ზაფრანა - კროკუსი მოვლა ოთახის პირობებში (Crocus)

ზაფრანა (შაფრანი, კროკუსი), გაზაფხულის მახარობელი, მზისა და მიწის ნამდვილი შვილი
არაერთხელ გამხდარა თოვლზე დაპენტილი სილამაზით მომაჯადოებელი 
ბუნებრივი ლანდშაფტის შემოქმედი. კროკუსები ცნობილია როგორც ველური კულტურები, 

თუმცა შესაძლებელია მათი კულტივირება ოთახის პირობებშიც.
ზამბახისებრთა (Iridaceae) დიდი ოჯახიდან ზაფრანასავით ფასდაუდებელი ნამდვილად ცოტაა
რადგან ითვლება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძვირ სანელებლად.
თუმცა ოთახის კულტურა გამოირჩევა არა კულინარიული, არამედ დეკორატიული ღირსებით და 

წარმოადგენს არცთუ ისე რთულად მოვლად ბოლქვოვან მცენარეს.
სახლის პირობებში მოვლისათვის გამოარჩევენ უფრო დიდ ყვავილიან, ჰიბრიდულ ჯიშებს. ასე, მაგალითად, 

გაზაფხულის ზაფრანა(Crocus vernus),
ოქროსფერი ზაფრანა(Crocus vernus), და ნამდვილი ზაფრანა (Crocus sativus). 
ეს მცენარე არ გამოირჩევა დიდი ზომებით, აღწევს 12სმ- სიმაღლეში ყვავილობის დროს.
ფოთლები მოკლე, ბოლქვებზე შეზრდილი, ლანცეტისებრი აქვს. მცენარე ერთდროულად ივითარებს ფოთლებსა და ყვავილედს. 
ყვავილი ზომებში ჭარბობს ფოთლებს. 
ყვავილი აღჭურვილია მტვრიანებითა და ბუტკოთი, დაყვავილებისას შეიძლება გაიკეთოს კოლოფი,

მაგრამ სახლის პირობებში ზაფრანის ნაყოფი მომწიფებას 
ვერ ასწრებსსახლის პირობებში გაზრდისათვის ირჩევენ ჯანმრთელ და ყველაზე მსხვილ ბოლქვებს.

ბოლქვები დარგვამდე უნდა ინახებოდეს გრილ 
(+16° +17°) და ბნელ გარემოში. სწორი მოვლის პირობებში შესაძლებელია ქოთანში გავზარდოთ არა მხოლოდ ბაღის, 

არამედ ველური კულტურებიცბაღის კულტურების 
ქოთანში გადმოსატანად ბოლქვების მომზადებას უნდა შევუდგეთ ივნისიდანითხრება ყველაზე დიდი ბოლქვები და

ექვემდებარება დამუშავებას. ბოლქვებს აშრობენ 
სიბნელეში დაახლოებით ორი კვირის მანძილზე +21+32° ტემპერატურის დიაპაზონში. შემდეგ მუშავდება ფუნგიციდით, 

გადის დეზინფექციას და დარგვამდე ინახება 
გრილ და ბნელ ადგილზებოლქვების დარგვა დარგვის პერიოდი დამოკიდებულია მოსალოდნელი ყვავილობის დროზე. 

ასე მაგალითად:
-თუ გვინდა მცენარემ იყვავილოს თებერვალში ,მაშინ ბოლქვი ირგვება ოქტომბრის დასაწყისში;
-თუ გვინდა მცენარემ იყვავილოს მარტში, მაშინ დარგვა უნდა მოხდეს 15 ოქტომბრის შემდეგნებისმიერ შემთხვევაში,
დარგის წინ ბოლქვი ექვემდებარება 
დამუშავებას დაავადებებისა და მავნებლების წინააღმდეგმეტი მომხიბვლელობისათვის მცენარეებს ჯგუფურად რგავენ 
(5-7 ბოლქვი ერთად), იმის და მიხედვით რა ზომის არის ქოთანი. მთავარია, რომ ქოთანს ჰქონდეს სადრენაჟე ნასვრეტები და

იყოს საკმარისად ღრმა
(3 4 ბოლქვის სიმაღლე მაინც). გრუნტად გამოდგება საკვები ღირებულებით მდიდარი, მსუბუქი, ფხვიერი მიწა.
შეგვიძლია სასურველი შემცველობის სუბსტრატი 
გავაზავოთ თავად. მაგალითად:
 თანაბარი პროპორციებით გავურიოთ ქვიშა და კომპოსტი და გავაზავოთ მცირე რაოდენობის პერლიტით;
 თანაბარი პროპორციებით გავაზავოთ კორდის მიწა, ფოთლოვანი მიწა, ტორფი და ქვიშა;
 უნივერსალურ ნაზავს დავამატოთ ან პერლიტი, ან ქვიშა (1:1)
ამ სამი ვარიანტიდან ამოვირჩიოთ ყველაზე მარტივად მოსახერხებელი, ქოთნის ძირში ჩავყაროთ დრენაჟი და
დავაყაროთ ზემოდან სუბსტრატი 
5-7სმ- სიღრმეზე. მოვრწყოთ გრუნტი და შევუდგეთ ბოლქვების დაგვას:
1. ბოლქვები ლაგდება ვერტიკალურად, ძირით ქვემოთ და ისე ეყრება მიწა, რომ 1-2სმ-ით ფარავს
ბოლქვის ზედაპირს;
2. ბოლქვები ირგვება რაც შეიძლება ახლოს ერთმანეთთან, მაგრამ ისე, რომ ერთმანეთს არ
შეეხონ. ქოთნის კიდიდან დაშორება უნდა შეადგენდეს 2 სმ-.
3. ქოთანი იდგმება გრილ და ბნელ ადგილზე, ისე, რომ პერიოდულად მოხდეს ზამთარში
ტემპერატურის +5° -მდე დაწევა;
4. ქოთანს უნდა მიეწოდოს სუფთა ჰაერი და დაინამოს, როდესაც გამოშრება გრუნტი.
5. როგორც კი შესამჩნევი გახდება ბოლქვების გამოღვიძება, შევეცადოთ ზომიერად
დავატენიანოთ გრუნტი.
6. სანამ მწვანე მასა არ ამოიზრდება 3-4სმ-ზე, ქოთანს ადგილი არ უნდა შევუცვალოთ.
ყვავილობა როცა უკვე საკმაოდ ამოიზრდება საყვავილეები, ქოთანი ნელ ნელა უნდა გამოვიტანოთ უფრო თბილ და 
განათებულ ადგილზეჯერ 3-5 დღის მანძილზე, უმჯობესია განვათავსოთ ..“შუალედურ ზონაში“-ესაა ოდნავ უფრო განათებული 
ადგილი და ოდნავ უფრო თბილი 
(+10° - +15°). ხოლო შემდეგ, თუ გვინდა, რომ ზაფრანები უხვად აყვავდნენ, მოგვიწევს ქოთნის განთავსების ადგილის რადიკალურად შეცვლა:
ადგილი უნდა იყოს რაც შეიძლება მზიანი, გამოდგება სამხრეთ მიმართულებს ფანჯარაშევქმნათ ოთახის პირობებისათვის
რაც შეიძლება გრილი გარემო, 
დღისით 18° ღამით +9+12°. რაც უფრო ნათელი და გრილი იქნება კროკუსების განთავსების არეალი, 

მით უფრო დიდ ხანს იყვავილებს მცენარეყვავილები მხოლოდ მზიან ამინდში იშლება.
ხელოვნურ განათებაც მცენარე ვერ იტანსდაყვავილების შემდეგ არსებობს ორი გზა, ან ვცდილობთ ბოლქვების შენახვას და 

გადარჩენასან უბრალოდ ვიშორებთ 
მცენარეს. შესაძლებელია ქოთნის ღია ცის ქვეშ, დაჩრდილულ ადგილზე გადადგმა, ისე, რომ არ იყოს მაღალი ტემპერატურა და 

ზამთარში დავიცვათ დაბალი
ტემპერატურისა და სინათლისაგან. შეგვიძლია დაყვავილებული ბოლქვები გადავრგოთ ეზოში და ასე ვეცადოთ მცენარის გადარჩენა.
მორწყვა ვიდრე მცენარე სიბნელესა და სიგრილეში დგას, გრუნტი საჭიროებს ოდნავ დატენიანებასგაღვივებისა და ზრდის პარალელურად,
მცენარე საჭიროებს უფრო 
მეტ წყალს. დაუშვებელია გრუნტის როგორც ზედმეტი გამოშრობა, ასევე ზედმეტი დატენიანება. მორწყვა ამ რეჟიმში გრძელდება 

ყვავილობის დასრულების შემდეგაც,
ფოთლების გაყვითლებამდე. შემოდგომიდან შესაძლებელია მცენარეზე ცივი წყლის შესხურება,

ან გარშემო თოვლის შემოდება.
კვება მცენარეს არ სჭირდება, თუმცა უფრო ძლიერი და ხანგრძლივი ყვავილობისათვის შესაძლებელია ბოლქვოვანების,
ან პომიდვრისათვის განკუთვნილი სასუქის 
გამოყენება ერთხელ, ვეგეტაციის დაწყებისას, ხოლო შემდეგ ყვავილობის დროს, ორ კვირაში ერთხელ.

როცა მცენარე მორჩება ყვავილობას სასურველია გამოიკვებოს კალიუმითა და ფოსფორით მდიდარი სასუქით.
დაავადებები და მავნებლები არასწორი მორწყვის შემთხვევაში ბოლქვები შეიძლება დალპეს.
მავნებლებიდან სახლის პირობებში ზაფრანებს ბუგრები სტუმრობენ.
მცენარე უნდა გაიდგას ცალკე და დამუშავდეს ინსექციდით. ასევე სახიფათოა კროკუსებისათვის მიწის მავნებლები, 

ნემატოდები, ტკიპები. ასეთი მავნებლის გაჩენის შემთხვევაში, მცენარე უმჯობესია გავანადგუროთ.
თარგმანი: ხათუნა კალატოზიშვილი


შემოგვიერთდით facebook-ჯგუფში ყვავილები და მათი მოვლის მეთოდები და დაგვისვით კითხვები
 
30 December 5 1 633

Genevieve
№ 1
14 November 2025 20:17
https://www.libertyballers.com/users/vestermckee56 This is my first time pay a quick visit at here and i am really happy to read all at one place.https://www.libertyballers.com/users/vestermckee56
Lottie
№ 2
15 November 2025 00:46
https://burnpeak.en-us-prozenith.com/ I savor, lead to I discovered exactly what I was looking for. You have ended my four day lengthy hunt! God Bless you man. Have a nice day. Byehttps://burnpeak.en-us-prozenith.com/
Roy
№ 3
22 November 2025 17:49
Excellent plateforme de jeux, bravo. Mille mercis. https://www.rafapeiro.es/lo-que-aprendo-en-las-formaciones-que-imparto/
Clark
№ 4
22 November 2025 20:50
http://where-to-buy-mitolyn.com I seriously love your site.. Great colors & theme. Did you create this amazing site yourself? Please reply back as I'm looking to create my own site and would love to learn where you got this from or what the theme is named. Thanks!http://where-to-buy-mitolyn.com
Julian
№ 5
22 November 2025 23:30
https://sites.google.com/view/uroflow-stronger-urinary-flow-/uroflow My spouse and I stumbled over here different web page and thought I might check things out. I like what I see so now i'm following you. Look forward to exploring your web page repeatedly.https://sites.google.com/view/uroflow-stronger-urinary-flow-/uroflow
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно