გადმოწერე ჩვენი ანდროიდ აპლიკაცია

როგორი ნათურები შევარჩიოთ განათებისთვის

სენპოლიების მოყვარულთა თანამედროვე კოლექციები უკვე მრავალ ათეულ და ასეულ ჯიშსაც კი ითვლის.გარდაამისა სელექციური ჯიშები განსაკუთრებულ პირობებს მოითხოვს  და მათ შორის ერთ ერთი მთავარი ფაქტორია განათება. ადამიანის გრძნობებიისეა მოწყობილი,რომ უზრუნველყოს გარკვეული კომპენსაცია,მაგალითად თვალს აქვს თვისებამოერგოს განათების პირობებს და არ გვაძლევს საშუალებას რეალურად დავინახოთ რამდენადმეტია სინათლის რაოდენობა ფანჯარასთან, ოთახის სიღრმეში მდებარე  ადგილთან შედარებით.საშუალოდ ფანჯრიდან 2.5-3 მეტრისდაშორებით სინათლის ნაკადის ინტენსივობა შეადგენს 5% იმ სინათლიდან რასაც მცენარე ფანჯრისრაფაზე ღებულობს.ადამიანისთვის ეს კოლოსალური განსხვავება  პრაქტიკულად შეუმჩნეველია.

თუ იები ფანჯრისრაფაზეა განლაგებული,ეს არ ნიშნავს რომ განათების დამატება არ ჭირდებათ.რადგან ოთახისკულტურებში უნდა გავითვალისწინოთ მცენარეების ბუნებრივი პირობები.ჩვენთვის ცნობილიარომ სენპოლიას სამშობლო გეოგრაფიულად ახლოსაა ეკვატორთან, ეს კი იმას ნიშნავს რომ იქდღის ხანგრძლივობა წლის განმავლობაში პრაქტიკულად არ იცვლება და დაახლოებით 12 საათსშეადგენს.ასევე მეტ-ნაკლებად სტაბილურია ტემპერატურა და ტენიანობაც.ამ ფაქტებიდან გამომდინარეობსძალიან მნიშვნელოვანი დასკვნა - სენპოლიას მოსვენების პერიოდი არ გააჩნია,არსებითადმას იგი არ სჭირდება.რა თქმა უნდა ზამთარში ფანჯრის რაფა ნაკლებად ნათდება და ტემპერატურაცნაკლებია,ამის გამო იძულებით ნელდება იის სასიცოცხლო პროცესები.მაგრამ მისი ეს მდგომარეობაუფრო ავდმყოფურია ვიდრე ნორმალური.ამიტომ ცივ პერიოდში ფანჯარაში მდებარე მცენარეებსაცკი განათება ესაჭიროებათ.ოთახის სიღრმეში განლაგებული სენპოლიებისათვის კი სპეციალურიგანათების ორგანიზება სასიცოცხლოდ აუცილებელი ხდება. ჩვეულებრივ შემთხვევაშიმოყვარულები იყენებენ ხაზოვან სანათებს ლუმინესცენციური ნათურებით,რომლებიც მილებისსახით გამოდის და ყველასთვის კარგადაა ცნობილი დღის განათების სახელწოდებით.ჩვეულებრივივარვარიანი ნათურები ამ მიზნისთვის საერთოდ გამოუსადეგარია,რადგან მათ დაბალი მქკ (მარგი ქმედების კოეფიციენტი),შეუსაბამონათების სპექტრი და ძლიერი სიმხურვალე აქვთ,რომელმაც შეიძლება დააზიანოს მცენარე.

სტანდარტულ ხაზოვანლუმინესცენციურ სანათებს 26 მმ დიამეტრი და 590 მმ(18 ვტ), 900 მმ(30 ვტ),1200 მმ(36ვტ), და 1500 მმ(58 ვტ) სიგრძე აქვთ,აქედან 590 მმ და 1200 მმ უფრო მეტედაა გავრცელებული.

დიდი ხანი არაარაც ახალი თაობის სანათები გამოჩნდა დიამეტრით 16 მმ.ისინი განსხვავდებიან მოხმარებისხანგრძლივობით და მეტი შუქმფენობით.მაგრამ მათი გაყიდვაში მოძიება ძნელია,გარდა ამისამათი ფასი ურო მეტია ვიდრე 26 მმ-იანი ნათურების და მათ სპეციალური ძვირადღირებულისანათები ესაჭიროებათ.

თუ თქვენ გადაწყვიტეთიებისათვის ადგილის მოწყობა თქვენს ბინაში, გაითვალისწინეთ შემდეგი.პირველ რიგში რაცუფრო მოკლეა ნათურა მით ნაკლებია მისი ექსპლუატაციის ვადა.მაგალითად 18 ვტ-იანი ნათურადაახლოებით ნახევარი წელი მოგემსახურებათ,36 ვტ-იანი კი ერთ წლამდე.მართალია ისინიარ გადაიწვება ჩვეულებრივი ვარვარიანი ნათურის მსგავსად, მაგრამ მათი სინათლე დაიკლებს,ჩვენკი ამას ვერ შევამჩნევთ.მეორე რიგში რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ორი 18 ვტ-იანი ნათურისსინათლის ნაკადი უფრო ნაკლებია ვიდრე ერთი 36 ვტ-იანის. მესამე რიგში მიუხედავად იმისარომ 18 ვტ-იანი ნათურები ორჯერ მოკლეა 36 ვტ-იანზე ფასით მაინც არ ჩამოუვარდება მათ. ესკი არანაკლებ მნიშვნელოვანი არგუმენტია რომ უფრო გრძელი ნათურების დააყენოთ.

არსებობს სხვადასხვანორმა ნათურების საჭირო რაოდენობის გამოსათვლელად.მაგალითად ასეთი: 2 ვტ - 1დმ2გასანათებელ ზედაპირზე.თუ ამ საზომს გამოვიყენებთ მაშინ გამოდის რომ 1 ნათურა 15 სანტიმეტრისფართობის განათებისათვის იქნება საკმარისი ნათურის სიგრძეზე.ხელოვნურ სინათლეზე სენპოლიებისგაზრდის პრაქტიკა გვიჩვენებს რომ ერთი ნათურა 20 სმ. ფართობის გასანათებლად საკმარისია,ფოთლებიდან 20-25 სმ.სიმაღლეზე დამაგრებით.კარგი იქნება თუ ‘’პატარა ეშმაკობებს’’ გამოიყენებთ- სპეციალურ რეფლექტორებს ნათურებისთვის,სხვა სინათლის ამრეკლავ საშუალებებს - მაგალითადსარკეს მცენარეების უკან კედელზე - ეს ლამაზადაც გამოიყურება და სინათლის საკმაო ეკონომიასაცგვაძლევს. ჩვეულებრივად ერთ თაროზე გვიწევს ორი ნათურის დაყენება, ასე უფრო იოლია განათებისოპტიმალური ვარიანტის შერჩევა.

ტრადიციულადითვლება რომ ფოტოსინთეზისათვის მცენარეს წითელი და ლურჯი ნათება ესაჭიროება,მწვანეკი არა,რადგან ისინი მაინც აირეკლება მწვანე ფოთლების მიერ.თუმცა გამოკვლევებმა აჩვენესრომ მცენარეს ნებისმიერი სხივების შთანთქმა შეუძლია ფოტოსინთეზისათვის,დაწყებული400 (იისფერი) ნმ-დან 700 (წითელი) ნმ-მდე.მეტი ინტენსივობით მცენარე შთანთქავს 445 ნმ(ლურჯი) და 660 ნმ (წითელი) ტალღებს.ამასთან ფოტოსინთეზის პროცესში წითელი სპექტრისსხივები  უფრო ეფექტურად გამოიყენება. ქლოროფილისსინთეზი კი ერთნაირი ინტენსივობით მიმდინარეობს როგორც სინათლის გრძელ ტალღებზე 660 ნმ. ასევე მოკლეზეც 445 ნმ.ჩვენთვის ჩვეული დღის სინათლის და თეთრი სინათლის ნათურებისრულყოფილებისაგან შორს არიან.ამის მიუხედავად ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ბევრი მოყვარული თავისი იებისათვის სწორედ მათიყენებდა, რადგან სხვა ნათურების შეძენა უბრალოდ შეუძლებელი იყო. ასეთი ნათურების ქვეშიები იზრდება მაგრამ კარგი ხარისხის ყვავილობის მიღება მაინც შეუძლებელია. პირველ რიგშიეს ეხება ყვავილების შეფერილობას - ისინი უფერული და გაცრეცილია. მკვეთრი,ლამაზი და გაჯერებულიშეფერილობის მიღებაში ფართო სპექტრის ფიტონათურები დაგეხმარებათ.მათი მეშვეობით ყვავილებიარა მარტო ლამაზად გამოიყურება, არამედ სწორად შერჩეული განათება გავლენას ახდენს ფერისინტენსივობაზეც.კიდევ ერთი უპირატესობა ასეთი ნათურებისა ისაა, რომ იას უფრო კომპაქტურიდა აკურატული როზეტი უყალიბდება.

ფლორარიუმებისათვი,ტერარიუმებისათვისდა აკვარიუმებისათვის საჭირო სპეციალურ ნათურებს რამდენიმე გერმანული მწარმოებელი უშვებს.თითქმისყველა ეს ნათურა შეიცავს ხილული სხივების სრულ სპექტრს და ერთმანეთისაგან განსხვავდებიანმხოლოდ ლურჯი/მწვანე/ყვითელი/წითელი სინათლის შეფარდებით.თვითოეული მწარმოებელი ფირმაგვთავაზობს პროდუქციის ხაზს მცენარეების,თევზების,რეპტილიების და სხვათა გამოსაზრდელად.სენპოლიებისგანათებისათვის შეიძლება გამოყენებული იქნეს შემდეგი ფიტონათურები: AquaGLO - შეიცავს ძირითადად ნარინჯისფერ-წითელ და ლურჯ სხივებს,ცოტაოდენმწვანე და ყვითელ სხივებსაც,ვიზუელურად ვარდისფრად ჩანს.კარგად მოქმედებს მცენარისზრდაზე.FloraGLO - როგორც დასახელებიდან ჩანს განკუთვნილია სპეციალურად მცენარეებისათვის,იძლევათბილ ნათებას. მსგავსი სპექტრის ნათება აქვთ Plantდა Tropic sun ნათურებს.

ნათურა LifeGLO - შეესაბამება მზის ბუნებრივი სინათლის სპექტრს,ადამიანისთვალისათვის აღიქმება ძალიან მკვეთრ სინათლედ,რადგან შეცავს მწვანე და ყვითელი სხივებისმაქსიმუმს,ბევრ ლურჯს და მცირე წითელ სხივებს.PowerGLO-ასევე ძალიან მკვეთრისინათლის მქონე ნათურაა დიდი რაოდენობით ლურჯი,მწვანე და ყვითელი სხივებით,მცირე რაოდენობითკი წითელი.კარგია იმით რომ ხანგრძლივი მოქმედების ვადა გააჩნია - 20 ათას საათამდე(36ვტ),რაც თითქმის ორჯერ მეტია ამ სერიის ყველა ნათურასთან შედარებით.SunGLO - მაქსიმალურად მიახლოებულია მზის ნათებასთან,ადამიანისთვალისთვის მოყვითალო ფერში აღიქმება.ეს სამი ნათურა (LifeGLO, SunGLO და  PowerGLO) შეიძლება წარმატებით გამოვიყენოთ კომბინირებულიგანათებისას ვარდისფერი ნათების მქონე ნათურებთან ერთად.ასეთი ნათება აქვთ Blue Sky და DaylightBrilliant ნათურებს.

ცალკე უნდა ვისაუბროთმეყვავილეებს შორის პოპულარულ ნათურაზე - Fluora77 ფერადოვნებით.ვიზუალურადვარდისფერია.მისი გამოსხივების  მაქსიმალურიინტენსივობა  440 და 670 ნმ  ფარგლებშია,რაც შესანიშნავად აკმაყოფილებს მცენარისმოთხოვნილებებს.ეს ნათურა  საშუალებას იძლევამივიღოთ მკვეთრი შეფერილობა წითელყვავილიან სენპოლიებში,რისი მიღწევაც სხვა განათებისდროს ყოველთვის არაა შესაძლებელი.განსაკუთრებით ეფექტურად გამოიყურება ამ ნათურაზეგაზრდილი ყვავილები რომელთა შეფერილობაც წითლიდან შავშია გარდამავალი.ასეთი ჯიშებია: Scandal,MidnightValentine,Vampire’s Kiss.

ასევე შეუძლებელიაარ მოვიხსენიოთ ნათურა Aquarelle 89 ფერადოვნებით.იგი განკუთვნილია აკვარიუმებისგასანათებლად,აქვს საკმაოდ ძლიერი ლურჯი ნათება,წითელი კი შერეულია 615 ნმ-ის ფარგლებში,რაცოპტიმალურად არ ითვლება.ამ ნათურის ნათების სპექტრი წააგავს ზემოთხსენებული AquaGLO ნათურის სპექტრს,იმგანსხვავებით რომ მასში ლურჯი ნათება ჭარბობს წითელს.ვიზუალურად ეს ნათურა იასამნისფრადგამოიყურება და ძალიან მკვეთრად ანათებს.რაც შეეხება იებს,ამ ნათურის უდავო უპირატესობაისაა რომ იგი ხაზს უსვამს ლურჯ შეფერილობას,ასევე შესანიშნვად გამოიყურებიან ცივი ვარდისფერიდა თეთრი შეფერილობის იები.მაგრამ უმჯობესი იქნება მისი ნათება შევავსოთ სხვა ტიპისნათურებით, რომლებსაც ფართო ნათების სპექტრი და წითელი სხივები აქვთ.

ასეთი ტიპისნათურები მცენარეებისათვის ყველანაირად კარგია.მაგრამ ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ ისინივინც ამ სილამაზით ტკბება,საქმე იმაშია რომ ადამიანის თვალის ყველაზე მგრძნობიარე არეალისპექტრის მწვანე- ყვითელ ნაწილზე მოდის.მცენარის ფოთლების ფერი,რომელიც ფიტონათურისქვეშ დგას,სხვა ფერში გვეჩვენება სპექტრში მწვანე სხივების ნაკლებობის გამო.ჩვენ კილამაზი ფერების გარდა სიმწვანის დანახვაც გვინდა.როგორ უნდა მოვიქცეთ? არსებობს ძალიანმარტივი გამოსავალი - კომბინირებული განათება.სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ ერთი სახისფიტონათურები უნდა შევავსოთ სხვა ტიპის ლუმინესცენციური ნათურებით.არჩევანი საკმაოდდიდია,დაწყებული იაფფასიანი ნათურებით რომლებსაც ერთხაზოვანი ლუმინოფორები აქვს დაძვირადღირებული სამ-ხუთ ხაზოვანი ლუმინოფორების და მაღალი (98%=მდე!) სინათლის კოეფიციენტისმქონე ნათურებით დამთავრებული.

 ლუმინოფორები წარმოადგენს სხვადასხვა ქიმიურ  შენაერთებს,რომლებიც დატანილია ნათურის კოლბის შიგნითაზედაპირზე.მათ შეუძლიათ გარდაქმნან კოლბაში ჩატუმბული ტყვიის ორთქლის ულტრაიისფერიგამოსხივება სპექტრის ხილულ ნაწილად.ერთხაზოვანი ლუმინოფონების მქონე ნათურებში გამოიყენებაერთი რომელიმე შენაერთი,სამ და ხუთხაზოვანში შესაბამისად სამი და ხუთი შენაერთი.ამისხარჯზე ამ ნათურების გამოსხივების სპექტრი შესამჩნევად მატულობს და უახლოვდება მზისსინათლის სპექტრს.ამ ნათურებს შეიძლება სხვადასხვა დასახელება ქონდეს.მათ განმასხვავებელნიშნად ითვლება მარკირებაში მითითებული  სამნიშნარიცხვები 827-დან 965-მდე.800 სერიის მქონე ნათურებს სამხაზოვანი ლუმინოფორი აქვთ,900სერიისებს კი ხუთხაზოვანი.(როგორც ფიტონათურებს).თუ მარკირებაში გაერკვევით,თქვენთვისუფრო მეტედ შესაფერის ნათურას შეარჩევთ.

რას მიგვანიშნებსეს რიცხვები?მაგალითისთვის განვიხილოთ ასეთი მარკირება: 18W/940. 18W - ესაა სიმძლავრე.დახრილი ხაზის შემდეგპირველი ციფრი 9 -აღნიშნავს სინათლის გაცემის კოეფიციენტს არანაკლებ 90%-ით.ბოლო ორიციფრი აღნიშნავს სინათლის ფერადობას.რაც უფო დაბალია ბოლო ორი ციფრის მნიშვნელობა- მით უფრო ‘’თბილია’’ ნათება.მინიმალური შესაძლო მნიშვნელობაა -27- ‘’ზეთბილი’’ სინათლე.მაქსიმალურადშესაძლო -65 – ‘’ცივი’’ დღის სინათლე.ამ სერიის ნათურები შესანიშნავად ავსებენ ფიტონათურებს,რადგან  საკმარისი რაოდენობით შეიცავენ მწვანე სინათლესაც,რისგამოც ვიყენებთ ასეთ ნათურებს და თავისი წვლილი შეაქვთ ლურჯი და წითელი სინათლით მცენარეებისუზრუნველყოფაში.ერთადერთი მათი ნაკლია - ღირებულება ფიტონათურების ფასთან შედარებით.900 სერიის ნათურები დაახლოებით იგივე ღირს რაც Fluoraან Aquarelle , 800 სერიის ნათურები 1.5-ჯერ უფრო იაფია.

ბევრად უფროიაფი ვარიანტია - ერთხაზოვანი ლუმინოფორის მქონე სტანდარტული ნათურები.ისინი ერთმანეთისაგანგანსხვავდებიან ცივი ან თბილი ნათებით და სინათლის გადაცემის კოეფიციენტით.არჩევისასყურადღებით იყავით,რადგან ასეთი ნათურების მარკირება სხვადასხვა მწარმოებელთან ერთმანეთსარ შეესაბამება.’’თბილი’’ თეთრი ნათების ნათურები გვხვდება 29 ან 530 მარკირებით,’’მკვეთრი’’თეთრი  სინათლის 33 ან 535,’’ცივი’’ დღის სინათლის- 54,640,740 ან LD.როგორც ფართოხაზოვანინათურების მარკირებაში,სამნიშნა რიცხვის პირველი ციფრი  მიეკუთვნება სინათლისგადაცემის კოეფიციენტს,ორნიშნარიცვები კი - სპეციალური კოდია,რომელსაც ზოგიერთი მწარმოებელი იყენებს.

სენპოლიის ჯიშებიმკვეთრი ან მუქი თბილი შეფერილობით(მუქი ვარდისფერი,წითელი,მარჯნისფერი,ალუბლისფერი,მოწითალო-იისფერი)უმჯობესია დავდგათ Fluora,FluoraGLO,Plant ნათურების ქვეშ,ან მათი სპექტრის ანალოგიური წყვილი ნათურების   Life-,SunGLO  განათების გამოყენებით,ასევენებისმიერი 800 ან 900 სერიის ‘’ცივი’’ ან ‘’თბილი’’ ნათურების მეშვეობით,ეს თქვენგემოვნებაზეა დამოკიდებული.

ნაზი,პასტელური ფერების მქონე სენპოლიები - ღია ვარდისფერი,მოთეთროვარდისფერი,მოთეთრო ცისფერი,ასევე ლურჯის,ცისფრის და ცივი იისფერი ტონალობის მქონეიები უფრო მომგებიანად გამოიყურებიან AquaGLO ნათურასა და რომელიმე‘’ცივი’’ ნათების ნათურის ქვეშ,სერიიდან 850,865,950,965.ანდა  Auqrelle ან SunGLO , ‘’თბილი’’ სინათლის ნათურისდამატებით 827,830,840,930 ან 940 ფერადოვნებით.თუ დაზოგვა გსურთ ‘’თბილი’’ ნათურები800,900 სერიით,შეიძლება ჩაანაცვლოთ ასევე ‘’თბილი’’ 29,33,535,530 ფერადოვნების ნათურებით,ასევეთეთრი ლუმინესცენციური ნათურით( ЛБ).’’ცივი’’ნათურები კი შესაბამისად 54,640,740 ფერადოვნების ნათურებით ან ლუმინესცენციური დღისსინათლთ(ЛД).

სენპოლიის ნერგების გამოსაზრდელად შეიძლება სულაც არ გავაკეთოთდიდი დანახარჯები ძვირადღირებულ ნათურებზე,საკმარისია ნებისმიერი  ‘’ცივი’’ და ‘’თბილი’’ ნათურების კომბინაცია.

დასასრულ არ შეიძლება არ ვისაუბროთ ნათურების სწორ ექპლუატაციაზე,სტელაჟებისმოწყობაზე.

ლუმინესცენციურინათურები მცირე რაოდენობით ტყვიას შეიცავს.მათი გამოყენება აბსოლიტურად უსაფრთხოა ვიდრენათურის კოლბა მთელია.ამიტომ მათ სიფრთხილით უნდა მოვეპყრათ,გატეხილი ნათურა თქვენიჯანმრთელობისათვის სახიფათოა.ამავე მიზეზით ასეთი ნათურების ნაგვის კონტეინერში ჩაგდებაარ შეიძლება,ისინი სპეციალურ უტილიზაციას ექვემდებარება.

 ლუმინესცენციური ნათურები პირდაპირ ქსელში არასოდესარ ერთვება.მათი მუშაობისათვის აუცილებელია სპეციალური მოწყობილობა - ჩამრთველმარეგულირებელიაპარატი,რომელიც მონტაჟდება სანათებში.ხაზოვანი ნათურების სანათები შეიძლება იყოს ორიტიპის: თანამედროვე ჩამრთველმარეგულირებელი აპარატით,რომელიც  დაბეჭდილი სქმის სახითაა შესრულებული,ან ტრადიციულიელექტრო-მაგნიტური აპარატით -რომელსაც ჩამრთველ ამომრთველი მართავს.პირველი ვარიანნტიმართალია ძვირია შედარებით მაგრამ უკეთესია და ნათურებს დამზოგავ რეჟიმს უქმნის,ამითზრდის მათი მოქმედების ვადას.

ნებისმიერი სანათიყოველთვის უფრო გრძელია ვიდრე ნათურა დაახლოებით 10 სმ-ით,ესუნდა გაითვალისწინოტ სტელაჟისდაგეგმარებისას,თაროების სიგანე სანათების გაბარიტებს უნდა ემთხვეოდეს.

სტელაჯს მყარიკონსტრუქცია უნდა ქონდეს,მის დასამზადებლად უნდა გამოიყენოთ დაბალი თბოგამტარობის მასალა,რადგანმასზე მაგრდება სანათები,რომლებიც უმნიშვნელოდ მაგრამ მაინც ცხელდება.ეს მასალე შიძლებაიყოს სქელი ფანერა,ლამინატი და სხვა.თაროების ოპტიმალური სიმაღლე დამოკიდებულია სანათისკონსტრუქციაზე,ქოთნების სიმათლეზე რომლებშიც ჩარგულია თქვენი მცენარეები.10-12 სანტიმეტრისსიმაღლის მქონე ქოთნების შემთხვევაში თაროებს შორის დაშორება 45 სანტიმეტრი უნდა იყოს.თაროსცენტრი ტოველთვის უკეთაა განათებული,ამიტომ შუაში ყოველთვის სინათლისადმი მომთხოვნმცენარეებს ათავსებენ,ასეთებია მუქი შეფერილობის ფოთლის მქონე მცენარეები.

 ნათურების მუშაობის რეჟიმი ემპირიულად უნდა შეირჩეს.სინათლის ნაკადის ინტენსივობადა ნათურების მუშაობის ხანგრძლივობა ზოგიერთ შემთხვევაში ურთიერთშენაცვლებადია.შეგახსენებთრომ განათების ოპტიმალური რეჟიმია - 12 საათი სინათლე,12 საათი სიბნელე.თუ თქვენ შეამჩნევთრომ თქვენს მცენარეებს არ ყოფნის სინათლე,შეგიძლიათ გაზარდოთ განათების ხანგრძლივობაარაუმეტეს 1 საათისა კვირის მანძილზე.თუ თქვენ განათების ხანგრძლივობას 15 საატამდეგაზრდით დღე ღამეში და ეს საკმარისი არ აღმოჩნდება,მაშინ თქვენი თაროს კონსტრუქციაუნდა შეიცვალოს: შემცირდეს მანძილი მცენარეებსა და ნათურებს შორის,ან კიდევ ერთი ნათურადაემატოს.

მნიშვნელოვანიარომ სინათლის ჩართვა და გამორთვა ერთიდაიმავე დროს ხდებოდეს.ხელით ამის გაკეტება ყოველთვისარაა შესაძლებელი.ამისათვის ძალიან მოსახერხებელია პროგრამირებადი ტაიმერი.

12 საათიანიგანატებისას სენპოლიები გამუდმებით ყვავიან,მაგრამ ინტენსიურად არა. 1-3 საყვავილე ღეროყოველთვის გაშლილია.თუ თქვენ გინდათ უფეო ინტენსიურ - თაიგულისებურ ყვავილობას მიაღწიოთ სინათლის ხანგრძლივობა 15 საათამდე უნდაგაზარდოთ.ყვავილების გაშლის წინ კი ისევ 12 საათიან განათებაზე გადახვიდეთ.15 საათიანიგანათებისას იები ბევრ კვირტს ინვითარებენ და უხვად ყვავიან.მაგრამ ამ მეთოდის გამოყენებასპრაქტიკაში ხშირად არ გირჩევთ,რადგან მცენარე იფიტება.პერიოდულად მიეცით მათ დასვენებისსაშუალება და განათება დღეში 10 საათამდე შეუმცირეთ.ერთ ორ თვეში მცენარე აღიდგენსძალას და მზად იქნება ახალი ყვავილობისათვის.

 

თარგმანი: ლელაჯერენაშვილი-სალთხუციშვილის.

25 February 0 16 652

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно