ასპარაგუსი „ჰაეროვანი“ (Asparagus plumosus,Asparagus setaceus)

„ჰაეროვანი“, იგივე “ბუმბულისებრი“ ასპარაგუსი(სატაცური) ყველაზე ფუშფუშა და ელეგანტურია ოთახის მცენარეებს შორის. დრეკადი, გაწეწილი, გრძელი ღეროები განსაკუთრებულ სიმყუდროესა და ჰაეროვნებას ქმნიან. სწრაფად მზარდი ასპარაგუსი საკმაოდ მალე ქმნის მწვანე ჰაეროვან კასკადს და საოცრად უხდება ოთახს. სამწუხაროდ თავის სილამაზეს ეს ასპარაგუსი მხოლოდ სწორი მოვლის პირობებში წარმოაჩენს. ვერ ვიტყვით, რომ ასპარაგუსის მოვლა რთული პროცესია, თუმცა ვერ ეგუება ოდნავ გადაცდომასაც კი. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პრეტენზიული ასპარაგუსი ოთახის სატაცურებს შორის, რადგან ცუდად რეაგირებს ნესტზე, სუბსტრატის სიმშრალესა და შრალ ჰაერზე.

ამ მცენარეს უამრავი სახელი და ზედმეტი სახელი აქვს. ევროპაში ცნობილია როგორც სატაცური გვიმრა, ან მცოცავი სატაცური (fern asparagus, climbing asparagus), მაგრამ გვიმრებთან ამ მცენარეს კავშირი არ აქვს, თუმცა ფორმა და ფოთლების სტრუქტურა ნაწილობრივ წააგავს გვიმრა ვაიას.

ასპარაგუსი მარამდმწვანე ბუჩქია, რომლის მაქსიმალური ზომა დამოკიდებულია ასაკზე და მოვლის პირობებზე. ასპარაგუსის ღეროს სიგრძემ საგრძნობ მაშტაბებსაც კი შეიძლება მიაღწიოს, 1,5მ მაგალითად. რაც უფრო ასაკიანია ბუჩქი და რაც უფრო ცუდი განათებაა, მით უფრო გრძელია მისი „ულვაშები“. მცენარე საკმაოდ სწრაფად და არაპროპორციულად იზრდება. ნაწილი ახალი ღეროებისა, შეიძლება დაიტოტოს, ხოლო ნაწილი დარჩეს შიშველი და უსაშველოდ გრძელი, რომელიც შეიძლება დაიტოტოს ოდესღაც, რამოდენიმე თვის შემდეგ, და ისიც ღეროს ბოლოში. ასპარაგუსის ღეროებს შეცდომით ფოთლებად აღიქვამენ ხოლმე, რადგან ფოთლებმა სახე იცვალეს და მიემსგავსნენ 7მმ სიგრძის უწვრილეს ნემსებს. ეს ნემსები საკმაოდ ადვილად ემაგრებიან სხვა და სხვა ზედაპირებს და ასპარაგუსის ღერო-ულვაში მარტივად მიიწევს წინ, სივრცეში.

ასპარაგუსი ყვავის, მაგრამ მხოლოდ მე-10 წლიდან. ყვავის უწვრილესი, ზანზალაკის ფორმის მსგავსი თეთრი ყვავილებით, რომელივ შემდეგ გადაიქცევა მწვანე კენკრად, ხოლო მომწიფებისას ნაყოფი ღებულობს მელნისფერ, თითქმის შავ ფერს. ამ სახეობის სატაცურის ნაყოფი ტოქსიკურია, ამიტომ სასურველია მოარიდოთ ბავშვებსა და ცხოველებს.

განათება და განთავსება: მცენარეს უყვარს სიგრილე და უფრთხის მზეს. ეს არის ის საბაზისო პირობები, რომელიც აუცილებელია ასპარაგუსის ჯანსაღი ფორმის შესანარჩუნებლად. განთავსების იდეალური ადგილი ნახევრად ჩრდილი, აღმოსავლეთ ფანჯარა, ან განათებული ოთახის სიღრმეა. პირდაპირ მზის სხივებზე სატაცური მალე „იწვება“, მაგრამ ზამთარში განათება უნდა დავუკორექტიროთ, გავზარდოთ, რომ მცენარეს არ დასცვივდეს წიწვები, და ახალი ღეროები შიშვლები არ გაიზარდოს.

ასპარაგუსს მოსწონს ჰაერის მაღლი ტენიანობა, ამიტომ შესანიშნავად გავთავსდება სამზარეულოში, სააბაზანო ოთახსა და ზამთრის ბაღში.

ტემპერატურა: მინიმალური ტემპერატურა, რომელიც ატანადია ასპარაგუსისათვის შეადგენს +7°, მაგრამ, მცენარის სიჯანსაღისათვის უმჯობესია ტემპერატურა არ დაეცეს +12°-ზე დაბლა. მთელი თავისი აქტიური ვეგეტაციის მანძილზე სატაცურს ურჩევნია ზომიერი, გრილი გარემო. განსაკუთრებულად დეკორატიული ეს მცენარე არის მაშინ, როცა ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა არ სცდება +22°, ხოლო იდეალური მაჩვენებელი +18°. უფრო მაღალ ტემპერატურაზე მცენარეს უნდა მივაწოდოთ სუფთა ჰაერი და გავზარდოთ სათავსოს ტენიანობა. ასპარაგუსს არ უყვარს გამათბობელთან, კონდენციონერთან და ორპირში ყოფნა. თბილ სეზონზე შესაძლებელია მცენარის ღია ცის ქვეშ, დაჩრდილულ გარემოში გატანა.

მორწყვა და ჰაერის ტენიანობა: სჭირდება ფრთხილი მორწყვა, ისე, რომ უმჯობესია გაუშრეს გრუნტის ზედა ფენა. ვერ იტანს ზედმეტ ტენს ქოთანში და ცუდად რეაგირებს გრუნტის მთლიანად გამოშრობაზე, ამიტომ, რეკომენდირებულია ზაფხულში კვირაში 3-ჯერ მოწრყვა, ხოლო ზამთარში მორწყვებს ვამცირებთ. სატაცურის ეს სახეობა მომთხოვნია ჰაერის ტენიანობის მიმართ, ოპტიმალური მაჩვენებელია 70%. ამისათვის დაგვჭირდება როგორც ხშირი შესხურება, ასევე დამატებითი წყლიანი ჭურჭლის მობილიზება, ან დამატენიანებლის დაგმა ოთახში. ძალიან მოსწონთ თბილი შხაპი, ამიტომ შესაძლებელია ზაფხულში ასეთი პროცედურების მოწყობა, ოღონდ მივაქციოთ ყურადღება, რომ მცენარე არ მოხვდეს ორპირში.

კვება: ეს არის იმ მცენარეთა წარმომადგენელი, რომელიც განსაკუთრებით მომთხოვნია გრუნტის კვებითი ღირებულების მიმართ და ამიტომ კვებაც უნდა ვაწარმოოთ ფრთხილად და თითქმის მთელი წლის მანძილზე. აქტიური ვეგეტაციის დროს გრუნტი ირწყვება სტანდარტული სასუქით ყოველ 2-3 კვირაში ერთხელ, ხოლო ზამთარში საკმარისია თვეში ერთჯერადი კვება. რადგან ასპარაგუსი კრიტიკულად რეაგირებს რკინისა და აზოტის უკმარისობაზე, მისთვის უკეთესია მოვიხმაროთ დეკორატიულ-ფოთლოვანი მცენარეებსათვის განკუთვნილი სასუქი.

გასხვლა: მცენარეს სჭირდება ჰიგიენური რევიზია, გასხვლა უკვე მობერებული, გამხმარი და გაშიშვლებული ტოტების. ტოტი იჭრება ძირში, გრუნტთან ახლოს. ნაწილობრივ შეკვეცას არ აქვს აზრი, რადგან დარჩენილი ტოტი მაინც გახმება. რადგან მცენარის ღეროები რბილი და დრეკადია, შეიძლება აუცილებელი გახდეს ქოთანში საყრდენის ორგანიზება, რომ დავიცვათ ტოტები დაზიანებისაგან .

გადარგვა: უმჯობესია მცენარეს საერთოდ არ ვახლოთ ხელი, სანამ თავად არ „გადმოვა“ ქოთნიდან. გადარგვა უმჯობესია გაზაფხულზე, აქტიური ვეგეტაციის დაწყების წინ. მცენარეს მოსწონს დიდი ქოთნები, ანუ სიმათლე ოდნავ მეტი უნდა იყოს ქოთნის დიამეტრზე. ყოველი გადარგვის შემთხვევაში ქოთანი ირჩევა 3-5სმ-ით უფრო მეტი დიამეტრში. სუბსტრატად გამოდგება ნებისმიერი საკვებად მდიდარი, ნეიტრალური, ან სუსტად მჟავე რეაქციის გრუნტი (5,5-7,0 pH). იდეალურია ფოთლოვანი მიწის, კორდის მიწისა და ქვიშის ნაზავი 4:2:1 პროპორციით. ქოთანში კეთდება მაღალი სადრენაჟე შრე და მცენარე ისე  უნდა გადაირგას, რომ არ შევეხოთ ფესვებს და შევინარჩუნოთ მცენარის ჩაღრმავების იგივე დონე.

დაავადებები და მავნებლები:  მცენარის შეუწყნარებელი მტერი არის ბუგრი, რომელსაც ასპარაგუსის ახალგაზრდა ღეროებზე დაბუდება უყვარს. ძალიან იშვიათად, მაგრამ სატაცურის ამ სახეობაზე გვხვდება ტკიპა და ფარიანები. მავნებლების შემჩნევისთანავე დაუყოვნებლივ მცენარე უნდა დამუშავდეს ინსექციდით.

ყველაზე ხშირად ასპარაგუსს ფოთლები უყვითლდება, რაც ნიადაგში რკინის უკმარისობის მიმანიშნებელია. მაგრამ უფრო საშიში ფაქტორი მშრალი ჰაერია, რომელიც ანალოგიურად მოქმდებს მცენარეზე. ფოთლების სიყვითლე და წიწვების ცვენა შეიძლება ზედმეტი მორწყვიტაც იყოს გამოწვეული, რაც თავის მხრივ, ფესვების ლპობის მაპროვოცირებელია.

გამრავლება: მცენარის გმარავლების ყველაზე მარტივი ხერხი არის ბუჩქის დაყოფა, ყოველ 3-5 წელიწადში ერთხელ. ბუჩქის განვითარების შესაბამისად, შესაძლებელია უფრო ადრე დაყოფა, თუმცა პროცესი მოითხოვს განსაკუთრებულ აკურატულობას. გადარგვის შემდეგ გრუნტი უნდა იყოს ოდნავ ტენიანი, ხოლო ჰაერის ტენიანობა საკმარისად მაღალი.  

სატაცურის გამოყვანა შეიძლება თესლიდანაც.  დათესვის წინ თესლი უნდა დალბეს, თბილ, ნადგამ წყალში და დაითესოს სტანდარტული დასათბურების წესით. მაგრამ, უმჯობესია ნათესის კონტეინრს დაეფაროს მუქი ცელოფანი, ან ქაღალლდი, რომ დავიცვათ აღმოცენებისათვის საჭირო სიბნელე. სათბურს თავი ეხდება ჩითილების ამოსვლისთანავე, მაგრამ გადარგვა უმჯობესია დავაყოვნოთ, ვიდრე ჩთილები 8-10სმ არ გაიზრდება.
ჩვენი გუნდი facebook_ზე ყვავილები და მათი მოვლის მეთოდები
იხილეთ ასევე სტატია ასპარაგუსის შესახებ: https://yvavilebismovla.ge/yvavilebi/770-meieris-asparagusis-movlagamravlebagadargva.html 
თარგმანი: ხათუნა კალატოზიშვილი

17 May 0 0

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно