მორწყვა უხვად და ზომიერად
მცენარეთა მოვლისას ერთერთ მთავარ პრობლემას არასწორი მორწყვა წარმოადგენს. სხვადასხვა მცენარეს განსხვავებული მოთხოვნილება აქვს წყლის მიმართ. ზიანი, რაც მცენარეს არასწორი მორწყვით ადგება, დაკავშირებულია ფესვთა სისტემაში ჟანგბადის შეღწევის რეჟიმთან. ეს პროცესი რთულდება, ვითადება ჰიპოქსია ან ურეს შემთხვევაში ანოქსია - როცა ჟანგბადის შეღწევა საერთოდ წყდება.
იმისთვის, რომ მცენარემ ფესვებიდან აითვისოს ჟანგბადი, მიწა უნდა იყოს ფხვიერი და კარგი ჰაერგამტარი. მცენარეს სწორი ზრდა- გავითარებისთვის მიწაში მინიმუმ 10% ჟანგბადი უნდა ჰქონდეს. ფესვი სუნთქვისას შთანთქავს ჟანგბადს და გამოჰყოფს ნახშირორჟნგს, საჭიროა ასევე გლუკოზაც ანაერობული სუნთქვისთვის.
როდესაც მცენარეს ხშირად რწყავთ, მიწა ვერ ასწრებს გაშრობას, მიწის კოშტებს შორის სივრცე წყლით ივსება, იწყება ანაერობული პროცესები და შიგ გროვდება სხვადასხვა მომწამლავი ნივთიერება ფესვებისთვის - ე.წ. ჭაობის ტოქსინები. ფესვების უჯრედებში უჯრედული სინთქვაც წყდება, ნელდება მეტაბოლური პროცესები, მიწიდან იონების ათვისებაც ფერხდება, თანდათან ფესვები კვდება, მიწისზედა ნაწილებს ვეღარ მიეწოდება საკვები, ვითარდება ქლოროზი, ფერხდება მცენარის ზრდა.
მცენარე ზოგჯერ ერთჯერად ჭარბ მორწყვას იტანს - ბუნებაშიც ხშირადაა კოკისპირული წვიმები, მდინარის ადიდება, მაგრამ ბუნებაში ყველაფერი რეგულირდება. საშიში კი წყლის ჩადგომაა ფესვებთან, მასში ჟანგბადი საერთოდ არაა. ყურადღება მიაქციეთ - ჭაობში ერთეული სახეობის მცენარეები ხარობენ, რომლებიც ფესვურ ანაერობიოზს ადვილად იტანენ - ზოგიერთი სახეობის არყი, ხეჭრელა, ტირიფი. ![]()
![]()
მცენარის მოთხოვნილება წყალზე: ქოთნებში რაფაზე მდგარ ოთახის მცენარეებს, რომლებიც დედამიწის სხვადასხვა რეგიონში ხარობენ, განსხვავებული გვარის, ოჯახის წარმომადგენლები არიან და მათი მოთხოვნილება მიწის და წყლის მიმართ სრულიად განსხვავებულია. ერთეულია მცემარეები, რომლებიც ძლიერ მორწყვას 3- 5 დღე გაუძლებენ. ჟანგბადის გარდა, რაც ასე დეფიციტურია ჭარბად მორწყულ მიწაში, მათ ასევე ნიადაგში არსებული სასარგებლო მიკროორგანიზმებიც სჭირდებათ, ანაერობულ პირბებში ისინი კვდებიან და მათ ადგილს პათოგენური მიკროფლორა იკავებს- სხვადასხვა დაავადების გამომწვევი, ფესვები ლპობას იწყებს და მცენარე კვდება არა ანოქსიის და მომწამვლელი ნივთიერებების გამო მიწაში, არამედ ბაქტერიული და სოკოვანი ლპობით.
ზოგჯერ ამჩნევენ ზედმეტად მორწყულ მცენარეს და ცდილობენ სიტუაციის გამოსწორებას - რგავენ ახალ მიწაში, მაგრამ პროცესი უკვე დაწყებულია- ღეროზე ლპობის ლაქები შეინიშნება. ჩვეულებრივი რეანიმაციის პროცედურები უეფექტოა და ფუნგიციდების დახმარება სჭირდება.
სხვადასხვა ჯგუფის მცენარეებს გარე პირობების გარდა განსხვავებული აგებულება აქვთ. ზოგ მცენარეს ფესვებზე ჰაერშემცველი ქსოვილი აქვს - აერენქიმა, შიგნით ჰაერია, და ეს ნაწილი ეხმარება მცენარეს ჟანგბადის უკმარისობისას, არ დაემართოს ჰიპოქსია. ასეთი ჯგუფებია:
ჰიდატოფიტები - წყლის მცენარეები, მთლიანად წყალში არიან და მთელი ზედაპირით ითვისებენ საკვებ ნივთიერებებს, ( აკვარიუმში) თუ მათ ამოიღებთ წყლიდან, უცებ კვდებიან, ჰაერზე ცხოვრებას ვერ ეგუებიან. მათ კარგად გავითარებული აერენქიმა აქვთ.
ჰიდროფიტები - ნაწილობრივ იმყოფებიან წყალში. ასეა მდინარის, ტბის ნაპირზე, ჭაობში მზარდი მცენარეები. მათაც აქვთ შედარებით ნაკლებ გავითარებული აერენქიმა, მაგრამ ასევე აქვთ ჩვეულებრივი მცენარეებისთვის დამახასიათებელი ქსვილებიც.
ჰიგროფიტები - ისინი ხარობენ მაღალი ტენიანობის პირობებში, აქ 2 ქვეჯგუფია - ჩრდილის და სინათლის მცენარეები. პირველი ტროპიკული ტყს პირველ იარუსზე ცხოვრობს. მეორე კი ღია ადგილებში გვხვდება, სადაც ჰაერშიც და მიწაშიც მაღალია ტენიანობის მაჩვენებელი.
ისინი ტენისმოყვარეები არიან, აქვთ დიდი თხელი ფოთლები მათზე ორმხრვად განლაგებული ფორებით, რითაც ხდება წყლის აორთქლება. მათი გამოშრობა დაუშვებელია. ეს მცენარეს სწაფად მოკლავს. ამ ჯგუფს სუსტად დატოტვილი, მაგრამ მკვრივი ფესვები აქვს შემწოვი ნაწილის შეზღუდული რაოდენობით. ![]()
მეზოფიტები - საკმარისად ტენისმოყვარე ჯგუფია, იშვიათ და მცირე გაუწყლოებას უძლებს. ფორები ფოთლის ქვედა მხარეს აქვს განთავსებული. ყველაზე მოსახერხებელი ჯგუფია ოთახში მოვლის თვალსაზრისით. ადვილად ეგუება ოთახის პირობებს. კარგად გავითარებული ფესვები აქვს. როგორც წესი, აერენქიმა არ აქვს, თუ მომატებული ტენიანობის პირობებში მოხვდა,ფესვებში იწყება ეთილენის წარმოქმნა, რაც უჯრედებში აპოპტოზს იწვევს - ანუ ქსოვილების დაპროგრამებულ კვდომას. მცენარეს არ შეუძლია მომატებული და ხანგრძლივი ტენიანობის პირობებში აერენქიმის გავითარება, ვერ გარდაიქმნება ჰიგროფიტად და ცოტა ხანში მოკვდება,
ქსეროფიტები - ეს უდაბნოს, სტეპის, დიუნების მცენარეების ჯგუფია- ძირითადად კაქტუსები და სუკულენტებია. მათ სპეციალური საშუალებები აქვთ წყლის ნაკლებობისას მისი ავსებისთვის, ნაკლები აორთქლებისთვის და გვალვაში მის შესანახად. ამ ჯგუფს არ აქვს და ვერც გაივითარებს აერენქიმას. ზედმეტ ტენიანობას ეს მცენარეები ვერ უძლებენ.
ეს კლასიფიკაცია შედარებით პირობითია. ბევრი მცენარე გარდამავალ საფეხურზეა ამ ჯგუფებს შორის გარე პირობების მიხედვით. ეს საშუალებას აძლევს მათ შეინარჩუნონ სიცოცხლე სხვადასხვა გარემოში.
ოთახის მცენარეები- ჰიგროფიტები და მეზოჰიგროფიტები - ტროპიკული ტყის მცხოვრებნი არიან- ჰიგროფიტებს ეკუთვნის: სელაგინელა, სოლეიროლია, ფიტონია, უკადრისა, ბეგონიას ზოგი სახეობა. მეზოგიგროფიტებს - ჭორტანა, გვიმრა, ფილოდენდრონი, პალმის ზოგი სახეობა.
გარეგნულად შეიძლება ტენისმოყვარული მცენარის ამოცნობა - მათ აქვთ თხელი ფოთლები, როგორც ფიტონიას, ჰიბისკუსს. მიწის გამოშრობისას ფოთლები იწყენს , ტურგორს უცებ ჰკარგავს, თუმცა არც ზედმეტი წყალი მოსწონთ- ფესვები უცებ აღმოჩნდება ჰიპოქსიის მდგომარეობაში. ასე, რომ მათ სჭირდებათ მომატებული მორწყვა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმუნიტეტს ზედმეტი, უხვი მორწყვის მომართ.
რას ნიშნავს უხვად მორწყვა: ნორმა არ იზომება არც კოვზით, არც ლიტრობით, არც მორწყვის პერიოდულობის განსაზღვრა ხდება დღეებით. ამ ყველაფრის საზომი მიწის მდგომარეობაა. ეს კი თავის მხრივ დამოკიდებულია:
ნიადაგის სტრუქტურაზე, ფესვებით მიწის ავსებაზე, ტენიანობაზე, სადრენაჟე ხვრელების არსებობაზე ქოთანში, გარე ტემპერატურაზე.
რაც უფრო ფხვიერია და მსუბუქი მიწა, მით სწრაფად შრება, ანუ ფოთლოვანი ან ტორფიანი მიწა უკეთ შრება, ვიდრე თიხნარი. იგი უფრო სწრაფად შრება, თუ ფესვებს ავსებული აქვს კარგად ქოთანი. რაც უფრო მეტია ტემპერატურა და დაბალია ჰაერის ტენიანობა, მით სწრაფად შრება მიწა ქოთანში. ![]()
- უხვად ითვლება მორწყვა, თუ მორწყვებს შორის მიწა ქოთნის ზედა 1/3 ზე შრება კარგად. სიღრმეში კი ტენიანია.
- ზომიერია მორწყვა - თუ მიწა ქოთნის მნახევარზე შრება ან მის 2/3 ზე. თუ ქოთანი მაღალია, დილით ამოწმებენ მიწის ზედა ფენის სიმშრალეს, თუ ნამიანია, იცდიან საღამომდე. თუ საღამოს მოშრება, რწყავენ დილით, თუ ისევ ნამიანია, იცდიან დილამდე და ისევ ამოწმებენ, ანუ იცდიან მიწის ზედა ფენის გაშრობიდან კიდევ 6-8 სთ.
- შეზღუდულია მორწყვა, თუ მცენარეს მიწის სრული გაშრობის მერე რწყავენ, ანუ 2-3 დღეში. მიწის ზედა ფენა მტვრისებური ხდება, ასე შეიძლება გაშრეს მთელი მიწაც ქოთანში, ასეთ გადაშრობას კაქტუსები და სუკულენტები უძლებენ, სხვა მცენარეების ფესვები შრება, ხმება და მცენარე კვდება.
ოთახის მცენარეების მორწყვისთვის ასეთი პრინციპი გამოდგება - გაზაფხულზე და ზაფხულში რწყავენ უხვად, ზამთარში - ზომიერად, ეს ეხება მეზოფიტებს, ზამთარში ნაკლებად უნდა მოირწყას 2 მიზეზის გამო -- სეზონზე ტემპერატურა ნაკლებია, ვიდრე ზაფხულში, სინათლეც ნაკლებია და მცენარის ზრდა არ ხდება, ანუ მათი ენერგიის ხარჯი მინიმალურია.
ჭარბი მორწყვის საშიშროება: დღეს კეთილომოწყობილ ბინებში ფანჯრები მეტალოპლასმასისაა, შესასვლელი კარი დათბილული, ან რკინის, ტემპერატურა ზამთარში დიდად არ იცვლება ამინდის და გარე პირობების მიხედვით გამათბობლების გამო. სხვა სეზონზე კი იგი მერყეობს, იცვლება ჰაერის ტენიანობაც - წვიმიან ამინდში 70% მდეც კი ადის. სითბოში ოთახებს ხშირად ვანიავებთ.ყველაზე რთული პერიოდი მორწყვის მხრივ ზაფხული და შემოდგომაა, გათბობის ჩართვამდე. ზოგჯერ ცხელი დღეებია, ზოგჯერ გადაუღებლად წვიმს ან ქარი უბერავს. მიწა სხვადასხვაგვარად შრება ამინდის მიხედვით, ამიტომ მორწყვამდე მიწის თითით მოსინჯვა აუცილებელია.
მნიშვნელოვნი ეტაპია ვეგეტაციის პერიოდის დასაწყისიც, როცა ზრდა აქტიურდება, მწვანე მასა იზრდება, აორთქლების ზედაპირი მატულობს, მცენარე მეტ წყალს ითხოვს. შემოდგომაზე ზრდა ნელდება, სიცივეა, ენერგიას ნაკლებად ხარჯავს და შესაბამისად ნაკლები წყალი სჭირდება, მაგრამ დიასახლისები ინერციით მიჰყვებიან და პირვანდელი რეჟიმით აგრძელებენ მორწყვას.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია, როდესაც ზედმეტად გამომშრალ მცენარეს ერთბაშად უსხამენ დიდი რაოდენობით წყალს. ეს არასწორია. გამომშრალ მიწაში ფესვებიც ხმება და კვდება და შემწოვი ზედაპირის ფართობი მცირდება, ზედმეტად მორწყვის დროს, დარჩენილი ფესვები ვერ ახერხებენ ამ რაოდენობის წყლის შეწოვას, და გაშრობას ძლივს გადარჩენილი ფესვები უკვე ლპება.
YVAVILEBI.GE https://yvavilebismovla.ge/yvavilebi/310-reanimacia-zedmetad-morwyuli-mcenareebistvis.html
თარგმანი თ. სუპატაშვილის