საქონლის ნაკელი სასუქად

 იგი ბევრი მებაღის მიერ გამოიყენება სასუქად, უნივერსალურია, უხდება ყველა მცენარეს - ყვავილებს, ბოსტნეულს, ხეხილს. იგი ზრდის ჰუმუსის რაოდენობას მიწაში და ბუნებრივ სასუქს წარმოადგენს, რომელიც მდიდარია საკვები ნივთიერებებით. მასში შედის ყველა საჭირი მაკრო- და მიკროელემენტი. კერძოდ:
აზოტი - რომელიც მნიშვნელოვანი ელემენტია მცენარეთა კვებაში.
ფოსფორი - კარგად მოქმედებს ნაყოფმსხმოიარობაზე.
კალიუმი - სასარგებლოა პომდვრისთვის, განსაკუთრებით ყვავილობის და ნაყოფის გამოტანის დროს.
კალციუმი - ეს ელემენტი შეითვისება მცენარის მიერ, მერე კი კვლავ მიწას უბრუნდება ნაკელის სახით.
მაგნიუმი - ამ ელემენტს  ნაკელის ყველა სახეობა არ შეიცავს, იგი სჭირდება მცენარეს ფოტსინთეზისთვის, შედის ქლოროფილის შემადგენლობაში.
მცირე რაოდენობით მასში ასევე არის ბორი, მოლიბდენი, სპილენძი, თუთია და კობალტი.
ნაკელის სახეობები: იგი სამგვარია:
1. მსხვილფეხა რქოსანი საქონლის ექსკრემენტები ტორფის, თივის, ჩალის ნარევთან ერთად, როგორც მშრალი, ისე თხევადი სახით. ტორფნარევ მასაში აზოტი ბევრია და იგი კარგად აითვისება მცენარეების მიერ. ჩალანარევ ნაკელში კი ბევრი ფოსფორი და კალიუმია, ასევე არის მაგნიუმიც, რაც ტორფნარევ ნაკელში საერთოდ არაა. ასეთ ნაკელს იყენებენ საშემოდგომოდ, ან კომპოსტისთვის.
2. სქელი სუსპენზიაა, შეიცავს აუცილებელ საკვებ ელემენტებს - ამიაკურ აზოტს 50-70 %. იგი უზრუნველჰყოფს მცენარეს აზოტით 2-3ჯერ უკეთ, ვიდრე პირველი სახეობა. მას იყენებენ თხევადი ნაკელის მოსამზადებლად, რითაც რწყავენ ბოსტნეულს და ხეხილს.
3.ეს ჟიჟაა, თხევადი სასუქი, რომლის შემადგენლობაშია აზოტი და კალიუმი, მას იყენებენ კარგად დადუღებულ მდგომარეობაში, გაზავება აუცილებელია.
4. ქარხნული ნაკელი - იგი იწარმოება ქარხნებში. მებაღეები იყენებენ მზა პროდუქტს   - „ბიუდ -კრს კომპოსტს“, 5ლ მოცულობის ბოთლებში, რაც 500კგ ახალი ნაკელის ტოლფასია. ასევე „რადოგრს“, რომლის 1 ლ ბოთლი 5 სათლ ნაკელს უტოლდება.
კიდევ იყიდება მშრალი ნაკელიც, რომელიც დაფასოებულია 50გრ პაკეტებში.
როგორ გამოიყენება ახალი ნაკელი: მის გამოყენებას გარკვეული წესები აქვს. მისი შეტანა არ შეუიძლება დარგვის წინ, რადგან იწვევს ფესვების დამწვრობას, - გახრწნისას  დიდი ოდენობით სითბოს გამოჰყოფს. მიწაში მისი შეტანის ოპტიმალური დრო შემოდგომაა, მოსავლის აღებისთანავე. მას თანაბრად აყრიან ბოსტანში მიწას 30-40კგ 10კვ, მ ზე. მერე მიწას ფოცხით ასწორებენ და ნაკელს ურევენ მიწას კარგად, რომ ეს ორგანული სასუქი სწრაფად  გადამუშავდეს.
მასი სასარგებლო ნივთიერებების შენარჩუნებისთვის იგი კარგად უნდა აერიოს მიწას, ხანგრძლივი შენახვისას აქროლადი  სასარგებლო ნივთიერებები იკარგება, ისეთი, როგორც აზოტია, თანაც შედარებით დიდი რაოდენობით, ამიტომ იგი მოტანისთანავე უნდა მოეყაროს მიწას. მისი შეტანა სასურველია წელიწადში 2-3 ჯერ.
გადამწვარი ნაკელის გამოყენება: მისი გამოყენება წლის ნებისმიერ დროს შეიძლება, თუმცა უკეთეს შედეგს გაზაფხულზე შეტანილი იძლევა. მშრალ ნაკელს ყრიან მიწაზე  პროპორციით - 4-5 კგ 10კვ.მ ზე, თანაბარ ფენად გათოხვნის წინ, რომ არ მოხდეს სასარგებლო ნივთიერებების აორთქლება. შესაძლებელია მისი გამოყენება მულჩადაც ხეხილისთვის, მარწყვის კვლებში ან ბაღის ვარდის გარშემო. ასევე იყენებენ ვარდზე შესასხურებლადაც, რისთვისაც აზავებენ წყალში 1:10 პროპორციით, უმატებენ ხის ნაცარს- 1წილი 10წილ ხსნარზე და საღამოს ვარდზე ასხურებენ. ამგვარი არაფესვური კვების მერე აუცილებელია ვარდის უხვად მორწყვა.  
ეს სასუქი გამოდგება პრაქტიკულად ყველა მცენარისთვის. სასარგებლო ნივთიერებები მისგან თანდათან გამოიყოფა, ამიტომ ხანგრძლივქმედების ეფექტი აქვს. იგი საუკეთესო ორგანულ სასუქს წარმოადგენს, მისი შეტანის შემდეგ მოსავლიანობა 30-50 % ით მატულობს. მისი გამოყენება შესაძლებელია მშრალი, თხევადი სახით ან შეიძლება ახალი ნაკელის სახითაც შეიტანოთ ნიადაგში. თუ არის მისი გამოყენების საშუალება, აუცილებლად შეიტანეთ მიწაში, იგი ხომ უნივერსალური სასუქია და ორგანიკას ტრადიციულად მინერალურ სასუქზე მეტი უპირატესობა აქვს.

თარგმანი თ. სუპატაშვილის

11 March 0 70

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно