როგორ ირწყვება კაქტუსი
კაქტუსებს ესაჭიროებათ მორწყვა რბილი წყლით, რომელიც არ შეიცავს ქლორს. წყალი უნდა იყოს სუფთა, არ უნდა შეიცავდეს სხვადასხვა მინარევებს, მარილებს. იდეალური ვარიანტია წვიმის წყლის ან მტკნარი, დამდნარი თოვლის წყლის გამოყენება. კარგია 24 სთ ით დამდგარი, ან გადადუღებული, ან კიდევ გაფილტრული წყლის გამოყენება. წყლის ტემპერატურა ოთახისტემპერატურის ან ოდნავ მეტი უნდა იყოს.
როგორ ირწყვება კაქტუსი, ქოთნის პირიდან თუ სადგამიდან? აქ ბევრი შეკითხვაა, მაგრამ ორივეს თავისი უპირატესობა აქვს: ზემოდან მორწყვისას კონტროლდება დასხმული წყლის რაოდენობა, მიწა მთლიანად სველდება, მაგრამ ასე მორწყვით მოგვიანებით მიწის ზედა ფენიდან სასარგებლო ნივთიერებები მთლიანად ირეცხება. ღერო რომ არ დასველდეს, კარგია წვრილ ნაკადად მორწყვა ჩვეულებრივი პლასმასის ბოთლის სახურავში გაკეთებულ ნახვრეტში ჩაყენებული წვენის სასმელი წვრილი საწრუპით. მეორე მეთოდი კი მოსახერხებელია იმით, რომ მიწა არ ირეცხება სასარგებლო ნივთიერებებისგან, მაგრამ ასე რთულია დასხმული წყლის რაოდენობის კონტროლი.
როგორ ირწყვება: -წყალი არ უნდა მოხვდეს ღერს, მოასხით ქოთნის კიდეზე.
- არ შეიძლება წყლის დაგროვება ქოთანში, საჭიროა კარგი დრენაჟი, სადგამიდან მორწყვისას კი დარჩენილ წყალს გარკვეული პერიოდის შემდეგ აქცევენ.
- კაქტუსები იტანენ სრულიად მშრალ გრუნტსაც, ზრდის პერიოდში. მეტი წყალი კი დამღუპველია მცენარისთვის.
- მორწყვის სიხშირე და რაოდენობა დამოკიდებულია გარემოს ტენიანობასა და ტემპერატურაზე. რაც დაბალია ტემპერატურა და ტენიანობა, მით ნელა ორთქლდება წყალი სუბსტრატიდან და მით იშვიათად უნდა მოირწყას. ფესვების მიერ წყლის შეწოვის ინტენსივობაზეც ასევვე მოქმედებს ტემპერატურა. ცივი წყალი პრაქტიკულად არ შეიწოვება, ცივი - კაქტუსებისთვის ნიშნავს 12გრ ს და უფრო დაბალსაც. როცა ზაფხულში ცხელა და მშრალი ამინდებია, მათ ყოველდღე რწყავენ, გრილ და წვიმიან დღეებში კი სჯობს, არ მორწყათ.
-სჯობს მათი მორწყვა დილით ან საღამოს. მიიჩნევენ, რომ ზაფხულში უნდა მოირწყას საღამოს, სხვა სეზონზე კი დილით.
როდის უნდა მორწყათ კაქტუსები მეტად და როდის ნაკლებად: კაქტუსებს მოსწონთ გრილად გამოზამთრება, მაგრამ ხშირად ასეთ პირობებს ვერ უქმნიან და ისინი ჩვეულ, ოთახის ტემოერატურაზე იზამთრებენ, დაახლოებოთ 18-25 გრ ზე. ასეთ შემთხვევაში მათ იშვიათად რწყავენ, ვიდრე ზაფხულში იმავე ტემპერატურაზე. მიწა კარგად უნდა გამოშრეს.,
რწყავენ მეტჯერ | რწყავენ ნაკლებად |
-ტენისმოყვარულ კაქტუსებს - რიპსალისებს, ზიგოკაქტუსებს -კაქტუსებს ზრდის პერიოდში - თიხის ქოთანში ჩარგულ კაქტუსებს -კაქტუსებს ფხვიერ მიწაში ქვიშის და დაფხვნილი აგურის მეტი შემცველობით -კაქტუსებს ,როლებიც მაღალ ტემპერატურაზე იმყოფებიან -კაქტუსებს მშრალ ჰაერის პირობებში, მაგ გამათბობლიან ოთახში | -სიმშრალისმოყვარულებს -მაგ მამილარიებს -კაქტუსებს მოსვენების პერიოდში -კაქტუსებს სუსტი ან დაზიანებული ფესვებით -პლასმასის ქოთანში ჩარგულ კაქტუსებს -კაქტუსებს, რომლებიც სიგრილეში იმყოფებიან -კაქტუსებს დაბალი ტენიანობის პირობებში, |
კაქტუსების უმეტესობას ყვავილობა არ ემთხვევა ზრდის პერიოდს, ზამთარშიც და მოსვენების პერიოდშიც შეუძლიათ იყვავილონ. მოსვენების ეტაპზე მორწყვას წყვეტენ, ამიტომ ისმის კითხვა - უნდა მოირწყას თუ არა მოყვავილე კაქტუსები. ასეთ დროს მათ იმაზე მეტად რწყავენ, ვიდრე იმ დროს, როცა არ ყვავიან, თუმცა იმაზე იშვიათად, ვიდრე გაზაფხულზე ან ზაფხულში.
ხშირად ხისტი წყლით მორწყვისას კაქტუსს ღერზე უჩნდება ღია- ყავისფერი ნადები, რომელიც მერე აღარ შორდება და ქერქდება. ასე ძირითადად იმ კაქტუსებს ემართებათ, რომლებსაც ან არ აქვთ ეკლები, ან ძალიან პატარები აქვთ. ამას ბევრი დაავადებად მიიჩნევს, მაგრამ ეს მხოლოდ მარილებია, რომლებიც მცენარის სხეულში წყლიდან ხვდება, ამიტომ ცდილობენ მათ მორწყვას ადუღებული ან გაფილტრული წყლით.
ჰაერის ტენიანობა: ჰაერის სიმშრალე მათ კარგად გადააქვთ, ამიტომ გამძლე მცენარეებად ითვლებიან. თუმცა ბუნებაში მათ დილის ნამი და დილა- საღამოს ნისლის წვეთებიც ჰყოფნით, ამიტომ მათ მოსწონთ დანამვაც ბუნებრივ დროის მონაკვეთებში. ოღონდ ეს ძალიან ფრთხილად უნდა მოხდეს, რომ წყალი არ ჩამოედინოს ღერზე. წყლის ტემპერატურა უნდა იყოს ოდნავ მეტი ჰაერისაზე, ანუ ცოტა თბილი - 30-40გრ, მზიან დღეებში მათ ასხურებენ დილით, როცა მზის სხივები ჯერ არ ხვდება მცენარეს, ან საღამოს. შემოდგომაზე წვიმის სეზონის დაწყებისას მათ დანამვას წყვეტენ. მაგრამ ზამთარში მზიან დღეებში ისევ ნამავენ საღამოობით. კაქტუსებს, რომლებსაც ფოთლები აქვთ, კიდეც ნამავენ და კიდეც უწყობენ შხაპს, რომ მოაშორონ მტვერი ფოთლებს და თავიდან აიცილონ აბლაბუდა ტკიპის გაჩენა.
თარგმანი თ. სუპატაშვილის