ბაღის მავნებლების წინაააღმდეგო ნაყენის და ნახარშის ხალხური რეცეპტები

ინსექტიციდი არაა ერთადერთი საშუალება მავნებლებთან ბრძოლაში. არანაკლებ ეფექტურია ბალახეული ნახარშები და ნაყენები.
თუმცა დღეს არაა აუცილებელი ძველი, ბებიების დროინდელი მეთოდები გამოიყენოთ და მაღაზიებში უამრავი ეფექტური პრეპარატები დევს, გამოცდილი მებაღეები მათ მაინც ხშირად მიმართავენ. ისინი ხომ უსაფრთხოა ადამიანისთვის, გარემოსთვის, არ გროვდება ნიადაგში, ჰაერში, ნაყოფში, ამიტომ შეიძლება  არ ინერვიულოთ თქვენი და თქვენი ახლობლების ჯანმრთელობაზე.
დღეს ორგანული ხილ-ბოსტნეულის გაზრდა აქტუალური გახდა მთელს მსოფლიოში. ხშირად ბალახეული ნაყენები და ნახარშები შედარებით უფრო იცავს მცენარეებს, ვიდრე ქიმიური საშუალებები. თუმცა მათი სწორად გამოყენებაა საჭირო.
უნდა გახსოვდეთ, რომ ტოქსიკური ნივთიერებები ჰაერში სწრაფად ქროლდება, განსაკუთრებით მზიან ამინდში. ამიტომ მცენარეების შეწამვლა სჯობს ადრე დილით ან საღამოს, ისიც ახალდამზადებული ხსნარებით. მცენარეული საშუალებები ასე გახანგრძლივებული ქმედებით არ გამოირჩევიან, მათ იყენებენ მომზადებისთანავე და მავნებლისა აღმოჩენისთანავე, სანამ ისინი ცოტაა, მერე უკვე ეფექტს უცებ ჰკარგავენ.
თამბაქოს ფოთლის ნაყენი:  ებრძვის ბუგრს, მუხლუხოს, ცრუ მუხლუხოებს. 

მომზადების წესი - 400გრ გამხმარ დაფხვნილ ფოთლებს ასხამენ 10 ლ წყალს და აყენებენ 2 დღით, მერე წურავენ, აზავებენ 1:2 ზე და ამატებენ 40 გრ სარეცხ საპონს, ხმარების წინ.
სააფთიაქო გვირილას ნაყენი : ებრძვის ბუგრს, ტკიპას, მუხლუხოს და ცრუმუხლუხოებს, 

მომზადება - 1კგ ფოთლებს და ყვავილედებს ასხამენ 10 ლ ცხელ წყალს აყენებენ 12 სთ. გამოყენებამდე აზავებენ 1:3 და ამატებენ 40 გრ სარეცხ საპონს ყოველ 10 ლ ზე.
აბზინდას ნახარში : ებრძვის გრძელცხვირას.

1კგ მომჭკნარ ბალახს ასხამენ 4ლ წყალს და ადუღებენ 10 წთ. მერე წურავენ, აზავებენ 10ლ მდე და უმატებენ 50გრ სარეცხ საპონს.
ნიახურის ნახარში: ებრძვის კომბოსტოს ბუზს.
4კგ დაქუცმაცებულ მწვანე მასას ასხამენ 10ლ წყალს და ადუღებენ 30 წთ. აჩერებენ რამდენიმე სთ და ყოველ 2-3 ლ ნახარშს აზავებენ 10 ლ წყლით.
პომიდვრის ფოთლის და ფესვის ნახარში: ებრძვის ბუგრს, ტკიპას, მუხლუხოს და ცრუმუხლუხოებს.

4კგ მასას ადუღებენ 30 წთ, აციებენ, წურავენ, აზავებენ 1:3 , ამატებენ 40გრ საპონს 10ლ ხსნარზე.
კარტოფილის მწვანე მასის ნაყენი: ებრძვის ტკიპას, ბუგრს.

1,2 კგ მასას  ასხამენ 10ლ წყალს და აყენებენ რამდენიმე სთ, წურავენ და ამატებენ 40გრ საპონს.
ხახვის ნაფცქვენების ნაყენი: ებრძვის ბუგრს,  ტკიპას. 

200გრ ნაფცქვენს ასხამენ 10ლ თბილ წყალს, დებენ 5 დღე, მერე წურავენ და იყენებენ.
ნივრის ნაყენი: ებრძვის ტკიპას, ბუგრს და გრძელცხვირას,

150 გრ დაქუცმაცებულ ნიორს ასხამენ 10ლ წყალს და აჩერებენ ერთ დღეს. მერე წურავენ და იყენებენ.
ფარსმანდუკის ნაყენი: ებრძვის ბუგრს,  ტკიპას, მუხლუხოს, ბალახის რწყილს. 

800გრ ბალახს ასხამენ მდუღარეს და აჩერებენ 30 წთ, მერე ამატებენ 10 ლ წყალს და კიდევ 4 დღე აჩერებენ, გამოყენების წინ უმატებენ 40 გრ საპონს.
ასფურცელას ნახარში: ებრძვის გრძელცხვირას. 

300გრ მშრალ ან 1კგ ახალ ბალახს ასხამენ 5ლ წუყალს და აჩერებენ დღენახევარი, მერე ადუღებენ 30 წთის განმავლობაში, წურავენ, უმატებენ ცივ წყალს 10ლ მდე და 50გრ საპონს.
ხის ნაცრის ნაყენი:  ებრძვის კოლორადოს ხოჭოს, გრძელცხვირას, ლოქორას, ჯვარედინყვავილა რწყილებს. 

3კგ ნაცარს ასხამენ 10ლ მდუღარეს, უმატებენ 40გრ საპონს და აჩერებენ 12 სთ.
მდოგვის ხსნარი: ებრძვის ლოქორას. 

100გრ ფხვნილს ხსნიან 10 ლ წყალში და რწყავენ კვლებში მიწას.
კაკლის ნაჭუჭის და ფოთლების ნაყენი: ებრძვის კოლორადოს ხოჭოს.

300გრ ნაჭუჭს და 300გრ ფოთოლს ასხამენ 10 მდუღარეს. აყენებენ ერთი კვირა. მერე წურავენ და იყენებენ.
ასეთი მცენარეული საშუალებები შედარებით უსაფრთხო კი არის, მაგრამ წესების დაცვა მაინც აუცილებელია. მცენარეების დამუშავების შემდეგ ხელების დაბანა მაინც საჭიროა.ასევე გაეცანით ბმულზე 11 ბუნებრივ სასუქს:https://yvavilebismovla.ge/movla/79-11-bunebrivi-sasuqi-otaxis-mcenareebistvis1.html

თარგმანი თ. სუპატაშვილის

09 May 0 6 917
loading...
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно