ლავანდა (Lavender)
დეკორატიული,სამკურნალო და არომატული მცენარეა.ლავანდის ყვავილობის პიკში ნახვისას,შეუძლებელია არ შეგიყვარდეს მისი ლილისფერი ყვავილები და ცოხალი არომატი.წაიკითხეთ სტატია მისი მოშენების შესახებ,სახლში,ღია გრუნტში ან ქოთანში,თესლიდან,კალმებიდან ან გადაწვენილი ტოტებიდან.
ლავანდა (ლათ.Lavender)- მარადმწვანე ბუჩქია,აქვს წვრილი,მოვერცხლისფრო ფოთლები და თავთავისებური ყვავილედი.ლავანდის ყვავილები - ლილისფერის ყველა ტონალობაში გვხვდება (ღია იასამნისფერიდან - მუქ იისფრამდე), ასევე ცისფერი,თეთრი და ვარდისფერიც კი.ლავანდის ყვავილების სურნელი და ნექტარი საოცრად იზიდავს ფუტკრებს და პეპლებს.შესანიშნავი თაფლოვანი თვისებების გარდა, ლავანდა გვალვაგამძლეობით და არაპრეტენზიულობით გამოირჩევა,იშვიათად ავადდება ბაღის მავნებლებით და ფასეულ სამკურნალო მცენარედ ითვლება.წვრილფოთოლა ლავანდა (ინგლისური,სამკურნალო) ასევე ფასეული სამკურნალო,არომატული მცენარეა.თბილ,მზიან რეგიონებში ამ მცენარის მოშენება სირთულეს არ წარმოადგენს.შედარებით ცივ რეგიონებში კი შესაძლებელია ლავანდის სახლის პირობებში - ქოთანში გაზრდა,გარკვეული ძალისხმევით კი ბაღშიც.
წარმოშობით ლავანდა ხმელთაშუაზღვისპირეთიდან,კანარის კუნძულებიდან და ინდოეთიდანაა.სახელი წარმოიშვა ლათინური სიტყვიდან lava (დაბანა) რაც მისი ანტისეპტიკური და ჰიგიენური თვისებებით აიხსნება,რადგან რომაელები ლავანდას დასბანად,რეცხვისა და დალაგებისათვის იყენებდნენ.
წვრილფოთოლა ლავანდა,ინგლისური,ჭეშმარიტი ( Lavanluda angustifolia, L.officinalis). სწორედ ეს მცენარე აქვთ მხედველობაში,როდესაც ლავანდაზე საუბრობენ.ზამთარგამძლე და არამომთხოვნი მცენარეა (ზამთარში საჭიროებს შეფუთვას).სიმაღლით და საიგანით 1 მეტრამდეა,მომცრო ზომის ვიწრო,მონაცრისფრო-მოვერცხლისფრო ფოთლებით.წვრილფოთოლა ლავანდას ყვავილები წვრილი და წაგრძელებული ფორმისაა,ზის გრძელ,სწორ საყვავილე ღეროზე.შეფერილობა - ლილისფერის და ცისფერის ყველა ტონალობაშია,ასევე თეთრი და ვარდისფერიც.მთელი ბუჩქი ნაზ,დამახასიათებელ სურნელს აფრქვევს და დიდი სამრეწველო მნიშვნელობა გააჩნია,როგორც არომატულ და სამკურნალო მცენარეს.წვრილფოთოლა ლავანდა ყვავილობას ივლისში იწყებს. ცნობილი სახესხვაობები და ჯიშებია: Alba (თეთრი),Rosea (ვარდისფერი),Hidkote (მუქი იისფერი),Beechwood Blue (ლილისფერ-ცისფერი),Imperial Gem (მუქი იისფერი),Little Lottie (ღია ვარდისფერი,ჯუჯა ჯიში),Nana Alba (თეთრი ჯუჯა ჯიში),Munstead (ლილისფერ-ცისფერი), Melissa Lilac (ლილისფერი დიდყვავილა ჯიში) და სხვა.
ფართოფოთოლა ლავანდა,ლავანდინი (Lavanluda x intermedia). წვრილფოთოლა ლავანდას ბუნებრივი ჰიბრიდი.გავრცელებულია შუა და სამხრეთ ევროპის ბაღებში,ნაკლებად სიცივის ამტანია,ვიდრე წვრილფოთოლა ლავანდა.განსაკუთრებულად დეკორატიული და სამრეწველო მცენარეა.მოზრდილი მცენარე სიმაღლეში და სიგანეში 2 მეტრს აღწევს,აქვს ვიწრო,მოვერცხლისფრო ფოთლები.ჰიბრიდული ლავანდას ყვავილედები მოზრდილი და გრძელია,საყვავილე ღერო ყვავილის სიმძიმისაგან მოხრილია.ჰიბრიდული ლავანდა წვრილფოთოლა ლავანდაზე გვიან იწყებს ყვავილობას.ლავანდინასაგან იღებენ ეთერზეთებს,რომელიც ხარისხით განსხვავდება წვრილფოთოლა ლავანდასაგან მიღებული ეთერზეთისაგან.ჯიშები: Arabian Night (მუქი იისფერი,ლურჯი), Grosso (ლილისფერ-იისფერი ძალიან დიდი ყვავილებით)
სტეხადის,ფრანგული ლავანდა (Lavanluda stoechas,pedunculata) - ფრანგულმა ლავანდამ საფუძველი ჩაუყარა მაღალდეკორატიულ ჯიშებს, განსხვავებული ყვავილებით,გრძელი ყვავილთანური ფურცლებით.მისი დამსახურებით დღეს ვხვდებით სტეხადის ლავანდის იისფერყვავილიან,იასამნისფერყვავილიან,ვარდისფერ,ბორდოსფერ,მწვანე და თეთრყვავილიან ჯიშებს. ფრანგული ლავანდა გამოირჩევა ძლიერი სურნელით,თუმცა მისი სუნი ნაკლებად სასიამოვნოა,ვიდრე ინგლისური ლავანდის.სტეხადის ლავანდა ყველაზე ადრე ყვავდება ლავანდებს შორის - მაისში.ყვავილობა ივლისამდე გრძელდება,ზაფხულის ბოლოს კი შესაძლოა ყვავილობის მეორე ფაზაც დაიწყოს.ამ სახეობის ლავანდის გაზრდა შესაძლებელია ქოთანში,რადგან არც ისე ყინვა გამძლეა.
დაკბილული ლავანდა (Lavanluda dentate).სითბოსმოყვარული კომპაქტური ნახევარ ბუჩქია,რბილი ვერცხლისფერი დაჭრილი ფოთლებით და საკმაოდ მოზრდილი ყვავილებით. ყვავილობს ივლისში. დაკბილული ლავანდა არომატული და მაღალდეკორატიულია,თუმცა საკმაოდ სითბოსმოყვარული,ამიტომ მისი გაზრდა რეკომენდებულია ქოთანში,სახლში.პოპულარულია ჯიში - Royal Crown,რომელსაც ლილისფერი ყვავილები აქვს.
ჰიბრიდული ხავერდის ლავანდა (Lavanluda x chaytorae,Velvet Lavender) – წვრილფოთოლა ლავანდას და ბეწვიანი ლავანდას ჰიბრიდია (Lavanluda lanata). მიმზიდველი მცენარეა,ვერცხლისფერი ფოთლებით.ევროპაში ცნობილია მისი ჯიშები: Gorgeous და Sawyers.
ლავანდას მოშენება სახლში,ქოთანში და ბაღში
ლავანდა უპირატესობას ანიჭებს გაშლილ,მზიან ადგილმდებარეობას და მსუბუქ,ნეიტრალურ,ან სუსტადტუტოვან ნიადაგს კარგი დრენაჟით.ფართოფოთლება ლავანდა უფრო მეტად ამდანი და ნაკლებად მომთხოვნია: ის ეგუება ნახევრად ჩრდილიან ადგილებს და სუსტადმჟავე ნიადაგებს.ფრანგული და დაკბილული ლავანდის გასაზრდელად (შუა სარტყლებში მათი გაზრდა მხოლოდ ქოთანშია შესაძლებელი) კი მეტი მზეა საჭირო.ინგლისურ ლავანდას ზრდიან ღია გრუნტშიც, ვიწროფოთლება ლავანდას ზამთარში შეფუთვა დასჭირდება, თუმცა ამ სახეობის ლავანდასთვის მეტად სახიფათოა სინესტე და არა ტემპერატურა.ლავანდა გვალვაგამძლე მცენარეა,ღია გრუნტში ზრდისას იგი მორწყვას არ საჭიროებს.
ლავანდა კარგად რეაგირებს კალიუმიან სასუქებზე,ნუ მიაწვდით მას აზოტოვან და ნაკელიან სასუქებს,ისინი ხელს უწყობენ უხვი,მაგრამ სუსტი მწვანე მასის ზრდას,რაც ხელს უშლის ლავანდას ყვავილობას.გაზაფხულსა და შემოდგომაზე სასრგებლოა ლავანდას მულჩირება,რაც ხელს უწყობს ახალი ამონაყარების განვითარებას ძველ ღეროებზე.
ლავანდა - ხანმოკლე სიცოცხლის მქონე მცენარეა,ბუნებაში ის დაახლოებით 10 წლამდე ცოცხლობს.კულტურაში მისი სიცოცხლე და დეკორატიული სახე უნდა შენარჩუნდეს რეგულარული სხვლით.მცირეოდენი კრეჭვა უნდა ჩატარდეს ყვავილობის დამთავრების შემდეგ,სეზონის დასასრულს კი კიდევ ერთხელ უნდა გაისხლას,აუცილებლად უნდა დაუტოვოთ 4-5 ახალი,მწვანე ამონაყარი.ლავანდას გასხვლა დაუშვებელია გახევებულ ღეროებამდე,ეს გამოიწვევს მცენარის დაღუპვას.
იშვიათად ლავანდა ავადდება რუხი (ნაცრისფერი) სიდამპლით ან მასზე კვერცხებს დებენ დუჟიანისებრნი.სიდამპლით დაავადებული ლავანდის ტოტები უნდა მოიჭრას და დაიწვას.დუჟიანისებრნი თავისი კვერხების დასაცავად მათ ქაფით ფარავენ,რაც გარეგნულად ნერწყვს წააგავს.ეს აფუჭებს ლავანდას გარეგნულ იერს,თუმცა მას არანაის ზიანს არ აყენებს.ქაფის ჩამორეცხვა შეგიძლიათ სარწყავი მილიდან მიშვებული წყლის ნაკადით.
ლავანდას გამრავლება.დათესვა,სტრატიფიკაცია
ლავანდას გამრავლება ყველაზე ადვილია ტოტების გადაწვენით.ამისათვის ერთ -ერთი ტოტი გადააწვინეთ ჰორიზონტალურად,დააყარეთ მიწა და ზემოდან დაადეთ სიმძიმე,მაგალითად აგური.რამდენიმე თვის შემდეგ ნესტიან და გრილ გარემოში გადაწვენილი ტოტი ფესვიანდება და შესაძლებელია მისი დედა მცენარიდან დაშორება და დარგვა.შესაძლოა ლავანდას დაფესვიანება გახევებული ღეროს კალმებით და ტოტებითაც კი,რომლის მცენარიდან მოტეხვაც ძნელი არ არის.მაგალითად შემოდგომით დასუფთავებისას შემთხვევით მოტეხილი ტოტებიც კი შეგიძლიათ უბრალოდ ჩაარჭოთ ნიადაგში და გაზაფხულისთვის ახალი მცენარე გექნებათ,რომელიც იმ ზაფხულსვე იყვავილებს.
ლავანდის თესლიდან გაზრდა საკმაოდ რთულია,თესლს ესაჭიროება სტრატიფიკაციის პერიოდი (დაბალი ტემპარატურა),ამასთან თესლით შესაძლოა მხოლოდ არაჰიბრიდული სახეობების გამრავლება. ბაღში დარგული ლავანდა შესაძლოა თვითდათესვით გამრავლდეს,ჩაპნეული თესლი გადის ბუნებრივი სტრატიფიკაციის პერიოდს (ზამთრის ყინვები),გაზაფხილზე ამოსული ლავანდის პატარა ნერგები შეიძლება გადაირგას ქოთნებში.სახლში ლავანდის თესლით გასამრავლებლად,ჩაყარეთ თესლი მომცრო ზომის ქოთანში,დანამეთ ნიადაგი,მოათავსეთ ქოთანი პოლიეთილემის პაკეტში და ჩადეთ მაცივრის ქვედა ყუთში ორი-სამი თვის განმავლობაში,როდესაც თესლი გაღვივდება,გამოიღეთ ქოთანი და დადგით ნათელ და თბილ ადგილას.
ლავანდა სახლში,ქოთანში და ბაღში
ლავანდა შესანიშნავად ესადაგება ნებისმიერი ტიპის ბაღს,ასევე ქალაქურ და აივნის გამწვანებას.მისგან შეიძლება შეიქმნას დაბალი,ცოცხალი ღობეც.ლავანდა არაჩვეულებრივად გამოიყურება შერეულ საყვავილეებსა და აივნის დაკიდულ ქოთნებშიც.შეგიძლიათ ის დარგათ კარებთან და ფანჯრებთან ახლოს,ბაღის ბილიკის გასწვრივ,მისი შეხებისას იფრქვევა შესანიშნავი, დახვეწილი სურნელის ტალღები.ითვლება რომ ლავანდის ძლიერი სურნელი აფრთხობს მავნებელ მწერებს,ამიტომ ამ მცენარეს ხშირედ რგავენ ბოსტანში.ლავანდა მშვენივრად გამოიყურება მრავლი მცენარის გვერდით,ყველაზე ხშირად კი მას ვარდების გვერდით რგავენ.
თარგმანი: ლ.ჯერენაშვილი-სალთხუციშვილის