვა დროს კი, თუ იგი სიგრილეშია ზამთარში ან სუფთა ჰაერზე ზაფხულში, დამატებით დანამვას არ საჭიროებს.
ფესვების მოვლა - საჰაერო ფესვების სუბსტრატში მოთავსება არ შეიძლება. იმისთვის, რომ  მცენარემ ტენის აუცილებელი რაოდენობა მიიღოს და საყრდენიც ჰქონდეს, შეიძლება მათი დადება წყლიან სადგამზე.
ფოთლების მოვლა - მცენარის ფოთლებს ესაჭიროება სველი ღრუბლით წმენდა. ყვავილობის დასრულების შემდეგ ფოთლები უყვითლდება და ხმება. ეს ბუნებრივი პროცესია და სანერვიულო არაფერია.  
გადარგვა -  მცენარე ცუდად იტანს გადარგვას, ამიტომ მისთვის ჭურჭლის და სუბსტრატის გამოცვლა მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება.  დენდრობიუმს გადარგავენ მასს შემდეგ, თუ ჭურჭელში მიწა დამარილიანდა, ან მცენარე ძალიან გაიზარდა. მისი გადარგვა ხდება რამდენიმე წელიწადში ერთხელ. გადარგვის ოპტიმალური დრო თებერვლის მეორე ნახევარია, ამ დროს იწყებს იგი აქტიური ზრდისთვის მზადებას. მცენარე ირგვება ასეთი შემადგენლობის სუბსტრატში  - ტორფი, დაქუცმაცებული ფიჭვის ქერქი, დაქუცმაცებული ხის ნახშირი, ხავსი სფაგნუმი. დამოუკიდებლად მომზადებული სუბსტრატი უნდა გასტერილდეს. ასევე შეიძლება მისი ჩარგვა მზა სუბსტრატში. ჩარგვისთვის გამოიყენება კერამიკის, თიხის, ან ხის ჭურჭელი. ფოთოლმცვენი ორქიდეებისთვის გრძელი ჩამოკიდებული ტოტებით სპეციალური კალათებია საჭირო საყრდენებით, ჭურჭლის დიამეტრი უნდა შეესაბამებოდეს ფესვთა სისტემის მოცულობას. ფესვებსა და ქოთნის კედლებს შორის მანძილი 2 სმ ს არ უნდა აღემატებოდეს.  გადარგვის შემდეგ მორწყვას იწყებენ მას შემდეგ, რაც ფესვები წამოეზრდება. მანამდე მცენარეს პულვერიზატორით ნამავენ. გადარგვის ინსტრუქცია -გადასარგავად საჭიროა ჭურჭელი, ფუნგიციდი ან დაქუცმაცებული ხის ნახშირი და დანა. ამ პროცედურას რამდენიმე ეტაპად ატარებენ:
1. რამდენიმე სთ ბუჩქს დებენ წყალში ჭურჭლიანად, რომ ადვილად ამოიღონ ჭურჭლიდან. უბრალოდ, ფრთხილად ექაჩებიან ფოთლებით ზემოთ.
2. ფესვებს უსუფთავებენ ძველი სუბსტრატისგან.
3. დაზიანებული და დარბილებული ფესვები უნდა მოიჭრას გასტერილებული დანით. თუ ბევრი ფესვის მოჭრა გახდა საჭირო, ჩასარგავად  წინასთან შედარებით პატარა ჭურჭელი იქნება საჭირო.
4.მცენარემ რომ ადვილად გადაიტანოს გადარგვა, ახალი სუბსტრატი მაქსიმალურად მიახლოებული უნდა იყოს ძველთან შემადგენლობით.
5. მცენარე არ უნდა ჩაირგას ღრმად. მას დებენ ჭურჭლის ცენტრში, გარშემო სიცარიელეს ავსებენ მომზადებული სუბსტრატით. სასურველია, ფესვთა სისტემა თანაბრად იყოს განაწილებული ჭურჭელში. ჩარგვის მერე მას ხელით  ოდნავ ტკეპნიან.
გადარგულ მცენარეს დებენ ოთახში, სადაც მაღალი ტენიანობაა, კარგი განათება, მაგრამ არა პირდაპირი მზე და ერთი დღე საერთოდ არ რწყავენ. ამ პერიოდში მისი ფესვები შეშრობას ასწრებს და ლპობის რისკი ნაკლებ სავარაუდოა.
გამრავლება - ეს სამი გზით შეიძლება - „შვილებით,“ ტოტებით და ბუჩქის დაყოფით.  
1. გამრავლება „შვილებით“ - ამ მცენარისთვის ტიპურია „შვილის“ გაჩენა ფსევდობულბის ზედა ნაწილში. ახალი ნაწილის ცალკე მცენარედ გამოყენება შესაძლებელია მას მერე, რაც ფესვები გამოეზრდება დაახლოებით 5 სმ სიგრძეზე. შვილეულს აჭრიან დედა მცენარეს ბასრი დანით, მერე რამდენიმე დღე ჰაერზე აშრობენ. ზოგიერთი მოყვარული გადანაჭერს ბაღის მალამოთი ამუშავებს და მაშინვე რგავს. სუბსტრატად მისთვის გამოიყენება დაქუცმაცებული ქერქი. დარგვის მერე მცენარეს დებენ ოთახში, სადაც ჰაერის ტენიანობა 70% ია, განათება -  კარგი და გაბნეული, სინათლის დღის ხანგრძლივობა მინიმუმ 1 სთ, ტემპერატურა და კვება კი ისეთივე, როგორც მოზრდილ მცენარეებს.  2წლის მერე გადარგვიდან იგი იყვავილებს.
2. გამრავლება ტოტით - დედა მცენარეს აშორებენ ფსევდობულბას და ჭრიან 10სმ სიგრძის ტოტებად. გადანაჭერს ამუშავებენ ბაღის მალამოთი. ცელოფნის პაკეტებში ზიპ-საკეტით ყრიან  ნამიან ხავსს- სფაგნუმს და შიგ ათავსებენ ტოტებს. ასე ხდება მათი დაფესვიანება. პაკეტებს ინახავენ  გაბნეულ განათებაზე, 22-25გრ ზე, ხავსი მუდამ სველი უნდა იყოს, განიავება კი ყოველდღე სჭირდება. რამდენიმე კვირაში ფესვები გამოუვა. საბოლოო ჩამოყალიბება კი 2 თვეში სრულდება, მერე შეიძლება მუდმივ ადგილზე გადარგვა. პირველი ყვავილობა  დაფესვიანებიდან რამდენიმე წლის შემდეგ მოხდება.  
3. გამრავლება ბუჩქის დაყოფით - ასე შეიძლება 4 წელიწადში ერთხელ გამრავლდეს ბუჩქი იმ პირობით, რომ მანამდე მცენარე იზრდებოდა ოპტიმალურ პირობებში და აქვს მინიმუმ 6 ფსევდობულბა. ბუჩქს რამდენიმე ნაწილად ყოფენ მხოლოდ გადარგვისას, რადგან ეს 2 პროცედურა თანათავსებადია. ამისთვის საჭიროა:
 ფრთხილად ამოიღოთ მცენარე ჭურჭლიდან. ფესვებს ასუფთავებენ სუბსტრატისგან. ბუჩქს სტერილური დანით ჭრიან რამდენიმე ნაწილად ისე, რომ თითო ნაწილზე დარჩეს მინიმუმ 2 ფსევდობულბა ან ერთი ახალგაზრდა მცენარე და ერთი ფსევდობულბა. თითოეულ ნაწილს კარგად გავითარებული ფესვებიც უნდა ჰქონდეს. ყველა გადანაჭერი უნდა დამუშავდეს ბაღის მალამოთი.
 ყვავილობა - მცენარემ ნებისმიერ დროს შეიძლება იყვავილოს  იმის მიხედვით,  რა სისწრაფით მიმდინარეობს სასიცოცხლო ციკლი.  უმეტესად იგი ყვავის შემოდგომაზე და გრძელდება გაზაფხულამდე.  ყვავილი მრავალფეროვანია -ვარდისფერი,  იასამნისფერი, ყვითელი, ჟოლოსფერი. თუ მცენარე მაღალ ტემპერატურაზე იზრდება, კოკრები ტრანსფორმირდება „შვილებად“ და  მცენარე არ იყვავილებს. შვილების დიდი ოდენობაც ასევე უშლის ხელს ყვავილობაში, რადგან მცენარის ენერგია მათ ზრდა-გავითარებას სჭირდება. იმისთვის, რომ მცენარემ უხვად იყვავილოს, მოსვენების პერიოდში საჭიროა მორწყვის შეჩერება და გრილ და ნათელ ადგილზე დადება  (10-15გრ),  აუცილებელია სუფთა ჰაერიც, მაგრამ უნდა დაიცვათ ორპირისგან. მოსვენების პერიოდში სასუქი დენდრობიუმს არ სჭირდება.
ზამთრის მეორე ნახევარში უვითარდება კოკრები, მაგრამ თუ ასე არ მოხდა, შეიძლება სცადოთ ფოსფორიანი სასუქის მიცემა მორწყვისას რამდენჯერმე. ტემპერატურის ზრდასთან ერთდ მცენარის გამოყვანა იწყება მოსვენების ეტაპიდან: თანდათან ზრდით მორწყვას, მეტი სიხშირით ნამავთ ფოთლებს.
მოვლა ყვავილობის შემდეგ - ფსევდობულბებს სცვივათ ფოთლები და იწყებენ გაყვითლებას. ქვედა ფოთლები თანდათან ხმება და ყვავილობის დასრულების მერე რჩება მხოლოდ შეჭმუხნული უფოთლო ფსევდობულბა. არაფრით არ შეიძლება საყვავილე ღეროს  გახმობამდე  მათი მოჭრა. ყვავილობის დასრულების მერე უხვად აძლევენ სასუქს - სპეც.ნარევს ორქიდეისთვის. შეიძლება კომპლექსური მინერალური სასუქის გამოყენებაც, ოღონდ 4 ჯერადი გაზავებით, ვიდრე მითითებულია ინსტრუქციაში. კვებას აგრძელებენ მომდევნო შემოდგომამდე, როცა იგი კვლავ მოსვენების ფაზაში გადადის.
მოვლა მოსვენების პერიოდში - ეს ფაზა ამ გვარს კარგად აქვს გამოხატული. დასვენება იწყება სექტემბრიდან, როცა სინათლის დღე  და განათების ხარისხი მცირდება. სასიცოცხლო პროცესები ნელდება. ფოთოლმცვენ სახეობებს ფოთლები სცვივათ, საბოლოოდ მცენარე იძინებს. ამ პერიოდის განმავლობაში საჰაერო ფესვების წვერები ვერცხლისფერდება და თუ ერთი ფესვი მაინც რჩება მწვანე, ეს ნიშნავს, რომ მცენარე ჯერ ისევ აგრძელებს განვითარებას. მოსვენების პერიოდი მნიშვნელოვანი ეტაპია მცენარისთვის, რომელიც განსხვავდება აქტიური პერიოდისგან გარკვეული და განსხვავებული მოვლის პირობებით. ამ პერიოდის ხანგრძლივობა 2კვირიდან რამდენიმე თვე გრძელდება.
განათება მოსვენების პერიოდში - ოპტიმალური ამ ეტაპისთვის ასეთი განათებაა: 10სთ მდე და 16 ის შემდეგ აუცილებელია მზის პირდაპირი სხივები; 10-16სთ შუალედში  საჭიროა გაბნეული სინათლე ან  მას დებენ მსუბუქ ნახევარდჩრდილში.
ტემპერატურა მოსვენების პერიოდში - ამ პერიოდში საჭირო ტემპერატურა 15 გრ ია, მცირე ხნით მცენარე უძლებს 3გრ საც. რაც უფრო დაბალია ტემპერატურა, მით მშრალი უნდა იყოს სუბსტრატი. წინააღმდეგ შემთხვევაში მცენარე მოკვდება,
მორწყვა და ჰაერის ტენიანობა მოსვენების პერიოდში -ამ ეტაპზე მორწყვა ორი გზით შეიძლება - კვირაში ერთხელ სუბსტრატი ინამება დაახლოებით 1სმ სიღრმეზე, პულვერიზატორით; ან კვირაში ერთხელ ირწყვება სარწყავით ჭურჭლის კედლის გაყოლებაზე და თანაც სწრაფად. ჰაერის ტენიანობა ზომიერების ფარგალში ნარჩუნდება, არც დაბალ და არც მაღალ ზღვარს მიღმა არ უნდა აცდეს. მორწყვის კლასიკურ რეჟიმს მცენარე უბრუნდება ყვავილის კოკრების გაჩენისას ყვავილობის დასრულებამდე.
დაავადებები - ორქიდეას მორწყვის რეჟიმის დარღვევისას უჩნდება სოკოვანი დაავადება.
ხშირად ემტერება ფარიანა, აბლაბუდა ტკიპა, ტრიპსები და  ბუგრი. მათ არსებობაზე მიუთითებს: ყვითელი ფოთლები, ლაქები ფოთლებზე, გამხმარი კოკრები, რომლებიც ვერ ასწრებს გაშლას, ფოთოლცვენა.
ხშირად დასმული კითხვები:
რატომ არ ყვავის დენდრობიუმი? - სათანადო პირობების არარსებობისას მცენარეზე არ ვითარდება კოკრები ან ხდება მათი დეფორმირება.
 -გაშლილი ყვავილები სწრაფად ჭკნება, მიზეზი - ზედმეტი მორწყვაა, მღალი ტემპერატურა ან მავნე მწერები.
- თუ მცენარეს წელიწადნახევარზე მეტია არ უყვავილია, მიზეზი - არასაკმარისი განაათება ან მოსვენებისას არასათანადო პირობებია.
-კოკრების ნაცვლად ვითარდება „შვილები“, მიზეზი - მაღალი ტემპერატურა და არასაკმარისი განათებაა.
რატომ ხმება დენდრობიუმი?-  ფოთლის, ყვავილების ან ფესვების ხმობის მიზეზი უმეტესად არასათანადო პირობებია.
 - ხმება ქვედა ფოთლები - მიზეზი ტენის ნაკლებობაა
 - ხმება ფოთლების წვერები- მიზეზი მშრალი ჰაერი ან სუბსტრატის არასწორი შემადგენლობაა.
 - ფოთლებზე ჩნდება სხვადასხვა ფორმის ლაქები, რომლებიც დროთა განმავლობაში ყავისფერდება და ხმება, ეს გამოწვეულია მცენარისთვის არასწორი ადგილის შერჩევით. შესაძლოა მათ მზის სხივები ხვდებოდნენ და ამან გამოიწვიოს ფოთლის დამწვრობაც.
 - ფოთოლი ყვითლდება  ხილული მიზეზის გარეშე-  სავარაუდოდ, მცენარე მოხვდა ტემპერატურის მკვეთრი ცვლილების ქვეშ ან სუბტრატი შეიცავს დიდი ოდენობის საკვებ ნივთიერებებს.
  - ხმება ფოთოლი და გაშლილი ყვავილები - ეს მავნე მწერების შედეგია ან მაღალი ტემპერატურის გამო ხდება.
 - მცენარე ხმება ყიდვიდან რამდენიმე დღეში -  ამას იწვევს ზედმეტი მორწყვა ( მაღაზიებში მათ უხვად და ხშირად რწყავენ. ეს კი სუბსტრატის გადავსებას იწვევს წყლით ).  მცენარეს ამუშავებენ ფუნგიციდით, მაქსიმალურად ამცირებენ მორწყვას, გაზაფხულზე კი გადარგავენ ახალ ჭურჭელში ახალი სუბსტრატით.
დენდრობიუმი ყველაზე პოპულარული ოთახის ორქიდეაა. მისი ასეთი პოპულარობა აიხსნება მცენარის შედარებით უპრეტენზიოობით. უხვი ყვავილობითვის ესაჭიროება მოსვენების პერიოდი, სხვა სათანადო წესების დაცვა.

თარგმანი თ. სუპატაშვილის

13 March 0 7 627

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно