სამეფო ნემსიწვერას გაზრდა სახლში
- საკმაოდ გავრცელებული მცენარეა, ზოგი ბალბას სახელით იცნობს მას. ბევრ სახლს ამშვენებს და მისი უამრავი სახეობა არსებობს, რომლებიც განსხვავდებიან მოვლის პირობებით და ყვავილობის ვადებით. სამეფო ნემსიწვერა, იგივე სამეფო ბალბიფოთოლა ყველაზე საინტერესო ბალბიფოთოლაა.
მოვლა: თუ სახლში ეს ლამაზი მცენარე მოიტანეთ, მისი მოვლის წესებსაც კარგად უნდა გაეცნოთ. მას სიგრილე მოსწონს. მაგრამ არა 10გრ ზე დაბალი ტემპერატურა. ოპტიმალურია სამხრეთ ფანჯარა, ვინაიდან იგი სინათლის მოყვარულია. იგი მთელი წლის განმავლობაში იყვავილებს, თუ მას კარგი განათება და კვება ექნება, მისი დატოტვისთვის ტოტებს თავს ხშირად აწყვეტენ. არ უნდა დაივიწყოთ მოყვავილებული ნაწილების დროული მოშორება.
მისი მოვლა არაა რთული. მიწა უნდა იყოს საშუალოდ ნოყიერი, იმისთვის, რომ ყვავილი სჭარბობდეს მწვანე მასას. ქოთანში საკმაო რაოდენობის დრენაჟი - კერამზიტი უნდა ჩაიყაროს ძირში. მცენარეს კარგად რწყავენ. ზამთარში კი პრაქტიკულად წყვეტენ მორწყვას. ზაფხულში კარგია მისი გარეთ გატანა.
სასუქი შეაქვთ 14 დღეში ერთხელ მარტიდან ნოემბრამდე, ძირითადად თხევადი სახით.ზოგჯერ კარგია რამდენიმე წვეთი იოდის გახსნა 1ლ წყალში და ამ ხსნარით მისი მორწყვა ქოთნის კიდეებზე. ახალი ორგანიკა მისთვის არ გამოიყენება, რადგან მცენარე მას არ იღებს. მას გადარგვა არ მოსწონს. ამიტომ მხოლოდ მას შემდეგ რგავენ, რაც ფესვები გამოუვა სადრენაჟე ნახვრეტიდან. ოპტიმალური პერიოდი გადარგვისთვის გაზაფხულია. ამ დროს იწყებს იგი ზრდას. ახალი ქოთანი რამდენიმე სმ ით დიდი უნდა იყოს წინაზე. შემოდგომაზე მცენარე უნდა გაისხლას და ძირითადად იმ ტოტებს ჭრიან, რომლებიც ფოთლის უბეებიდან იზრდება და არა ძირიდან. თუ ზამთარში მცენარე კარგად გაიზარდა, მეორედაც შეიძლება მისი გასხვლა გაზაფხულზე. ამ შემთხვევაში მას ისე სხლავენ, რომ ტოტებზე რამდენიმე კვირტი დარჩეს. - გამრავლება: მისი გამრავლება თესლით შეძლება, საკმაოდ ბევრი ამოდის და თანაც კარგად, თუმცა ასე ხდება ნაყიდი თესლის დათესვისას. სახლში აღებული თესლი კი ასე შედეგიანი არაა. ჰიბრიდული ჯიშები თესლით ასე კარგად ვერ მრავლდება. ისინი კარგავენ დედა მცენარის თვისებებს. იგი ითესება ფხვიერ ნამიან გრუნტში, ზემოდან აყრიან ქვიშის თხელ ფენას., დაახლოებით 2,5 სმ. მერე ზემოდან პულვერიზატორით ნამავენ. მიწა მანამდე ირეცხება ბაცი „მარგანცოვკით“ „ შავი ფეხისგან“ მცენარის დასაცავად. ზემოდან აფარებენ მინას და რეგულარულად ნამავენ. ნათესს დებენ 20 - 22 გრ ზე და როცა ამოვა, მინას აშორებენ, ტემპერატურას კი დაბლა სწევენ. ორ თვეში უკვე 2-3 ფოთოლი ამოუვა. მერე ცალკცალკე რგავენ ქოთნებში.
კიდევ ერთი მეთოდი არსებობს მისი გამრავლების - 5-7 სმ ტოტებს აჭრიან მცენარეს 2-3 ფოთლით. 24 სთ დებენ ჰაერზე. გადანაჭერს კი აყრიან დაფხვნილ ნახშირს. მერე რგავენ ტოტებს ფხვიერ გრუნტში. მას შემდეგ, რაც ტოტები დაფესვიანდება, გადარგავენ მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე. ტოტები ფესვიანდება 20-22გრ ზე.
დაავადებები: იშვიათად ავადდება და მიზეზი ძირითადად არასწორი მოვლაა. თუ მითითებებს არ დაიცავთ, მცენარე ლპობას იწყებს. ვითარდება „შავი ფეხი’. მისი გამოჯანმრთელება არ შეიძლება, ამიტომ მას თავიდან იშორებენ მიწასთან ერთად. გამომწვევი მიზეზი ჭარბი მორწყვაა.
ამ დაავადების გარდა, მცენარე ზიანდება ფრთათეთრათი, ტკიპით ან ბუგრით. მათ საწინააღმდეგოდ მცენარის ფოთლის ქვედა მხარს უწმენდენ გვირილის ან თამბაქოს ნაყენით, რაშიც დამატებულია მწვანე საპონი. 2 სთ ის შემდეგ კი ამ ხსნარს ჩამორეცხავენ მცენარეს სუფთა წყლით. ფრთათეთრას აშორებს ასევე „ზუბრი, აქტელიკი, კონფიდორი და ფუფანონი.
მცენარე შეიძლება გაყვითლდეს და ფოთლების ხმობა დაეწყოს რამდენიმე მიზეზის გამო. ძირითადად ეს მიზეზი წყლის უკმარისობაა. თუ ფოთლები კი არ ხმება, არამედ ჭკნება, ეს ჭარბი მორწყვის შედეგია. ფოთლის გაყვითლებას იწვევს განათების უკმარისობა და ქოთნის მცირე ზომაც. ზოგჯერ მცენარე არ ყვავის. მიზეზი ბევრია და მათი დროული მოშორებაა საჭირო, თუ მცენარის ყვავილობით ტკბობა გსურთ. 10გრ ზე დაბალი ტემპერატურა ან სინათლის ნაკლებობა - ძირითადი მიზეზებია. მიწის ზედმეტად ნოყიერებაც იმავეს იწვევს, ასევე დიდი ქოთანი ან არასწორ დროს ჩატარებული გასხვლა. იგი არც მაშინ იყვავილებს, თუ არარეგულარულად მიეწოდება სასუქი. ფოთლის წვერების სიმშრალეს ტენის უკმარისობა ან სოკოვანი დაავადება იწვევს, რომელსაც „ჟანგა“ ჰქვია, და რომლის დროსაც ფოთოლს ჯერ მუქი მოწითალო ლაქები უჩნდება, მერე კი ხმება და სცვივა.
https://yvavilebismovla.ge/yvavilebi/238-pelargonias-yvavilobis-saidumloebebi.html
10 May
0
0