ნიადაგის მჟავეობა და წყლის სიხისტე

იმისთვის, რომ ლამაზი და ჯანმრთელი ყვავილები გაზარდოთ,აუცილებელია ნიადაგის მჟავეობის და წყლის სიხისტის მაჩვენებლების ცოდნა.მათზე პირდაპირაა დამოკიდებული მცენარის ზრდა-გავითარება. როგორ იზომება ეს მაჩვენებლები და როგორ შევცვალოთ ისინი?
ნიადაგის მჟავეობა - მეცნიერული თვალსაზრისით, მჟავეობა წყალბადის იონების აქტიობის დონეა. მისი აბრევიატურაა ph. არსებობს ნიადაგის მჟავეობის  ასეთი ცხრილი:
ძლიერმჟავე ნიადაგი - 3-4; მჟავე ნიადაგი - 4-5; სუსტადმჟავე ნიადაგი - 5-6; ნეიტრალური ნიადაგი - 6-7; ტუტე ნიადაგი - 7-8; ძლიერ ტუტე ნიადაგი - 8-9
რა გავლენას ახდენა ეს მახასიათებელი მცენარეზე? ნიადაგის ეს თვისება ხელს უწყობს ან პირიქით, უშლის ფესვებიდან საჭირო მიკროელემენტების ათვისებას. მაგ. ძლიერმჟავე ნიადაგიდან მცენარე ვერ შეითვისებს ფოსფორს, მაგნიუმს, აზოტს, კალციუმს, მოლიბდენს. მაგრამ შეიძლება მოხდეს ათვისება რეაქციის შედეგად შექმნილი მავნე ნივთიერებების, რომლებიც ადვილად იხსნება წყლში.
ძლიერ ტუტე ნადაგში მცენარე სწრაფად ჭკნება და ხმება, რადგან მიწაში ბევრი მძიმე ლითონია, ძნელდება ფილტრაცია, რაც ხელს უშლის სასარგებლო ნივთიერებების ათვისებას ნიადაგიდან და წყლიდან,
როგორ განისაზღვრება ნიადაგის მჟავეობა?- ყველაზე ადვილია  ph-მეტრის გამოყენება. მიწას ცოტა წყალს ასხამენ ფაფისებრი მასის მიღებამდე. წყალი უნდა იყოს გამოხდილი, რომ შედეგი მაქსიმალურად ზუსტი მიიღოთ. თუ ქოთნის მიწის მჟავეობის გაგება გსურთ, მიწა უნდა აიღოთ არა ზედაპირიდან, არამედ დაახლოებოთ 3 სმ სიღრმიდან. ასევე შეიძლება მჟავეობის დადგენა ლაკმუსის ქაღალდის გამოყენებით. იგი ფერს იცვლის და ტუტე გარემოში ლურჯდება, მჟავეში  წითლდება, ნეიტრალურში კი იისფერი ხდება. 

სახლის პირობებში ასევე გამოიყენება ძმარი და სოდა. მიწას 2 ნაწილად ჰყოფენ, ერთს ამატებენ 1 ჩ.კ. ძმარს. თუ მიწა აფუშფუშდა, მისი მჟავეობა დაბალია, ანუ სუსტად მჟავე ან ნეიტრალურია. ეს დამოკიდებულია აფუშფუშების ხარისხზე. თუ რეაქცია არ ყოფილა, გადადიან მეორე ნაბიჯზე. მიწის მეორე ნაწილს ასხამენ გამოხდილ წყალს ფაფისებრი მასის მიღებამდე. მერე ამატებენ 1კ. სოდას. თუ აქ აშიშინდა მიწა, ეს ნიშნავს, რომ ნიადაგი მჟავეა. შიშინის ხანგრძლივობა მიუთითებს, რამდენად მჟავეა მიწა. თუ არც აქაა რეაქცია, ეს მიწა ნეიტრალური ყოფილა.
ეგზოტიკური მცენარეების უმეტესობა თავს კაგრგად გრძნობს ნეიტრალურ ნიადაგში. მაგრამ არსებობენ მცენარეები, რომლებსაც მოსწონთ მჟავე ნიადაგი - ფუქსია, აზალია, ჰორტენზია, მონსტერა, ანთურიუმი, ფრთათეთრა,კამელია, გვიმრები, დეკორატიული სატაცური, ბეგონია, შვია, ფურისულა, ჭორტანა, კაუჩუკის ფიკუსი, ამარილისი, არალია, სტეფანოტისი, ორქიდეა, როდოდენდრონი,.
მიწის მჟავეობა შეიძლება თავადაც შეცვალოთ. უმეტესობა ნაყიდ მიწებს დაბალანსებული მჟავეობა აქვთ და ეს მითითებულია პაკეტებზე. მაგრამ დროთა განმავლობაში იგი სასუქის და წყლის ხარისხიდან გამომდინარე, იცვლება, ამიტომ მისი მჟავეობის გადამოწმება აუცილებელია 3-4 წელიწადში ერთხელ. მომდევნო გადარგვის დროს მიწის მჟავეობა შეიძლება შეცვალოთ. თუ მაჩვენებელი 7 ზე დაბალია, დაამატეთ კირი, ან ხის ნაცარი, თუ 7ზე მეტი- მაშინ საჭიროა ტორფი, წიწვოვნების ხის ქერქი, ან წიწვები, ასე შეიძლება ნიადაგის მჟავეობის შეცვლა ბაღშიც, მაგრამ თუ ფართობი ძალიან დიდია, სჯობს შეარჩიოთ თქვენი ბაღის ნადაგის ტიპის მოყვარული მცენარეები.
წყლის სიხისტე -ეს ცოტა სხვაგვარი მაჩვენებელია. იგი გვამცნობს წყალში მარილის და კირის შემცველობას. ეს ძირითადად კალციუმის და მაგნიუმის მარილებს ეხება და მათ სიხისტის მარილებს უწოდებენ. რაც მეტია მათი შემცვლელობა წყლის მოცულობის ერთეულში, მით მეტად ხისტია წყალი. იგი აღინიშნება dh-ით და მას ზომავენ აკვარიუმისტების მეთოდით, რადგან წყლის სიხისტეს მათთვისაც დიდი მნიშვნელობა აქვს. არსებობს სპეციალური ხელსაწყოები, ტესტები, მათ შორისაა TDS -მეტრი, რომელიც  განსაზღვრავს წყალში მარილების, მინერალების რაოდენობას და ელ გამტარიანობას. 

როგორც ცნობილია, ხისტი წყალი აშრობს კანს, მასში გარეცხვის მერე ნივთები კარგავენ სირბილეს. იგი აჩენს თეთრ ნადებს ონკანზე, სარეცხ მანქანაში, ჩაიდანში. რბილ წყალში კი შამპუნის ან საპნის ჩამობანა საკმაოდ რთულია. ხისტ წყალში საპონი ცუდად ქაფდება, მაგრამ ადვილად სცილდება. ყვავილებისთვის ასეთი წყალი არაა სასარგებლო, პირიქით, ვნებს მათ, თუ რეგულარულად გამოიყენებთ სარწყავად. მიწაში დაგროვდება მძიმე მარილები, რაც მიწის გამტარიანობას აფერხებს და მცენარეს უჭირს სასარგებლო ნივთიერებების ათვისება.
ზოგადად, ბაღის ყვავილები უფრო გამძლეები არიან, მაგრამ მათთვისაც აუცილებელია წყლის სიხისტის დადგენა. თუ იყენებთ მიწისქვეშა წყალს სარწყავად, უნდა იცოდეთ მისი მინერალური შემადგენლობა. ისე, სჯობს წვიმის წყლის გამოყენება, იგი შედარებით რბილია.
როგორ შეიძლება წყლის სიხისტის შემცირება სახლის პირობებში?- არსებობს დროებითი და მუდმივი სიხისტე. ადუღება შველის დროებითს - ამ დროს მარილები იშლება. მუდმივი სიხისტე უფრო რთული მოსაშორებელია. დღევანდელი ფილტრები ასუფთავებენ წყალს ქლორისგან და ზოგი მარილისგან, მაგრამ მებაღეების აზრით, ეს არაა საკმარისი,- ფოთლებზე მაინც რჩება ასეთი წყლის შესხურებისას ნადები თეთრ ლაქებად. ნაწილობრივ მასაც  ანეიტრალებს ადუღება, მაგრამ ასეთი წყალი უკვე უსიცოცხლო და ცარიელია, მასში არაა მიკროფლორა.
კარგად რბილდება ნადგამი წყალი. ამ დროს მძიმე მარილები ილექება. ამიტომ სარწყავად გამოყენებამდე წყალს სხვა ჭურჭელში ფრთხილად ასხამენ ისე, რომ წინაში დარჩეს 1-2 სმ ძირზე. ნადგამი წყალი გულისხმობს ჭურჭელში მის გაჩერებას ერთი დღე-ღამით სითბოში, თავღია ჭურჭელში, ასე ქლორიც აორთქლდება, და წყალი ჟანგბადითაც გაჯერდება. ამ წყალს იყეებენ სარწყავად და დასანამადაც. 

ხისტი წყალი მიწის ზედა ფენაზე აჩენს თეთრ ნადებს, ამიტომ სასურველია ამ ფენის შეცვლა ყოველ წელს. მცენარის დროული გადარგვაც ამცირებს ნიადაგში მარილის რაოდენობას, რაც აუცილებლად დაგროვდება დროთა განმვლობაში. კიდევ ერთი მეთოდია წყლის გაყინვა ნახევრად. დარჩენილ წყალს ღვრიან- სწორედ წყლის ამ ნაწილშია დალექილი  მარილები, რომლებიც გაცილებით ნელა იყინებიან. მერე ადნობენ ასეთ წყალს და იყენებენ სარწყავად.
წყლის დარბილებას ხელს უწყობს ნაცარიც. მას ყრიან წყალში  - 3გრ 1ლ ზე. იგი სასუქსაც წარმოადგენს და ამიტომ ზედმეტი სასუქი მცენარეს აღარც სჭირდება. ძლიერ ხისტ წყალს კი მჟავის დამატებით არბილებენ. 1ლ წყალს ამატებენ რამდენიმე მარცვალ ლიმონის მჟავას და აცდიან, რომ კარგად გაიხსნას. ეს უკვე ვიტამინიზირებული წყალია და ასევე უხდება მცენარეებს.
ხშირად ამ მიზნით იყენებენ ტორფსაც. 100გრ ახალნაყიდ ტორფს ყრიან პატარა სელის ან ბამბის ტომსიკებში და დებენ 10იან წყლიან სათლში, ერთ დღე-ღამეში წყალი ვარგისი ხდება სარწყავად, ვინაიდან ტორფი, რომელიც მაღალმჟავე პროდუქტია, ანეიტრალებს მძიმე მარილებს.

თარგმანი თ. სუპატაშვილის

11 March 0 0

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно