მეიერის ასპარაგუსის მოვლა,გამრავლება,გადარგვა

მეიერის ასპარაგუსი(Asparagus meyeri’)-ეთიოპიური ასპარაგუსის პოპულარული ფორმაა,მიეკუთვნება ასპარაგუსის გვარს(სატაცური),სატაცურისებრთა ოჯახს. ეს არის მცირე ზომის ბალახოვანი ბუჩქი,ფესვებიდანვე ძლიერად დატოტვილი.ბუნებრივ პირობებში მისი ზომები ნახევარ მეტრს ოდნავ თუ აჭარბებს,სიგანეში 3-4 მეტრამდეა.ცენტრალური ღეროები სწორმდგომია,ოდნავ მოხრილია საკუთარი წონის გამო,ღია მწვანე ფერის,ფუძესთან გახევებული.მათგან თითქმის ჰორიზონტალურად ამოზრდილია მრავალრიცხოვანი,მოკლე გვერდითა ღეროები,რომლებიც დაფარულია ხშირი ‘’ნემსებით’’,რისი წყალობითაც მცენარე მელიის კუდების შეკვრას მოგვაგონებს. ფოთლები,როგორც ყველა ასპარაგუსს,ქერცლისებური აქვს,თითქმის შეუმჩნეველი.

ყვავილობის დრო ზაფხულის თვეებს ემთხვევა.ყვავის მოყვითალო-თეთრი ყვავილებით,მათი სიგრძე 5 მმ-მდეა,ფორმით ზანზალაკისებური.დამტვერვის შემთხვევაში ყალიბდება მრგვალი, მკვეთრი წითელი ფერის ნაყოფი დიამეტრით 6-10 მმ.
მოვლა მეიერის ასპარაგუსი ერთ-ერთი მიმზიდველი სახეობაა ოთახის კულტურებს შორის,თუმზა მისი მოვლისას მეყვავილეები ზოგიერთ სირთულეს აწყდებიან.ამ სირთულეების მინიმუმამდე დასაყვანად,ამ საკმაოდ ჭირვეულ მცენარეს უნდა შეუქმნათ ბუნებრივთან მიახლოებული,პირობები.

განათება. მისთვის ოპტიმალური ადგილი დასავლეთის ან აღმოსავლეთის ფანჯარაა,რადგან ის უპირატესობას ანიჭებს მკვეთრ,გაფანტულ სინათლეს და ვერ იტანს მზის პირდაპირ სხივებს,რომლებიც წვავენ და ახმობენ მის რბილ და წვნიან ღეროებს.ჩრდილოეთის ფანჯარაზე მისთვის არასაკმარისი სინათლე იქნება,რაც აისახება გარეგნულ იერზე-გაფერმკრთალდება და გამეჩხერდება.

ტემპერატურა: ვეგეტაციის პერიოდში მეიერის ასპარაგუსს შედარებით გრილი ტემპერატურა ესაჭიროება - 20-220 C.თუ ასეთ რეჟიმს ვერ შეუქმნით,რეკომენდებულია მისი აივანზე ან ბაღში გატანა,მოჩრდილულ,ორპირისაგან დაცულ ადგილზე.ასე მცენარე უზრუნველყოფილი იქნება ბუნებრივი ვენტილაციით.

ზამთარში ასპარაგუსს მოსვენების პერიოდი აქვს.ის უნდა იმყოფებოდეს 12-150 C,მაგრამ არანაკლებ 100 C.

მორწყვა. გაზაფხულიდან შემოდგომის ჩათვლით ნიადაგი მუდმივად ტენიანი უნდა იყოს,ამასთანავე დაუშვებელია წყლის ჭარბად ჩაგუბება ქოთანში.მორწყვისას გაითვალისწინეთ მცენარის მოთხოვნები მარილების შემცველი წყლის მიმართ,გამოიყენეთ ხისტი წყალი,დაუშვებელია ქლორიანი წყლით მორწყვა.სხვა შემთხვევაში კალციუმის ნაკლებობა მცენარის გარეგნულ იერზე აისახება - გაყვითლდება და დაიცვენს ფოთოლაკებს.

ზამთარში,დაბალი ტემპერატურის შესაბამისად,მორწყვა შედარებით მცირდება,აცადეთ ნიადაგის ზედა ფენას შეშრობა.თუ ტემპერატურა 140C-ზე დაბალია,მცენარეს პრაქტიკულად არ რწყავენ.

ჰაერის ტენიანობა. ასპარაგუსი საკმაოდ მაღალ ტენიანობას მოითხოვს,ამიტომ რეკომენდებულია რეგულარული შესხურება.დამატებით ,ქოთანი უნდა იდგას სველ კერამზიტიან ან კენჭებიან სადგამზე.

ნიადაგი. მცენარე უპირატესობას ანიჭებს ფხვიერ,ნოყიერ ნიადაგს ტუტე რეაქციით.მისთვის შესაფერისია შემდეგი ნარევი: კორდის მიწა,ფოთლოვანი მიწა,ნეშომპალა და მსხვილმარცვლოვანი მდინარის ქვიშა - 2:1:1:1

ჩასარგავად შეარჩიეთ განიერი ქოთნები,რაგდან ის ბევრ გვერდითა ყლორტს იყრის და სიგანეში იზრდება.ქოთნის ძირში საჭიროა კარგი სადრენაჟე ფენა,რომელიც ფესვებს წყლის ჩაგუბებისაგან დაიცავს.

კვება. სასუქის მიწოდება ხდება აქტიური ზრდის პერიოდში ორ კვირაში ერთხელ მინერალური და ორგანული სასუქის ხსნარით.შეგიძლიათ გამოიყენოთ მზა სასუქები ფოთლოვანი მცენარეებისავის.

გადარგვა ხდება საჭიროების შემთხვევაში,ადრე გაზაფხულზე,შედარებით ფართო ქოთანში.გადარგვისას ნუ მოაცილებთ ბოლქვებს,რომელიც ფესვთა სისტემაში ფორმირდება,რადგან ისინი საკვები ნივთიერებების წყაროა.თუმცა ასპარაგუსი მათ გარეშეც შეძლებს სიცოცხლეს,მაგრამ დიდხანს იავადმყოფებს და დასუსტდება. გასხვლა ამ სახეობისათვის არ არის რეკომენდებული.მისი ღეროები არ იტოტება და გასხვლა მის გახშირებას არ გამოიწვევს.

ერთადერთი,რაც რეკომენდებულია მისი გარეგნული იერის გასაუმჯობესებლად - მოაჭერით ყველა ძველი,ფერშეცვლილი,შემხმარი ღერო,მათ მაგიერ სწრაფად წამოიზრდება ახლები.

გამრავლება. მეიერის ასპარაგუსი საკმაოდ ადვილად მრავლდება თესლით ან ბუჩქის დაყოფით.თუ გსურთ ახალი მცენარის გაზრდა,უნდა ჩათესოთ მისი თესლები თებერვლის ბოლოს ან მარტის დასაწყისში.ითესება ზედაპირულად,დასათბურებით,სადაც უნდა შეინარჩუნოთ მაღალი ტენიანობა.

ბუჩქის დაყოფა შესაძლებელია წელიწადის ნებისმიერ დროს,მაგრამ უმჯობესია ეს ვეგეტაციის დასაწყისში გააკეთოთ.უკეთესი შედეგის მისაღებად განაყოფ ბუჩქს ძველი მცენარის სამი ტოტი მაინც უნდა გაყვეს.

მავნებლები და დაავადებები.მცენარე საკმაოდ ხშირად ზიანდება აბლაბუდიანი ტკიპით.სამწუხაროდ,ასპარაგუსი ცუდად იტანს პრეპარატებს,ამიტომ პირველივე ნიშნების გამოჩენისთანავე მცენარის მწვანე მასა საგულდაგულოთ ჩამორეცხეთ თბილი შხაპით (400 -მდე).პროცედურა რამდენჯერმე გაიმეორეთ.თუ შედეგს ვერ მიიღებთ შეასხურეთ აქტარა ან აქტელიკი.

დაავადებებიდან ყველაზე ხშირად გვხვდება არასწორი მოვლის შემდგომი შედეგები.მათ შორის ლიდერობს - გაყვითლება და ფოთოლაკების ჩამოცვენა.მიზეზი შეიძლება იყოს: მზის სხივები,არასაკმარისი მორწყვა,მშრალი ჰაერი,კალციუმის ნაკლებობა ნიადაგში რბილი წყლით მორწყვის გამო,მაღალი ტემპერატურა,განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში.დააკლიკეთ სახელს ჩვენი ჯგუფია ფეისბუქში yvavilebi.ge  თარგმანი: ლ.ჯერენაშვილი-სალთხუციშვილის

22 April 0 458
loading...
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно