5 ყველაზე მკაცრი ოთახის მცენარე

ოთახის მცენარეები უამრავია და მათ შორის არსებობენ უნივერსალური მცენარეები, რომლებსაც მკაცრი ფორმა და სწორი ხაზები აქვთ და რომლებიც გამოდგება არა მხოლოდ სახლში, არამედ ოფისებშიც, შესასვლელებში. ისინი ზოგჯერ უკარება და ამაყი მცენარეების შთბეჭდილებას ტოვებენ, მაგრამ ისე არაა. როგორც ჩანს. მათი დახმარებით სამუშაო ადგილი მეფურ დიდებულებას იძენს, დიდია მათი გავლენა ოთახების გაფორმებაშიც.
ეს განსაკუთერებით მაშინ გვახსენდება, როცა ახალმოტანილი მცენარისთვის ვეძებთ ადგილს . ზოგი სახლს მყუდროებას სძენს, ზოგი განწყობას ამაღლებს, ზოგიც ხაზს უსვამს სამუშაო ატმოსფეროს. ოპტიმისტი, რომანტიკოსი მცენარეები ბევრს მოსწონს, ასე ამაყად და განმარტოებით მდგარი კი  ზოგში აგრესიულობის და სიცივის განცდას ჰბადებს. ინტერიერში მათ იყენებენ გეომეტრიული და გრაფიკული აქცენტისთვის, სივრცის ვიზუალური გაფართოებისთვის, სინათლის ეფექტის გასაძლიერებლად, ოთახის ზონირებისთცის, ფოკუსური წერტილის შესაქმნელად, რთული დეკორის შემცვლელად,  ინტერიერში დეტალებზე აქცენტირებისთვის და ა.შ.

თუმცა ასეთ მკაცრი ფორმების მცენარედ ნებისმიერი შეიძლება იქცეს გასხვლით და შტამბის ფორმირებით: დაფნა, მირტი, კიპარისი, ბზა და სხვ; ასევე პრაქტიკულად ყველა ლიანა შესაბამის საყრდენზე მიმაგრებით;  ჩამოკიდებულ კაშპოებში კი ამპელური სუკულენტები. მაგრამ ზოგ მცნარეს არაფერი სჭირდება და თავად წარმოადგენს ასე  ბუნებრივად მკაცრ სახეობებს,
ზამიოკულკასი: დღეს ერთერთი ყველაზე მოდური მცენარეა. მოვლის სიმარტივის და ჩრდილისამტანობის გამო.

გვარში ერთი სახეობაა, ძალიან ეფექტური, სიმეტრიული აგებულების, ორნამენტული სიმკაცრის, და მისი მინიმალისტურ ინტერიერში დადგმა სივრცეს დასრულებულს ხდის, ვიზუალურად აფართოებს ოთახს და აკეთილშობილებს დიზაინს. მცენარე კომპაქტურია ახალგაზრდობაში, მაგრამ საკმაოდ დიდი იზრდება და პატარა ქოთნიდან თაროდან თანდათან გადაინაცვლებს იატაკზე დიდ კონტეინერში. თუმცა საკმაოდ ნელა იზრდება. ინტენსიურად მწვანე ფერის ფოთლები კიდევ უფრო უსვამს ხაზს მისი აგებულების სიმკაცრეს. მოვლში ძალიან მარტივია და გამოდგება ახალბედებისთვისაც. 
ქოთანი სჭირდება უფრო მაღალი, ვიდრე დიამეტრია, ზომას არჩევენ ფესვების მიხედვით. გადარგვა - მაისში, როცა ფესვები ქოთანს კარგად გაავსებს. მიწა - ნოყიერი, ფხვიერი,  უნივერსალური ,ნეიტრალური რეაქციის.
განათება - გაბნეული ან ნახევრადჩრდილი, სინათლეზე ფერები უმკვეთრდება და სწრაფად იზრდება.
ტემპერატურა - 18გრ დან ზემოთ, ზამთარშიც.
მორწყვა - ფრთხილად. ეგუება იშვიათად მორწყვას, მაგრამ ვერ იტანს გადაჭარბებას.
ჰაერის ტენიანობა- კარგად იზრდება მშრალ ჰაერზეც.
კვება - ზომიერად 2-3 კვირაში ერთხელ მარტ-ოქტომბერში და 5-6 კვირაში ერთხელ - ზამთარში.
გასხვლა - არ სჭირდება
გამრავლება - დაყოფით ან ფოთლიანი ტოტით.
გასათვალისწინებელია - შხამიანი მცენარეა!
ვეფხისტყავა:  ისიც ასე მკაცრი ფორმის მცენარეა, მაგრამ მას ყველა იცნობს და ყველას მოსწონს. ისიც ასევე უპრეტენზიოა, აქვს საოცარი უნარი ჰაერის წმენდის, ესეც მის უპირატესობად ითვლება. 

 იგი საკმაოდ დიდი გვარია, ყველას აქვს სქელი ტყავისებური უხეში ფოთლები, რომლებიც რიზომადან ვითარდება. არსებობს ჯუჯა ფორმებიც და მაღალი სახეობებიც
სამზოლიანი ვეფხისტყავა - ჩვენთან მას „სიდედრის ენას“ ეძახიან - მაღალი, ხმლისმაგვარი სქელი ბრტყელი ფოთლები კიდეებზე ფერადი არშიით და ჰორიზონტალური მწვანე- თეთრი ზოლებით ფოთლის ფირფიტაზე საკმაოდ ლამაზია. იგი განში სწრაფად იზრდება და ქმნის კორდს.
ცილინდრული ვეფხისტყავა - კიდევ უფრო მკაცრი ფორმები აქვს, იდეალურად სწორი, ჰგავს რაპირას. ეს მცენარე ზედეკორატიულია და მისი პოპულარობის მიუხედავად, ჯერ ისევ ითვლება ეგზოტიკად, მას ხშირად ყიდიან ერთმანეთში დაწნილი ღერებით, რაც კიდევ დამატებით არქიტექტურულ სილამაზეს სძენს მას.
მისი საშუალებით სივრცის ზონირებაც შესაძლებელია, ინტერიერის დეფექტების დამალვაც და ოთახის ვიზუალური გაფართოებაც, ყველაზე ადვილი მოსავლელი მცენარეა,  გამოდგება არასტაბილურსამსახურიანი მოყვარულებისთვის. კარგად გრძნობს თავს სახლშიც, ოფისშიც  და ერთერთ ყველაზე  სპარტანელ მცენარედ ითვლება 

ქოთანი - განიერი, არაღრმა, რომ ადგილი ჰქონდეს ამონაყრისთვის. გადარგვა საჭიროებისას, უფრო გაზაფხულ-ზაფხულში. მიწა - მსუბუქი, უნივერსალური, გამოდგება სპეციალურიც კაქტუსების და სუკულენტებისთვისაც.
განათება - ნებისმერი -  მზიანი, ნახევრადჩრდილი, ჩრდილი..
ტემპერატურა - ოთახის ტემპერატურაზე კარგად გრძნობს თავს,  ზამთარში არ უნდა ჩამოცდეს 15 გრ ს.
მორწყვა - ზომიერი, მიწის ზედა ფენის შეშრობის შემდეგ ზამთარში კიდევ უფრო ამცირებენ.
ჰაერის ტენიანობა -  სულ ერთია მისთვის.
კვება - იშვიათად, თვეში ერთხელ, გაზაფხულ-ზაფხულზე, სპეციალური სასუქით სუკულენტების და კაქტუსებისთვის.
გამრავლება - ბუჩქის დაყოფით, ფოთლით (გარდა ყვითელარშიიანისა)
პალმა - ციკასი: ერთერთი ყველაზე ელიტური პალმაა, თუმცა ასევე ერთერთი უძველესიც და სინამდვილეში პალმას არც წარმოადგენს. იგი უნიკალური მცენარეა და ათწლეულების განმავლობაში  ალამაზებს სახლს. ფრთისებრი ფოთლები და სქელი ღერო იდეალურ სილუეტს ქმნის, მაგრამ მცენარე თავისი სიმკაცრით სულაც არ მოგაწყენთ.

საკმაოდ დიდი ფოთლების მიუხედავად მცენარე ჰაეროვნია, მოხდენილი, დიდებული, ახალგზრდა მცენარეს 50სმ მდე ზომის ფოთლები აქვს, მოზრდილს კი 1-2 მ მდეც კი. სიმაღლით 20სმ დან   და თითქმის 2მ ს აღწევს,  მაგრამ ნელა იზრდება. ციკასს მოვლა და ყურადღება სჭირდება, მაგრამ რთული არაფერია.
ქოთანი - უნდა მაღალი, დიამეტრი და სიმაღლე ტოლი უნდა იყოს. მჭიდრო, და ცოტ-ცოტა უნდა მოემატოს მოცულობა გადარგვისას. გადარგვა - საჭიროებისას, თებერვალ-მარტში. მიწა - სუსტადმჟავე და ფხვიერი.
განათება - გაბნეული სინათლე ან ნახევრაჩრდილი.
ტემპერატურა - ზამთარში - 15-18გრ, ზაფხულში კარგია მისი გარეთ გატანა, მაგრამ არ უყვარს ორპირი.
მორწყვა - უხვი ზაფხულში, ოღონდ გადამეტების გარეშე, ზამთარში - ზომიერი, იტანს ხანმოკლე გვალვასაც,
ჰაერის ტენიანობა - იტანს სიმშრალეს, თუმცა საშუალო მაჩვენებლებზე უკეთ იზრდება.
კვება - სტანდარტული, გაზაფხულ-ზაფხულში, 2 კვირაში ერთხელ
გამრავლება - შვილეული ნაზარდით ან თესლით.
საყურადღებოა - შხამიანი მცენარეა!
ალოკაზია:  ამ მცენარეს მკაცრი ნახატი აქვს ფოთლებზე, და დიდად დაკბილული კიდეებით და კონტრასტულფერიანი სიმეტრიული ძარღვებით თვალშისაცემ  სამკაულს წარმოადგენს ინტერიერისთვის. იგი შედარებით რთული  მოსავლელია, მაგრამ ამის მიუხედავდ, მისი პოპულარობა იმატებს.

დეკორატიულფოთლიანი მცენარეა, და მისნაირ გეომეტრიულად მკაცრ ხაზებს და ნახატს იშვიათად  თუ ნახავთ სხვებთან. დიდი და ეფექტური ფოთლები გრძელ ყუნწზე ლამაზ სილუეტს ქმნის, იზრდება 50 - 100სმ  მდე, სხვადასხვა ფორმის ფოთლები ამოსდის გორგლოვანი ფესვებიდან. ფოთლების მუქ მწვანე ფონზე კარგად ჩანს კონტრასტული სქელი ცვილიანი ძარღვები. მისი ზოგი სახეობა მოსვენების პერიოდში იცვენს ფოთოლს. ალოკაზიას ფრთხილი მოპყრობა სჭირდება, იგი გამოცდილი მეყვავილეებისთვის კარგი მცენარეა, მაგრამ დამწყებებს გაუჭირდებათ, რადგან  ჰაერის მაღალი ტენიანობა და სპეციფიური მორწყვის რეჟიმი სჭირდება.
ქოთანი - არ უნდა იყოს ძალიან ღრმა. გადარგვა -ზამთარში, მას მერე, რაც ფესვები ქოთანს აავსებს. მიწა ფხვიერი, უხეში, გამოდგება ორქიდეის სუბსტრატიც,
განათება - ნახევრადჩრდილი ან ჩრდილი.
ტემპერატურა - 18გრ ზამთარში, 20 და ზემოთ - ზაფხულში,
მორწყვა - ვერ იტანს სინესტეს, დაგუბებულ წყალს მიწაში, ჭარბ მორწყვას, თუმცა არც მიწის ბოლომდე გამოშრობა მოსწონს. მოსვენების პერიოდში კი სიმშრალე უნდა.
ჰაერის ტენიანობა - ძალიან მაღალი და სტაბილური,
კვება - სტანდარტული, 14-20 დღეში ერთხელ, აქტიური ზრდისას.
გამრავლება - ამონაყრით, თესლით, რიზომის დაყოფით.
საყურადღებოა - შხამიანი მცენარეა!
ჰავორტია: იგი სუკულენტია, ჰგავს ალოეს, გასტერიას, მისი ცნობა ადვილია როზეტის მკაცრი აგებულების და ფერების გამო.

ამ ხუთეულის ყველაზე პატარა მცენარეა. წვეტიანი ფოთლები სიმეტრიულ როზეტებში და მათზე გეომეტრიული სიზუსტით განლაგებული თეთრი წანაზარდები და ეკლები საკმაოდ ლამაზია. ეს არც მას მერე იცვლება, რაც დედა მცენარე შვილეული როზეტების გავითარებას დაიწყებს. მცენარეს წესრიგი შეაქვს ქაოსურად განლაგებულ  ოთახის სხვა მცენარეებში და ნივთებში.  მინიატურული ფერადი აქცენტი მკაცრი ხაზებით- შეუცვლელია მინიმალისტურ დიზაინში. ნებისმიერ ინტერიერს უხდება. საკმაოდ სწრაფად იზრდება ხორციან ფოთლებიანი როზეტები, ასევე სწრაფად ივითარებს შვილეულ როზეტებს. სხვადასხვა სახეობა არსებობს, - ზოგს დაკბილული კიდეები, პატარა ეკლები და წანაზარდები აქვს, ზოგი მათ გარეშეა, მაგრამ  ყველა ეფექტურია.
გასაზრდელად ძალიან მარტივი მცენარეა, მინიმალური მორწყვის საჭიროების გამო ეს მცენარე გამოდგება სრულიად გამოუცდელი მოყვარულებისთვისაც და მათთვის, ვინც ხშირად მოგზაურობს.

ქოთანი უნდა იყოს განიერი და არაღრმა; გადარგვა სჭირდება საჭიროებისას, სჯობს მარტში.
 მიწა - მსუბუქი, კაქტუსების და სუკულენტებისთვის.
განათება- გაბნეული ან ნახევრადჩრდილი.
 ტემპერატურა - კარგად გრძნობს თავს ოთახის ტემპერატურაზე,ზამთარში კი ყვავილობის სტიმულირებისთვის შედარებით სიგრილე - 10-15 გრ.
მორწყვა - ფრთხილი, ქოთნის კიდეზე, იშვიათი. ზამთარში - მინიმალური.
ჰაერის ტენიანობა - ეს პრობლემა მას  არ აწუხებს
კვება - აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით 3-4 კვირაში ერთხელ განახევრებული დოზით აძლევენ სასუქს სუკულენტებისთვის.
გამრავლება - გვერდითა როზეტებით ან ფოთლით. 

ყვავილების მოვლის შესახებ შემდეგი გვერდი 2

23 May 0 0

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно