ხელოვნური განათება მცენარეებისთვის
არასაკმარისი განათება მცენარეებზე ფოთლების ზომის შემცირებას იწვევს, მცენარე იწელება სიგრძეში, ქლოროფილის გამომუშავება წყდება. ასე რომ არ მოხდეს, საჭიროა ხელოვნურად გაიზარდოს განათების ინტენსიობა და ხანგრძლივობა.
დიოდური ნათურები: სახლის მცენარეებისთვის გამოდგება. ისინი არ მოიხმარენ ბევრ ენერგიას, არ თბებიან. გამოიყენება წითელი და ლურჯი სპექტრის ნათურები - ეს ფიტონათურებია. ერთ ფანჯარასთან ასეთი 2 ნათურა საკმარისია შემოდგომა-ზამთრის სეზონზე.
ლუმინესცენტური ნათურები: ყველაზე ახლოსაა სპექტრალურად ბუნებრივ ნათებასთან .მათ უმაგრებენ მოყვავილე მცენარეებს 15-30სმ სიმაღლეზე და დეკორატიულფოთლიანებს 30-60 სმ ზე. თუ ღერები ძალიან გრძელია, კიდევ უფრო ახლოს შეიძლება ნათურების მიწევა.
ხელოვნური განათების დამონტაჟების მერე საჭიროა მცენარეზე დაკვირვება 3-4 კვირა. შესაძლოა. საჭირო გახდეს ინტენსიობის დარეგულირება, მანძილის შეცვლა. ცნობილია შემთხვევა, როცა კაქტუსებს მხოლოდ ხელოვნურ განათებაზე ზრდიდნენ და ისინი ყვავილობდნენ კიდეც.
ზამთარსა და ზაფხულს შორის განათების მხრივ სხვაობა ძალიან დიდია. ზაფხულში ხშირად საჭიროა შუადღეზე მზისგან მცენარეების დაცვა, საშემოდგომოდ მათ უფრო მეტად სწევენ სინათლისკენ. თუ ზაფხულში სამხრეთ მხარეზე მხოლოდ მზისამტანი მცენარეები იდგა, შემოდგომაზე უკვე ნელნელა ყველა მცენარე აქ იყრის თავს.
როგორ გავიგოთ, რომ მცენარეს სინათლე აკლია?
პირველ რიგში მცენარეს ეზრდება ღეროები. ახალი ფოთლები პატარაა ზომისაა და არც ისე მაძღარი ფერები აქვს. ჭრელფოთოლა მცენარეებს უმწვანდებათ ფოთლები და ერთფეროვანი ხდება. ქვედა ფოთლები ჭკნება, ხმება და სცვივა. ზედა კვირტები არ ვითარდება. თუ ეს მოყვავილე მცენარეა, ყვავილები თანდათან სცვივა, ყვავილობა წყდება, არც ახალი ტოტები ამოდის, ძველი ფოთლები ხმება და სცვივა. ზოგჯერ მცენარე ზამთარში მოსვენების ეტაპზეა, მაგრამ არც მას ამოსდის ახალი ტოტები და ფოთლები. ხშირად შეუძლებელია მცენარის გადადგმა სინათლესთან ახლოს, ყველა ვერ დაეტევა რაფაზე.
ჩვეულებივი ნათურები გამოსცემენ სითბოს, ყველა მცენარე არ იღებს მის სინათლეს, ბევრს ვნებს ნათურების სითბო, თუ ის ახლოსაა მცენარესთან. თუ მათ არ ჰყოფნით განათება, საჭირო ხდება ლუმინესცენტური ნათურების გამოყენება. ისინი არ გამოსცემენ სითბოს. ენერგიას კი 4ჯერ ნაკლებს მოიხმარენ, ვიდრე ჩვეულებრივი ნათურები.
ხელოვნური განათების ხანგრძლივობა პირდაპირ კავშირშია ბუნებრივთან. სჯობს დილით და საღამოს რამდენიმე სთ ის განმავლობაში ჩართოთ იგი.მთლიანობაში ეს 6-8 სთ ს შეადგენს. უფრო მეტად დასჭირდება მოღრუბლულ ამინდში. ამ დღეებში დაახლოებით 12 სთ იანი დამატებითი განათება უნდა. იმისთვის, რომ მოყვავილე მცემარეები ყვავილობდნენ, განუწყვეტლივ სჭირდება 12-14 სთ იანი განათება.
განათების ხანგრძლივობაზე დამოკიდებულია ყვავილობის ხარისხი და სიუხვე. მაგრამ გასათვალისწინებელია ზოგი მცენარისთვის მოსვენების ეტაპის აუცილებლობა. განათების ცალმხრივობაც მოქმედებს მცენარეზე. მაგ. მაღალი მონსტერა, რომელიც დგას ოთახის კუთხეში, მხოლოდ წინიდან იღებს სინათლეს. ეს არასაკმარისია. იგი არ გაიზრდება თანაბრად. ჭერზე დაკიდებული ნათურაც შორსაა მისგან. ასეთ შემთხევაში ორივე კედელზე უმონტჟებენ ნათურებს, მცენარე კი მათგან 50-60 სმ დაშორებით უნდა დაიდგას, ასეთ შემთხვევაში მცენარეს სინათლე თანაბარი და საკმარისი ოდენობით მიეწოდება.
ხელოვნური განთების ქვეშ: თუ ფანჯარა საერთოდ არ აქვს ოთახს, მცენარეების გაზრდა მაინც შეიძლება ასეთ ოთახში, თუ იქ ხელოვნურ განათებას დაამონტაჟებთ, რომელსაც დღის განათება ექნება. ასევე საჭიროა სხვა პარამეტრების სწორი რეჟიმის დაცვაც., განათება უწყვეტი უნდა იყოს 12-14სთ ის განმავლობაში გაზაფხულზე, 7-9 ზამთარში. კარგად ყვავილობენ და იზრდებიან მცენარეები ოფისში, სადაც ბევრი ნათურაა ჭერზე დღის განათებით და ოთახი კარგადაა განათებული.
ასეთ პირობებში კარგად იზრდება მცენარეები, რომლებსაც არ სჭირდებათ მზე და მათი გაზრდა შესაძლებელია დას, აღ ან ჩრ მხარეს. ასეთ ოთახებში კარგად იზრდება გვიმრა, პეპერომია, დრაცენა, სცინდაპსუსი, ჭორტანა, ფიკუსი, მონსტერა, მოყვავილე მცენარეებიდან კი - გლოქსინია, ია, ჩინური ვარდი, ბალბიფოთოლა და სხვა შედარებით ამტანი უპრეტენზიო მცენარეები.
https://yvavilebismovla.ge/metodebi/149-rogori-naturebi-shevarciot-ganatebistvis.html
თარგმანი თ. სუპატაშვილის
<!--[if !supportLineBreakNewLine]-->