კაკტუსები ზამთარში

კაკტუსების უმრავლესობას გრილი ან ცივი გამოზამთრება ესაჭიროება. რაც ხელს უწყობს მცენარეების მოსვენების რეჟიმში გადასვლას.მოსვენებისთვის საკმარისია 2-3 თვე.ამ პერიოდს კაქტუსისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს.ამ დროს ის წყვეტს ზრდას,უყალიბდება კვირტების ჩანასახები მომავალი ყვავილობისათვის.

სხვადასხვა სახეობის კაქტუსისათვის მინიმალური ტემპერატურა მერყეობს +5-დან +10 გრადუსამდე.მოსვენების პერიოდში გადასვლისათვის შემოდგომიდან ნელ-ნელა უმცირებენ მორწყვას.ასევე მცირდება ტემპერატურაც.თუ მხოლოდ მორწყვას შეამცირებთ,მაგრამ ტემპერატურა მაღალი დარჩება,მცენარე განაგრძობს წყლის ათვისებას,მაგრამ სამაგიეროს ვეღარ მიიღებს და დაჭკნება.ამიტომ მორწყვის შემცირებასთან ერთად  ტემპერატურამაც უნდა დაიწიოს.ასეთ შემთხვევაში დღის ხანგრძლივობის კლებასთან ერთად განათების კლება მცენარისათვის ბუნებრივი პროცესი იქნება და გამოზამთრება წარმატებით ჩაივლის.

იმისათვის რომ კაქტუსი გრილად გამოაზამთროთ შემოუღობეთ ფანჯრის რაფაზე მინის (ან ორგმინის) პატარა ნაჭერით,რომ გამათბობელის სითბო არ ახცუნებდეს.თერმომეტრი აუცილებელია ტემპერატურის კონტროლისათვის.ყინვების დადგომასთან ერთად დაათბუნეთ ფანჯრები,რომ სიცივე არ აღწევდეს კაკტუსამდე.დადგით კაქტუსის ქოთნები პენოპლასტის ნაჭრებზე,ნუ მოაცილებთ დამატებით მინის ნაჭერს ვიდრე გამათბობელი ხელსაწყოები ჩართულია.ტემპერატურის კონტროლისათვის დაგჭირდებათ თერმომეტრი,მორწყვის გასაკონტროლებლად კი უმჯობესია აწარმოოთ ჩანაწერები რომ არ დაგავიწყდეთ ბოლოს როდის მორწყეთ თქვენი კაქტუსები.

როგორ მივხვდეთ რომ კაქტუსი მოსვენების მდგომარეობაშია? ეს ადვილია - თუ კაქტუსს სძინავს მას არ ეტყობა ზრდის ნიშნები,არ ეზრდება არეოლები და ეკლები.ის თითქოს გაშეშებულია,არ იცვლის ფორმას და ზომას.თუ ვერ დარწმუნდით,მაშინ გადაუღეთ ფოტოები  და შეადარეთ,განსხვავებას უცებ დაინახავთ.

თუ მოულოდნელად თბილი ამინდები დაიჭირა და ოთახშიც საგრძნობლად თბილა,შეიძლება კაქტუსებმა ძილიდან გამოიღვიძონ.ერთი ორი დღით დათბობა არაფერს შეცვლის,მაგრამ თუ თბილი ამინდები გაგრძელდება მოგიწევთ კაქტუსებისთვის მორწყვის დროებით განახლება,ან საერთოდ გამოღვიძება.თბილი ამინდების გაგრძელების შემთხვევაში დააკვირდით მცენარეს,თუ წყალს აორთქლებს,ნიადაგი უშრება და თვითონ მოიჭმუჭნა საჭიროა მისი მორწყვა პიპეტიდან,რომ წყლის დანაკარგი აღიდგინოს.მოსახერხებელია მოსარწყავად ცხვირის წვეთების ცარიელი ფლაკონის ან 10-20 მლ-იანი შპრიცის გამოყენება.

თუ მიხვდით რომ თბილი ამინდები გაგრძელდება კაკტუსს მორწყვა განუახლეთ,ნიადაგის გამოშრობის მიხედვით.ჩაურთეთ დამატებითი განათება რომ ზრდისას არ გაიწელოს.

კაკტუსის მორწყვა ზამთარში

როდესაც კაქტუსებს სძინავთ,მათი მორწყვის საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია.რაც შეეხება მორწყვის ტექნიკას: შეიძლება აიღოთ კოკტეილის ჩხირი,ჩაუშვათ წყალში,ზედა ნახვრეტს დააფარეთ თითი,მიიტანეთ საწრუპი ჩხირი  ქოთანთან და თითი აუშვით,წყლის ნაკადი ფესვის ყელიდან რაც შეიძლება მოშორებით უნდა დაასხათ.

გაეცანით პატარა ცხრილს მორწყვასთან დაკავშირებით:

კაქტუსები რომლებიც არ საჭიროებენ მორწყვას ცივად გამოზამთრებისას

კაქტუსები რომლებსაც ესაჭიროებათ ნიადაგის მსუბუქი დატენიანება ზამთარში

ოპუნცია Opuntia (ტემპერატურა +5-დან +10-მდე)

ოპუნცია არტიკულატა Opuntia articulate (მოსვენების პერიოდში 0 გრადუსზე და არანაირი მორწყვა)

მამილარიები Mammillaria,დოლოხოთელები Dolichothele

პაროდიები Parodia

ლობივიები Lobivia, ფსევდოლობივიებიPseudolobivia,მედიოლობივიები Mediolobivia

რებუციები Rebutia,სულკორებუციები Sulcorebutia

აილოსტერები

ექინოფსისები

კოპიაპოიები

ასტროფიტუმები

ფეროკაქტუსები

კორიფანტები

მათუკანები

ნეოჩილენტია,პიროკაქტუსი,ჰორიდოკაქტუსი,ერიოზიცი

ცეფალოცერიუსი (აბსოლიტური სიმშრალე და სიგრილე)

ტურბინიკარპუსები (არ მორწყათ,დადგით სიგრილეში)

ექინოკაქტუსები (+8-10,თუ უფრო მეტია მორწყეთ თვეში ერთხელ)

აცტეკიუმი

ლოფოფორა

ნეოპორტერია

ბრაზილოპუნცია

ცილინდროპუნცია

აკანტოკალიციუმი

კოლეოცეფალოცერეუსი

დისკოკაქტუსი

ჰარისია

ნოტოკაქტუსი

კლეიტოკაქტუსი

გიმნოკალიციუმი

ექინოფოსულოკაქტუსი

თელოკაქტუსი

მირტილოკაქტუსი

ჰატიორა

ჰილოცერეუსი

ლეპისმიუმი

ფილოზოცერეუსი

ქვაბენტია

რიპსალისი

შლუმბერგერა

ვებეროცერეუსი


























თვეში ერთხელ მორწყვა გულისხმობს მხოლოდ ერთი კოვზის ოდენობის წყლის დასხმას ფესვის ყელიდან მოშორებით.კაქტუსების უმეტესობა ვერ იტანს მის სისველეს,განსაკუთრებით ზამთარში.

დაიმახსოვრეთ: თუ დღის სინათლის ნაკლებობის პერიოდში კაქტუსები სითბოში იმყოფებიან და რეგურალურად ირწყვებიან,ზრდას განაგრძობენ და გაწელილ ფორმას მიიღებენ სინათლის ნაკლებობის გამო.

ზამთრის დამთავრებასთან ერთად  თანდათან შეაჩვიეთ მცენარეები მომატებულ დღის მკვეთრ სინათლეს.ამისათვის საჭიროა მოუჩრდილოთ თხელი ფარდით. მზის სხივების მოყვარული კაქტუსებიც კი ღებულობენ მზის დამწვრობას გაზაფხულზე,როდესაც მზეს სიკაშკაშე ემატება.

არსებობს მოსაზრება რომ ჰოლანდიური კაქტუსები არ საჭიროებენ  გრილად გამოზამთრებას,რადგან დაბალ ტემპერატურაზე შეიძლება დაავადდნენ.მაგრამ ეს ასე არ არის.მაღაზიაში შეძენილი ახალგაზრდა კაქტუსები დატოვეთ ოთახის პირობებში,მაგრამ მიეცით მათ დამატებითი განათება.

ზრდასრული კაქტუსები და ოთახის პირობებს შეგუებულები საჭიროებენ სიგრილის პერიოდს ოქტომბრის ბოლოდან თებერვლამდე.თუმცა ჰოლანდიური კაქტუსებისათვის ტემპერატურა არც ისე დაბალი უნდა იყოს როგორც მითითებულია ცხრილში,არამედ რამდენიმე გრადუსით მაღალი.

კითხვა - პასუხი

კითხვა: მოსვენების პერიოდში მყოფი კაქტუსი თანდათან მოიჭმუჭნა,თითხოს ხმება,რა მოვიმოქმედოთ?

პასუხი: არ შეგეშინდეთ თუ კაქტუსი მოიჭმუჭნა,ის ემზადება კვირტების განვითარებისათვის.ოღონდ გამოღვიძების პროცესი სწორად ჩაატარეთ და ისინი საპასუხოდ აქტიური ზრდით ან ყვავილებით გაგახარებენ.

კითხვა: შევიტანოთ თუ არა კაქტუსი ოთახში მორწყვის დროს,თუ ისინი სიგრილეში იმყოფებიან?

პასუხი: მორწყვის წინა ღამით შეიტანეთ,დილით მორწყეთ ოთახის ტემპერატურის წყლით,შუადღის შემდეგ ისევ სიგრილეში გაიტანეთ.შეიძლება არც ატაროთ აქეთ-იქით და მორწყათ დილით, თბილი წყლით,მომცრო კაქტუსებს დაუსხით 5 მლ-მდე,მოზრდილებს 10 მლ.

კითხვა: როგორ გავაღვიძოთ კაქტუსი?

პასუხი: როდესაც თოვლი დნობას იწყებს და ყინვები შესუსტდება დაუწყეთ კაქტუსებს ყოველ დილით მცირე რაოდენობის წყლის შესხურება.ეს გამოაღვიძებს მცენარეს და დაიწყებს ახალი ფესვების განვითარებას.5-7 დღის შესხურების შემდეგ მორწყეთ თბილი (+25 გრადუსი) წყლით,წყალი სადგამზე დაუსხით.მზის სინათლის მომატებასთან ერთად მოუჩრდილეთ თხელი ფარდით ან ქაღალდით,რომ თავიდან აიცილოთ დამწვრობა.პირველი მორწყვიდან ორი კვირის შემდეგ მორწყვა გაიმეორეთ (შესხურებას აგრძელებთ ყოველ დილით).მორწყვა თანდადათ გაახშირეთ ნიადაგის შეშრობის მიხედვით.

თარგმანი: ლ.ჯერენაშვილი-სალთხუციშვილის

 

 

29 March 0 0

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно