მცენარეების მოსვენების პერიოდი
მოსვენების პერიოდში მცენარე არ იზრდება ან ძალიან ნელა იზრდება. ფიზიოლოგიური პროცესების უმეტესობა შეჩერებულია, მისი ორგანიზმი ფუნქციონირებას წყვეტს, არ ხარჯავს ენერგორესურსებს. მოსვენების პერიოდში გადასვლა ხდება მცენარეთა ადაპტაციის შედეგად გარემო პირობების მიმართ იმ რეგიონში, სადაც ისინი ბუნებაში ხარობენ. გასარჩევია ორგანული და იძულებითი მოსვენების პერიოდები.
მცენარის ორგანული მოსვენების პერიოდი: ეს განპირობებულია მცენარის მემკვიდრული თვისებებით, რაც ევოლუციის პროცესში ჩამოყალიბდა. ასეთი ენდოგენური პროცესი დაპროგრამებულია მცნარეთა ყველა სახეობაში, გვარსა და ოჯახში კლიმატური პირობების ზემოქმედებით. ასეთი პროცესები არასდროს ირღვევა და უცვლელად ნარჩუნდება. არსებობს ასეთი მეცნიერება - ფენოლოგია, რომელიც სწავლობს სეზონური ცვლილებების გავლენას მცენარეებზე, მათ ვადებს და წარმოშობის მიზეზებს. გენერაციული და ვეგეტატიური ფაზების მონაცვლეობა მცენარეებში სამ ჯგუფად განიხილება:
პროანთები- მცენარეები, რომელთა ყვავილობაც ვეგეტაციას ასწრებს მაგ. ბალი. გზაფხულზე ხეს ჯერ არცერთი ფოთოლი არ აქვს და ყვავილებით უკვე გადათეთრებულია. სახლის მცენარეებში ასე იქცევა ამორფოფალუსი, ორანჟერეაში კი - ამარილისი. ისინი ყვავილობენ მანამ, სანამ ფოთლები გავითარდება, ამ ჯგუფს ეკუთვნის ასევე ორქიდეები - პლეიონე ან ჩაცმული კალათეა.
მეზანთები - მათი ყვავილობა ვეგეტაციის შუა პერიოდში ხდება და უმეტესობა მცენარეები სწორედ ამ ჯგუფში შედიან. ისინი ივითარებენ ფოთლოვან მასას და ერთდროულად ყვავილობენ კიდეც,
მეტანთები - მათი ყვავილობა იწყება ვეგეტაციის დასრულებისას. ასეთი მცენარეები შედარებით ცოტაა - შობის ვარსკვლავი, ყოჩივარდა, ორქიდეების უმეტესობა (ფალენოპსისი, ციმბიდიუმი) ყვავილობის მერე ეს მცენარეები მოსვენების ფაზაში გადადიან.
ენდოგენური პროცესების შესაცვლელად გარკვეული დრო, ტემპერატურა, განათება და ტენიანობაა საჭირო, ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადასვლა მცენარეში წინასწარ ვლინდება, კლიმატის შეცვლამდე. თუ თქვენ გაგიზრდიათ ბონსაის მსგავსი მცენარე, შენიშნავდით, რომ მცენარის გადატანისას შემოდგომაზე უფრო თბილ ოთახში, იგი მაინც არ აღიდგენს ვეგეტაციის ფაზას, მას არ ეზრდება ფოთლები და ტოტები და მაინც მოსვენების ფაზაში გადადის. მცირე ხნით დათბობა ორგანული მოსვენების ეტაპზე ასევე არ განაპირობებს ვეგეტაციის ფაზაში მის დაბრუნებას, იშვიათია, როცა კლიმატური ანომალიები ხანგრძლივდება და ამის შედეგად ნაადრევად იშლება კვირტები, თუმცა ესეც ძალიან ნელა ხდება და არა ისე, როგორც ჩვევიათ. სახლის მცენარეებში ცოტაა ისეთები, რომლებიც ბუნებაში ზომიერ კლიმატში ცხოვრობენ, მათ მკვეთრი სიცივე სჭირდებათ, როცა ფოთოლი სცვივათ და ასეთი მოსვენების ეტაპი უნდა გაიარონ, სახლში ასეთ მცენარეებს ზაფხულიც უჭირთ- ჰაერი ზედმეტად მშრალი და თბილია, ამიტომ სახლზე უფრო კარგად და მეტ ხანს ასეთი მცენარეები ორანჟერეებში ცხოვრობენ,
იძულებითი მოსვენების პერიოდი: თუ მცენარეს არ აქვს მისთვის ხელსაყრელი პირობები, იგი იძულებით გადადის მოსვენების ეტაპზე. ასე ხდება, თუ მცენარეს არ აქვს კარგი განათება, ტემპერატურაც დაბალია. ბევრი ტროპიკული მცენარე ცხოვრობს სახლში და არ გადადის მოსვენების ფაზაში, მარადმწვანეა ზამთრის დაბალი განათების და ტემპერატურის პირობებშიც კი, უბრალოდ , ისინი ანელებენ ზრდას, და თუ ტემპერატურა 10-12 გრ მდე ეცემა, მერე საერთოდ წყვეტენ, თუმცა ფოტოსინთეზი ტროპიკულ მცენარეებში მხოლოდ 7გრ ზე დაბლა წყდება.
ბოლო დროს ახალი ტექნოლოგიები და სამშენებლო მასალები ძალიან ცვლიან მცენარეების გამოზამთრებას სახლის პირობებში. ადრე ხის ფანჯრები იყო, რომლებშიც ღრიჭოები არსებობდა, რაც ხელსაყრელ დაბალ ტემპერატირას ქმნიდა რაფაზე მყოფი მცენარეების გამოზამთრებისთვის. და თუ ოთახში 23-25 გრ იყო, რაფაზე ისევ დაბალი 18-22 გრ ნარჩუნდებოდა, რაც სრულიად საკმარისი იყო მოკლე დღის პირობებში მცენარეები რომ გადასულიყვნენ მოსვენების ეტაპზე. დღეს კი ხის ფანჯრები შეცვალა მეტალოპლასმასის ჩარჩოებმა, რომლებიც ჰერმეტულია და ტემპერატურა რაფაზე მხოლოდ 2 გრ ით დაბალია. ამიტომ მხოლოდ ოთახის განივებისას მცირე ხნით თუ დაეცემა ტემპერატურა 5 10 გრ ით. ზამთარში ფანჯრებს თითქმის არ აღებენ და სახლი ჰერმეტულადაა დახურული, შიგნით თბილა მოკლე სინათლის დღის პირობებში, ეს კი იწვევს იმას, რომ მცენარე აგრძელებს ზრდას, და მალე ჰკარგავს დეკორატიულობას - ტოტები იწელება, ფერმკრთალდება, წვრილდება, სუსტდება. ასეთ მცენარეებს გაზაფხულზე კარგად სხლავენ , ძირებს ყოფენ, იტოვებენ უფრო ძლიერ ნაწილს.
ოთახის მცენარეების სამი ჯგუფი:
1. მცენარეები, რომლებიც ხელსაყრელი გარემო პირობების გამო არ გადადიან მოსვენების ფაზაში - ( ჭორტანა, თავნასკვა, პალმები, კროტონი, სური,) ისინი ჩვეულად აგრძელებენ ზრდა-გავითარებას ზამთარშიც. მხოლოდ ზოგს ახასიათებს ფოთოლცვენა და ზრდის შენელება დაბალი განათების დროს,
2. მცენარეები, რომლებსაც აუცილბლად აქვთ მოსვენების ეტაპი წლის განმავლობაში. (ორქიდეა, გლოქსინია, კალადიუმი, ამარილისისებრნი, მირტისებრნი, კაქტუსების უმეტესობა) ტემპერატურა დაბალია ამ დროს და მორწყვა შემცირებული. სხვადასხვა ოჯახის და სახეობის წარმომადგენლებისთვის ტემპერატურა მერყეობს, ზოგს 5 გრ სჭირდება, ზოგს - 12 გრ, მათ რთულად გადააქვთ მოსვენების პერიოდის არარსებობა. ასე ისინი ვერ ივითარებენ საყვავილე კვირტებს და მეორე წელს ვერ ან ცუდად ყვავილობენ. ზოგიერთი კი საერთოდ კვდება.
3. მცენარეები, რომლებისთვისაც მოსვენების ეტაპი სავალდებულო არაა და მთელი წლის განმავლობაში შეუძლიათ ზრდა (დრაცენა, ფიკუსი, გვიმრა, კრინუმი)
მოსვენების პერიოდის ხანგრძლივობა: მასზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს: ტემპერატურა, ნიადაგის ტენიანობა, განათების ინტენსიობა, ზოგი მცენარისთვის კი მემკვიდრული ფაქტორებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. ტროპიკული მცენარეებისთვის, რომლებიც იძულებით მოსვენების ეტაპზე იმყოფებიან, ასეთი დამოკიდებულებები მოქმედებს: ჰაერის დაბალი ტემპერატურა ახანგრძლივებს მოსვენების ეტაპს, მაღალი - ამცირებს. მშრალი მიწა ახანგრძლივებს, სველი - ამცირებს. ინტენსიური განთება ასევე ამცირებს მოსვენების პერიოდს.
ზამთარში დღე ხანმოკლეა და განათება არაა საკმარისი ტროპიკული მცენარის ზრდისთვის, ამიტომ მცენარე აჩერებს ვეგეტაციას, ასეთ შემთხვევაში მორწყვას ამცირებენ და ტემპერატურასაც აქვეითებენ. თუ ტემპერატურის შემცირება არ ხერხდება, მაშინ ზრდიან განათების ინტენსიობას, რისთვისაც იყენებენ ლუმინესცენტურ ნათურებს და მათ ანთებენ დღისით, რომ სინათლის დღე გახანგრძლივდეს 10- 12 სთ მდე. ასეა დილის 7 დან საღამოს 7 მდე, ან დილის 8 დან საღამოს 6 მდე. სხვადასხვა მცენარისთვის მოსვენების ეტაპზე გარემო პირობები განსხვავებულია. მცენარეებს, რომლებსაც ესაჭიროებათ ეს ეტაპი, დებენ სარდაფში, სადაც გრილა, ბნელა, არაა ორპირი, თუმცა სუფთა ჰაერიც მიეწოდება. ქალაქში ასეთი ადგილი შეიძლება იყოს სააბაზანო, ან კიბის მოედანი კორპუსებში.
მოსვენების ეტაპის დასრულებაზე მიუთითებს მცენარის ზრდის დაწყება. თუ გადაჭრილი მცენარე სააბაზანოში გედგათ სიბნელეში ზამთარში, გაზაფხულზე უნდა გამოდგათ სინათლეზე, როცა ახალ სიმწვანეს შენიშნავთ მიწაზე და ისევ ძველ ადგილას უნდა დადოთ. მოსვენების ეტაპი დასრულებულია. თანდათან ისევ ძველ რეჟიმში იწყება მათი მორწყვა, კვება, თუ საჭიროა, მას გადარგავენ კიდეც. თუ ასე არ მოიქცევით და მას ისევ დატოვებთ სიბნელე - სიგრილეში, გენეტიკური პროგრამა მაინც არ დაუშვებს, მოსვენების პერიოდის გახანგრძლივებას. მას თავიდან მწვანე ნაზარდი ექნება, მაგრამ განათების არარსებობის შემთხვევაში მცენარე მოკვდება.
ის მცენარეები, რომლებსაც არ სჭირდებათ მოსვენების პერიოდი,( ფიკუსი, უკადრისა, თავნასკვა) და იზამთრებენ რაფაზე, შედარებით იშვიათად უნდა მოირწყას მოკლე სინათლის დღის დროს. ზამთარში მოყვავილე მცენარეებს არ სჭირდებათ მოსვენების პერიოდი,მათ ჩვეულ რეჟიმში რწყავენ და კვებავენ მთელი ყვავილობის პერიოდში.
ოთახის მცენარეების გამოზამთრების პრობლემები: სინამდვილეში საკმაოდ ბევრი პრობლემაა ზამთარში ოთახის მცენარეებთან დაკავშირებით - ხშირია დაავადებები , მავნებლებით მათი დაზიანება, რაც ძირითადად გარემო პირობების შეცვლისას იჩენს თავს: არასაკმარისი განათება, არასაკმარისად დაბალი ტემპერატურა, გამათბობლების სიახლოვე, მშრალი ჰაერი. ასეთ დროს მცენარე იწელება, ღერები შიშვლდება და მცენარე გაზაფხულზე არ ყვავილობს.
თუ არ გინდათ, რომ მცენარემ დაისვენოს, დაარეგულირეთ პირობები ისე, რომ მცენარე სწორად ვითარდებოდეს - რომ არ იყოს დაბრეცილი და წაგრძელებული ღერები, წვრილი ფოთლები. ამისთვის პირველ რიგში უნდა შეწყვიტოთ კვება, გაზარდოთ განათება ხელოვნურად. ეს კი საკმაოდ მარტივია - საჭიროა მხოლოდ დღის ნათურების დამონტაჟება და თქვენი მცენარე არც ფოთოლს დაჰარგავს, ხანგრძლივადაც იყვავილებს, გაიზრდება და გაგახარებთ.
ასევე გაეცანით თუ რა საშუალებებით ვაფესვიანებთ ყვავილებს. https://yvavilebismovla.ge/movla/271-dasafesvianebeli-naturaluri-stimulatorebi.html
თარგმანი თ. სუპატაშვილის