ბორდოს ფხვნილი შაბიამანი განეიტრალებული კირით.
კონტაქტური მოქმედების ფუნგიციდი
ბორდოს ნარევი წარმატებით გამოიყენება წყლის სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ, როგორებიცაა: ჭრაქი, სიხუჭუჭე, კლასტეროსპოროზი, მონოლიზი, ფიტოფტოროზი და სხვა. პრეპარატის 2%-იანი ხსნარი წარმატებით გამოიყენება ვენახში ხეხილში და ციტრუსებში, ადრე გაზაფხულზე კვირტების მაქსიმალური დაბერვის ფაზაში, მოზამთრე სოკოების წინააღმდეგ.
გამოიყენება:
- ვაზის ჭრაქის, ანთრაქნოზის, წითურას.
- ხეხილის მოზამთრე სოკოვანი დაავადებების.
- ატამი და კურკოვნების მოზამთრე ფაზების: სიხუჭუჭის, კლასტეროსპოროზის, მონოლიზის, კურკოვანთა ბოყის.
- კარტოფილის ფიტოფტოროზის, ალტერნარიოზის.
- პამიდორის მურა ლაქიანობის, ფიტოფტოროზის, ალტერნარიოზის, ნაყოფის სიდამპლის.
- ციტრუსების ყავისფერი სიდამპლის, ანთრაქნოზის, ნეკროზის წინააღმდეგ.
პრეპარატის ხარჯვის ნორმა:
- ვაზი: 1,25-100ლ წყალში.
- ხეხილი:2კგ-100ლ წყალში.
- ატამი და კურკოვნები(მოზამთრე ფაზების წინააღმდეგ): 2კგ-100ლ წყალში.
- ატამი(ფოთლის სიხუჭუჭე, მონოლიზი): 1%-იანი ხსნარი
- ციტრუსები: 1%-იანი ხსნარი.
- კარტოფილი: 1კგ-100ლ წყალში.
- პამიდორი: 0,7-0,8კგ-100ლ წყალში.
პრეპარატის კომბინირება დასაშვებია ინსექტოაკარიციდებთან და ფუნგიციდებთან, აგრეთვე წყალში ხსნად სასუქებთან.
05 January
0
0