მავთულა ჭია - კარტოფილის მტერი

კარტოფილს ბევრი მტერი ჰყავს. კოლორადოს ხოჭოს გარდა, ერთერთი ასეთივე საშიში მტერი მავთულა ჭიაა, ტკაცუნა ხოჭოს მატლი. ეს ხოჭოები სწრაფად ანადგურებენ მცენარის  ფოთლებს. ჭია საკმაოდ პატარაა და არ ჩანს, მაგრამ მის შავ საქმეს მშვენივრად აკეთებს.
ამ ხოჭოების 10 000მდე სახეობაა ცნობილი, იგი ყველგანაა გავრცელებული, ჭია მცენარეს ფესვებს უზიანებს. დასახელება მიიღო მისი გარეგნული აგებულების და ქცევის თავისებურებისგან გამომდინარე. წინა მხარეს ხოჭოს თითისმაგვარი წანაზარდი აქვს სხეულის ქვედა ნაწილში, და მიმართულია უკან. შუა ნაწილში კი მისივე ზომის ჩაღრმავებაა. ზურგზე დავარდნილი ხოჭო იღუნება ისე, რომ ეს წანაზარდი ამოდის ამ ჩაღრმავებული ადგილიდან, აწვება მის კიდეს, ტკაცუნით უბრუნდება საწყის ადგილს და ამ მომენტში ხოჭო ხტუნვით ცდილობს გადაბრუნებას ეს ხტუნვა გრძელდება მანამ, სანამ ხოჭო  ფეხზე არ დადგება ხტუნვისას ისმის ტკაცუნი, სახელის ამის მიხედვით ეწოდა.
მატლი: ხოჭოს გავითარების 5წლიანი ციკლი აქვს. ადრე გაზაფხულზე მდედრი დებს კვერცხს მიწის ზედა ფენაში, მცენარეული ნარჩენების ქვეშ, 3-5 ცალს ერთ ჯგუფად. ერთი მდედრი სულ 120-150მდე კვერცხს დებს. 20-40 დღეში იჩეკება მატლი, რომელსაც ზრდასრულობამდე 3-4 წელი სჭირდება. იგი მიწაში ცხოვრობს და პირველი წელი მცენარის ფესვებით იკვებება, ამ პერიოდში ის კულტურულ მცენარეს არ ეხება. მეორე წელს იგი იზრდება და ძლიერ მოძრავი ხდება. სხეული წვრილი და მავთულივით მაგარი აქვს, მისი გასრესა არაა ადვილი,  და ამ პერიოდშია იგი საშიში. მეოთხე წელს მიწაში ჭუპრდება, გაზაფხულზე კი ზრდასრულ ხოჭოდ გადაიქცევა.
მწერი დიდ ზიანს აყენებს კულტურულ მცენარეებს - ანადგურებს თესლს, ნათესს, ფესვებს, ღეროებს, იგი ერჭობა გორგლებში, ფესურებში, აკეთებს ხვრელებს მასში. მერე კი იქ ლპობა იწყება და საკვებად და შესანახად ასეთი მცენარე აღარ ვარგა.
ვებრძვით მავთულა ჭიას და ტკაცუნა ხოჭოს:
ადრე გაზაფხულზე ღრმად ბარავენ მიწას, ანადგურებენ სარეველას, უპირველესად - ჭანგას,
კარტოფილს რგავენ ლობიოს და ბარდის შემდეგ.
თუ მწერი ბლომადაა მიწაში, 2 კვირით ადრე დარგვამდე ხაფანგს აგებენ და თესავენ  4-5 მარცვალ ქერს, სიმინდს, ხორბალს თითო ორმოში 50-70ს დაშორებით ერთ ხაზზე, მათი ამოსვლის მერე  კი თხრიან მათზე აცოცებულ ჭიებთან ერთად და ანადგურებენ.
ასევე ხაფანგად  შეიძლება გამოიყენოთ სტაფილო, ჭარხალი 1-2 ცალი 1კვ, მ, ზე და ეს ადგილი მოინიშნოთ. 3-4 დღის მერეამოთხარეთ ეს კულტურული მცენარეები და მათთან ერთად მწერებიც გაანადგურეთ.
კარტოფილის რიგებს შორის დარგეთ სალათი, მათ ფესვებს ადვილად ჭამენ ჭიები და კარტოფილს ნაკლებად ეტანებიან.
მიწას მოაყარეთ ინსექტიციდები, რომელიც გრანულების სახითაა გამოშვებული ან კარტოფილის დასარგავ ორმოში ჩააგდეთ სუპერფოსფატის 5 გრანულა.
კარტიოფილის დარგვამდე მიწას მოასხით „მარგანცოვკა“ - 5გრ გახსნილი 10ლ წყალზე - 0,5ლ ერთ ორმოში.  ამ ხსნარს იყენებენ მხოლოდ ტუტე მიწაზე.
შედეგიანია ასევე ქრისტესისხლას(100გრ 10ლ ზე), ჭინჭრის (500გრ 10 ლზე), ბაბუაწვერას (200გრ 10ლ ზე) ნაყენების გამოყენებაც 2-3 ჯერ 7 დღიანი ინტერვალებით.
ხაფანგი:უფრო შრომატევადი, მაგრამ ეფექტური მეთოდია მატლის და ხოჭოს  დაჭერა ხაფანგების საშუალებით. მათ 2-3 დღეში ერთხელ ამოწმებენ და დარგვამდე ერთი კვირით ადრე უამრავ მწერს აშორებენ ნაკვეთს. ხაფანგი ჯოხზე წამოცმული უმი კარტოფილის ნაჭრებია, რომლებსაც მარხავენ მიწაში, შემოწმებისას მათ იღებენ მიწიდან, აცლიან დახვეულ მატლებს და ისევ მიწაში ფლავენ, ოღონდ სხვა ადგილზე. ასე უნდა შემოიარონ მთელი ეზო ზაფხულის განმავლობაში.
კიდევ ერთი მეთოდია ქილაში სტაფილოს, ჭარხლის ან კარტოფილის ნაჭრების ჩაყრა და ყელამდე ამ ქილის დამარხვა მიწაში, ასევე ამოწმებენ 2-3 დღეში. პერიოდულად ბოსტნეულის ნაჭრებს ცვლიან.
ხშირად ამუშავებენ თესლს დეცისით ან კარატეთი. მერე აშრობენ და თესავენ. ნათესს ჭიები ეტანებიან. წამალი ჯერ ისევ ქტიურია, შესაბამისად ნათესის შეჭმისას შხამი ჭიაში ხვდება და კლავს. ეს პრეპარატი აქტიურობას ერთ თვეში ჰკარგავს და ადამიანისთვის პროდუქტი უკვე უვნებელი ხდება.
გაზაფხულზე ნაკვეთში თხრიან ორმოებს და შიგ ყრიან მოთიბულ გახრწნადაწყებულ ბალახს, მავთულა ჭიები ამ ოროებში იყრიან თავს - იქ თბილა და საკვებიცაა, რამდენიმე დღის შემდეგ ამ ბალახს წვავენ. პროცედურას ხშირად იმეორებენ ნაკვეთის სხვადასხვა ადგილზე.
ყველაზე ნაკლებ მავნეა „მარგანცოვკის“ მოსხმა - ერთი სათლი ბაცი ვარდისფერი ხსნარი 10-15 ორმოზე. შეიძლება დასარგავი მასალის დამუშავებაც უფრო მუქ ხსნარშიც.
ზოგჯერ ურჩვენ ნიადაგში ამიაკის სუნიანი სასუქის შეტანას - სჯობს ამონიუმის სულფტის. თუ არ გაამართლა არც ერთმა მეთოდმა, ბოლო ვარიანტად რჩება ბაზუდინის გამოყენება, მოქმედი ნივთიერებაა დიაზონინი -ძლიერ ტოქსიური ნივთიერება თბილსისხლიანი არსებებისთვის, მათ შორის - ადამანისთვისაც. მიწაში შესატანი ნორმებიც დიდია - 40გრ/კვ მ. ამიტომ მას მიმართავენ, თუ მავნებელი ძალიან ბევრია ნაკვეთში და სხვა საშუალებები უშედეგოა. https://yvavilebismovla.ge/mavneblebi/

თარგმანი თ. სუპატაშვილის

19 May 0 53

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно