მიწის მჟავეობის დადგენა და შეცვლა

მიწის ანალიზი ზოგჯერ აჩვენებს სასარგებლო ნივთიერებების არსებობას მასში, მაგრამ ამის მიუხედავად მცენარე არ ვითარდება. ამის ერთერთი მიზეზი კი წყალბადის ზედმეტი იონების დაგროვებაა მიწაში ქიმიური რეაქციების შედეგად.ეს განსაზღვრავს ნიადაგის მჟავეობას. მჟავე ნიადაგში ბევრი კულტურა,- ბოსტნეული, კენკრა ვერ ვითარდება, რადგან რეაქციის  შედეგად წარმოქმნილი ნივთიერებების ათვისება  არ შეუძლიათ. ამგვარად, მიწაში არსებობს საკვები, მაგრამ მცენარე  შიმშილობს, წყალში ხსნად მარილებს წვიმა რეცხავს, ეს მიწის გაღარიბებას იწვევს. მხოლოდ მინერალური სასუქის შეტანა ნიადაგის მჟავიანობას ზრდის. მერე კი დამატებით შეტანილი სასუქიც აღარ შველის. საჭიროა ნიადაგის მჟავეობის შემცირება.
მცენარეთა უმეტესობა კარგად იზრდება ნეიტრალურ, სუსტად მჟავე ან სუსტად ტუტე ნიადაგზე. ამიტომ საჭიროა ზედმეტი მჟავიანობის შემცირება, ანუ განეიტრალება.
მიწის მჟავიანობის ხარისხი:  მჟავეობის მაჩვენებელზე გავლენას ახდენს ქიმიური ელემენტების რაოდენობა და შემადგენლობა, იგი აღნიშნება ph ით. მცენარე კარგად ითვისებს საკვებს, როდესაც იგი 6-7 ია, 7ზე დაბლა მიწა მჟავედ ითვლება და  რაც უფრო დაბალია ციფრი, მით მაღალია მჟავეობა. 7ზე მაღალი ციფრი ტუტედ მიიჩნევა და რაც მეტია მაჩვენებელი, მით მეტად ტუტეა მიწა.  ერთიც და მეორეც ცუდია მცენარეებისთვის, ამიტომ საჭიროა მომატებული ტუტიანობის და მჟავიანობის დაწევა. წინააღმდეგ შემთხვევაში მცენარე მოკვდება. 

მჟავეობის ხარისხი

Ph ერთეულებში

მიწის სახეობა

ძლიერმჟავე

3,5-4,5

ჭაობი, ტორფნარი

მჟავე

4,6-5,3

ტორფნარევი,წიწვოვანი

სუსტადმჟავე

5,6-6,3

კორდის

ნეიტრალური

6,4-7,3

კორდის, ნეშომპალის, ფოთლოვანი

სუსტად ტუტე

7,4-8,0

კარბონატული

ტუტე

8,1-8,5

კარბონატული

ძლიერტუტე

8,5-9,0

კარბონატული

ნიადაგის მჟავეობის მოქმედება: იგი გავლენას ახდენს ნივთიერებების ხსნადობაზე და მცენარის მიერ მათი ათვისების უნარზე. სუსტადმჟავე და მჟავე ნიადაგზეზოგიერთი მცენარე უკეთ ითვისებს ფოსფორს, რკინას, თუთიას, ბორს და სხვ. მაგრამ თუ მჟავეობა მოიმატებს, უკეთ ათვისების ნაცვლად  ეს პროცესი გაუარესდება და მცენარე დაავადდება. ძლიერმჟავე ნიადაგში იმატებს ალუმინის რაოდენობა, რაც ხელს უშლის მცენარეს ფოსფორის, კალიუმის, მაგნიუმის, კალციუმის ათვისებაში. მიწაში გროვდება სხვა ნივთიერებები, რომლებიც სასარგებლო მიკროფლორაზე უარყოფითად მოქმედებს. პრაქტიკულად წყდება ორგანიკის გადამუშავება ჰუმუსად და შემდეგ კი მცენარისთვის ადვილად ასათვისებელ ნივთიერებებად.
ტუტე გარემოც ასევე ბევრ ბიოლოგიურ პროცესზე მოქმედებს.-ხელს უშლის მაკრო და მიკროელემენტების ათვისებაში მცენარეს. ზოგჯერ უკუპროცესიც შეინიშნება - მცენარე იწყებს გაათმაგებულად ნივთიერებების ათვისებას, და ეს სასარგებლო ნივთიერებები საბოლოოდ შხამად გადაიქცევა. ცდებით დადგინდა მჟავეობის ოპტიმალური საზღვრები  სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის, დეკორატიული მცენარეებისთვის, ხეებისა და ყვავილებისთვის.
მჟავეობის დადგენის მეთოდები: პერიოდულად საჭიროა ნაკვეთზე მიწის მჟავიანობის შემოწმება, მისი ნოყიერების განსაზღვრის მიზნით. ამას ლაბორატორიებში ადგენენ, თუმცა ზოგად წარმოდგენას სახლში ჩატარებული ანალიზებითაც შესძლებთ. ამისთვის გამოგადგებათ:
ლაკმუსის ქაღალდი: ნაკვეთში მზარდი სარეველა ბალახების სახეობის დადგენა; სუფრის ძმარი; ხელსაწყო- ph-მეტრი,    
ლაკმუსის ქაღალდი: ამოთხარეთ პატარა ორმო, მიწის თხელი ფენა ორმოს ძირიდან მოხსენით და 15-20გრ ჩაყარეთ წყალში, დააყენეთ ცოტა ხნით და მერე ჩადეთ ლაკმუსის ქაღალდი . ფერშეცვლილი ქაღალდი მიუთითებს მჟავეობის ხარისხზე:
წითელი - ნიადაგი მჟავეა; ნარინჯისფერი - მჟავე, ყვითელი - სუსტადმჟავე; ღია მომწვანო - ნეიტრალური; ლურჯის ყველა ტონალობა - ტუტე.
მჟავეობის დადგენა სარეველებით: მჟავე ნიადაგზე იზრდება:
ღოლო, მრავალძარღვა, პიტნა, შვიტა,მანანა, ხავსი, მხოხავი ბაია, ხანჭკოლა,მარწყვა-ბალახა,ისლი, მხოხა ველური მდოგვი.
ტუტე ნიადაგზე იზრდება:
ველური ყაყაჩო, მინდვრის მდოგვი, ლობიო, დეზურა, დედაფუტკარა.
ნეიტრალურ ნიადაგზე იზრდება:
ჭანგა, ჭინჭარი, გვირილა, მინდვრის მატკვარცანა,მინდვრის  ღიღილო, ხვართქლა,წითელი სამყურა, თათაბო, ნარი, ლამაზა..
ძმარი: სხვადასხვა ადგილიდან იღებენ ცოტ-ცოტა მიწას და ზემოდან ასხამენ  ძმრის რამდენიმე წვეთს. თუ აშიშინდა და ბუშტები გაჩნდა, მიწა ნეიტრალურია.
ბლის ან მოცხარის ფოთლების ჩაი:  ფოთლებს ასხამენ მდუღარეს, აყენებენ 15-20 წთ. მერე ყრიან მიწას . თუ ხსნარი გალურჯდა, მიწა მჟავეა, თუ გამწვანდა - ნეიტრალური ან ტუტე.
სოდა: მიწას ურევენ წყალს და ფაფისმაგვარ მასას ზემოდან სოდას აყრიან. .თუ აშიშინდა - მიწა მჟავეა.
ხელსაწყოები: შედარებით ზუსტ ინფორმაციას ხელსაწყოები იძლევა. მათი გამოყენება მარტივია: წვეტიან ნაწილს მიწაში არჭობენ. რამდენიმე წთ ში მასზე ციფრები დაეწერება - მიწის მჟავეობის მაჩვენებელი.
მჟავეობის  შეცვლა:  თუ მიწას მომატებული მჟავეობა აქვს, ესაჭიროება განეიტრალება: ამის მიღწევა შეიძლება გაკირიანებით, ნაცრის არევით, სიდერატების დარგვით, პრეპარატებით.  გამოდგება: კირი- ფიფქის სახით, დოლომიტის ფქვილი, ტბის კირი, ცარცი, ნაცარი.
მიწას ყოფენ ზონებად, სადაც აპირებენ კულტურული მცენარეების დარგვას- კენკრა ,ხილი, ბოსტნეული,, იმის მიხედვით, სად რა მცენარის დარგვა სურთ,  შეაქვთ კორექცია მიწის მჟავეობის მხრივ.
მძიმე მიწაში კირი შეაქვთ 5-7 წელიწადში ერთხელ, მსუბუქში - 4-5, ტორფიანში - 3 ში.. 20სმ სიღრმეზე. მერე ირწყვება, ნეიტრალურ დონეს 2-3 წელიწადში მიაღწევს.  დიდი ოდენობით მისი შეტანა არ შეიძლება - აზიანებს ახალგაზრდა მცენარეებს, ამ მხრივ ცარცი და დოლომიტის ფქვილი შედარებით რბი;ად მოქმედებს.
ნაცარი: ხის ნაცარი საუკეთესო საშუალებაა, მისი შეტანის ნორმა 0,6კგ/კვ. მ ზე.იგი შეაქვთ შემოდგომაზე , როდესაც სასუქის შეტანის დრო არაა, რადგან იგი რეაქციაში შედის მასთან და სასარგებლო მინერალურ ნივთიერებებს მცენარე ვეღარ ითვისებს.
სიდერატები: შემოდგომაზე თესავენ ერთ ან მრავალწლიან მცენარეებს, რომლებსაც გრძელი ფესვებით შეუძლიათ მიწის სიღრმიდან სასარგებლო ნივთიერებების ზედაპირზე ამოტანა. მიწისზედა დიდი  მწვანე მასის წყალობით იგი წარმატებით ცვლის ნაკელს. სიდერატებია:
ქერი, ჭვავი, პარკოსნები, ხანჭკოლა, ფაცელია, ლუცერნა, ბარდა - ვიკა.
მათ შემდეგ მიწა გახდება ფხვიერი, ნოყიერი, ნეიტრალური რეაქციის.
პრეპარატები: ბოლო დროს მაღაზიებში გამოჩნდა პრეპარატები, რომლებსაც წარმატებით იყენებენ მიწის მჟავეობის კორექციისთვის, მათი გამოყენება მეტად მარტივია და ფიზიკურ მუშაობას არ საჭიროებს: ამ ფუნქციის გარდა, მასში შემავალი სხვა ნივთიერებები ასევე ზრდიან გასანეიტრალებელი ნიადაგის ნოყიერებას- კალციუმი, მაგნიუმი, ფოსფორი ,მოლიბდენი, თუთია, სპილენძი და სხვ.
ეს პრეპარატები შეაქვთ შემოდგომაზე მიწაში მისი შემდგომი გადაბარვით და მორწყვით. 2-3 წლის შემდეგ მიწა ნეიტრალური ხდება.

https://yvavilebismovla.ge/metodebi/202-mineraluri-sasuqi.html
21 May 0 0

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно