გლოქსინია

 ადგილი გლოქსინია სინათლის მოყვარულია,მაგრამ პირდაპირ მზეზე ნუ დადგამთ,განსაკუთრებით ყვავილობის ფაზაში,ყვავილები მალე დაჭკნება და ყვავილობის პერიოდი ძალიან შემოკლდება.გაზაფხულზე,როდესაც მზე ჯერ კიდევ არაა ისეთი მცხუნვარე,იგი თავს კარგად იგრძნობს სამხრეთის ფანჯარაზე,მაგრამ ზაფხულის მოახლოებასთან ერთად (დამოკიდებულია კლიმატურ ზონაზე) მცენარე უნდა გადადგათ აღმოსავლეთის ან დასავლეთის ფანჯარაზე,ან დაიცვათ პირდაპირი მხის სხივებისაგან.ვიდრე გლოქსინია კვირტებს ინვითარებს ის ყველაზე ნათელ ადგილზე დადგით,მაგრამ როდესაც დაიწყებს ყვავილების გაშლას - შედარებით გრილი და ნაკლებ მზიანი ადგილი მოუძებნეთ. გლოქსინია - ხანგრძლივი დღის მოყვარული მცენარეა,ნორმალური ზრდისათვის მას 12-14 საათი განათება ესაჭიროება მინიმუმ, 5000 ლუქსი (განათების ერთეული).განათების უკმარისობის დროს,განსაკუთრებით ზრდის საწყის პერიოდში,მცენარე იწოწება,რაც უარყოფითად აისახება შემდგომში კვირტების განვითარებაზე.ისინი მცირე რაოდენობით იქნება,შეიძლება საერთოდ არც განვითარდნენ.ბოლქვის დაფესვიანებისა და ფოთლების ამოსვლის შემდეგ,განათება რაც შეიძლება მკვეთრი უნდა იყოს,ასეთ შემთხვევაში მცენარეს მოკლე ღერო და ბევრი კვირტი ექნება  და იგი გაგახარებთ უხვი ყვავილობით.განათებაზეა დამოკიდებული ყვავილების ფერის ინტენსივობაც,კარგი განათებისას ყვავილებს მკვეთრი ფერი აქვს,ცუდი განათების პირობებში კი ყვავილების ფერი გაცრეცილია.

‘’ბროკადე’’-ს ხაზის გლოქსინიები

გრუნტი გლოქსინიებისათვის შეიძლება გამოიყენოთ შემდეგი ნარევი:ფოთლოვანი ტყის მიწა,ტორფიანი მიწა და ქვიშა(1:1:0.5),თუმცა შემადგენლობა შეიძლება სხვაგვარიც იყოს,მთავარია რომ ნიადაგი იყოს ფხვიერი და ჰაერგამტარი.მჟავიანობა PH 5.5-6.5, უფრო მჟავე ნიადაგებში გლოქსინია ცუდად იზრდება, ამ მიზეზით მისთვის ტორფი სუფთა სახით - გამოუსადეგარია.მცენარის დარგვის წინ რეკომენდებულია სუბსტრატის დეზინფექცია.გამოიყენეთ პრეპარატი ‘’მაქსიმი’’ (1 ამპულა 2 ლ. წყალზე).გლოქსინიებისათვის უკეთესია ფართო და დაბალი ჭურჭელი.ახალგაზრდა ბოლქვებისათვის  საკმარისია 7-10 სმ. დიამეტრის მქონე ქოთნები,მსხვილი და უფრო ხანდაზმული ბოლქვებისათვის 11-15 სმ. დიამეტრის მქონე.ქოთნები შეიძლება იყოს როგორც პლასტმასის ასევე თიხის.

ბოლქვის დარგვა თებერვალ- მარტში,იშვიათად იანვარშიც (დამოკიდებულია შენახვის ტემპერატურაზე) ბოლქვი იწყებს ზრდას.თუ თქვენ მას ინახავთ წინა წლის ქოთანში ძველ გრუნტში,საჭიროა ამოიღოთ და გაასუფთავოთ შარშანდელი ფესვებისა და მიწისაგან.შემდეგ დეზინფიცირება გაუკეთეთ კალიუმპერმანგანატის ღია ვარდისფერ ხსნარში (30 წთ.) ან ნებისმიერ ფუნგიციდის ხსნარში.ფესვების უფრო სწრაფი განვითარებისათვის ბოლქვს ალბობენ გეტეროაუქსინის  ხსნარში 18-24 საათით (ყურადღება მიაქციეთ რომ ბოლქვის ჩაღრმავებებში არ ჩავიდეს ხსნარი),თუმცა ეს პროცედურა არ არის აუცილებებლი.დამუშავების შებდეგ ბოლქვი ირგვება გრუნტში ჩაღრმავებით ზემოთ და მაღლიდანაც ეყრება მიწა 1 სმ სისქეზე.ქოთნის ძირში აუცილებელია დრენაჟი (პენოპლასტი,კერამზიტი,კენჭები და სხვა).რაც უფრო მაღალია ქოთანი,მით მეტი დრენაჟია საჭირო (1/3-მდე).ბოლქვის ამოზრდის პერიოდში ყოველთვის დიდია დანაკარგი რაც ნიადაგის ზედმეტ ტენიანობას უკავშირდება,რისგანაც ლპება ბოლქვი.რადგანაც ფესვების განვითარებას წინ უსწრებს მიწისზედა ნაწილის ზრდა,მორყვა საჭიროა დიდი სიფრთხილით ქოთნის ნაპირებთან ახლოს და მხოლოდ ნიადაგის ოდნავ დასველებით.იმისათვის რომ თავიდან აიცილოთ არასასურველი დანაკარგები,მოიქეცით ასე: ბოლქვი ჩარგეთ დატენიანებულ ნიადაგში,ქოთანი მოათავსეთ პოლიეთილენის პაკეტში და დადგით ნათელ,მაგრამ მზის პირდაპირი სხივებისაგან დაცულ ადგილას(22-25 გრადუსზე).დღეში ერთხელ მოხსენით პაკეტი და გაანიავეთ 10-15 წუთის განმავლობაში.ფოთლების პირველი წყვილის გამოჩენის შემდეგ შეუხსენით პაკეტს პირი და შეაჩვიეთ ახალგაზრდა მცენარე ოთახის პირობებს 3-4 დღის განმავლობაში,შემდეგ პაკეტი საერთოდ მოხსენით.ღეროს ზრდასთან ერთან პერიოდულად დაამატეთ მიწა,ისე რომ ბოლქვი 1-2 სმ-ით დაიფაროს.ვიდრე მცენარე პაკეტში იმყოფება მორწყვა არ ესაჭიროება,რადგან გრუნტი არ შრება,ინარჩუნებს ტენიანობას და სითბოს,ამიტომ ფესვები სწრაფად იწყებენ ზრდას და ბოლქვის დაკარგვის ალბათობა ძალიან მცირეა.

ზრდის ტემპერატურა ბოლქვის ზრდის დასაწყისში,მოსვენების პერიოდის შემდეგ,აუცილებელია  დაახლოებით +25გრადუსი ტემპერატურის შენარჩუნება.დაფესვიანებისა და ვეგეტატიური მასის ზრდის დროს კი +22 დღისით და +18 ღამით.ტემპერატურის დაწევა იმისათვისაა საჭირო,რომ სინათლის ნაკლებობის გამო(თებერვალ-მარტში ჯერ კიდევ მოკლეა დღე) მცენარე სწრაფად არ გაიზარდოს და არ აიწოწოს სიმაღლეში.შესაძლოა არ დაწიოთ ტემპერატურა,მაგრამ ამ შემთხვევაში მცენარეს დამატებითი განათება დასჭირდება.ვეგეტაციის პერიოდში ტემპერატურა +18 გრადუსზე ქვემოთ არ უნდა დაეშვას.უფრო დაბალი ტემპერატურა ანელებს მცენარის ზრდას და განვითარებას.გლოქსინიის ოპტიმალური ტემპერატურაა +22-დან +26 გრადუსამდე.ვეგეტაციის პერიოდში დასაშვებია ტემპერატურის ხანმოკლე მომატება +28 გრადუსამდე,მაგრამ უფრო მაღალი ნიშნულის მიღწევისას მცირე რაოდენობით კვირტები ვითარდება.თუ მომატებული ტემპერატურა ხანგრძლივი დროის განმავლობაში შენარჩუნდება,მაშინ გლოქსინიისათვის დადგება სტაგნაციის პერიოდი,ანუ მოხდება ზრდისა და განვითარების შეჩერება,გაშლილი ყვავილები კი სამ დღეზე მეტ ხანს ვერ გაძლებენ.აქედან გამომდინარე,შეგვიძლია დავასკვნათ რომ მაღალი ტემპერატურა გლოქსინიისათვის ისევე მავნეა როგორც სინათლის ნაკლებობა.

‘’ავანტი’’-ს ხაზის გლოქსინიები 

ჰაერის ტენიანობა

ჰაერის ტენიანობა უნდა იყოს 70-80%-ის ფარგლებში,თუმცე გლოქსინია თავს მშვენივრად გრძნობს უფრო დაბალ ტენიანობაზეც - 50%,მაგრამ ამაზე დაბალი ტენიანოვა არ არის სასურველი,რადგან მცენარე ცუდად ვითარდება,ნელდება ზრდა და ფოთლები დეფორმირდება.ფოთლის კიდეები ქვემოთკენ ეხვევა.ტენიანობის მოსამატებლად შეიძლება ქოთანი მოათავსოთ სველ კერამზიტზე,ხავსზე,მაგრამ თვითონ გლოქსინიაზე წყლის შესხურება არ შეიძლება.რადგან ჩნდება ყავისფერი.მშრალი ლაქები.თუმცა შეიძლება ითქვას რომ ორპირი ქარისა და მზის სხივებისაგან დაცული გლოქსინია კარგად იტანს წყლის პროცედურებს.ღამით შეგიძლიათ მცენარე სააბაზანოში შეიტანოთ,შეასხურეთ ან დაბანეთ თბილი წყლით და დატოვეთ იქ სიბნელესა და დახურულ კარებში,მანამდე ვიდრე ფოთლებზე წყალი მთლიანად არ გაუშრება.

მორწყვა მოსარწყავად რბილი წყალი უნდა გამოიყენოთ(ნადნობი,წვიმის,გაფილტრული ან ნაწილობრივ გადადუღებული),ონკანის ქლორიანი წყალი მინიმუმ ერთი დღე და ღამე უნდა დადგათ.მორწყვა უკეთესია სადგამიდან ან ქოთნის კიდეებიდან,ფრთხილად,ისე რომ წყალი ფოთლებს და ბოლქვის ცენტრს არ დაესხას.რადგან უმეტეს შემთხვევაში ლპობა ფესვებიდან კი არა ბოლქვის ზრდის წერტილიდან იწყება.მოსარწყავი წყალი თბილი უნდა იყოს,მაგრამ თუ გლოქსინია +18 გრადუსზე იმყოფება,ეს იამას არ ნიშნავს რომ იგი +25 გრადუსი წყლით უნდა მოირწყას,ამას არაფერი კარგი არ მოყვება.წყლის ტემპერატურა ოთახის ტემპერატურაზე 2-3 გრადუსით მეტი უნდა იყოს.მორწყვიდან 20-30 წუთის შემდეგ სადგამ თეფშზე დარჩენილი წყალი გადაღვარეთ.მორწყვებს შორის მიწის კომი უნდა გამოშრეს.აუცილებელია მორცწვის სიხშირის შემცირება წვიმიან,მოღრუბლულ და ცივ ამინდებში.ასეთ დროს ნიადაგი დიდხანს არ შრება და ჭარბი წყლისაგან შეიძლება ფესვები დალპეს.

სასუქებით კვება

ბოლქვის დარგვიდან 1.5-2 თვის განმავლობაში გლოქსინიას სასუქი არ ესაჭიროება.სასუქი უნდა შეიტანოთ მორწყვიდან ერთი საათის შემდეგ,ქოთნის ნაპირებიდან.ყურადღება მიაქციეთ რომ ხსნარი არ მოხვდეს ფოთლებსა და ზრდის წერტილში.სასუქის შეტანა უმჯობესია მოღრუბლულ დღეებში ან საღამოს საატებში,რომ მცენარე კვების შემდეგ მზეზე არ იმყოფებოდეს.მინერალური სასუქით კვებას ენაცვლება ორგანული სასუქი,ყოველ ორ კვირაში ერთხელ,მაგრამ პირველი კვება მინერალური უნდა იყოს.შეიძლება 10 დღეში ერთხელაც მიაწოდოთ სასუქი,ამ შემთხვევაში ხსნარის კონცენტრაცია ნაკლები უნდა იყოს.  

კვირტების გამოჩენამდე ორგანულ სასუქს და  აზოტოვან სასუქს მონაცვლეობით აძლევენ: აზოტმჟავა კალიუმი,ამონიუმის გვარჯილა.კვირტების გამოჩენის შემდეგ ორგანულ სასუქს  და ფოსფორიან სასუქს მორიგეობით აწვდიან: სუპერფოსფატი,ფოსფორმჟავა კალიუმი.თუ ამას არ გააკეთებთ,მაშინ გამოიღვიძებს მძინარე ვეგეტატიური კვირტები,რაც გამოიწვევს მცენარის ნორმალური განვითარების შეჩერებას.

  • აზოტოვანი სასუქები იწვევს გაძლიერებულ ვეგეტატიურ ზრდას,მათი სიჭარბის დროს საყვავილე კვირტები არ წარმოიქმნება.ასევე შეიძლება გამოიწვიოს ფესვების ლპობა.ამ მიზეზების გამო აზოტოვანი სასუქები მხოლოდ ზრდის დასაწყისში მიეწოდება.
  • ფოსფორიანი სასუქები -აძლიერებს ყვავილობას,მაგრამ მათი სიჭარბე იწვევ ფოთლების ნაადრევ დაბერებას და მცენარის ქლოროზს.
  • კალიუმიანი სასუქები -
  • აუმჯობესებს ყვავილობას,მაგრამ მათი სიჭარბე იწვევს მოკლე საყვავილე ღეროს განვითარებას,ქვედა ფოთლების გაყვითლებას,ყვავილების შეფერილობის გაუარესებას.
  • მიკროელემენტები - მოქმედებს ყვავილის სიდიდეზე,მათ ფერსა და კვირტების რაოდენობაზე.

ორგანული სასუქი ბოლქვიანი მცენარეებისათვის

ფრინველის სკინტლი

სკინტლიძლიერმოქმედი სასუქია და მისი გამოყენებისას საჭიროა კონცენტაციის მკაცრად დაცვა.1 ც/კ სკინტლს დაასხით ორი ლიტრი წყალი,დააფარეთ თავსახური და დადგით თბილ და ბნელ ადგილას.მომდევნო 3-4 დღის განმავლობაში ურიეთ ჯოხით ვიდრე დუღილი არ დაიწყება(ზედაპირზე გამოჩნდება ბუშტუკები).დუღილის პროცესის დამთავრების შემდეგ(დაახლოებით ერთი კვირა) ბუშტები გაქრება,მყარი ნაწილაკები ფსკერზე დაილექება,ხსნარი დაიწმინდება.ახლა ის გამოსაყენებლად მზადაა.250 მლ. კონცენტრირებული ხსნარი ჩაასხით 1 ლიტრ წყალში და კარგად მოურიეთ,ამ ხსნარით მორწყეთ მცენარეები რომლებიც წინასწარ დატენიანებული უნდა იყოს(მორწყვიდან ერთი საათის შემდეგ).შეიძლება უბრალოდ მზა ორგანული სასუქის შეძენაც.

მინერალური სასუქი ბოლქვიანი მცენარეებისათვის

10 ლ. წყალზე უნდა აიღოთ:

  • 10 გრ. სუპერფოსფატი
  • 10 გრ. კალიუმის ქლორიდი
  • 4 გრ. ამონიუმის გვარჯილა
  • 5 გრ. მაგნიუმის სულფატი
  • 0.1 გრ. რკინის ქლორიდი
  • 0.07 გრ. ბორის მჟავა
  • 0.004 გრ. შაბიამანი
  • 0.05 გრ. მანგანუმის სულფატი
  • 0.008 გრ. თუთიის სულფატი

თუ ამ ყველაფრის ცალ-ცალკე მოძიების საშუალება არ გაქვთ,მაშინ უბრელოდ შეიძინეთ ფოსფორ-კალიუმიანი მინერალური სასუქები და მიკროელემენტები.კარგია  ‘’უნიფლორ - ყვავილის’’ , ‘’უნიფლორ - ბუტონის’’, ‘’უნიფლორ - ზრდის’’, ‘’უნიფლორ - მწვანე ფოთოლის’’ და ‘’უნიფლორ - მიკროს’’ გამოყენება.

ყვავილობის შემდეგ მიეცით კალიუმ-ფოსფორიანი სასუქი 14 დღიანი ინტერვალით.ეს დაეხმარება ბოლქვს აღიდგინოს ძალა და კარგად გადაიტანოს მოსვენების პერიოდი. 
   

                                               ჰიბრიდები F1 F2 F3

გლოქსინიას ყვავილობა

სწორად გაზრდილ მცენარეს ფოთლების მესამე - მეოთხე წყვილის განვითარების შემდეგ უნვითარდება კვირტები.მათი რაოდენობა პირველ რიგში გამოკიდებულია ბოლქვის სიდიდეზე და გაზრდის პირობებზე (სინათლე,ტემპერატურა,ტენიანობა).გლოქსინიამ შეიძლება განმეორებითაც იყვავილოს(მაგალითად ჰიბრიდები ‘’ავანტი’’ და ‘’ბროკადე’’) თუ პირველი ყვავილობა ადრეული იქნება.ასეთ შემთხვევაში მიწისზედა ნაწილი უნდა გადაიჭრას(ღერო და ფოთლები) და მხოლოდ 2 სმ. სიმაღლის ღერო უნდა დარჩეს.მალე მცენარეს განუვითარდება გვერდითი ტოტები,რომლებზეც კვირტები ჩამოყალიბდება და გლოქსინია მეორედ იყვავილებს.თუმცა ყვავილობა ისეთი უხვი აღარ იქნება როგორც პირველ ჯერზე.მეორე ყვავილობისას უფრო მომცრე ყვავილები ვითარდება.განმეორებით ყვავილობა ყველა სახეობას არ ახასიატებს.მაგალითად გვერდითი ყლორტები ‘’კაიზერ ფრიდრიხის’’ ჯიშის გლოქსინიებში ნელა ვითარდება,ზაფზულის ბოლოსთვის მხოლოდ ფოთლების განვითარებას ასწრებს მაგრამ ყვავილობა არ დგება.

გლოქსინიის მოსვენების პერიოდი

შემოდგომაზე,(სექტემბერი - ოქტომბერი)უკვე როდესაც მორწყვის შემდეგ ნიადაგი დიდხანს არ შრება,გლოქსინიას მორწყვას ამცირებენ და მას შემდეგ რაც ფოთლები გაყვითლდება ან გახმება საერთოდ წყვეტენ.როდესაც მცენარის მიწისზედა ნაწილი მთლიანად გახმება,ბოლქვი მოსვენების მდგომარეობაში გადადის,რომელიც 3-4 თვე გრძელდება,შენახვის ტემპერატურის მიხედვით.ბოლქვებს რამდენიმე ხერხით ინახავენ:

  • ქოთანს ბოლქვიანად დგამენ გრილ ადგილას +10-დან +15 გრადუსამდე.ზამთრის განმავლობაში საჭიროა ნიადაგის ოდნევ დატენიანება რამდენჯერმე,რომ ბოლქვი არ გახმეს.განსაკუთრებით თუ ის მცირე ზომისაა,რადგან პატარა ბოლქვი ცუდად ინახება და მალე შრება.თუ შენახვის ტემპერატურა უფრო მაღალია მაშინ დატენიანება უფრო ხშირადაა საჭირო.
  • მიწისზედა ნაწილის გახმობიდან ორი კვირის შემდეგ,ბოლქვი უნდა ამოიღოთ,გაასუფთაოთ და ჩადოთ ნესტიან ქვიშაში.შეინახეთ სიგრილეში.ეს მეთოდი მოსახერხებელია იმით ,რომ ნებისმიერ დროს შეიძლება ბილქვის ამოღება და მისი მდგომარეობის ნახვა.
  • შეიძლება ქვიშაშ ან ნახერხში ჩაფლული ბოლქვის მაცივრის ქვედა თაროზე შენახვაც.პეიოდულად შეამოწმეთ და თუ საჭიროა დაატენიანეთ ქვიშა.

ინტერნეტ რესურსების და ლიტერატურის მიხედით +8 გრადუსზე დაბალი ტემპერატურა გლოქსინიასათვის დამღუპველია,მაგრამ ზოგიერთი მეყვავილის გამოცდილებით ბოლქვი იტანს +5  გრადუსს.მთავარი პირობაა ზედმეტად არ დატენიანდეს შესანახი სუბსტრატი,ქვიშა თითქმის მშრალი უნდა იყოს.

გლოქსინიას გამრავლება

გლოქსინია ადვილად მრავლდება თესლით,ფოთლის ან ღეროს კალმებით,ფოთლის ფრაგმენტებით,საყვავილე ღეროთი და ბოლქვის დაყოფით.თესლით გამრავლება უკეთესია გლოქსინიას სახეობებისათვის,უცბადვე ვღებულობთ ბევრ ახალგაზრდა მცენარეს.თესლით გამრავლება არასასურველია სორტირებული და ჰიბრიდული გლოქსინიებისათვის,რადგან შეიძლება დაიკარგოს გენეტიკური ნიშნები,არ არის გარანტია რომ ისეთივე შეფერილობის მცენარეს მიიღებთ როგორიც დედა მცენარე იყო.

დათესვა

დათესვა ხდება იანვარ - თებერვალში (აუცილებელია დამატებითი განათება ლუნინესცენციური ნათურებით) ან მარტში.გაღივებული თესლი ითესება ნესტიანი სუბსტრატის ზედაპირზე,(იგივე შემადგენლობის სუბსტრატია საჭირო რაც ბოლქვებისთვის),ოდნავ იტკეპნება და ეფარება მინა ან პოლიეთილენი.კონტეინერი ნათელ ადგილას უნდა დაიდგას.ტემპერატურა +24-26 გრადუსი.ნერგები ამოსვლას იწყებენ 12-14 დღეს დათესვიდან,უფრო დაბალ ტემპერატურაზე ამოსვლა ჭიანურდება ერთ თვემდე და მეტიც.ნათესს უნდა შეუნარჩუნოთ სინესტე,დაუშვებელია ნიადაგის გამოშრობა.თუ საჭიროა მორწყვა უნდა მოხდეს სადგამიდან,ზემოდან დასხმა დაუშვებელია რადგან ტესლი წვრილია და შეიძლება გადაირეცხოს წყლისგან.ამოსვლიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ შეიძლება მოახდინოთ პირველი პიკირება,განსაკუთრებით მაშინ თუ ნათესი ხშირია.პიკირება ხდება სქემით 2*2 სმ. მსუბუქ სუბსტრატში.კიდევ ერთი თვის შემდეგ,პირველი ნამდვილი ფოთლების წყვილის გამოჩენიდან,ხდება მეორედ პიკირება ან უკვე ცალ-ცალკე ქოთნებში გადარგვა,ქოთნის დიამეტრი 6 სმ (კაქტუსებისთვის).შენარჩუნებული უნდა იყოს არანაკლებ +20 გრადუსი ტემპერატურა.გლოქსინიას ნერგები კარგად იტანენ პიკირებას და გადარგვის შემდეგ აქტიურად იწყებენ ზრდას.

შეიძლება დაითესოსო ასეთი წესითაც: თუ თესლი გრანულირებულია,მაშინ განალეგეთ 4*4 სმ-ის დაშორებით,რომ თავიდან აიცილოთ პირველი პიკირება,დაასათბურეთ და დადგით კონტეინერი სინათლეზე, ნამდვილი ფოთლების ამოსვლის შემდეგ ნერგები გადაიტანეთ ცალკე ქოთნებში და ისევ დაასათბურეთ კიდევ ორი კვირა.წამოწრდილი ნერგები ნელ-ნელა შეაგუეთ ოთახის ტემპერატურას და თუ საჭიროა გადაიტანეთ ცოტა მოზრდილ ქოთანში.თესლიდან ამოსულმა გლოქსინიამ პირველ წელს შეიძლება არ დაისვენოს ზამთარში და განაგრძოს ვეგეტაცია (ზრდა).

როგორ მივიღოთ გლოქსინიის თესლი

ყვავილის გაშლიდან მეორე დღეს,აიღეთ რბილი ფუნჯი და გადაიტანეთ მტვერი ბუტკოზე.გარანტიისათვის პროცედურა მეორე დღეს გაიმეორეთ.თუ მოხდება დამტვერვა ჩამოყალიბდება მუქი მწვენე ფერის  ნაყოფი.თესლის მომწიფება გრძელდება 1.5-2 თვე და ის არათანაბრად მიმდინარეობს,ანუ ყველა თესლი ერთდროულად არ მწიფდება.მას შემდეგ რაც ნაყოფი გაიხსნება მიითანეთ ქაღალდის ფურცელი და მცუბუქად დაუკაკუნეთ სატესლე კოლოფს,გამოფერტხეტ ტესლი.ორი დღის შემდეგ გაიმეორეთ თესლის აღება.თესლი წვრილია,მტვრისებური.ამოსვლის უნარს ორი-სამი წელი ინარჩუნებს.ნორმის შემთხვევაში მცენარეს სამ სათესლე კოლოფზე ნაკლები არ უნდა ქონდეს.თუ მცენარე ახალგაზრდაა ან ბოლქვი პატარა ზომის,მაშინ მხოლოდ ერთი სათესლე პარკი უნდა დაუტოვოთ დანარჩენი კი მოაშოროთ.

გლოქსინიის ვეგეტატიური გამრავლება

ეს ყველაზე გავრცელებული მეთოდია - საკმაოდ  ადვილი და ხელმისაწვდომი.თუ დაფესვიანება ადრე გაზაფხულზე მოხდება,შეიძლება ახალგაზრდა მცენარემ ყვავილობაც კი მოასწროს.

ფოთლის კალმებით გამრავლება

კვირტების ჩამოყალიპების ფაზაში ან ყვავილობის პერიოდში იჭრება დაბლითა რიგის ფოთოლი (ახალგაზრდა ფოთოლი არაა გამოსადეგი).სასურველია რომ ფოთლის ყუნწი მოკლე მაგრამ მსხვილი იყოს.მასზეა დამოკიდებული განვითარებული ბოლქვის სიდიდე.შემდეგ გამოიყენეთ თქვენთვის მოსახერხებელი მეთოდი:

  • ფოთოლი ჩადეთ წყალში 1-1.5 სმ სიღემეხე ფესვების წარმოქმნამდე.(წყლის შეცვლა საჭირო არაა,მხოლოდ დაამატეთ საჭიროების მიხედვით),შემდეგ გადარგეთ გრუნტში 2-2.5 სმ. სიღრმეზე.უკეთ დაფესვიანებისთვის დაასათბურეთ.
  • ფოთლის ყუნწი ამოავლეთ ხის ნახშირის ფხვნილში და ჩარგეთ ნესტიან ნიადაგში.დაასათბურეთ.+22 გრადუს ტემპერატურაზე დაფესვიანება ხდება 2-3 კვირის განმავლობაში,რის შემდეგაც შეიძლება სათბურის მოხსნა.

ღეროს კალმებით გამრავლება  თუ გლოქსინიის ბოლქვს ბევრი გვერდითი ყლორტი განუვითარდა მხოლოდ 1-2 უტოვებენ,დანარჩენს კი აშორებენ.ღეროს კალმები - ეს უკვე მზა მცენარეებია,ოღონდ ფესვების გარეშე.მათ ისეთივე წესით აფესვიანებენ როგორც ფოთლის კალმებს,ასეთი კალამი იმავე სეზონზე ყვავილობს.

გლოქსინიის გამრავლება ფოთლის ფირფიტით

  • მოჭერით მოზრდილი ფოთოლი როზეტის ძირიდან.ფოთლის ფირფიტის უკანა მხარეს გააკეთეთ ჭრილები ძარღვების სიგანეზე,იქ სადც ძარღვი ყველაზე მსხვილია.ფოთოლი დადეთ დატენიანებულ გრუნტზე,ოდნავ დააწექით რომ გადაჭრილი ადგილები გრუნტს ეხებოდეს.დააფარეთ პოლიეთილენის პაკეტი ან ჩასვით მინი სათბურში.მალე გადაჭრილ ადგილებში ფესვები გამოჩნდება,შემდეგ კი ბოლქვი ჩამოყალიბდება.მნიშვნელოვანია რომ შენარჩუნებული იყოს მაღალი ტენიანობა.
  • ფოთლის ფირფიტა უნდა დაიჭრას რამოდენიმე ნაწილად,დამოკიდებულია ფოთლის სიდიდეზე.თვითოეული ნაწილი ირგვება გრუნტში ან ქვიშაში.აუცილებელია დასათბურება რომ შენარჩუნდეს ტენიანობა.ტემპერატურა +22 გრადუსზე ნაკლები არ უნდა იყოს.ოპტიმალურია +25 გრადუსი.

საყვავილე ღერით გამრავლება

უნდა აღინიშნოს რომ ყველა სახეობის გლოქსინიის გამრავლება საყვავილე ღეროთი არ არის შესაძლებელი.ზოგიერთი ჯიშები კარგად ფესვიანდება,ზოგი კი საერთოდ არა.გვირგვინის გახმობის შემდეგ საყვავილე ღერი მოეცალეთ და ჩადეთ ჭიქაში 1-1.5 სმ. სიღრმეზე ისე რომ არ ეხებოდეს ჭურჭლის ნაპირებს.წყალს ნუ გამოცვლით,მხოლოდ საჭიროების მიხედვით დაამატეთ.დაახლოებით ერთი თვის შემდეგ ღეროზე განვითარდება ფესვები და პატარა ბილქვი.რის შემდეგაც ის ნიადაგში უნდა გადარგათ 1.5 -2 სმ. სიღრმეზე.მოუარეტ როგორც ფოთლის კალამს.

გლოქსინიის გამრავლება ბოლქვის გაყოფით

დიდი ბოლქვები,რომლებსაც ორზე მეტი ნაზარდი აქვთ, შეიძლება დაიყოს.ბოლქვი ესე უნდა გაიჭრას რომ თვითოეულ მათგანზე იყოს ზრდის წერტილი.გადანაჭერ ადგილებს მოაყარეღ დანაყილი ხის ნახშირი,გააშრეთ 3-4 დღის განმავლობაში ბნელ ადგილზე,ოთახის ტემპერატურაზე.შემდეგ კი ჩარგეთ ტენიან სუბსტრატში და მოუარეთ ჩვეულებრივად.

შესაძლო წარუმატებლობები გლოქსინიის გაზრდის დროს

არ ვითარდება ბოლქვი - ასეთი რამ შეიძლება მოხდეს მაშინ როცა ღეროს კალამი ძალიან გრძელია ან ძალიან ღრმადაა დარგული და უხვად ირწყვება.

კვირტები შავდება და კვდება - მიზეზი მიკროელემენტების ნაკლებობაა და მოკლე დღის ხანგრძლივობა.

ფოთლები წითლდება - ფოსფორის ნაკლებობა.

ფოთლები ყვითლდება - აზოტის ნაკლებობა ან ზედმეტი მორწყვა.

ფოთლები უფერულდება - მაგნიუმის ნაკლებობა.

ფოთლები იგრიხება - ჰაერის ტენიანობის ნაკლებობა.

ლაქები (არაინფექციური).ფოთლებზე ყვითელი ან ყავისფერი უფორმო ლაქები - ზედმეტად მკვეთრი განათება,ორპირი ქარი ან ცივი წყლით მორწყვა.

ყვავილები  ხუჭუჭდება,ნელდება ზრდა - ტემპერატურა +15 გრადუსზე დაბალია.

ხუჭუჭდება ფოთლის ნაპირები,ვითარდება დეფორმირებული ყვავილები და მოკლე საყვავილე ყუნწები - ნიადაგში ჭარბადაა წყალი.

ყუნწების და კვირტების ლპობა - ნიადაგში მომატებულია მჟავიანობა,ჭარბადაა აზოტოვანი სასუქები,ზედმეტად სველია ნიადაგი.

მცენარე არ ყვავილობს - არასაკმარისია განათება,კვება.ჰაერი მშრალია ან ცივი,მოსვენების პერიოდში ბოლქვი არასწორად იყო შენახული.ჭარბადაა აზოტოვანი სასუქები.

გლოქსინიას დაავადებები

  • ბილქვის ლპობა.წარმოიშვება ჭარბი მორწყვისას.საწყის სტადიაზე ქვეითდება ფოთლების ტურგორი,რომელიც მორწყვის შემდეგაც არ აღდგება.ძლიერი დაზიანების დროს გლოქსინია მთლიანად ჭკნება.საჭიროა მოიჭრას და ახლიდან დაფესვიანდეს ფოთლის კალმებით.თუ ბოლქვი არ დალპა ზრდის ზერტილიდან,მაშინ დაზიანებული ნაწილები იჭრება საღ ქსოვილებამდე,ხდება დეზინფიცირება კალიუმის პერმანგანატის ძლიერი ხსნარით ან სხვა ფუნგიციდით.ჭრილობებზე იყრება ნახშირი და ბოლქვი რამოდენიმე დღით ინახება გასაშრობად,რის შემდეგაც კვლავ ირგვება ტენიან გრუნტში.
  • ფიტოფტოროზი.ყველაზე გავრცელებული დაავადებაა გესნერისებრთა შორის.სწრაფად ვითარდება და მცენარის უცაბედ დაღუპვას იწვევს.დაავადება მსუბუქი ჭკნობით იწყება,შემდეგ წყდება ღეროს ზრდა და ფერის შეცვლა.მორწყვის შემდეგ ფოთლები უფრო ეშვება,ღერო ლპობას იწყებს რაც ყუნწებსა და ფოთლებზე გადადის.მცენარის შენარჩუნების ცდა უშედეგოა.აჭრილი ფოთლის კალმები არ ფესვიანდება,შავდება და ლპება.მცენარე ნიადაგთან ერთად უნდა განადგურდეს.
  • ფუზარიოზი.მცენარე ნიადაგიდან ავადდება.ფოთლები ყავისფერდება,ხუჭუჭდება და ჭკნება.ღეროზე ვითარდება მუქი ხაზები და ნახეტქები.ფუზარიოზით დაავადებას იწვევს ჭარბი მორწყვა და ნიადაგის სისველე.

მავნებლები

ყველაზე ხშირად გლოქსინიას უჩნდება ტრიფსი და წითელი აბლაბუდიანი ტკიპა.დაამუშავეთ მცენარე სისტემური ინსექტიციდით სინათლისაგან და ორპირი ქარისაგან  დაცულ ადგილზე(მცენარეს შეასხურეთ,ნიადაგი მორწყეთ).მას შემდეგ რაც გლოქსინიას ფოთლებზე სისველე შეშრება,დადგით ჩვეულ ადგილზე.პროცედურას მცენარე კარგად იტანს.

თარგმანი: ლელა ჯერენაშვილი სალთხუციშვილის.

03 March 0 12 856
loading...
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно