ოთახის გერანი ,ბალბა- მოვლა,გამრავლება,დაავადებები
პელარგონია (ლათ. Pelargonium) - გერანისებრთა ოჯახის გვარი,წარმოშობისადგილი სამხრეთ აფრიკა.ცნობილია ერთწლიანი და მრავალწლიანი ბალბების 400-მდე სახეობა.ესმცენარე ევროპაში გამოჩნდა მე-15 საიკუნისდასარულიდან.პელარგონიას ნათესავია - მინდვრის ბალბა და ჩვეულებრივი ბალბა.მისი ყველასახეობა,რომელიც ოთახის კულტურაში გვხვდება,ერთიანდება ‘’ოთახის გერანის’’ სახელწოდებით.ამსტატიაში მოგითხრობთ როგორ მოუაროთ ბალბას და გაამრავლოთ ის ოთახის პირობებში.
ოთახის ბალბის თავისებურებანი
ბალბა - ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულიოთახის მცენარეა,რომელიც არ მოითხოვს განსაკუთრებულ მოვლის პირობებს,ძალისხმევას დადროს.მიუხედავად ამისა არსებობს რამდენიმე თავისებურება რომლის ცოდნაც მოყვარულ მეყვავილესარ აწყენდა:
- ზამთარში ბალბას სიგრილე ურჩევნია,მაგრამ +10 გრადუსზე დაბლანუ ამყოფებთ;
- ბალბას უყვარს მზე,ამიტომ მისთვის საუკეთესო ადგილია სამხრეთისფანჯარა;
- ბალმამ შეიძლება მთელი წლის განმავლობაში იყვავილოს,ამისთვისსაკმარისია კარგი კვება და განათება: არ დაგავიწყდეთ რომ მისი სამშობლო სამხრეთ აფრიკაა;
- თითქმის ყველა სახეობის ბალბა საჭიროებს რეგულარულ სხვლას.
მოვლა - გერანის გაზრდა სახლში ძალიან ადვილია.მისთვის საჭიროა ზომიერად ნაყოფიერინიადაგი,რომ ბევრი ყვავილი და შედარებით მცირე რაოდენობის ფოთოლი განუვითარდეს.მცენარესაუცილებლად ესაჭიროება კარგი სადრენაჟე ფენა მსხვილი კერამზიტის გამოყენებით.ბალბაუხვად უნდა მოირწყას,ნიადაგის გამოშრობის მიხედვით,ზამთარში მისი მორწყვა თითქმის არხდება.პელარგონიას არ უყვარს ფოთლებზე შესხურება,რადგანიგი თავს კარგად გრძნობს სუფთა ჰაერზე,ამიტომ კარგი იქნება ზაფხულში ბალბები აივანზეგაიტანოთ.როგორც უკვე ითქვა ბალბას კაშკაშა სინათლე ესაჭიროება,კარგია პირდაპირი მზისსხივებიც,მხოლოდ ძალიან მცხუნვარე,შუადღის მზის სხივების დროს ოდნავ მოუჩრდილეთ,რომთავიდან აიცილოთ ფოთლების დამწვრობა.ზაფხულში მცენარე ნებისმიერ ტემპერატურას ეგუება,ზამთარშისასურველია დაახლოებით +15 გრადუსი.
სასუქი - გერანს უნდა მიეწოდოს თხევადი სასუქიორ კვირაში ერთხელ, მარტიდან სექტემბრის ჩათვლით.მისთვის შესანიშნავი სასუქია იოდიანიხსნარი: 1 წვეთი/1 ლიტრ წყალზე. დაუსხით 50 მლ. ხსნარი ფრთხილად, ქოთნის ნაპირებთანახლოს,ამაზე მეტი საჭირო არ არის,რომ არ გამოიწვიოს ფესვების დამწვრობა.ასეთი კვებისშემდეგ ბალბა დიდხანს და უხვად ყვავილობს.ნუ გამოიყენებთ მისთვის ცოცხალ ორგანიკას,ბალბაამას ვერ იტანს.
გადარგვა - ბალბას არ უყვარს გადარგვა და მაინცდამაინც არ ესაჭიროება.გადარგეთ მხოლოდმაშინ,როდესაც ფესვები ქოთნის ნასვრეტებიდან გამოჩნდება.მის გადარგვა ან დარგვა ადრეგაზაფხულზე ხდება,როდესაც მცენარეს ეწყება ვეგეტაციის პერიოდი.ახალი ქოთანი ძველზეოდნავ დიდი უნდა იყოს,ძალიან დიდ ქოთანში ბალბა ახალ ტოტებს და ამონაყარებს განივითარებსდა არ აყვავდება.
გასხვლა - ბალბების გასხვლის დრო შემოდგომაა.გადაჭერით ღერო ისე რომ 6-7 ფოთოლი ქონდეს.შეაცალეთფოთლის ძირებიდან ამოზრდილი ტოტები.თუ მცენარე ზამთარში წამოიზრდება,გაზაფხულზე შეგიძლიათკვლავ გასხლათ იგი,ისე რომ ღეროზე რამოდენიმე მძინარე კვირტი დაუტოვოთ.შეჭრილი ტოტებიშეგიძლიათ დააფესვიანოთ.შემდგომში უფრო უკეთესი ყვავილობისა და დაბუჩქვისათვის ტოტებს4-5 ფოთლის შემდეგ შეაწყვიტეთ კენწერო.დეკემბრიდან იანვრის ჩათვლით ფლორისტები ბალბისგასხვლას არ გვირჩევენ.
ოთახის გერანის გამრავლება
თესლით გამრავლება. ბალბის თესლით გამრავლება არანაირ სირთულესარ წარმოადგენს.ნაყითი თესლი შესანიშნავად ამოდის და ბევრ ჩითილს იძლევა.საკუთარი ბალბიდანაღებული თესლი კი სასურველ შედეგს ნაკლებად მოგცემთ,რადგან თესლით გამრავლებისას ჰიბრიდულიჯიშები კარგავენ დედა მცენარის ნიშან-თვისებებს.ბალბა ითესება ფხვიერ,ნოტიო სუბსტრატში(ტორფი,ქვიშა და კორდის მიწა 1:1:2 პროპორციით),ზემოდანაც იგივე სუბსტრატის ფენა წააყარეთ2.5 სმ. სისქეზე.ზემოდან დანამეთ მისასხურებლის საშუალებით.იმისათვის რომ ნათესი არდაავადდეს ‘’შავი ფეხით’’,სუბსტრატი წინასწარ დანამეთ კალიუმპერმანგანატის ვარდისფერიხსნარით.ნათსი უნდა დაასათბუროთ და შეშრობის მიხედვით რეგულარულად დანამოთ,ასევე საჭიროაკონდენსატის ჩამოწმენდა.ამოსასვლელად საჭიროა +18-22 გრადუსი ტემპერატურა.როდესაც ჩითილებიგამოჩნდება დასათბურება მოხსენით და კონტეინერი ნათელ ადგილზე გადაიტანეთ.ამ დროს საჭიროაოდნავ დაბალი ტემპერატურა +16-20 გრადუსამდე. 1.5-2 თვის შემდეგ,როდესაც ჩითილებს2-3 ნამდვილი ფოთოლი გაეზრდებათ,შეიძლება გადაირგას ცალკე ქოთნებში,5-6 ფოთლის შემდეგკი კენწეროები შეაწყვიტეთ რომ მცენარე დაიბუჩქოს.
კალმებით გამრავლება. კალმების აჭრა მთელი წლის განმავლობაშიაშესაძლებელი,მაგრამ უკეთესია ეს გაზაფხულზე გააკეთოთ.კალამი 5-7 სმ. სიგრძის უნდა იყოსდა 2-3 ფოთოლიუნდა ქონდეს.ახალმოჭრილი კალამი ერთი დღე-ღამის განმავლობაში შეაშრეთ,გადანაჭერადგილზე მოაყარეთ დანაყილი ნახშირი და ჩარდეთ მომცრო ქოთანში,ფხვიერ ნიადაგში.ზოგჯერკალმებს მსხვილმარცვლიან ქვიშაში,რომელიც მუდამ ოდნავ ტენიანი უნდა იყოს,მორწყვისას კი წყალი არ უნდა მოხვდესკალამს.დაფესვიანებული კალმები მომცრო ქოთნებში ჩარგეთ.დასაფესვიანებლად რეკომენდებულია+20-22 გრადუსი ტემპერატურა.
დაავადებები და მავნებლები - ბალბებიიშვიათად ავადდებიან,მაგრამ თუ ეს მაინც მოხდა მიზეზი არასწორი მოვლაა.ზოგჯერ ახალგაზრდაბალბებს ფეხი უშავდება (შავი სიდამპლე).ასეთი მცენარის მორჩენა შეუძლებელია,ამიტომისინი უნდა განადგურდეს,ნიადაგი კი,რომელშიც მცენარე იზრდებოდა უნდა შეიცვალოს ან გასტერილდეს.ყურადღებამიაქციეთ რომ ნიადაგი მუდმივად სველი არ იყოს - სწორედ ეს არის მიზეზი შავი,რუხი დაფესვების სიდამპლის.ხანდახან ბალბას აზიანებს ტკიპა,ფრთათეთრა ან ბუგრი.თუ თქვენს ბალბებზეშეამჩნიეთ ტკიპები ან ბუგრები, ჩამორეცხეთ მცენარის ფოთლები (განსაკუთრებით ქვედა მხარე)აფთიაქის გვირილის ან თამბაქოსა და სარეცხის საპნის ნაყენით.2-3 საათის შემდეგ კი ჩამორეცხეთფოთლები სუფთა წყლით.ფრთათეთრას წინააღმდეგ გამოიყენეთ პრეპარატები ‘’ზუბრი’’,’’კონფიდორი’’,’’აქტელიკი’’,’’ფუფანონი’’.თანაცყველა მათგანი გამოიყენეთ რიგრიგობით,რადგან ამ მავნებლისაგან განთავისუფლება საკმაოდრთულია.
რატომ ყვითლდება ბალბა? ფოთლების გაყვითლების მიზეზი რამდენიმეა:
- თუ ფოთლებს უყვითლდება და უხმება მხოლოდ ნაპირები,მაშინ მცენარესარ ყოფნის ტენი.
- თუ სიყვითლესთან ერთად ფოთლები ჭკნება კიდეც,მიზეზი წყლის სიჭარბეა.
- თუ ბალბა ყვითლდება და ქვედა ფოთლებიც სცვივა, მიზეზი არასაკმარისიგანათებაა.
- შეამოწმეთ ქოთანი ხომ არ ემჭიდროვება მცენარეს.
- ზოგჯერ ფოთლების გაყვითლების მიზეზი გადარგვის ან ადგილის შეცვლისშემდგომი ადაპტაციაა.
რატომ არ ყვავის გერანი? - როგორცწესი მიზეზი შემდეგში მდგომარეობს:
- ძალიან დაბალი ტემპერატურა ან სინათლის ნაკლებობა.ამ შემთხვევაშიშეგიძლიათ დამატებითი განათების ჩართვა.
- ზოგჯერ მიზეზი ზედმეტად ნოყიერი ნიადაგია,ამიტომ ეცადეთ ბალბებისათვისგანკუთვნილი მზა
ნარევი შეიძინოთ,ან თვითონ მოამზადეთ სუბსტრატი სტატიაში მითითებულიპროპორციების მიხედვით.
- ძალიან მოზრდილი ქოთანი,რომელის სტიმულირებას აძლევს ფესვთა სისტემას,მაგრამაფერხებს ყვავილობას.
- დროულად არ გასხვლა: ბალბა საჭიროებს რეგულარულ გაკრეჭვას,ამითიგი უფრო დაიბუჩქება და უხვად იყვავილებს.
- არარეგულარული კვება.
რატომ ხმება ბალბა? - თუ მცენარეს მხოლოდ ფოთლის წვერები უხმება,მას არ ყოფნისწყალი.მეორე მიზეზი შეიძლება იყოს სოკოვანი დაავადება - ჟანგი: ფოთლები იფარება მოწითალი-ყავისფერილაქებით,შემდეგ კი ხმება და ცვივა.შეასხურეთ ბალბას ბორდოს 5%-იანი ხსნარი ან ორჯერდაამუშავეთ ფიტოსპორინით 7-10 დღის ინტერვალით.
ოთახის ბალბის ჯიშები და სახეობები - ოთახისპირობებში ყველაზე ხშირად გვხვდება ზონალური პელარგონია.იგი გამოირჩევა მუქი კონცენტრირებულირგოლებით ფოთლებზე,იზრდება 30-60 სმ-მდე,ზოგჯერ 1 მეტრამდეც,ყვავის მარტივი ან ხუჭუჭაყვავილებით,რომლებიც შეკრებილია ბურთისებურ ქოლგა ყვავილედებად.ყვავილები შეიძლებაიყოს წითელი,ჟოლოსფერი,თეთრი ან ვარდისფერი.
სუროსფოთლება ბალბა - ამპელური მცენარეა,დაშვებული ტოტებით,სიგრძეშიერთ მეტრამდე აღწევს,ყვავის ფუნჯა ყვავილედებად მარტივი,ნახევრად ხუჭუჭა ან ხუჭუჭაყვავილებით.ფერთა პალიტრა ფართოა.
სამეფო ანუ ინგლისური მსხვილყვავილა ბალბა (იგივე სამეფო კეთილშობილი) წარმოდგენილია მრავალრიცხოვანისახებებით,ფორმებით და ფერბით.ზოგჯერ ჭრელფოთოლა ჯიშებიც გვხვდება.ყვავილები მარტივი ან ხუჭუჭაა.მცენარე სიმაღლით ნახევარ მეტრამდეა,ყვავილებიგამოირჩევა მუქი ლაქებით ან ძარღვებით ქვედა ფურცლებზე.
სურნელოვანი ბალბა. აქვს ლიმონის,ნუშის,მელისას,პიტნის,ჯინჯერის,ანანასის,კენკრის,ქოქოსის,წიწვოვნებისსურნელი ფოთლებზე შეხებისას.მართლაც ბუნების სასწაულია,გამოიყენება ბალბის ზეთის მისაღებად,რომელიცფასობს კოსმეტოლოგიაში,მედიცინაში და საკვებ მრეწველობაში.ყვავილები წვრილი აქვს,ვარდისფერიან იისფერი შეფერილობის.
ანგელოზები - ბალბები,რომლებიც ვიოლებს წააგავს,რომლებიცყვავის დაკიდული ქუდის ფორმის ყვავილედებით.წარმოადგენს კომპაქტური ზომის ბუჩქებს რომელთასიმაღლე 30 სანტტიმეტრამდეა.
უნიკუმი -მბრწყინავი და სამეფო პელარგონიის ჰიბრიდია,აქვსდაჭრილი ფოთლები რომლებიც სურნელოვანია.აქვს არაჩვეულებრივი სილამაზის ყვავილები რომლებისსამეფო ბალბის ყვავილებს გავს.
სუკულენტური ბალბა წარმოდგენილია 10 სახეობით: ეკლიანიაროგორც კაკტუსი და არის უეკლო სახეობებიც.საინტერესოა თავისი დეკორატიული ღეროებით,რომელიცბაობაბს მოგვაგონებს.გამოიყენება ბონსაის გასაზრდელად.
თარგმანი: ლ.ჯერენაშვილი-სალთხუციშვილის.