გადმოწერე ჩვენი ანდროიდ აპლიკაცია

დასაფესვიანებელი ნატურალური სტიმულატორები

1.თაფლი

1.5 ლიტრ წყალში ხსნიან 1 ჩაის კოვზ თაფლს,მიღებულხსნარში დასაფესვიანებლად ათავსებენ მცენარის კალამს 12 საათის განმავლობაში.

 2.კარტოფილი

დასაფესვიანებლად გამოდგება კარტოფილის მოზრდილიბოლქვი.მოაცილეთ მას ყველა კვირტი,გაუკეთეთ ჭრილი და ჩაარჭეთ წინააწარ მომზადებულიკალამი.კარგი მორწყვის შემთხვევაში საკმაოდ სწრაფად და იოლად ფესვიანდება,რთულად დადაფესვიანებელიმცენარეებიც კი,რადგან კარტოფილისაგან უამრავ ნივთიერებას შეითვისებენ.

3.ალოეს წვენი

წყალში სადაც დასაფესვიანებლად უნდა მოთავსდესკალმები,ჩააწვეთეთ 3-7 წვეთი ალოეს ახლადგამოწურული წვენი.იგი არა მარტო ფესვების წარმოქმნასუწყობს ხელს,არამედ სტიმულაციას უწევს მცენარის იმუნურ სისტემას.

4.ტირიფის წყალი

წყალში ჩადეთ ტირიფის რამდენიმე ტოტი(გამოდგებაროგორც ჩვეულებრივი,ისე მტირალა ტირიფის,ასევე წნორისა და მდგნალის ტოტები).როდესაცტოტები ფესვებს გამოიტანს ამიოღეთ და იმავე წყალში ჩადეთ თქვენთვის სასურველი მცენარისკალმები.თუ წყალი დაიკლებს დაამატეთ საჭიროების მიხედვით.

5.საფუარი

მოამზადეთ საფუარის ხსნარი: 100 მგ.საფუარიგახსენით 1 ლ.წყალში.მიღებულ ხსნარში ჩააწყეთ დასაფესვიანებლად გამზადებული კალმებიერთი დღე-ღამის განმავლობაში,შემდეგ ამოიღეთ,გადაავლეთ სუფთა წყალი და ჩვეულებრივ წყალშიჩაალაგეთ დაფესვიანებამდე.


სასარგებლოა იცოდეთ…

მცენარის ზრდის სტიმულატორები _ ფიტოჰორმონებია,რომლებიცგამოიყენება კალმების დაფესვიანების ალბათობის გასაზრდელად,ფესვების ზრდის დასაჩქარებლად,რაცგანსაკუთრებით მნიშვნელოვანია  ძნელად დასაფესვიანებელიმცენარეების გასამრავლებლად.ფიტოჰორმონები ხელს უწყობს დაფესვიანებისათვის საჭირო ნივთიერებებისდაგროვებას ფესვების წარმოქმნის ადგილას და აჩქარებს პროცესს.ფესვების ზრდის სტიმულატორებისყიდვა შესაძლებელია მაღაზიებში შემდეგი დასახელებებით: “კორნევინი”,”გუმატ ნატრიუმი"-"კორნეროსტი”,”ცირკონი”და სხვა.ყველა მათგანს მაღალი ბიოლოგიური აქტიურობა ახასიათებს,ამიტომ გამოიყენებენმცირე კონცენტრაციით.საჭიროა თვითოეული სახეობისათვის რეკომენდებული ინსტრუქციის დაცვა.დასაფესვიანებლადგამოიყენება მინის,ფაიფურის ან ემალირებული ჭურჭელი.

დასაფესვიანებელი კალმების ბოლოებს სხვადასხვაგვარიმეთოდებით ამზადებენ:დროებით ათავსებენ სტიმულატორიან ხსნარში,ისე როგორც ინსტრუქციაშიამითითებული ან აყრიან სტიმულატორისა და დაფხვნილი ხის ნახშირის ნარევს.ასევე რეკომენდებულიახსნარს დაემატოს ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) ან ვიტამინი B1 (თიამინი),რადგან ისინიხელს უწყობენ წარმოქმნილი ფესვების ზრდის დაჩქარებას.

რისთვის სჭირდება მცენარეს ფოსფორი?

 

ფოსფორიარეგულირებს ისეთი პროცესების უმრავლესობას,რომლებიც დაკავშირებულია უჯრედების დაყოფასთან,კვირტებისჩამოყალიბებასთან,თესლის წარმოქმნასთან და ასე შემდეგ.თუმცა ფოსფორი მრავალი ორგანულინაერთის შემადგენლობაში შედის,მისი შეთვისება მცენარეს მხოლოდ ამ ნაერთების გახრწნისადა დაშლის შემდეგ შეუძლია (კომპოსტი,გადამწვარი ნაკელი).მცენარის მიერ ფოსფორის ათვისებაასევე დამოკიდებულია ნიადაგის მჟავიანობაზე,PH-ის მაჩვენებელი 6-7 ერთეულზე ნაკლებიარ უნდა იყოს.ფოსფორის ნაკლებობის გამო მცენარე სუსტდება,ახალი ამოსული ფოთლები დაკრუნჩხულიაქვს,პრქტიკულად წყვეტს ყვავილობას,ფოთლები ფერგასულია,მაგრამ ქვემოთა მხრიდან მოწითალოშეფერილობას იღებს.

ფოსფორის სიჭარბე საკმაოდ იშვიათია,გამოიხატებაფოთლის წვერების გაშავებით.ფოსფორის შემცველი სასუქების მცენარისათვის მიცემა უმჯობესიაშემოდგომით კვირტების ჩასახვის დროს და ზაფხულში ყვავილობის პერიოდის გახანგრძლივებისათვის.

ვიტამინი B1,იგივე თიამინი სტიმულაციას უწევს ფესვთა სისტემის ზრდას,ზრდისდა ამსხვილებს ყვავილს,აჩქარებს ყვავილობას,მონაწილეობს უჯრედის წვენის ცირკულაციისპროცესში და გოგირდის გარდაქმნაში,იცავს ორქიდეას ბუნებრივი დაბერებისაგან.დოზირება: ერთი ამპულა B1 გახსენით 1ლიტრ თბილ წყალში.გამოიყენებამოსარწყავად და შესასხურებლად თვეში 1-2ჯერ მცენარის აქტიური ზრდის პერიოდში.

ვიტამინი B3,იგივე ნიკოტინის მჟავა აადვილებს ორქიდეის რეანიმაციის პროცესს,აჩქარებსყვავილობას,სტიმულაციას აძლევს ახალ ნაზარდს,აუმჯობესებს რეპროდუქციას.დოზირება:ერთიამპულა B3 გახსენით 1 ლიტრ თბილ წყალში.გამოიყენება მოსარწყავად და შესასხურებლად თვეში2 ჯერ.შეიძლება შეერიოს სასუქებსა და ვიტამინის კოქტეილებს ორქიდეებისათვის.

ვიტამინი B6 ანუ პირიდოქსინი ამაღლებს მცენარის იმუნიტეტს,აღადგენს ორქიდეასინსექტიციდებისა და ფუნგიციდების გამოყენების შემდეგ,აუმჯობესებს ადაპტაციას.დოზირება:ერთიამპულა B6 გახსენით ერთ ლიტრ წყალში.გამოიყენება მოსარწყავად და შესასხურებლად თვეში1-2 ჯერ.

ვიტამინიB12 ანუ ციანოკობალამინი მონაწილეობს ქლოროფილის გამომუშავებაში,ამდიდრებსუჯრედებს ჟანგბადით,ხელს უწყობს ორქიდეას ნორმალურ ზრდასა და განვითარებაში.დოზირება:ერთიამპულა B12 გახსენით ერთ ლიტრ წყალში.გამოიყენეთ მოსარწყავად და შესასხურებლად.

ვიტამინი C ანუ ასკორბინის მჟავა წარმოადგენს წყალბადის დონორს,აუმჯობესებსსუნთქვას,აღადგენს ქლოროფილს,ანტიოქსიდანტია,იცავს ძლიერი ულტრაიისფერი დასხივებისაგან,არეგულირებსზრდას.დოზირება:ერთი ამპულა ვიტამინი C გახსენით ერთ ლიტრ წყალში.გამოიყენეთ თვეშიორჯერ მოსარწყავად და შესასხურებლად.

თარგმანი:ლ.ჯერენაშვილი-სალთხუციშვილის

 

 

04 April 0 44 158

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно