ჰიბისკუსი - ჩინური ვარდი

ჩინური ვარდი,ანუ ჰიბისკუსი ერთდროს მოძველებულ და უინტერესო მცენარედ ითვლებოდა.მაგრამ მისმა დაბრუნებამ თავისი საბაღე კარიერის პიკში,მისდამი დიდი ინტერესი გამოიწვია.მითუმეტეს,რომ ძველი ჰიბისკუსის უზარმაზარი ბუჩქები,თავისი წითელი ყვავილი-გრამოფონებით დიდი ხანია ჩაანაცვლა მრავალი ჯიშის და ჰიბრიდის ახალმა ტალღამ,რომლებიც სელექციონერების ძალისხმევით გაუმჯობესებული თვისებებით ხასიათდება.

მძლავრი ბუჩქები დატოტვილია უხვად,ფოთლები უბრალოა,მაგრამ პრიალა.ჰიბისკუსმა სიმაღლეში შესაძლოა ნახევარი მეტრიდან ორ მეტრამდე მიაღწიოს და ნამდვილ გიგანტად გადაიქცეს.

ჰიბისკუსი - მასიური და თვალშისაცემი მცენარეა.ფოთლები პრიალა აქვს,მუქი მწვანე ფერის,ოვალური და ნაპირებში დაკბილული.

ყვავილები ძაბრისებური,გარამაფონისებური - მარტივია,მაგრამ ამავე დროს მშვენიერი.ზომით 10 სანტიმეტრამდეა,მაგრამ შესაძლოა უფრო დიდ ზომებს მიაღწიოს(დანამედროვე ჰიბრიდებში 12-16 სმ-მდე).ნაზი ყვავილის ფურცლების ნაპირები დატალღულია,რაც ჰიბისკუსს რომანტიულობას მატებს.

ფერთა პალიტრა თანამედროვე ჯიშებში შეზღუდული არ არის მხოლოდ ალისფერით და თეთრით.გვხვდება ერთფეროვანი და ორფეროვანი ყვავილები (უფრო სწორად განსხვავებული ფერის შუაგულით) რომლებიც შეიძლება იყოს ყვითელი,ნარინჯისფერი,ვარდისფერი,ალუბლისფერი და მრავალი სხვა.პოპულარულია ხუჭუჭი,არშიებიანი და აკვარელის ტონებში შეფერილი ფორმები.

 ჰიბისკუსის ყვავილობა პრაქტიკულად მთელი წელი გრძელდება,ნოემბერ -დეკემბრის გამოკლებით - როდესაც მცენარე ისვენებს.

  - აქტიური ვეგეტაციის დროს საჭირო პირობები: მზიანი ან საკმაოდ ნათელი ადგილი,მაგრამ დაცული უნდა იყოს პირდაპირი სხივებისაგან.ჰაერის ტემპერატურა არანაკლებ +15 გრადუსი.

 - მოსვენების პერიოდში საჭირო პირობები: მაქსიმალურად მკვეთრი განათება,ტემპერატურა - გრილი,მაგრამ არანაკლებ +15 გრადუსისა.

 - მოვლის სირთულე: საშუალო.

 - მორწყვა და ჰაერის ტენიანობა: მცენარეს მაღალი ჰაერის ტენიანობა ესაჭიროება.მორწყვა საჭიროა უხვად,ისე რომ არ ნიადაგი მუდამ ტენიანი უნდა იყოს,ოდნავ შეამცირეთ მოსვენების პერიოდში,მაგრამ დაუშვებელია ნიადაგის გამოშრობა.

 - კვება: მარტიდან ოქტომბრის ჩათვლით საჭიროებს კომპლექსურ სასუქებს,მოსვენების პერიოდში შეაჩერეთ კვება,ან მიეცით თვეში ერთხელ.

  - ჰიბისკუსის გასხვლა: გაზაფხულზე გასხალით ტოტების თითქმის ნახევარი,რომ უკეთ დაიტოტოს და უხვად იყვავილოს.

  - მავნებლები და დაავადებები: ბუგრი,ფრთათერა,აბლაბუდიანი ტკიპი.

  - გავრცელებული პრობლემები: კვირტების ცვენა გადაადგილების დროს,ჩრდილში ყოფნის დროს,კვების უკმარისობის დროს,არასწორი ტემპერატურული რეჟიმის დროს.

  - გადარგვის ვადა: თებერვალი.

  - გადარგვის სიხშირე: მხოლოდ მაშინ როდესაც ქოთანი ევიწროება.

  - სუბსტრატი: ფხვიერი,მსუბუქი,უნივერსალური.

  - გამრავლება: კენწეროს კალმებით.

თარგმანი: ლ.ჯერენაშვილი-სალთხუციშვილის

 

10 April 0 0

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно