გერბერა ოთახში

დღეს გერბერა ისეთი პოპულარობით აღარ სარგებლობს, როგორცადრე, როდესაც კონკურენციას ვარდსაც კი უწევდა. მაგრამ ახლა იგი სხვა მიმართულებითვითარდება და ასე იხვეჭს პოპულარობას - ეს ოთახის მცენარის კარიერაა, აქ მას ბევრიმცენარე ვერ შეედრება, თუნდაც ლამაზადმოყვავილე. დდი, თვალშისაცემი. მასიური კალათაყვავილედები ოთახს ერთბაშად ცვლის და დიდ მკაფიო აქცენტებს ქმნის. იგი კომპაქტურია,მწვანე მასა თითქმის არ ჩანს, მაგრამ ერთ დიდ თაიგულადაა ქცეული ქოთანში. სახლში მისი გაზრდა არც ისე იოლია, თუმცა შრომა ნამდვილად ღირს. გერბერა თავს კარგადგრძნობს ქოთანში, რაც სელექციის დამსახურებაა. გამოყვანილია მინი-ჯიშები, შეზღუდულგარემოში ცხოვრებისთვის.
იგი მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, ლამაზადმოყვავილე. გრძელი ფოთლები ქმნიან ფესვახლოროზეტს, ფოთლები მომრგვალებული, ფრთისებრი, მაძღარი მწვანე ფერის, ხაზს უსვამს  დიდი ყვავილედების სილამაზეს. კალათა ყვავილედისზომა 10-15 სმ დიამეტრში, ენისებრი ყვავილებითაა შედგენილი, რამდენიმე რიგად განლაგებული,ცენტრში ყვავილების ფერი განსხვავებულია პერიფერიისგან. მარტივი ჰერბერას გარდა, კიდევხუჭუჭა და ნახევრადხუჭუჭა ფორმებიც არსებობს. გრძელი, მძლავრი საყვავილე ღერები როზეტისცენტრიდან ამოდის. ქოთნის ჰერბერას სიმაღლე 40 სმ მდეა. ყვავილობის ხანგრძლიობა საკმაოდდიდია, თითქმის მთელი წელი. ისვენებს მცირე ხნით, 1-2 თვე და ამ პერიოდში იგი ახალისეზონისთვის ემზადება.ფერები უამრავია და ეს საშუალებას იძლევა მცენარე ინტერიერისდა გემოვნების მიხედვით შეარჩიოთ.
სახეობები და ჯიშები: მის გვარში 70 სახეობაა,მაგრამ ოთახის კულტურად მხოლოდ ერთს იყენებენ - ჯეიმსონის გერბერას და ამ სახეობისგანსელექციით უამარავი ჯიში გამოიყვანეს, კომპაქტური და შეუჩერებლადმოყვავილე მცენარეების,რომლებიც ვარგისია ოთახში. დღეს სუფთა ფორმები აღარც გვხვდება, ისინი ჰიბრიდებმა გააძევეს.ყვავილის აგებულების და ხასიათის მიხედვით ისინი 6 ჯგუფად იყოფიან:
წვრილფოთოლა მსხვილყვავილა, წვრილფოთოლა წვრილყვავილა, წვრილფოთოლა ხუჭუჭა, საშუალოფოთლიანიმსხვილყვავილა, ფართოფოთლიანი  მსხვილყვავილა,ფართოფოთლიანი ხუჭუჭა. არჩევისას მაინც მეტი ყურადღება ექცევა ესთეტიკურ მახასიათებლებს- ფერს, ხუჭუჭობას, ფურცლების ზომას.  ასევეაუცილებლად შესაბამისი მოცულობის და დეკორატიულობის ქოთანიც იქნება საჭირო მისთვის.
განათება: მკვეთრ განათებაზე დადებითადრეაგირებს და მაქსიმალურ სილამაზეს გაჩვენებთ.   მაგრამ მზისპირდაპირი სხივებისგან უნდა დაიცვათ, ყველაზე კარგი გაბნეული განათებაა, მაგრამ თუასეთ პირობას ვერ ქმნით, სჯობს, დასტოვოთ მზეზე. იგი კარგად ეგუება ხელოვნურ განათებას.ასე შეიძლება ბუნებრივი განათების დანაკლისის კომპენსირება და თუ სიცივეში გააგრძელებთმისთვის დამატებით განათების შექმნას, მოსვენების პერიოდს გამოტოვებს და  ყვავილობას გააგრძელებს .
ტემპერატურა: სითბოსმოყვარული მცენარეადა უხვი ყვავილობისთვის ზამთარში 15 ზე დაბლა არ უნდა ჩამოვიდეს, ზაფხულში კი მინიმუმი20გრ სჭირდება. ზოგადად, დიდი სიცხეც არ უყვარს და სიცხეში ცუდად ყვავილობს, ოპტიმალურია18-20გრ. ტემპერატურის აწევისას სჯობს მისი გარეთ გატანა. სუფთა ჰაერი მას ძალიან მოსწონს,ამიტომ ხშირი განიავება მისთვის სასარგებლოა. ყვავილობის მერე მცენარე გადაჰყავთ მოსვენებისეტაპზე ტემპერატურის დაქვეითებით 12-14 გრ მდე, ასე რჩება თებერვლამდე. მისთვის არშეიძლება სუბსტრატის გადაციება, ამიტომ ზამთარში მას შემაღლებულ ადგილზე დებენ.

მორწყვა: იმისთვის, რომ მცენარემ დიდხანსდა უხვად იყვავილოს, ესაჭიროება სტაბილური ტენიანი სუბსტრატი. მაგრამ იგი მორწყვებსშორის ნახევრად უნდა შეშრეს, მოსვენების პერიოდზე თანდათან უნდა გადავიდეს მორწყვისნელნელა შემცირებით და მხოლოდ მერე უნდა დაიწიოს ტემპერატურამ.
ჰერბერასთვის აუცილებელია რბილი, თბილი  დანადგამი წყლით მორწყვა. მცენარე ისე უნდა მოირწყას, რომ წყალი ფოთოლს არ  მოხვდეს, არ დაგუბდეს როზეტში. ასე დაცული იქნებალპობისგან, თუმცა უკეთესია, თუ მას ძირიდან მორწყავთ.
ჰაერის ტენიანობას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა რაც უფრო მეტი იქნება მაჩვენებელი,მით უკეთესად გაიზრდება და იყვავილებს.  თუამას მცენარის დანამვით ეცდებით, წყალი ისე უნდა შეასხუროთ, რომ ყვავილებს არ მოხვდეს.
კვება: აქტიური ზრდისას და ყვავილობისდროს  კვება ინტენსიური უნდა იყოს. პიკირებიდანერთ თვეში იწყება ყოველვირეული კვება შემცირებული დოზებით. მერე ყოველ 2 კვირაში ნორმისფარგლებში, მერე კი თანდათან ამცირებენ ყვავილობის დაწყებისას. - სექტემბერ-ოქტომბერში,რომ ზამთარში ახალ რეჟიმს მიეჩვიოს. ოქტომბერ- თებერვალში მას არ კვებავენ.
გასხვლა: მოსვენების პერიოდში გადასვლისასმას სპეციალურ გასხვლა და ფოთლების მოშორება არ სჭირდება. ზამთარში მცენარე თავად მოიწყობსგასუფთავების პროცედურას. დაიცვენს გამხმარ ფოთლებს და ამიტომ გასხვლა მხოლოდ მოყვავილებულისაყვავილე ღეროს მოჭრით გამოიხატება.
გადარგვა: ასაკის მიუხედავად ყოველწლიურად რგავენ გაზაფხულზე,ახალი ნაზარდის შემჩნევისას. მცენარე მიწიანად გადააქვთ ახალ, ოდნავ დიდ ქოთანში. ახალშეძენილმცენარეს 2 კვირის შემდეგ გადარგავენ  ახალპირობებთან ადაპტაციის შემდეგ.  სუბსტრატი უნდაიყოს ხარისხიანი, ფხვიერი,. ოპტიმალური შედგენილობა ასეთია: ფოთლოვანი მიწა  ქვიშის და ტორფის დამატებით.  ქოთანი უნდა შეარჩიოთ განიერი,ტრაპეციის ფორმის.  ვიწრო მაღალ ცილინდრულ ქოთნებში იგი ცუდად ყვავილობს
დაავადებები: არც ისე გამძლე მცენარეა და სახლის პირობებშიადვილად ზიანდება მავნე მწერებით - ბუგრი, აბლაბუდა ტკიპა, ფრთათეთრა, ცრუფარიანა.  მათთან ბრძოლას პირდაპირ ინსექტიციდებით და ფუნგიციდებითიწყებენ.
გამრავლება: თესლით მისი გამრავლება ძალიანრთულია, ისევე, როგორც ვეგეტატიურად. ყველაზე ადვილი ბუჩქის დაყოფაა და ასე ხდება ყოველიგადარგვისას. იყოფა მოზრდილი, 3-4 წლის ბუჩქები. უმეტესად 2-3 ნაწილად. დაფესვიანებასაკმაოდ რთულია - შეიძლება 1 წელიც გაგრძელდეს. თესლიდან გამრავლებული მცენარე  ხშირადმუტირებს, იკარგება დედა მცენარის ფერი, და სხვა ნიშნები. . ითესება ნოყიერ მიწაშიმარტ-აპრილში შედარებით ზედაპირულად. 22 გრ ზე იგი ამოდის. დასათბურებულად კარგ განათებაზე.რეგულარული განიავება და დანამვა  აუცილებელია.პიკირება ორჯერ სჭირდება -  მესამე ფოთლის  და მერე მეხუთე ფოთლის ამოსვლისას ჯერ კონტეინერში,მერე  კი - ქოთანში. ერთ წელიწადში იყვავილებს,თუმცა პირველი 3-4 წელი დაახლოებით 4  თვესყვავილობს მხოლოდ. https://yvavilebismovla.ge/yvavilebi/165-gerberas-movla-saxlis-pirobebshi.html
05 June 0 16

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно