ჰიდროგელი მცენარეებისთვის

ზაფხულობით მცენარეებს აწუხებთ სიმშრალე და სიცხე, განსაკუთრებით  თუ ისინი აივანზე არიან ჩამოკიდებულ კაშპოებში, ყუთებში, კალათებში.მიწა მათში სწრაფად შრება, ფესვებიც ადვილად ზიანდება. კიდევ უფრო რთულდება საქმე, თუ მცენარეები აგარაკზეა, სადაც კვირაში ერთხელ ჩადიხართ და არც ღია გრუნტში მზარდი მცენარეები არიან უკეთეს მდგომარეობაში. თუ არ წვიმს, კვირაში ერთხელ მორწყვა არ ეყოფათ. მცენარე გაყვითლდება, დაჭკნება და საბოლოოდ მოკვდება. მაგრამ არსებობს საკმაოდ კარგი გამოსავალი, რომელიც მორწყვის შემცირების შესაძლებლობას იძლევა 4-6 ჯერ. ეს ჰიდროგელია - უფერო ფხვნილი ან კრისტალები, რომლებიც დასველებისას ჯირჯვდება და წყლის რეზერვუარად იქცევა გარკვეული პერიოდის განმავლობაში. მიწაში არევისას იგი იქცევა წყლის წყაროდ და როცა მიწა შრება, ფესვები ამ საცავიდან იწყებენ წყლის შეწოვას იმ რაოდენობით, რაც ესაჭიროებათ.
ჰიდროგელის მუშაობის პრინციპი: ქიმიური ფორმულების მიხედვით იგი პოლიმერს წარმოადგენს, რომელსაც შეუძლია დიდი ოდენობის წყლის და სასუქის შეკავება. 1გრ მშრალ ნივთიერებას შეუძლია 0,2-0,3 ლ წყლის შთანთქვა. მას ურევენ მიწაში, ისეთ სიღრმემდე, რომ მცენარის ფესვები სწვდებოდნენ. 2-3 კვირაში ფესვები ამ კაფსულებთან მიაღწევენ და იქედან დაიწყებენ წყლის შეწოვას ისე, რომ აღარ ელოდებიან მორწყვას. მიწა ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია ბოლომდეც გამოშრეს, მაგრამ ეს მცენარეს არაფერს დაუშავებს უკვე. იგი დამატებით წყაროდ იქცევა, რომელიც გვალვაში მცენარეს გახმობის საშუალებას არ მისცემს.
ეს გრანულები წარმატებით ითვისებენ თხევად სასუქსაც. ასეთ შემთხვევაში თქვენს არყოფნას მცენარე საერთოდ  ვერ გრძნობს. იგი სწორად იკვებება და ამიტომ კარგად გაიზრდება.  კიდევ ერთი დადებითი თვისება აქვს ჰიდროგელს -  იგი არ იძლევა მცენარის დალპობის საშუალებას. ზედმეტი წყალი მორწყვისას მის მიერ შთაინთქმება და არ გადმოდის სადგამზე სადრენაჟე ნახვრეტიდან, საჭიროებისას კი მცენარე მისგან მიიღებს სითხეს.

 
ჰიდროგელის გამოყენების სფეროები: მას იყენებენ როგორც ღია გრუნტში, ასევე კონტეინერებში, ქოთნებსა და კაშპოებში. განსაკუთრებით კარგი ეფექტი აქვს ქუჩის და აივნის მცენარეებისთვის  კონტეინერებში. მორწყვა კვირაში 1-2 ჯერ ასეთ დროს უკვე საკმარისია, რომ მცენარეთა დეკორატიულობა შენარჩუნდეს.
მას ჩითილების გასაზრდელადაც იყენებენ. ჩითილების ნიადაგი სწრაფად შრება, ჰიდროგელი კი ამ პროცესს აფერხებს.შესაძლებელია დათესვაც ჰიდროგელიან ნიადაგში - ეს ასტიმულირებს თესლიდან მცენარის სწრაფ ზრდას.
რომელ მცენარეებს უხდება ჰიდროგელი: ბევრს მიაჩნია, რომ იგი ყველა მცენარეს გამოადგება, გარდა გვალვაგამძლეებისა, - სუკულენტებს, ეპიფიტებს ფესვებში მუდმივად ტენიანი გრანულები არ მოსწონთ.
გამოყენება: მათ მიწაში ურევენ მცენარის დარგვამდე. 1გრ მშრალი გელი 1ლ მიწაზე ან 1წილი გაჯირჯვებული  გელი 5 წილ მიწაზე. ასე გამოდგება სახლის და ბაღის მცენარეებისთვის, რომლებიც იზრდებიან კონტენერებში, ასევე ნათესისთვისაც.
მშრალ გელს ასხამენ წყალს ერთი სთ ით, გელი იჯირჯვება, ზედმეტ წყალს კი ღვრიან. მერე მიწას ურევენ ისე, რომ შიგნით თანაბრად გადანაწილდეს. მერე კი რგავენ მცენარეს. 2 კვირაში ფესვები მიაღწევენ კაფულებს და ამის  შემდეგ  მორწყვას ამცრებენ 2-6 ჯერ ტემპერატურის გათვალისწინებით.
უკვე დარგული მცენარეებისთვის -ასევე შეიძლება მისი შეტანა მიწაში. ამისთვის  ფანქრით ნახვრეტებს აკეთებენ მცენარის ირგვლივ, შიგ  გრანულებს ყრიან. მერე კი რწყავენ.
ჰიდროგელი ღია გრუნტში: მიწის მომზადებისას ყვავილების დასარგავად ასევე ურევენ მიწას მშრალ გელს და მერე რწყავენ. საჭიროა  25-100გრ გელი 1კვ.მ მიწაზე. მიწას გადაბარავენ, კარგად ურევენ. ზედაპირულფესვიანი მცენარეებისთვის გელი შეაქვთ 10სმ სიღრმეზე. დიდ ფესვიან მცენარებთან კი - 20-25სმ ზე.მერე მიწას უხვად რწყავენ. გაჯირჯვებული გელი  ზომაში იმატებს და მიწა შეიძლება აიწიოს. შესაძლოა ასევე დასარგავ ორმოში 1წილი გელის ჩაყრა 5 წილ მიწაზე. მას წინასწარ ასხამენ წყალს და აცდიან ,სანამ გაჯირჯვდება. მერე თხრიან ორმოს, ძირში გელს ყრიან და ურევენ მიწას. შეიძლება ფენა-ფენაც დააყარონ. ზემოდან ნერგს დებენ და მერე მიწას აყრიან კიდევ.
უკვე დარგულ მცენარეებისთვის მიწაში მათ ირგვლივ აკეთებენ ნახვრეტებს 20სმ სიღრმით და მშრალ გელს ყრიან შიგ. მერე მიწას აყრიან ისევ  და რწყავენ, მერე კი განმეორებით  რწყავენ 40-50 წთ ის შემდეგ.

ნათესისთვის: შესაძლოა  დათესვა სუფთა ჰიდროგელშიც. მას წინასწარ ალბობენ, მერე ზედმეტ წყალს ღვრიან. დარჩენილ მასას აბლენდერებენ და თანაბარ ფენად ასხამენ ჭურჭელში 1-2 სმ სისქეზე. დათესვის შემდეგ აფარებენ ცელოფანს. როცა ნათესი ამოვა და პირველი ფოთლებიც ამოუვა, მათი პიკირება ხდება ჰიდროგელის მასასთან ერთად.
ჰიდროგელის უპირატესობა: მცენარეები არ ფუჭდება გვალვის გამო. მორწყვებს შორის პერიოდი იზრდება, გარეთ დაახლოებით 1 კვირით, ოთახში კი - 2-3 კვირით.. იგი კარგად ინახავს სასუქსაც. მორწყვისას შეუწოველ წყალს კარგად იწოვს გელი და ჰაერისთვის ათავისუფლებს ადგილს, ფესვები თავისუფლად სუნთქავენ. მცენარე სწრაფად იზრდება, კარგად ყვავილობს და მსხმოიარობს, მისი დახმარებით იგი ადვილად უმკლავდება დაავადებებს და ზოგადად, სტრესს.
ერთხელ შეტანილი გელი საკმარისია 3-5 წელი, იგი იტანს ყინვას, ლღობას, სრულ გამოშრობას და ამის მერე არ იცვლის თვისებებს, ამ ვადის შემდეგ კი უბრალოდ მიწაში იშლება ნახშირორჟანგად, ამიაკად და წყლად. გამზადებული გელი შეიძლება ჩაასხათ ჭურჭელში და თავდახურული შეინახოთ სიბნელეში 1-2 თვით. თუ თავღიად დატოვებთ, იგი გამოშრება და მომდევნო გამოყენების წინ ისევ დასჭირდება წყალი. მოწს ზედა ფენის გაშრობა აღარ გამოდგება იმის ნიშნად, რომ მცენარეს წყალი სჭირდება. ყველაზე უკეთესი მეთოდი ამის დასადგენად ექსპერიმენტების გზაა.  თუ მცენარე იწყენს, ფოთლები ტურგორს ჰკარგავს - უკვე დროა მორწყვის. ინტერვალი მორწყვასა და მოწყენილ მცენარეს შორის - ესაა დრო მორწყვებს შორის. კიდევ უფრო მარტივია - თუ ადრე მცენარეს 3 დღეში ერთხელ რწყავდით, ჰიდროგელის შემდეგ ,მინიმუმ 2ჯერ შეიძლება გაზარდოთ მორწყვებს შორის პერიოდი. უბრალოდ, მიწის ზედაპირზე დაყრილი გელი მცენარეზე არ იმოქმედებს, რადგან ჰიდროგელი უცებ შრება. ასე, რომ არც ჰაერის დამატენიანებლად გამოდგება, მისი შეძენა ბევრგან შეიძლება, სხვადასხვა ოდენობის დაფასოებით - 10გრ დან რამდენიმე კგ მდე. https://yvavilebismovla.ge/yvavilebi/292-vzrdit-otaxis-mcenareebs.html

თარგმანი თ.სუპატაშვილის

 
16 May 0 6

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно