ფიტოლავინი

ფიტოლავინი - სისტემური და კონტაქტური ბიობაქტერიციდია,წარმოადგენს სტრეპტოტრიცინების ჯგუფის ანტიბიოტიკს.ქიმიური კლასი: ბაქტერიული ფუნგიციდები და ბიოლოგიური პესტიციდები.მოქმედი ნივთიერება - ფიტობაქტერიომიცინი.

ბიოფუნგიციდი დაშვებულია სახლის პირობებში მცენარეების სამკურნალოდ.განკუთვნილია ბაქტერიული ინფექციების წარმომშობი და ზოგიერთი სოკოების წინააღმდეგ საბრძოლველად.გამოიცემა წყალში ხსნადი კონცენტრატის სახით,ოთახის მცენარეებისათვის 2 მლ-იან ამპულებში, საბოსტნე და საბაღე კულტურებისათვის 50,100 ან 400 მლ-იან ფლაკონებში ან 1ლ. და 5 ლ. ტევადობის ბალონებში.

ფიტოლავინი ეფექტურია:

ბაქტერიული სიდამპლის

ფესვის ყელის სიდამპლის

ბაქტერიული და ტრაქეომიკოზური ჭკნობის

ბაქტერიული კიბოს

ბაქტერიული დამწვრობის

შავი ფეხის

ფოთლის ლაქიანობის

ფესვის სიდამპლეების

ღეროს გულის ნეკროზის

კენწეროს სიდამპლის

შავი ბაქტერიული ლაქიანობის

ალტერნარიოზის

მონილიოზის წინააღმდეგ.

დოზირება: 20 მლ. ფიტოლავინი იხსნება 10 ლ. წყალში,შესაბამისად 2 მლ. პრეპარატი - 1 ლ. წყალში უნდა გაიხსნას.

ჩითილისათვის - 30-40 მლ. ხსნარი ერთ ნარგავზე.

ქოთნის მცენარისათვის 100-200 მლ. საშუალოდ.

ნაყოფ-კენკროვანი კულტურებისათვის შესასხურებლად ,საშუალოდ 2 ლ. ბუჩქზე ან 5 ლ. ერთ ძირ ხეზე.

ყველა სახის საბაღე კულტურისათვის ან ოთახის მცენარეებისათვის საერთო რეკომენდებული ხარჯია 10 ლ ხსნარი 100 კვ/მ.

 საჭიროა მხოლოდ ახლადმომზადებული ხსნარის გამოყენება.მომზადებული და წყალში გახსნილი პრეპარატის შენახვა დაუშვებელია.

ფიტოლავინის გამოყენება: ფიტოლავინის გამოყენება შეიძლება იმ მომენტიდან როდესაც ჩითილს პირველი წყვილი ნამდვილი ფოთლები ამოუვა,’’შავი ფეხის’’ პროფილაქტიკის მიზნით.შემდეგ მცენარის ზრდის და განვითარების ნებისმიერ ფაზაში ნებისმიერი ბაქტერიული სიდამპლის წინააღმდეგ, 2 კვირის ინტერვალით, არაუმეტეს 2 გამოყენებისა.

ყურადღება: ფიტოლავინმა შესაძლოა გამოიწვიოს სოკოების და ბაქტერიების რეზისტენტობა,ამიტომ არ უნდა იქნას გამოყენებული 2 ჯერზე მეტად ერთი თვის განმავლობაში.გამონაკლისს წარმოადგენს ბაქტერიული სიგამწვრე და მონილიზი ვაშლზე (დასაშვებია 5 ჯერადი დამუშავება 2 კვირის ინტერვალით)

სასურველია ახალშეძენილი ქოთნის მცენარის მთლიანი დამუშავება ფიტოლავინით,რომელიც წარმოადგენს ფუნდაზოლის ალტერნატივას.ხშირად ორქიდეები დაავადებულია ტრაქეომიკოზით (ძარღვოვანი ჭკნობა),მათი მკურნალობა ფიტოლავინით არის შესაძლებელი.

დაავადების ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში ფიტოლავინი გამოიყენება შესასხურებლად და გრუნტის მოსარწყავად,ისეთი რაოდენობით,რომ ნიადაგი ქოთანში კარგად დასველდეს.

ყურადღება: ფიტოლავინით მორწყვის შემდეგ აუცილებელია ბაქტერიული პრეპარატების შეყვანა (მაგ: ალირინი ან გამაირი).

ფიტოლავინი შეთავსებადია გავრცელებული ქიმიური ინსექტიციდების,ფუნგიციდების და ჰერბიციდების  უმრავლესობასთან.მაგრამ არ არის რეკომენდებული მისი ერთობლივად გაზავება ბაქტერიულ პრეპარატებთან.

ყურადღება: სტრეპტოტრიცინების ჯგუფის ანტიბიოტიკებს ახასიათებს მაღალი კუმულატიური ტოქსიურობა თვითონ ანტიბიოტიკიდან გამომდინარე,ამიტომ ნუ გამოიყენებთ იმაზე მეტჯერ ვიდრე საჭიროა ბოსტნეულზე და ხილ-კენკროვან კულტურებზე!

განსაკუთრებული თვისებები: ფიტოლავინი არ არის ფიტოტოქსიური და ტოქსიური მტაცებელი და დამმტვერავი მწერებისათვის,მაგრამ მხოლოდ რეკომენდებული დოზებით.

ფიტოლავინი შესაძლებელია გამოიყენოთ თესლის დასამუშავებლად.

ფიტოლავინი ეფექტურია ნებისმიერი მჟავიანობის ხსნარში,გარდა ძლიერ ტუტე ხნარებისა (PH 8,5 და მეტი).

მოქმედი ნივთიერება სწრაფად და ადვილად აღწევს მცენარის ქსოვილებში - 12-24 საათში.

იცავს მცენარეს 15-20 დღის განმავლობაში.

პრეპარატი ინახება მშრალ,ბნელ ადგილზე, 0-დან +30 გრადუსამდე,ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე! დაუშვებელია საკვებთან და მედიკამენტებთან ერთდ დადება.არ შეიძლება მისი გაყინვა.

ტოქსიურობა: საშიშროების მე-3 კლასი - ადამიანისათვის ზომიერად საშიში შენაერთია.ფუტკრებისათვის საშიშროების - მე-3 კლასი (მწერების გამოშვება დასაშვებია პრეპარატის გამოყენებიდან 12 საათის შემდეგ).მოერიდეთ პრეპარატის მოხვედრას ღია წყალსატევებში.

უსაფრთხოების ზომები: გამოყენების დროს დაიცავით ხელები ხელთათმანებით,რადგან შესაძლოა გამოიწვიოს კანის გაღიზიანება.დაუშვებელია საკვების მიღება,მოწევა და წყლის დალევა მუშაობისას.სამუშაოს დამთავრების შემდეგ საგულდაგულოდ დაიბანეთ ხელები და სახე.

პირველი დახმარება: კანზე მოხვედრის შემთხვევაში ჩამოიბანეთ დიდი რაოდენობის წყლით,თვალში მოხვედრისას გამოირეცხეთ გამდინარე წყლით.საჭმლისმომნელებელ ტრაქტში მოხვედრის შემთხვევაში დალიეთ  3-4 ჭიქა წყალი,გამოიწვიეთ ღებინება,მიიღეთ რამდენიმე ტაბლეტი აქტივირებული ნახშირი,მიმართეთ ექიმს.   
თარგმანი: ლ.ჯერენაშვილი-სალთხუციშვილის

05 April 0 0

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно