ფანჯარა ჩრდილოეთით , მცენარეები შემოსასვლელსა და კიბის ფართზე

თუ სახლის ფანჯრები ჩრდილოეთით გადის, შენობაში ნაკლები სინათლე შეაღწევს, რაც პრობლემებს შექმნის ოთახების გამწვანებაში. არც ისე ბევრია მვცენარეები, რომლებსაც მოსწინთ ნაკლები განათება, და თუ სხვა გზა არაა და ასეთ პირობებში ცხოვრობენ, მათი ღერები იწელება, ირღვევა პროპორცია, მცენარე გადახრილია ერთ მხარეს. მიმართულია მზისკენ,  ფოთლები ფერმკრთალია, მცენარე არ ყვავილობს.
ამ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია, თუ სწორად აარჩევთ მცენარეებს ჩრდილოეთ ფანჯრისთვის.  მოინახება მცენარეები, რომლებსაც არ სჭირდებათ ბევრი სინათლე, აქვთ უხვი მწვანე მასა და საკმაოდ კარგადაც ყვავილობენ.  ასეთ მცენარეებს ეკუთვნის: გვიმრა, სპატიფილუმი, კლივია, პეპერომია, ია, ბარაქის ხე. ეს მცენარეები საკმაოდ ეფექტურად გამოიყურებიან  და ბევრი უპირატესობა აქვთ. მაგ. გვიმრა ჰაერს კარგად ატენიანებს, რაც მნიშვნელოვანია გათბობის პერიოდში.
ბარაქის ხე კი, დროთა განმავლობაში, იზრდება, მისი ღერო სქელდება და აღნაგობით ბონსაის ემსგავსება. ფენ-შუის თანახმად კი იგი სიმდიდრეს იზიდავს .  სპატიფილუმი, კლივია, ია მშვენივრად ყვავილობს ჩრ. მხარეს ფანჯარაზე: ია მთის მცენარეა და შეგუებულია ნაკლებ სინათლეს, თუმცა ასეთ პირობებშიც ხანგრძლივად  და უხვად ყვავილობს. კლივიას ყვავილობა  მთელი მოვლენაა, მისი ნარინჯისფერი ყვავილები წარმოუდგენლად ლამაზია, სპატიფილუმის თეთრი ყვავილები კი დიდხანს ძლებს, არ ჭკნება და ყვავილობის ბოლოს მწვანე შეფერილობას იძენს.
რაც შეეხება პეპერომიას, მისი პრიალა მუქი მწვანე ფოთლები გამოჰყოფენ ბაქტერიციდულ ნივთიერებებს ჰაერში,  რაც განსაკუთრებით სასარგებლოა ბავშვებისთვის, ამ მცენარეების განთავსებით ჩრ რაფაზე, ოთახში მიიღებთ ნამდვილ ტროპიკულ სამოთხეს.
 
არც  ჰოლის ან კიბის ფართისთვისაა ადვილი მცენარეების არჩევა. შესასვლელში კარი მუდამ იღება, რაც ორპირს ქმნის, განათება აქაც ნაკლებია, ხშირად ადგილიც მცირეა. მაგრამ გამოსავალი აქაც მოიძებნება.
მრავალსართულიან კორპუსებში,სადაც ცენტრალური გათბობაა, ჰოლშიც სითბოა, კერძო სახლებში კი იქ საკმაოდ გრილა. მუხედავად ასეთი რთული პირობებისა, მაინც მოინახება მცენარეები ასეთი ადგილებისთვის. ისინი საკმოდ ამტანი, გამძლე მცენარეები არიან. ერთი-ორი დიდი, ძლიერი მცენარე უკეთ გამოიყურება ჰოლში, ვიდრე რამდენიმე, მაგრამ მუდამ დაავადებული ეგზოტიკური მცენარე.
დიდი მცენარეები ეფექტურია შესასვლელებში. თუ ადგილი საშუალებას იძლევა, მათი დადება კიბის მოედანზეც შეიძლება - როგორც ბინების წინ, ისე შუალედ მოედანზე.  ასეთ ადგილზე თავს კარგად გრძნობს: ჭრელფოთოლა ბენჯმინის ფიკუსი, მონსტერა, შეფლერა, დრაცენა, ჰოვეა, იუკა და სხვ. თუ განათება ცუდია, შეიძლება ფლუორესცენტური განათების გამოყენებით ამ პრობლემის გადაჭრა.  მცენარე უნდა შეესაბამებდეს გარემოს. თუ მის უკან სადა კედელი, ან სარკეა, სინათლე აირეკლება და ჰოლიც და მცენარეც უფრო დიდი გამოჩნდება. ასევე ირეკლავს შუქს თეთრი ჭერიც.
თუ კიბე ფართოა და ხელი არ ეშლება გადაადგილებას, იქაც შეიძლება რამდენიმე ხვიარა, მცოცავი მცენარის განთავსებაც, რომლის ტოტებიც გაჰყვება კიბის სახელურს. ასეთი მცენარეებიდან გამოდგება  წვრილფოთოლა სურო, მისი სხვადასხვა ჯიში, ცისუსი, ფილოდენდრონი, ეპიპრემნუმი ან  პლექტრანტუსი.
თუ შესასვლელთან პატარა მაგიდა დგას, მასზეც შეიძლება მცენარის დადება, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, თუ კარი შუშისაა და სინათლეს უშვებს შიგნით. ზოგადად,  კორპუსის ბინებში უმეტესობა რკინის კარია. ამიტომ ასეთ შემთხვევში, კარგი ოქნება ცოცხალი მოჭრილი ყვავილების დადგმა ლარნაკით. კარგი განათების პირობებში აქ ასევე გამოდგება გვიმრა, ქლოროფიტუმი..

თარგმანი თ. სუპატაშვილის

10 July 0 18

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно