მითები კაქტუსების შესახებ
კაქტუსები არც ისე რთული მოსავლელია, მათ შესახებ კი ბევრჯერ არასწორ ინფორმაციას ისმენთ. მითები ეხება კაქტუსების მოვლის წესებს:
1. კაქტუსებს თვეში ერთხელ რწყავენ - მართალია, ეს მცენარეები უძლებენ გვალვას, მაგრამ არც ამდენად. ვეგეტაციის პერიოდში რწყავენ სხვა მცენარეების მსგავსად. ოღონდ ყურადღებაა საჭირო, რომ სადგამზე არ დარჩეს წყალი.ზედმეტი სიცხის დროს (35გრ) ხანდახან დგება მეორე მოსვენების პერიოდი მათთვის. ამ დროს მორწყვა მცირდება, მხოლოდ დილით ნამავენ პულვერიზატორით. ზამთარში კი, თუ ისინი სიცივეში იმყოფებიან, მორწყვა არ სჭირდებათ.
2. კაქტუსს უყვარს სიცხე - ბევრ სახეობას, მაგ. მამილარიას, ოპუნციას, ჩრ. ამერიკის კაქტუსებს მოსწონთ პირდაპირი მზე, მაგრამ არა სამხ. ამერიკულ სახეობებს - გიმნოკალიციუმს, ნოტოკაქტუსს შუადღის მზე არ მოსწონთ. მათ დებენ დას. ან აღ. მხარეს. იდეალური ადგილია ს-აღ ან ს-დას მხარის ფანჯრები. ზედმეტი სიცხე - 35გრ და მეტი ხშირად კაქტუსის ზრდას აჩერებს.
3. არ შეიძლება მათი გატანა გარეთ - ქუჩაში კაქტუსი ხშირ შემთხვევაში კაჟდება, სუფთა ჰაერზე და კარგი განათებისას მშვენივრად გრძნობს თავს. მათ, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონში მზარდ მცენარეებს, სჭირდებათ ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება ნორმალური ზრდა-გავითარებისთვის. გარეთ გატანილი კაქტუსები ნაკლებ ავადდებიან, ნაკლებად ეტანებათ მავნე მწერებიც. კაქტუსებზე ასევე დადებითად მოქმედებს ულტრაიისფერი სხივებიც, თუმცა მთლად ქუჩის პირზე მდებარე აივანზეც არ შეიძლება მათი გარეთ გატანა დაბინძურებული ჰაერის გამო,.
მათი გარეთ გატანა შესაძლებელია მას მერე, რაც იწყება დარგვა. სჯობს ეს მოხდეს მოღრუბლულ ამინდში. ასე მცენარეები შეეჩვევიან ქუჩის განათებას, ტემპერატურას. არც წვიმაში შეაქვთ ისინი შინ. ეცადეთ, ისინი ისე დააწყოთ, რომ დაცული იყვნენ წვიმისგან, თუმცა მცირე რაოდენობა სასარგებლოც კია მათთვის- ზრდას უწყობს ხელს. ასევე ძალიან მოსწონთ ჭექა- ქუხილიც. ესეც ყვავილობის სტიმულირებას იწვევს მათ სამშობლოში. სახლში ისინი შეაქვთ, როდესაც ჰაერის ტემპერატურა 8-10გრ ს დაბლა დაეცემა ღამით - დაახლოებით ოქტომბრის დასაწყისში.
4. კაქტუსებს უხდებათ მონიტორიდან გამოსხივებული ენერგია- ეს არაა მართალი. თუ მონიტორი მზიან ადგილზე დგას, იქ კაქტუსიც მშვენივრად გაიზრდება, თუმცა მონოტორი აქ არაფერ შუაშია. ისინი არ იღებენ მონიტორისგან ენერგიას და სჯობს იქ დამცავი ეკრანის დაყენება და არა კაქტუსის დადგმა.
5. კაქტუსი უპრეტენზიო მცენარეა - თუ ამაში იგულისხმება მათი გვალვამედეგობა, აქაც ცდებით. იმისთვის, რომ კაქტუსი ლამაზი და საღი იყოს, იყვავილოს და კარგად გაიზარდოს, ბევრი პირობის შესრულება მოგიწევთ. იფიქრეთ ბევრი, სანამ შეიძენთ ამ მცენარეს, შესძლებთ თუ არა მისთვის გრილი, მშრალი ზამთრის მოწყობას, კარგ განათებაზე.
ნუ შეიძენთ ამ მცენარეს, თუ:![]()
- 1.თქვენი ფანჯრები გადის ჩრ- დას ან ჩრ- აღ მხარეს, ან წინ დიდი კორპუსი ან ხეები ეფარება. ასე საკმაოდ ბნელა მცენარისთვის და ხელოვნური განათება აუცილებელი იქნება. ჩრ მ ხარე მათთვის დამღუპველია
2. გიყვართ მცენარეების უხვად მორწყვა.კაქტუსს არ სჭირდება ბევრი წყალი და თუ შემთხევით მეტი მოგივათ, ის მოკვდება.
თუ ეს პირობები დარეგულირებულია, მაშინ მისი შეძენა შეგიძლიათ. ოღონდ უნდა გახსოვდეთ, რომ:
1. კაქტუსი მცენარეა და არა სამკაული, იგი უნდა იდგას რაფაზე ან აივანზე, რადგან ერთი მ ით დაშორება ფანჯრიდან უკვე 4 % დარჩება განათების ინტენსიობა და ასე ბნელში იგი მალე მოკვდება.
2.ზამთარში სჭირდება სიცივე და სიმშრალე. ასე იგი არ გაიწელება, ზამთარში არ გაიზრდება, არ გაფერმკრთალდება და მომდევნო წელს იყვავილებს კიდეც.
3. წვიმაში და მოღრუბლულ ამინდში მას არ რწყავენ, რადგან შეიძლება ადვილად დალპეს. რამდენიმე დღე უწყლოდ - არაფერი მოუვა.
4. ქოთანში საჭიროა დრენაჟის კარგი ფენა. მიწა უნდა იყოს ფხვიერი, ჰაერგამტარი. მძიმე, ჰუმუსიან მიწაში მცენარე სქელდება და არ ყვავილობს. თუ იგი ტორფშია, უნდა გადარგათ გრუნტში.
5.გადარგვის მერე კაქტუსს არ რწყავენ
6. სასუქი უნდა შეიცავდეს მინიმალური რაოდენობით აზოტს, ბევრ კალიუმს და ფოსფორს, სასუქი სჭირდება გაზაფხულზე და ზაფხულში მორწყვის შემდეგ.
7. და მნიშვნელოვანი - მცენარეს რწყავენ იშვიათად და უხვად, როცა მიწა კარგად შეშრება. გაზაფხულზე რწყავენ დილით, ზაფხულში, როცა ღამითაც ცხელა - საღამოს, სჯობს წყალი დაუსხათ სადგამზე. თუ დილის მზე მცენარეს არ ხვდება, კარგია მისი დანამვა. ასევე გააღვიძებთ ზამთრის ძილის შემდეგ - 2 კვირის განმავლობაში ნამავთ წვრილი პულვერიზატორით და მხოლოდ ამის მერე იწყებთ მის მორწყვას.
თარგმანი თ. სუპატაშვილის