რეანიმაცია ზედმეტად მორწყული მცენარეებისთვის
როგორ დავადგინოთ, რომ ჩვენს წინ ზედმეტად მორწყული მცენარეა? პირველი ნიშანი ფოთოლცვენაა, ციტრუსებს ფოთლები უმუქდებათ და ერთბაშად ცვივა.ნიუკასებრთა ან ქაბისჩალასებრთა ოჯახში ისინი მუქდებიან, მაგრამ დიდხანს რჩებიან ყუნწზე. მცენარეებს, რომელთა ფოთლები ქმნიან როზეტებს ან ფსევდოროზეტებს, ფოთლები უფერმკრთალდებათ თავიდან, მერე ხდება მოყვითალო, მერე კი ყავისფერდება. თუ მანამდე გამომშრალი იყო მცენარე, ფოთოლი ჯერ ყვითლდება, მერე მუქდება ჯერ ყუნწი, მერე - თავად ფოთოლი. თუ მას წყალი არ ჰყოფნის, ფოთოლი ყოველთვის ყვითლდება, კარგავს სიმკვრივეს და იწყენს,ზოგჯერ რჩება მშრალი. მორწყვის მერე ტურგორი აღსდგება. თუ კვებაა არასაკმარისი, ძარღვთაშორისი ქლოროზი აღენიშნება, ფოთლები იზრდება, მაგრამ შედარებით წვრილი. ზედმეტი მორწყვისას ფოთოლი დაკარგულ ტურგორს ვერ აღიდგენს, მუქი ფერი ძლიერდება და იმატებს.ზოგჯერ ისინი ფერშეუცვლელად ცვივათ. მცენარეს ფოთოლი შეიძლება ცივი წყლით მორწყვის დროსაც დასცვივდეს, ამიტომ სარწყავი წყლის ტემპერატურა 2-3 გრ ით მეტი უნდა იყოს ჰაერისაზე. ცივ წყალს ფესვები ვერ ითვისებენ, რის გამოც ისინი ხმება, კვდება, ეს კი მერე ფოთოლცვენას განაპირობებს.
წყლის სიხისტე ფოთლის უეცარ ცვენას არ იწვევს, მაგრამ მისი ზემოქმედება თანდათან მაინც იჩენს თავს - ჯერ წარმოიქმნება ქლოროზული ლაქები, მერე მისი წვეროები ყავისფერდება, ერთი-ორი ყვითლდება, ახალი ფოთლები წვრილია, მცენარე მთლიანდ მოწყენილია, მაგრამ საქმე ფოთოლცვენამდე არ მიდის.
როდესაც ბევრი ფოთოლი ერთმანეთის მიყოლებით ცვივა ათობით ერთად,მიზეზი შემდეგია: მკვეთრი გადაციება, კონცენტრირებული სასუქით მორწყვა, ძლიერი გამოშრობა, ან ზედმეტად მორწყვა. გამომშრალი მცენარის განსხვავება ზედმეტად მორწყულისგან შესაძლებელია, თუ მას ქოთნიდან ამოიღებთ.მიწის მოსინჯვა ქოთნის სიღრმეში შეუძლებელია და მხოლოდ ამოღების მერე შეიძლება ამის დადგენა. ზოგი მოყვარული ბოლო მომენტამდე ითრევს ფეხს, რომ მცენარის ფესვები ნახოს. მათ ჰგონიათ, რომ ზედმეტი გადარგვა ავნებს მცენარეს, მაგრამ თუ მცირე ეჭვი მაინც არის ზედმეტ მორწყვაზე, სასწრაფოდ უნდა ინახოს ფესვები. ზოგჯერ ფესვები არათანაბრად იზრდება - ზედა ნაწილში შედარებით იშვიათია, ამის გამო მიწა მათ შორის ადვილად შრება. ქვემოთ კი ფესვები რგოლივითაა დახვეული. ასეთი ფესვები ხელს უშლის მიწის გამოშრობას. ეს კიდევ უფრო რთული ხდება, თუ სადრენაჟე ხვრელები პატარაა და კენჭებით ან მიწით გაჭედილი.
ყველაზე ცუდი ხანგრძლივად ზედმეტად მორწყული მცენარისთვის ტოტების წვერების გაშავება და დაჭკნობაა. თუ ასე დაემართა მცენარეს, მისი გადარჩენა თითქმის შეუძლებელია. იგივე შეიძლება მოხდეს, თუ ფესვები გადაციებულია, ან ძლიერ გამომშრალი. ამ შემთხვევაში ჭკნობა იწყება ძველი ფოთლებიდან, დაბლითა ტოტებიდან, ღერო ქვემოდან შიშვლდება. ზედმეტი მორწყვისას კი ეს მცენარეს ნებისმიერ ნაწილში ემართება, უფრო ხშირად კი წვეროდან იწყება. ასევე საშიშია ღეროს და ფოთლების დარბილება ხორციან მცენარეებში, მაგ. დრაცენა, იუკა, დიფენბახია, სუკულენტები, ადენიუმები, კაქტუსები. კიდევ ერთი სიმპტომი სოკოს ქინქლების გაჩენაა. თუ ქოთნიდან ხშირად ამოფრინდება ქინქლების გუნდი, ეს მიუთითებს გადაჭარბებულ მორწყვაზე. კიდევ ერთი სახეობის მწერიც გვხვდება ასეთ დროს ქოთანში- კოლემბოლები - მონაცრისფრო თეთრი მწერები, რომლებიც მიწის ზედაპირზე დახტიან.
მცენარის გადარჩენის მეთოდები: თუ დადგინდა,რომ იგი გადაჭარბებულად ირწყვებოდა, სასწრაფო ზომების მიღებაა საჭირო. თუ ეს დადგინდა მცენარის ქოთნიდან ამოღების მერე, იგი უნდა გადაირგას, თუ მანამდე - გადარგვის აუცილებლობა დამოკიდებულია სიმპტომების სიმძიმეზე.
- თუ მცენარემ ერთი ორი ფოთოლი დაჰკარგა, ან ძლიერ ვარჯში ერთი ტოტი მოჭკნა, მიწა საკმაოდ მსუბუქია ქოთანში, შესაძლოა მხოლოდ მიწის გაფხვიერება და მაშინ გადარგვა მცენარეს არ დასჭირდება. მორწყვის მერე მიწა კარგად სველდება, გაშრობის მერე კი ზედაპირზე ქერქს იკეთებს და თუ მას არ დაარღვევთ, ფესვებს ჰაერი არ მიეწოდება. თუ ირწყვება ნათესი, მიწის ზედაპირზე გაუჭირდება ამოსვლა და ჰიპოქსიით მოკვდებიან.
- თუ ქოთანში პატარა ნახვრეტებია, მათ ან აგანიერებენ, ან ახალ ნახვრეტებს აკეთებენ ისე, რომ მცენარეს არ იღებენ ქოთნიდან.
- მარტო მიწის გაფხვიერება ამართლებს მაშინ, თუ მცენარე დიდ ქოთანშია, ან სიცივიდან სითბოში გადააქვთ.
- სხვა შემთხვევაში სჯობს მისი გადარგვა.
ქოთნიდან ამოღების მერე უნდა დადგინდეს, მშრალია თუ სველი მიწა. გასათვალისწინებელია ამინდი, მიწის სტრუქტურა, დრენაჟის და სადრენაჟე ხვრელების არსებობა ქოთანში, გარემოს ტემპერატურა. უნდა დათვალიერდეს ფესვები, დამპალი უცებ ჩანს, ადვილად სძვრება კანი მისი მოქაჩვისას. კანი მუქი ნაცრისფერია, მის ქვეშ კი მავთულივით წვრილი კაპილარებია. საღი ფესვები ასე არ შრევდება, ზედა ფენა არ ძვრება ხელის გადასმით, გაქაჩვით,. ზოგ მცენარეს ასე ფენა-ფენა კი არა, ერთიანად ულპება ფესვები. ისინი მუქი, მონაცრისფრო-მოყავისფროა, რბილი. საღ და დამპალ ფესვებს ფერითაც განასხვავებთ - პირველი თეთრი, ღია ყავისფერი, მეორე კი მუქია გარედანაც, გადანაჭერზეც ან გადანატეხზე.ზოგჯერ დამპალი ფესვები ადვილად სცილდება მცენარეს მიწასთან ერთად - ქოთნიდან ამოღების მერე. თუ დამპალ ფესვებს ვერ ხედავთ, მაგრამ მიწა ნესტიანია, იგი უნდა გამოშრეს - შეიძლება მცენარე ასე ღია ფესვებით გავდოთ ჰაერზე რამდენიმე სთ. მომპალ ფესვებს აშორებენ მცენარეს. იგი ინფექციის წყაროა, იჭრება საღ ნაწილამდე. თუ ხორციანი ფესვებია, გადანაჭერზე აყრიან ნახშირს ან გოგირდს. თუ მცენარეს მერე ცოტა და პატარა ფესვები დარჩა, იგი შედარებით პატარა ქოთანში უნდა გადაირგას. ისედაც, ძალიან დიდი ქოთანი არ უწყობს მცენარის ზრდას ხელს, ხშირად- პირიქით - ვნებს კიდეც. ასე დიდ ქოთანში უფრო ადვილია მისი მორწყვა გადაჭარბებით მოხდეს, თუნდაც მას ფრთხილად რწყავდეთ. მცენარე ცდილობს მიწა მოიცვას ფესვებით და ჯერ მიწისქვეშა ნაწილს ივითარებს და მხოლოდ მერე იწყება მიწისზედა ნაწილის ზრდა. (9, 10 ) პატარა ქოთანს მცენარე სწრაფად აითვისებს ფესვებით, მათ გარეთაც გამოუშვებს ნახვრეტებიდან, მერე შეიძლება მისი მიწიანად გადატანა შედარებით მოზრდილ ქოთანში და ეს ნებისმიერ დროს შეიძლება გააკეთოთ, უმეტესობა მცენარეებისა ამ პროცედურას ადვილად იტანს და თუ მან ზრდა შეაჩერა ან დაავადდა, ეს გადარგვის ბრალი კი არ იქნება, არამედ არასწორი მოვლის შედეგი გადარგვის მერე. გადარგულ მცენარეს არ დებენ მზეზე, დაახლოებით ერთი კვირა მას დებენ ჩრდილში, არც მორწყვა შეიძლება იმ დღესვე. 1-1,5 თვე არც სასუქს აძლევენ და არ ფუთავენ პოლიეთილენის პაკეტში.ზოგჯერ ეს პაკეტი ცუდ საქმეს აკეთებს - გადარგული მცენარე ხშირად საჭიროებს მაღალ ტენიანობას პირველ დღეებში. პაკეტში ასე მაღალი ტენიანობა კი ნარჩუნდება, მაგრამ ჟანგბადის მიწოდებაც უმცირდება. მცენარე სუნთქავს ფესვებით, ფოთლებით. თუ მცენარე ზედმეტად მორწყულია, მეტი ჰაერი სჭირდება, მით უფრო, თუ მიწაში მრავლდება პათოგნური მიკროორგანიზმები, სოკოები, ბაქტერიები. ამ შემთხვევაში მცენარეს ათავსებენ პაკეტში, მაგრამ მას თავს არ უკრავენ. თუ ძალიან ცხელა, დღეში ორჯერ მცენარეს ნამავენ, მაგრამ თუ მისი ფოთლების დანამვა არ შეიძლება, მას წყლიან სადგამზე დებენ ამაღლებულად.
თუ მისი ტოტების წვერები მომპალი აქვს, აჭრიან საღ ნაწილამდე და თუ მისი მეტი ნაწილია დამპალი, სჯობს ტოტების კალმებად დაჭრა დაფესვიანების მიზნით. ზოგჯერ ფესვები მცენარეს მთლად დამპალი აქვს, ტოტები კი საღად გამოიყურება, მაგრამ მის კაპილარებში ფესვებიდან ტოქსინები აღწევენ და საკალმედ ასეთი ტოტების დაჭრა არ ივარგებს. გადარგვის მერე მცენარეს ზოგჯერ ზრდის სტიმულატორს ასხურებენ, მხოლოდ საღამოს, რადგან დღისით ეს საშუალებები სინათლეზე იშლება. თუ ფოთლებზე მუქი ლაქებია, ტოტების წვერები მომპალი, მაშინ მას ფუნგიციდით ნამავენ.-ფუნდაზოლი, მაქსიმი, ოქსიხომი. 3-4 დღის მერე გადარგვიდან მცენარეს რწყავენ ცირკონით.
თუ ჭარბად მორწყულ მცენარეს ფოთლები როზეტებად აქვს შეკრული, საჭიროა როზეტის ძირის გამოშრობა. ამისთვის მცენარე უნდა გადააბრუნოთ და როცა ფოთლის უბიდან წყალი გადმოიღვრება, შიგ გააქტივებული ნახშირის დაფხვნილ აბებს აყრიან. 3-5 წთ ის მერე ფრთხილად აშორებენ რბილი ფუნჯით. ასეთი, კერძოდ ბრომელიასებრთა ოჯახის წარმომადგენლები ხშირად ლპება ზამთარში, როცა მათ რწყავენ როზეტებს ზემოდან. ჭარბი მორწყვისას ხშირად მჟავდება მიწა - ფესვები აგრძელებენ ნახშირორჟანგის გამოყოფას, მიწაში გროვდება გუმინური მჟავები, მიწის მჟავეობა იმატებს.საკვები ელემენტები გადადიან მცენარის მიერ ძნელად ასათვისებელ ფორმაში, მაგ. რკინა გადადის ჟანგის (+3) ფორმაში და მიწაზე წარმოიქმნება ჟანგისფერ-ყავისფერი ქერქი. ასეთ რკინას მცენარე ვერ ითვისებს და მცენარეს უვითარდება ქლოროზი. ეს განსაკუთრებით ჩანს ხეხილზე. მას აკლია კალციუმი, რკინა, აზოტი,. მოყვარულები ამას არ აკვირდებიან და შედეგების გამოსწორებას ცდილობენ მიზეზის აღმოფხვრის ნაცვლად. მცენარე კი აგრძელებს გაყვითლებას, ჭკნობას, ხმობას. პერიოდულად მდგომარეობა უკეთესობისკენ იცვლება, მაგ. ფეროვიტით შესხურების მერე, მაგრამ თუ მერე სასუქს შეიტანენ, იგი უფრო ცუდად ხდება. ასეთ შემთხვევაში ერთდერთი გამოსავალი მიწის შეცვლაა. გადარგვამდე მომპალ ფესვებს აშორებენ, გადაჭრილზე აყრიან ნახშირს და მერე ახალ მიწაში რგავენ. თუ მიწის ზედაპირზე თეთრი ან ჟანგისფერი ნადები წარმოიქმნა ქერქის სახით - ეს ნიშანია: მიწა დიდხანს იყო მშრალი. საჭიროა მისი მოშორება და ზედა ფენის ახლით შეცვლა. https://yvavilebismovla.ge/yvavilebi/209-mitebi-otaxis-mcenareta-movlis-shesaxeb.html
თარგმანი თ. სუპატაშვილის