მცენარეების მორწყვა შვებულების დროს
მცენარეების ქსოვილებს ერთი მახასიათებელი აქვს - ტურგორი. ეს ნიშნავს უჯრედის წყლით ავსებას. თუ მცენარეს აკლია წყალი, ტოტები და ფოთლები მოწყენილია, ანუ ტურგორი დაქვეითებულია. თუ ამ მდგმარეობაში მცენარე შედარებით ნაკლებ ხანს იმყოფება, კარგი მორწყვა მდგმარეობას უცებ გამოასწორებს. მაგრამ თუ ფესვები დიდხანს იყო უწყლოდ, მორწყვა აღარ შველის და მცენარე კვდება.
როცა სახლიდან ცოტა ხნით მიდიხართ, გიხდებათ მცენარეების ან ცხოველების დატოვება, თქვენი არყოფნისას ისინი ასე ვთქვათ, უპატრონოდ რჩებიან. ყველა ცდილობს ასეთ დროს რაიმე გამოსავლის პოვნას იმის მიხედვით, რა დროის განმავლობაში რჩება სახლი მარტო. ვიღაცა მეზობელს უტოვებს გასაღებს, ან ნათესავს აბარებს სახლს და თხოვს, არ დაავიწყდეთ მცენარეების მორწყვა, ბევრი კი არ ანდობს მათ - გამოუცდელ ადამიანებს ასე საფრთხილო დ ფაქიზ საქმეს. ზოგი ადრე იწყებს მზადებას შვებულებისთვის. - ყიდულობს საცურაო კოსტუმს, ათვალიერებს ტურისტული სააგენტოების ილუსტრირებულ ბროშურებს, და ფიქრობს, რა მოუხერხოს ოთახის მცენარეებს, როგორ უნდა მოირწყოს მცენარეები მისი არყოფნის დროს, ბოლობოლო ინტერესდება ავტომატური სარწყავი სისტემებით, ყიდულობს და გამოცდას უწყობს მათ. არასწორად ორგანიზებული ავტომატური მორწყვა ძალიან ცუდ შედეგს იწვევს - მცენარეები ან ხმება გვალვის გამო, ან ლპება ზედმატად მორწყვის შემდეგ. ყველა ადამიანს თავისი საზომი აქვს და სხვადასხვაგვარად ზომავს მეტობა - ნაკლებობას და თუ ერთისთვის მეტი მორწყვა გულისხმობს 1 ჭწყალს ქოთანზე, სხვისთვის შეიძლება 3 ჭიქაც ცოტა იყოს.
მორწყვის სიხშირე დამოკიდებულია მცენარის სახეობაზე, ჰაერის ტემპერატურაზე, წლის დროზე, მაგ. კაქტუსები და სუკულენტები ზაფხულში იზრდებიან და ადვილად იტანენ უწყლობას დაახლოებით 2 კვირა. ზამთარში მოსვენების პერიოდში ეს დრო 1 თვესაც აღწევს. მცენარე ტყავისებური ფოთლებით, როგორც აქვს ფიკუსს, სცინდაპსუსს, ზაფხულში უწყლობას უძლებენ ერთი კვირა, ზამთარში 2 კვირამდე. თხელ და ხავერდოვანფოთლიანი მცენარეები, მაგ. კალათეა უწყლოდ ჩერდება ზაფხულში 4-5 დღე, ტემპერატურის მიხედვით, ზამთარში - 7-10დღე. ბოლქვიანი და გორგლიანი მცენარეები ზრდის პერიოდში უწყლობას დაახლოებით ერთ კვირას უძლებენ.
დღეს მაღაზიებში ბევრი მოწყობილობა იყიდება მცენარეთა ავტომატური მორწყვსთვის. ვისაც ხშირად უწევს სახლის დატოვება, ამ საკითხს რადიკალურად წყვეტს და მცენარეები გადაჰყავს ჰიდროპონიკაზე, ეს აადვილებს მთავარ ამოცანას, მაგრამ მოვლაში არსებულ პრობლემებს არ წყვეტს.
ავტომატური მორწყვა: მიწაში ჩარგულ მცენარეებისთვის რამდენიმე მეთოდია, რომ ისინი უზრუნველყონ წყლით:
1. მცენარეს უხვად რწყავენ, რომ მიწა კარგად გაიჟღინთოს წყლით, თიხის ქოთანს ახვევენ ხავსს და მასაც კარგად ასველებენ. ან თიხის ქოთანს დებენ უფრო დიდ პლასმასის ქოთანში, მათ შორის სივრცეს ავსებენ სველი კერამზიტით. შეიძლება უხვად მორწყული მცენარიანი ქოთნის დადება სველ კერამზიტიან სადგამზე ან ჩადგმა ჯამში, სადაც წყალი ასხია ისე, რომ ქოთნის ძირი წყალს ხვდებოდეს. ის მცენარეები, რომლებიც ვერ იტანენ სისველეს ფესვებში, იდება ცოტა შემაღლებულად, რომ კარგად მორწყული ქოთნიდან წყალი გამოვიდეს გარეთ, მერე წყალს ღვრიან. ასე იქცევიან, თუ წასვლა უწევთ 7-10 დღით
2. ასეთი მეთოდი გამოდგება იმ შემთხვევისთვის, თუ მცენარეები არც ისე ბევრია, ან მეტად მგრძნობიარეები არიან ზედმეტი ტენის მიმართ. მცენარეს ისე რწყავენ, რომ მიწა კარგად გაიჟღინთოს წყლით, პლასმასის ბოთლს სახურავში უკეთებენ ნახვრეტს სქელი ნემსით ან საქსოვი ჩხირით, ბოთლს ავსებენ წყლით, გადმოტრიალებულს თავით ძირს დებენ ქოთანში 2-3 სმ სიღრმეზე, წყალი წვეთ- წვეთად გამოდის ბოთლიდან და ასველებს მიწას. მაგრამ საჭიროა წავარჯიშება ბოთლის მოცულობით და ნახვრეტის სიდიდით, რომ დადგინდეს მათი ოპტიმალური ზომა და წყლით მმიწის გაჯერება. რამდენიმე დღე აკვირდებიან, რა სისწრაფით სველდება მიწა ქოთანში და იმის მიხედვით ირჩევენ ოპტიმალურ ვარიანტს.
3. ბინტის ან ზოლებად დაჭრილი ნაჭრის საშუალებით კეთდება ფიტილი, რომლის ერთ ბოლოს დებენ ქოთანში მიწაზე, მეორეს კი წყლიან ჭურჭელში, რომელიც ქოთნის ზემოთ, რაიმე სიმაღლეზე უნდა იდგას. 10სმ დიამეტრის მქონე ქოთანს ერთი ფიტილი სჭირდება, 25-30სმ იანს კი 3-4 ცალი, ასეთი მეთოდი გამოდგება, თუ მცენარეებს 7-10 დღით ტოვებენ მარტო.
4. თუ ქოთნებს კარგი სადრენჟე ხვრელები აქვს ძირზე, მაშინ ასეთ მეთოდს იყენებენ - მაგიდაზე აფენენ ცელოფანს, ზემოდან განიერ ზოლად დაკეცილი სქელი ნაჭერია - შალის, ვატინა, ძველი შალის ლოგინის გადასაფარებელი,, ნაჭრის ბოლო უნდა ცდებოდეს მაგიდის კიდეს, ამ ნაწილს დებენ წყლიან ჭურჭელში, რომელიც მაგიდაზე მყოფ მცენარეებზე ცოტა დაბლაა მოთავსებული, ნაჭერი სულ სველდება და მცენარეები წყალს იწოვენ სადრენაჟე ნახვრეტებიდან. ამ მეთოდს იყენებენ , თუ შვებულებაში მიდიან 10-20 დღით
5. თუ 3-4 კვირით ტოვებთ სახლს, და თან საკმაოდ ხშირად, სჯობს შეიძინოთ ავტოსარწყავი მოწყობილობა - ჭურჭელი წყლით, წვრილი მილების ნაკრები და პროგრამული უზრუნველყოფა სამართავად, რაც გულისხმობს წყლის მიწოდების ჩართვას დროის გარკვეული შუალედების შემდეგ, მაგ. ყოველდღე დღეში 2ჯერ.
თარგმანი თ.სუპატაშვილის