კაქტუსები,სინათლე და სუფთა ჰაერი
კაქტუსებს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ სინათლესთან, ოთახის სხვა მცენარეებისაგან განსხვავებით კაქტუსებისთვის სინათლე არასოდეს არაა მეტი.თუმცა ზოგიერთ მათგანს პირდაპირი სხივები ესაჭიროება,ზოგიერთს კი მკვეთრი,მაგრამ გაფანტული სინათლე.
ზოგიერთი სახეობის კაქტუსი ყოველთვის პირდაპირ მზეზე უნდა იმყოფებოდეს ყველაზე ცხელ დღეებშიც კი,ზოგი კი საჭიროებს ზაფხულის მცხუნვარე,შუადღის მზისაგან (12-დან 3 სათამდე) მოჩრდილვას თხელი ფარდის მეშვეობით.თუ მოღრუბლული დღეა ფარდა შეგიძლიათ მოაცილოთ.ამაში მდგომარეობს თავისებური სირთულე,რადგან კაქტუსს დილიდან შუადღემდე ინტენსიური განათება სჭირდება,შუადღის შემდეგ კი საჭიროებს მოჩრდილვას.როგორც კი სხივები შესუსტდება ფარდა უნდა მოაცილოთ.ეს ყველაფერი ეხება იმ ვარიანტს როდესაც კაქტუსები სამხრეთის ფანჯარაზე იმყოფებიან.აღმოსავლეთის ან დასავლეთის ფანჯრებზე მოჩრდილვა საჭირო არაა.
შემოდგომიდან კი მოჩრდილვა სამხრეთის ფანჯარაზეც არ დასჭირდებათ.ზამთრის მზე კი კაქტუსებზე არასოდეს ტოვებს დამწვრობას და თუ კაკტუსები გრილად არ იზამთრებენ,მათ კატასტროფულად არ ყოფნით სინათლე.
ფანჯარაზე კაქტუსების სწორად მოთავსება ძალიან მნიშვნელოვანია: ყურადღება მიაქციეთ პირველ ფოტოს,ჩარჩო გზას უღობას მზის სინათლეს მცენარემდე,სხივები მხოლოდ კენწეროებს ხვდება და კაქტუსის ძირითადი ნაწილი ჩრდილშია მოქცეული.საჭიროა კაქტუსების შემაღლებულ ადგილზე დადება რომ მთელ მცენარეს ხვდებოდეს სინათლე.
ბუნებრივ პირობებში შემოდგომაზე და ზამთარში მზის ინტენსივობა და დღის ხანგრძლივობა ბუნებრივად კლებულობს,ტემპერატურა დაბლა ეშვება.ყველა სასიცოცხლო პროცესი ამ დროს ჩერდება კაქტუსებში და იგი მოსვენების მდგომარეობაში გადადის.გაზაფხულის დადგომასთან ერთად მატულობს დღის ხანგრძლივობა და თბება,კაქტუსებიც იღვიძებენ,ანახლებენ ზრდას და ხშირად ამ დროს ყვავიან კიდეც.
ჩვენი ეკლიანი ბინადრები ასეთივე პირობებს მოელიან ჩვენგან.მათ აუცილებლად ესაჭიროებათ ცივი მოსვენების პერიოდი! თუ შემოდგომაზე არ დადგავთ მათ უფრო გრილ ადგილზე (+5-დან +15-მდე,სახეობის მიხედვით) ისინი კვლავ განაგრძობენ ზრდას და დამატებითი განათების არარსებობის შემთხვევაში გაწელილ ფორმას მიიღებენ,გვერდულად გადაიხრებიან სინათლის მიმართულებით და დაუშნოვდებიან.კაქტუსების მრავალი სახეობა ზამთრის მოსვენების პერიოდის გარეშე, არასოდეს არ ყვავილობს.![]()
ფოტოზე ნაჩვენებია როგორ არის განლაგებული კაქტუსები თაროებზე.მინის სამი თანაბარი ნაჭერი სამ დონედ არის განლაგებული და დაფიქსირებულია ხის ჩარჩოზე.ასეთი კონსტრუქცია საშუალებას იძლევა უფრო მეტი ქოთანი დაიდგას ფანჯარასთან ახლოს.ამასთან მინის თარო ნაკლებად ეღობება სინათლეს და არ უჩრდილავს მცენარეებს.ჩევეულებრივად რაფაზე განლაგებული ქოთნები არათანაბარ სინათლეს ღებულობენ.
