ვრწყავთ მცენარეებს სწორად
მორწყვის საჭიროებას მცენარის ფიზიოლოგიური მდგომარეობა და გარემო პირობები განსაზღვრავს: ტემპერატურა, ტენიანობა, განათების ინტენსიობა, სუბსტრატის სიფხვიერე და ტენშემცველობა, ქოთნის ზომა და სხვ. სასურველია, მცენარე თანაბრად ირწყვებოდეს - დაუშვებელია რეჟიმის სწრაფი შეცვლა მორწყვის მეტობა-ნაკლებობის მხრივ. მორწყვის რეჟიმს მცენარის სახეობაც განსაზღვრავს და მისი აგებულებაც - მიწისზედა ორგანოები, ფესვთა სისტემის სიძლიერე. მაგ. მცენარე სქელი, ხორციანი ფოთლებით (აგავა, ალოე) ნაკლებ წყალს საჭიროებს, ვიდრე დიდფოთლიანი მცენარეები (ჰიბისკუსი.) ბოლქვიან მცენარეებს ვნებთ ბევრი წყალი. მათ ისე რწყავენ, რომ პირდაპირ ბოლქვს არ ხვდებოდეს, არამედ ქოთნის პირისკენ, ნაპირზე ჩადიოდეს წყალი, ან კიდევ სადგამიდან იწოვდეს.
ლიტერატურაში სხვადასხვა მეთოდია აღწერილი მცენარის წყლის მოთხოვნილების განსაზღვრისთვის: უკაკუნებენ ქოთანს - გუგუნა ხმა მიუთითებს სიმშრალეზე, იღებენ ხელში, წონის განსასაზღვრად - მძიმე მიუთითებს სისველეზე. მაგრამ ასე ხშირად შეცდომას უშვებენ. შედარებით უკეთესია მიწის თითით გასინჯვა. მდგრად ტემპერატურაზე კი მეტ-ნაკლებად დგინდება მორწყვის გარკვეული სიხშირე. ასე მაგ. გაზაფხულზე - 2 დღეში ერთხელ, ზაფხულში - ყოველდღიურად, შემოდგომაზე - 2-3 დღეში ერთხელ და ზამთარში - 2 კვირაში, 10 დღეში ერთხელ.
არიან მცენარეები, რომლებიც მეტად მგრძნობიარეები არიან წყლის ნაკლებობის მიმართ - აზალია, ვენერას თმა. ძალიან გამომშრალ მიწას აზალია ვერ უძლებს და კვდება. ასევე არსებობენ მცენარეები, რომლებსაც არც ზედმეტი მორწყვა მოსწონთ და არც გამოშრობა, მაგ. არაუკარია - მისი ტოტები თუ ძირს დაეშვა მიწის გამოშრობის გამო, მერე ვერაფერი შველის. ასევეა გარდენიაც. მათ არც ზედმეტი მორწყვა უხდებათ - ესეც ისევ სიკვდილს იწვევს. ზამთარში, მოსვენების პერიოდში, მცენარის ზრდა ნელდება და მათ ნაკლები წყალი სჭირდებათ, ზოგს 2-3 ჯერ რწყავენ თვეში, წვიმიან და ღრუბლიან შემოდგომაზე მცენარეებისთვის გარდამავალი პერიოდია, შედარებით მეტია გრილი ამინდი, გრილა სახლშიც, ამიტომ ასეთ შემთხვევაშიც იკლებს მცენარის მოთხოვნილება წყალზე.
ფაქტორები, რომლებიც მოქმედებენ მორწყვის სიხშირეზე და სიუხვეზე:
მცენარეები, რომლებსაც მეტად სჭირდებათ მორწყვა | მცენარეები, რომლებსაც ნაკლებად სჭირდებათ მორწყვა |
ზრდის სტადიაში | მოსვენების პერიოდში |
ბევრფოთლიანი მცენარე | ცოტაფოთლებიანი |
დიდფოთლიანი, რომელიც ბევრ წყალს აორთქლებს | წვნიან-ხორციანი სქელი ფოთლებით და ღეროთი |
მოყვავილე | პატარა ფესვებიანი |
თუ მცენარე ჩარგულია კარგი დრენაჟის მქონე ქოთანში დიდი სადრენაჟე ნახვრეტებით | თუ ქოთანში არაა სადრენაჟე ნახვრეტები |
თიხის ქოთანში | პლასმასის ან რკინის ქოთანში |
ზამთარში , როცა ოთახში თბილი და მშრალი ჰაერია | გრილ და ტენიან გარემოში |
როცა ზაფხული ცხელი და მშრალია | როცა ზაფხული გრილი და წვიმიანია |
მოზრდილი მცენარეები კარგად გავითარებული ფესვთა სისტემით |
ამათ გარდა გასათვალისწინებელია კიდევ ბევრი ფაქტორი- წყლის ხარისხი, მისი ტემპერატურა ასევე მოქმედებს მცენარეზე და რაც უფრო ხშირად რწყავთ არასწორად, მით მეტად სერიოზული იქნება შედეგიც. ასე მაგ, ზოგიერთი მეტად მგრძნობიარე მცენარე შეძლება მოკვდეს ცივი წყლით მორწყვის გამო.
მორწყვის რეჟიმის დარღვევა:
მორწყვის ნაკლებობის ნიშნები | მორწყვის მეტობის ნიშნები |
დაშვებული ფოთლები, მიწა ქოთანში მშრალია | მოწყენილი მომჭკნარი ფოთლები, ზოგ მათგანს ლპობს ნიშნებიც აღენიშნება, მიწა ქოთანში სველია |
რბილფოთლიან მცენარეებს ( უკადრისა) ფოთოლი ურბილდება და ძირს ეშვება, უხეშ და ტყავისებურ ფოთლიანს (ფიკუსი, მირტი, ოლეანდრი, დაფნა) უხმება და სცვივა, პირველ რიგში, ძველი ფოთ;ლები | ჩერდება ზრდა |
ყვავილი და კოკორი ცვივა ან სწრაფად ჭკნება | ფოთლები ყვითლდება, ეხვევა, ფოთლის წვეროები ყავისფერდება, ცვივა როგორც ძველი, ისე ახალი ფოთლები |
მიწის ზედაპირი ობდება, ღერებზე და ყვავილებზეც ჩნდება თეთრი ნადები |
არსებობს ერთი ოქროს წესი - სჯობს მორწყათ ნაკლებად, მაგრამ ხშირად ,ვიდრე იშვიათად და ბევრი წყლით.
მცენარეებს აქვთ ტურგორი ანუ უჯრედის ავსებადობა წყლით. როდესაც მას წყალი აკლია, ფოთლები და ღერები იწყენს, ძირს იხრება, ანუ ტურგორი ქვეითდება. თუ ეს არც ისე დიდი ხნის წინ მოხდა, საკმარისია კარგად მორწყოთ და ტურგორიც მალე აღსდგება. თუმცა ისიც ინდა ითქვას, რომ ფოთლის დაშვება მარტო წყლის ნაკლებობის გამო არ ხდება, ასე შეიძლება მოხდეს მზის სხივების მოქმედებით, დიდი ხნის წვიმიანი დღეების შემდეგ,
უხვი მორწყვა: მცენარეს რწყავენ მას მერე, რაც მიწა შეშრება ქოთნის ზედა მესამედში. ასე სჭირდებათ უმეტეს ტროპიკულ მცენარეებს თხელი ნაზი ფოთლებით - ალოკაზია, ბეგონია, ფიტონია, ასევე ზოგ ტყავისებრფოთლიან მცენარეს - ლიმონი, ფიკუსი, ოლეანდრი, სურო, მაგრამ მხოლოდ წლის თბილ სეზონზე აქტიური ზრდის პერიოდში.
ზომიერი მორწყვა: ზომიერად რწყავენ მცენარეებს მიწის შეშრობიდან 2-3 დღის მერე. ასე სჭირდება ხორციან ან უხვად შებუსულფოთლიან მცენარეებს-(პეპერომია, კოლუმნეა).სქელფესვებიან ან ფესურიან მცენარეებს - (პალმა, დრაცენა, ასპიდისტრა), ან კიდევ ბოლქვიანების ნაწილს - (დეკორატიული სატაცური, ქლოროფიტუმი, ქაბისჩალა). ზოგ მცენარეს სჭირდება მიწის ცოტა მეტად შეშრობა მოსვენების ეტაპზე, რაც ეხმარება მას ახალი კოკრების და კვირტების ჩამოყალიბებაში (ზიგოკაქტუსი, კლივია).
იშვიათი მორწყვა: მცენარეს ტოვებენ მეტ ხანს მშრალ მდგომარეობაში რამდენიმე დღის ან კვირის განმავლობაში. ეს ეხება კაქტუსებს, სუკულენტებს, ფოთოლმცვენ ბოლქვიან ან გორგლიან მცენარეებს, რომლებსაც მოსვენების პერიოდი აქვთ (კრინუმი, გლოქსინია, ჰიპეასტრუმი, კალადიუმი). მიწა ბოლომდე შრება. წყალშემცველი ნაწილები მცენარეს ეხნმარება მშრალი პერიოდის გადატანაში. ამ ეტაპზე მცენარის ზრდა გავითარება შეჩერებულია. უმეტესობას ეს ზამთრის სეზონს ემთხვევა, როცა გრილა ან ცივა კიდეც . დაბალ ტემპერატურაზე მცენარეები მეტად მგრძნობიარეები არიან ზედმეტი წყლის მიმართ, მაგრამ თუ რაიმე მიზეზით მოსვენების პერიოდი ვერ დადგა, შედარებით თბილა ოთახში, მცენარისთვის მორწყვის შემცირება არ შეიძლება.
როგორი წყლით ირწყვება მცენარე: სარწყავად გამოიყენება რბილი წვიმის წყალი. ხისტი წყალი, რომელიც მეტ მარილს შეიცავს, სარწყავად არ გამოდგება. განსაკუთრებით ცუდად მოქმედებს ხისტი წყალი აზალიაზე, ორქიდეებზე, გვიმრებზე, კამელიაზე. მაგრამ შეიძლება იმ მცენარეებისთვის, რომლებიც იზრდებიან კირიან ნიადაგზე. წვიმის წყლის შეგროვება რთულია, ამიტომ მას ცვლიან გაფილტრული ან ანადუღარი წყლით. დამდგარი წყალი ქლორისგან თავისუფლდება, მაგრამ მარილები რჩება, ამიტომ მისი გამოყენება შეილება, თუ საკმარისად რბილია.
ვარბილებთ წყალს: ამისთვის წყალს უმატებენ ხის ნაცარს - 3გრ 1ლ წყალზე, ან ახალ ტორფს - 100გრ 10ლ წყალზე. ზოგჯერ არაა რეკომენდებული ანადუღარი უჟანგბადო წყლის გამოყენება სარწყავად. არსებობს ასევე სპეციალური ქიმიური პრეპარატები წყლის დასარბილებლად. მაგრამ მათი გამოყენებისთვის საჭიროა სიხისტის ზუსტი ხაროსხის ცოდნა.
წყლის ტემპერატურა არ უნდა იყოს ოთახისაზე ნაკლები, ეს მნიშვნელოვანია ტროპიკული მცენარეების სარწყავად. კაქტუსებს უფრო თბილი წყლით რწყავენ. ცივი წყალი მცენარეების ფესვების ლპობას, კოკრების ცვენას და მის სიკვდილსაც კი იწვევს. ასევე არ შეიძლება თბილი წყლის გამოყენება სიცივეში მათ მოსარწყავად. ეს გამოიწვევს მცენარის ნაადრევ გაღვიძებას და ზრდის პროცესის დაწყებას. ამ მეთოდს ხშირად მიმართავენ მცენარის გასაღვიძებლად მოსვენების ეტაპის შემდეგ. თბილ წყალში იგულისხმება 40-45 გრ, იანი წყალი.
ყველაზე გავრცელებული მეთოდი სარწყავით მორწყვაა, ბევრ მცენარეს კი მეტად ესაჭიროება მიწის დასველება. ამისთვის ქოთანს 5-15 წთ ით დებენ წყლიან თასში, ისე რომ მიწის დონემდე იყოს წყალი, მერე წყალს ღვრიან. შესაძლებელია მცენარე მორწყოთ პლასმასის ბოთლიდანაც, თავღიად დატოვებულ ბოთლში ონკანიდან ჩასხმულ წყალს ქლიორი გაეცლება ერთი დღის მერე და ოთახის ტემპერატურასაც მიიღებს.
ახლადამოსული ნათესი ან პატარა მცენარეები, გადარგული შვილეული მცენარეები საჭიროებენ წვეთოვან მორწყვას. თუ მიწა ქოთანში გამოშრა, მცენარე სჯობს მოირწყას წყლიან თასში ჩადების გზით. ასე მიწა თანაბრად დასველდება. თუ მიწა მეტად გამშრალია, ქოთანი უნდა გედოთ წყლიან თასში მანამ, სანამ ჰაერის ბუშტების გამოყოფა არ შეწყდება. მერე წყალი უნდა ჩამოიწუროს სადგამზე, რომელსაც გადაღვრით. https://yvavilebismovla.ge/yvavilebi/294-mcenareebis-morwyva-shvebulebis-dros.html