ძვლის ფქვილი სასუქად

იგი ფხვნილია, დიდი ოდენობით შეიცავს ცხოველურ ცხიმს, მას იყენებენ ცხოველების საკვებ დანამატად ქიმიურ მრეწველობაში, და სასუქადაც. მასში საკმაო რაოდენობითაა კალციუმი და ფოსფორი, რის გამოც შეუცვლელ ნატურალურ სასუქად ითვლება აზოტიანი სასუქის შემდეგ. ეფექტურია კიდევ იმიტომ, რომ ფოსფორის და კალციუმის გარდა მასში ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებიცაა და სხვა მიკროელემენტები - ნატრიუმი, მაგნიუმი, რკინა, თუთია, სპილენძი, მანგანუმი, კობალტი, იოდი,, რომლებიც დადებითად მოქმედებენ მცენარის ზრდა-გავითარებაზე,  სახლის მცენარეებზეც და ბაღ-ბოსტანშიც.
ევროპაში მას დიდი ხანია იყენებენ სასუქად, საფრანგეთში კი მიწის ასამჟავებლად. ხმელთაშუაზღვისპირეთში მის ნაცვლად თევზის ძვლის ფქვილს იყენებენ.
ძვლის ფქვილი : ამ სასუქს სხვაგვარად ფოსფოაზოტინსაც ეძახიან. იგი ბოლომდე იშლება 6-8 თვეში მიწაში, არაა საშიშროება სასუქის გადამეტების ისე, როგორც აზოტიანი სასუქის ან პესტიციდების შემთხვევაში, ან თუნდაც ნაკელის და სკინტლის შემთხვევაში. ასე რომ, მისი შეტანა შესაძლებელია ნაყოფის აღებამდე 2 კვირით ადრეც კი, რაც კატეგორიულად დაუშვებელია სხვა სასუქის შემთხვევაში.
მისი გამოყენების ტექნოლოგია ასეთია:
 - ხეხილისთვის -3 წელიწადში ერთხელ, 200გრ 1კვ.მ . ზე, განსაკუთრებით დადებით გავლენას ახდენს იგი დაზიანებული ფესვების მქონე ხეხილზე, იგი აღადგენს ფესვებს,
 - კენკროვანი ბუჩქებისთვის  გადარგვისას- 50-70გრ გაზაფხულზე, 70-110გრ შემოდგომაზე.
 - ბოლქვოვან მცენარეებზე, გაზაფხულზე დასარგავად - ტიტები, ნარცისები, შროშანები, ყვითელი შროშნები,
 ძვლის ფქვილი უნივერსალური სასუქია, ნატურალური მთლიანად, არ შეიცავს მავნე ნივთიერებებს, იშლება მიწაში 5-8 თვეში, ამის გამო პროლონგირებული ქმედების სასუქებს მიეკუთვნება, რომლებიც თანდათან აძლევენ მცენარეებს სასარგებლო ელემენტებს.
თევზის ფქვილი: მასში ძვლის ფქვილთან შედარებით მეტი აზოტია - თითქმის 10 %. ამის გამო იგი გამოიყენება არა მხოლოდ დათესვის წინ შესატანად, არამედ მცენარის ვეგეტაციის მთელი პერიოდის განმავლობაში. ჩვენთან იგი შედარებით იშვიათად გამოიყენება, თუმცა მისი პოპულარობა თანდათან იზრდება, რადგან ნაკლებად ატუტიანებს ნიადაგს ძვლის ფქვილთან შედარებით.
მისი შემადგენლობა ასეთია: პროტეინი 59-63 %, ცხიმი - 5-9 %, წყალი - 5-9 %, კალციუმი - 5-7 %, აზოტი - 4-10 %, ფოსფორი - 3 %.
მისი შეტანა მთელი სეზონის განმავლობაში შეიძლება ნებისმიერი მცენარისთვის, ბევრი გირჩევთ ამ სასუქის შეტანას საშემოდგომო გადაბარვისას და არგუმენტად ასახელებენ მისი დაშლის ნახევარწლიან პერიოდს. მაგრამ რადგან სასარგებლო ნითიერებები მთელი ამ ხნის განმავლობაში თავისუფლდება თევზის ფქვილისგან, მისი შეტანა მაინც შესაძლებელია მთელი წლის განმავლონბაში.

თარგმანი თ. სუპატაშვილის

11 March 0 33

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно