მინერალური სასუქი

ყველაზე ეფექტურია ორგანული და მინერალური სასუქის ერთობლივად შეტანა, რადგან  მათი მოქმედება ასე ერთად ძლიერდება. მინერალური სასუქი შემადგენლობის მიხედვით იყოფა მაკრო - აზოტის, ფოსფორის, კალიუმის და მიკროსასუქებად. ისინი შეიძლება იყოს მარტივი (შეიცავენ ერთ ელემენტს) ან რთული (2, 3 ან მეტი ერთად).
აუცილებელია სასუქის შემადგენლობის, შენახვის და არევის წესების, ვადების, მიწაში შეტანის წესების ცოდნა . მარტივ სასუქს ეკუთვნის აზოტის (გვარჯილები, შარდოვანა), ფოსფორის (სუპერფოსფატი, ფოსფორიტის ფქვილი, პრეციპიტატი, ორმაგი სუპერფოსფატი, ძვლის ფქვილი) და კალიუმის (ქლორიდი, სულფატი, კალიმაგნეზია, ცემენტის მტვერი, ბუხრის ნაცარი) შემცველი სასუქი.
აზოტიანი სასუქი:
ამიაკის გვარჯილა- თეთრი ან მოყვითალო წვრილკრისტალური ფხვნილია, შეიცავს 34,7-35 % აზოტს. ყველაზე გავრცელებული აზოტშემცველი სასუქია. კარგად ხსნადი წყალში, სწრაფად მოქმედი, მაგრამ მცირედ ამჟავებს მიწას, ამიტომ მომჟავო მიწაზე შეტანის წინ ურევენ 1კგ სასუქზე 1კგ ცარცს ან 0,6კგ კირს.
რ შეიძლება მისი შერევა ბუხრის ნაცართან, კირთან, შარდოვანასთან ერთი დღით ადრე, ესენი უნდა აურიოთ უშუალოდ ხმარების წინ. სუპერფოსფატთან არევამდე მას ანეიტრალებენ და 1კგ სუპერფოსფატს ამატებენ 0,1კგ კირს. გვარჯილა ინახება მშრალ ადგილზე, ვინაიდან იგი ჰიგროსკოპულია, ანუ აქტიურად იწოვს ტენს ჰაერიდან.
ამონიუმის სულფატი - თეთრი ან ნაცრისფერი კრისტალური ფხვნილია, შეიცავს 20,5 – 21,5 % აზოტს. კარგად იხსნება წყალში და კარგად შეიწოვება მიწაში. მაგრამ მიწას ამჟავებს , ამიტომ ნეიტრალიზაციის მიზნით უმატებენ 1კგ სულფატზე 1,2კგ კირს ან 2კგ ცარცს. არ შეიძლება მისი შერევა ჩამქრალ კირთან, ნაცართან. შეიძლება - ფოსფორიტის ფქვილთან და სხვ.  
შარდოვანა - თეთრი წვრილკრისტალური ფხვნილია. შეიცავს 46 % აზოტს, კარგად იხსნება წყალში, იყენებენ საკვებად სხვადასხვა სახით - მშრალი, თხევადი, არაფესვური, ამ ბოლოსთვის, ფოთლები რომ არ დაწვას, ხსნარს ასე ამზადებენ : 10ლ წყალში ხსნიან 20-30გრ შარდოვანას და ასხამენ 10კვ.მ ფართობზე. შარდოვანას არ ურევენ ამიაკის გვარჯილას. მარტივ სუპერფოსფატთან არევისას კი საჭიროა ისეთივე განეიტრალება, როგორც გვარჯილასთან სუპერფოსფატის შერევისას.
ფოსფორიანი და კალიუმიანი სასუქი:
მარტივი სუპერფოსფატი -ყველაზე გავრცელებული ფოსფორშემცველი სასუქია. არის ფხვნილის ან გრანულების სახით. შეიცავს 14-19,5 % ფოსფორს, ფხვნილისებრი სასუქი თეთრი ან ნაცრისფერია.  ინახება მშრალად, არ ურევენ კირს, მაგრამ შეიძლება დაუმატონ 10% კირი ან ნაცარი.