სინათლის ნაკლებობის ნიშნები.თუ კაქტუსის წვერო წვრილდება და გაწელილ ფორმას იღებს - ეს იმას ნიშნავს რომ მას არ ყოფნის სინათლე.ფოტოზე გამოსახულ კაქტუსის ტალღისებურად ფორმირებულ სხეულს ეტყობა რომ პერიოდულად ექცეოდა სინათლეში და ასეთ დროს უფრო მსხვილდებოდა,ზოგჯერ კი ჩრდილში იმყოფებოდა,ფანჯრიდან მოშორებით და კვლავ წვრილდებოდა.გამუდმებით თბილ პირობებში ყოფნის გამო ის ზამთარ-ზაფხულ აგრძელებდა ზრდას,თუმცა არათანაბრად.
გახსოვდეთ რომ მტვრიანი ფანჯრები საკმაო სინათლეს აკავებს,ამიტომ წელიწადში რამდენჯერმე უნდა გაიწმინდოს როგორც გარეთა,ისე შიგნითა მხრიდან.რადგან ფანჯარაში მდგომ მცენარეებზე მისხურებისას,თუნდაც ეს სუფთა წყალი იყოს,მაინც რჩება ლაქები.
სინათლის სიჭარბის ნიშნები. არის ისეთი კაქტუსები რომლებიც ვერ იტანს მზის სხივებს დღის უფრო დიდ დიაპაზონში ( 11-დან 5 საათამდე),ამიტომ მათ ესაჭიროებათ მოჩრდილვა,ესენი უმეტესად ეპიფიტები და ნახევრად ეპიფიტები არიან (რიფსალისები,შლუმბერგერები,ეპიფილუმები).თუმცა ზამთრის სუსტი მზე მათ ვერ ავნებს.მოჩრდილვა ნებისმიერ კაქტუსს სჭირდება თუ ის ახალი გადარგულია (პირველი ორი კვირის განმავლობაში),ან როდესაც დაავადებულია.ხანგრძლივი ზამთრის იშვითი მზიანი დღეების გადატანის შემდეგ კაქტუსები თანდათან უნდა შეაჩვიოთ კაშკაშა სინათლეს.
თუ მის შუქი ზედმეტად ინტენსიურია,კაქტუსი იღებს მოწითალო ან მოიისფრო შეფერილობას.ეს დეფექტი მუდმივი არ არის და ნამზეურს წააგავს.თუ მას უფრო გაფანტულ სინათლეზე გადაიტანთ სიწითლე გადაუვლის.ტყის კაქტუსებს კი (დეკემბერებს და ეპიფილუმებს) თავიდან წითელი ფერი ეძლევათ და თუ არ მოუჩრდილავთ განვითარდება დამწვრობები - წაგრძელებული ფორმის მშრალი ლაქები,როგორც წესი რუხი ფერის.ეს უფრო სამხრეთ-დასავლეთის ფანჯარაზე მდგომ კაქტუსებს ემართებათ.
თუ კაქტუსზე გაჩნდა ნამზეური,ეს იმის ნიშანია რომ მას მოჩრდილვა სჭირდება.ყველაფერი დამოკიდებულია კაქტუსის სახეობაზე და მის მოთხოვნილებებზე.ბევრი მათგანი ბუნებაში გავარვარებული მზის სხივების ქვეშ იზრდება და არა მარტო წითლდება,არამედ იჭმუჭნება კიდეც,მაგრამ ამასთანავე გადარეულივით ყვავის.
მოსაჩრდილად უმჯობესია გამოიყენოთ მწერების საწინააღმდეგო ბადე ან ორგანზა.თუ თქვენი კაქტუსები სამხრეთის ფანჯარაზეა განთავსებული და ქუჩის მხრიდან არაფერი არ უჩრდილავს,შეგიძლიათ გააბათ ძაფი და ჩამოაფაროთ ტულის ფარდა,თუ ატყობთ რომ ცხელი დღე იქნება,თქვენ კი სახლიდან გასვლას აპირებთ,ფარდა წინასწარ გაუწიეთ და შუადღის სხივებისაგან დაიცავით თქვენი მცენარეები.
ხელოვნური განათება კაქტუსებისთვის. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს უდაბნოს ბინადრების მოშენება მთლიანად ხელოვნურ განათებაზეც შესაძლებელია.რა თქმა უნდა ეს უკიდურესი შემთხვევაა,როდესაც ძალიან დიდი სურვილი აქვთ ეკლიანი ბინადრები იყოლიონ,ფანჯრები კი ბნელია (ჩრდილოეთის ფანჯარა,პირველი სართული,ფანჯრების წინ დიდი ხეები) ან სამსახურში სადაც საერთოდ არაა ფანჯრები.ასეთ პირობებში განათება მთელი წლის განმავლობაში საჭიროა,ინტენსივობა დამოკიდებულია ტემპერატურაზე.თუ თქვენ გადაწყვეტთ კაქტუსების თესლიდან გახარებას,განათების გარაშე ამას ვერ შეძლებთ,რომ ნერგები არ გაიწელოს,მათ ბევრი სინათლე ესაჭიროებათ.
როგორი ნათურები გამოიყენება კაქტუსების ხელოვნური განათებისათვის. მცენარეებისათვის საჭიროა გარკვეული სპექტრის სინათლე,ისეთი არა რასაც ჩვენი მხედველობა აღიქვამს.ლურჯი სპექტრის სხივები მცენარეს მწვანე მასის და ფესვების გასაზრდელად ესაჭიროება,ნარინჯისფერ-წითელი - ფოთლებისა და ყვავილების განვითარებისათვის.სწორედ ამის მიხედვითაა კონსტრუირებული სპეციალური ფიტონათურები.არსებობს შუქდიოდური და ლუმინესცენტიური ნათურები.განსხვავება ენერგიის მოხმარებაშია - შუქდიოდური ნათურები ნაკლებ ენერგიას მოიხმარენ,მაგრამ სხვა ნათურებთან შედარებით ყველაზე მაღალი ფასი აქვთ.
ელექტრობაში გარკვეული ადამიანი დამოუკიდებლად შეძლებს განათების დამონტაჟებას.მაგრამ ვინც ვერ ერკვევა როგორ მოიქცეს? ჩვეულებრივად - შეიძინეთ ჩვეულებრივი ლუმინესცენტიური ნათურები.მაგალითად ჩვეულებრივ ხრახნიანი E 27,ან წვრილ ხრახნიანი E 14. საჭიროა სინათლის გადაცემის მაღალი ინდექსის მქონე ნათურები,რომელსაც აქვს აღნიშვნა: დღის ნათება Deluxe 865 ან სინათლის კოდი 865 ( ნათების ტემპერატურა 6500 K).
მთავარი მიზანი ისაა რომ ნათურები ეფექტური იყოს - ანუ საჭირო რაოდენობის.კაქტუსის კენწეროდან ნათურამდე 5-7 სმ-ზე მეტი დაშორება არ უნდა იყოს,თორემ კაქტუსი აიწოწება.ნათურებს შორის დაშორება დამოკიდებულია მის ფორმაზე.თუ ჩეულებრივი ზომის პატრონაზეა დაახლოებით 20-30 სმ. თუ მილის ფორმის ნათურაა მაშინ პარალელებს შორის დაცილებაა 5-7 სმ . ნათურების ეფექტის გასაძლიერებლად შეიძლება სინათლის ამრეკლავი მოწყობილობები (ფოლგა,სარკე) დააყენოთ.
სუფთა ჰაერი კაქტუსებისათვის. სუფთა ჰაერი კაქტუსებისათვის ბევრად მნიშვნელოვანია ვიდრე სხვა მცენარეებისათვის.ბევრი მათგანი შეიძლება სუფთა ჰაერის ნაკლებობის გამო არც კი აყვავდეს,ამიტომ ზაფხულში ისინი ვერანდაზე ან აივანზე გაიტანეთ.მაგრამ იზრუნეთ,რომ ისინი დაცულები იყვნენ მტვრისაგან,წვიმისაგან და ქარისაგან.თუ აივანი შემინულია,მაშინ ისინი დაცული იქნებიან,თუ არა მაშინ შეგიძლიათ დაიცვათ ისინი სათბურის ცელოფანით.
თუ ბევრი კაქტუსი გაქვთ,მაშინ უმჯობესია ისინი ერთ სადგამზე მოათავსოთ. ასე გაგიადვილდებათ მათი გადატანა.იდეალურ შემთხვევაში შეაჩვიეთ თქვენი კაქტუსები აივანზე ყოფნას შემოდგომის ყინვების დაწყებამდე.ასეთი გაკაჟებული კაქტუსები კარგად იზამთრებენ,გამოირჩევიან მბრწყინავი ეკლებით,ადვილად და უკეთესად ყვავილობენ და დაავადების მიმართ მდგარადები არიან.თუმცა დაიცავით ისინი ორპირი ქარისაგან,ეს შეიძლება მათთვის დამღუპველი იყოს.
აივნის ან ვერანდის არქონის შემთხვევაში კაქტუსებს მაინც უნდა მივცეთ სუფთა ჰაერზე ყოფნის საშუალება,ხშირად გამოაღეთ ფანჯარა ან სარკმელი.თუ შესაძლებლობა გაქვთ შეიძლება მოაწყოთ ფანჯრის თაროები ან საკიდები ქუჩის მხრიდან, სადაც დადგავთ კაქტუსებს,მაგრამ ისე რომ დაიცვათ ისინი ქარისა და წვიმისაგან.
თარგმანი: ლ.ჯერენაშვილი-სალთხუციშვილის