პირველი საგაზაფხულო სამუშაოები ბაღში
ვისაც აგარაკი აქვს, საშემოდგომოდ ტოვებს ბაღ- ბოსტანს და გაზაფხულამდე ხშირად არ აკითხავს. ამიტომ გაზაფხულზე საკმაოდ ბევრი სამუშაო გროვდება. საჭიროა გასხვლა, ჩამოყრილი ფოთლების მილაგება. როცა თოვლი დადნება და პირველად წახვალთ აგარაკზე, დახედეთ მცენარეებს, ხეებს, დამტვრეული ან ერთმანეთზე გადამჯდარი ტოტები აუცილებლად უნდა მოიჭრას. პირველ რიგში, ეს ფორმირებისთვის საჭირო პროცედურაა, რომ მერე დაავადება ან მისი გამომწვევი არ გავრცელდეს.
მერე უნდა დაათვალიეროთ ბუჩქები, მაგ. მოცხარი, მას შემოდგომის მერე წვრილი, გრძელი ტოტები გაეზარდა, ეს ტოტებიც უნდა მოშორდეს, ისინი ნაკლებმსხმოიარეა ან საერთოდ არ მოისხამს მომდევნო წელს, ჟოლოც მისახედია. მასაც ძირამდე უნდა მოშორდეს წინა წლის ტოტები, რომელზეც უკვე იყო ნაყოფი. წითელი მოცხარი კი 7 წელიწადში ერთხელ უნდა გადაიჭრას.
კიდევ - ვარდები, აქ უნდა ნახოთ, არის თუ არა შავი ან ყავისფერი ან ვარდისფერი ტოტები. ისინიც მოსაჭრელია: თუ ნაპრალია ტოტზე, პატარებს წაუსვით ბაღის მალამო, დიდები თუა, ეს ტოტები მოაჭერით, მათ ნაცვლად ახალი წამოიზრდება.
მერე მრავალწლიანი ბალახოვნების ჯერი დგება. ჰოსტა, ყვითელი შროშანა, იორდასალამი, აქ მწვანე მასა კარგად იზრდება ზაფხულში. თუ ასე დატოვებთ ზამთარში, გაიყინება და გაფუჭდება, დიდი სველი ფოთლები ადვილად ლპება, ამიტომ უნდა გადაჭრათ მიწის დონემდე, მაგრამ დაათავალიერეთ, რომ არ იყოს კვირტები წამოსული. ზოგჯერ ისინი ადრე გაზაფხულზე ჩნდება და სიფრთხილეა საჭირო, რომ ისინიც არ წააჭრათ. ზოგადად, გადაჭრა ამ შემთხვევაში გვიან შემოდგომაზე სჯობს.
მერე სიდერატების ჯერი დგება. მათ ზამთრის პირას რგავენ და ტოვებენ. მაგრამ ასე მათგან არავითარი ხეირი არაა, ამიტომ ისინი უნდა გადაბაროთ და მიწაში ღრმად ჩამარხოთ, 20სმ ზე. მხოლოდ ასე შეასრულებენ თავის ფუნქციას ეს მცენარეები - მიწაში ჩალპება და გამოიყოფა სასარგებლო ნივთიერებები, რაც მიწას ამდიდრებს.
კიდევ , თუ კატაბარდა გაქვთ დარგული სახლთან ახლოს, უნდა ნახოთ, ხომ არ ედება მისი ტოტები სახლს. ასეთი ტოტები უნდა გადაჭრათ, სხვა ლიანებს ასე ნუ მოექცევით - ვაზი, აქტინიდია, ლიმონურა, სახლის ვაზი, მათ საშემოდგომოდ, ზათრის პირზე ჭრიან, გაზაფხულზე გადაჭრილი ვაზი ტირის და შეიძლება დიდხანს ვერც გაძლოს და მოკვდეს https://yvavilebismovla.ge/yvavilebi/316-bagis-mavneblebis-winaaagmdeg-nayenis-da-naxarshis-xalxuri-receptebi.html
თარგმანი თ. სუპატაშვილის.