ორმაგი სუპერფოსფატი - გრანულირებული სასუქია, შეიცავს 45-48 % ფოსფორს, კარგად იხსნება წყალში,
ფოსფორიტის ფქვილი - ნაცრისფერი, მურა ან მუქი ნაცრისფერი ფხვნილია, შეიცავს 19-23 % ფოსფორს, წყალში პრაქტიკულად არ იხსნება, ამიტომ მჟავე ნიადაგზე უკეთ ჩანს მისი ქმედება, არ შეიძლება კირთან ერთად შეტანა მიწაში.
კალიუმის ქლორიდი -თეთრი ან ვარდისფერი წვრილკრისტალური ფხვნილი, შეიცავს 52-56 % კალიუმს, კარგად იხსნება წყალში, შეტანის წინ მას კარგად აფხვიერებენ, ცრიან 3-5მმ იან საცერში,  ნიადაგში სჯობს მისი შეტანა შემოდგომაზე,
კალიუმის მარილი  -  ღია ნაცრისფერი კრისტალური ფხვნილია, ვარდისფერი კრისტალებით. შეიცავს 30-40 % კალიუმს. კარგად იხსნება წყალში, ისიც კალიუმის ქლორიდის მსგავსად ბევრ ქლორს შეიცავს, ისიც შემოდგომით შეაქვთ, ასე ქლორი გამოირეცხება ნალექით, კალიუმი კი მიწაში შეიწოვება.
კალიუმის სულფატი - მოყვითალო თეთრი კრისტალური ფხვნილია, შეიცავს 45 – 50 % კალიუმს, კარგად იხსნება წყალში. არ შეიცავს ქლორს. შეიძლება მისი შერევა ყველა მინერალურ სასუქთან , უშუალოდ შეტანის წინ. 
რთული სასუქი:
ნიტროფოსკა, ამოფოსი, კალიუმის გვარჯილა, დიამოფოსი, -  ესენი რთულ სასუქებს წარმოადგენენ. ნიტროფოსკა გრანულირებული სასუქია, შეიცავს 12-17 % აზოტს, 10-17 % ფოსფორს და 12-18 % კალიუმს. ისხნება წყალში. დიამოფოსი შეიცავს 20-21 % აზოტს, 51-53 % ფოსფორს. ეფექტურია ნეიტრალურ ნიადაგზე.
ბაქტერიული სასუქი:
მას მიეკუთვნება ნიტრანგინი, აზოტობაქტერინი, ფოსფობაქტერინი, ამბ- პრეპარატი. ორგანულ და მინერალურ სასუქთან ერთად მნიშვნელოვნად ზრდიან ბოსტნეულის და კარტოფილის მოსავლიანობას. მისი მოქმედება ეფუძნება მიკროორგანიზმების თვისებას, ნიადაგში მცენარისთვის მიუწვდომელი საკვები გარდაქმნას მათთვის ათვისებად ფორმად.
მიკროსასუქი:
ამ სასუქებში მთავარ მოქმედ ნივთიერებებს წარმოადგენენ ელემენტები - ბორი, მანგანუმი, თუთია, სილიციუმი, კობალტი, მოლიბდენი, ნატრიუმი, სპილენძი, რკინა, ისინი მიწაში და მცენარეებში ძალიან მცირე ოდენობით არიან. მიკროსასუქის დოზები მცირეა და მათ უმეტესად არაფესვურ საკვებად იყენებენ, ან დათესვამდე თესლის დასამუშავებლად.
თუ ნაკვეთში შეაქვთ ნაკელი, მიკროელემენტების საჭიროება მთლიანად დაკმაყოფილებულია. თუ ორგანული სასუქი ცოტა შეაქვთ, ძირითადად იყენებენ მაკროსასუქს და ამ შემთხვევაში მიკროელემენტებზე მოთხოვნა მატულობს. შეიძლება სპეციალური აბების გამოყენებაც, რომლებიც შეიცავენ მიკროელემენტებს ოპტიმალური რაოდენობით.  ერთ აბს ხსნიან 20ლ წყალში და ასხამენ 3-4 კვ.მ ზე.

თარგმანი თ. სუპატაშვილის
11 March 0 10 187
loading...
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно