მცენარეები ფიტოკედლისთვის

ქაბისჩალა ანუ მარანთა - არც ისე მაღალი, საკმაოდ სიმპათიური მცენარეა, ღამით მისი ფოთლები ზევით იწევა, რის გამოც ხალხი „მლოცველს“ ეძახის, მთავარი პირობა მისთვის მუდმივი ზომიერი ტემპერატურის შექმნაა ორპირის და პირდაპირი მზის სხივების გარეშე, რწყავენ რეგულარულად, იდეალურია ფიტოკედლისთის
ქტენანტე - მარანთას „ და“, ოდნავ მასზე მაღალი იზრდება, ცალკე დარგული, ზოგჯერ 1მ ს აღწევს, ეფექტურია, ცოტა პრეტენზიული, მსხვილი ფოთლებით, სიგრძეში 45 სმ_ს აღწევს. მთელ ზედაპირზე კრემისფერი ლაქებითაა დაფარული.
კალათეა - ესეც მარანთას ნათესავია, მსგავსი მოვლის წესები აქვს. ლამაზი, ზოლებიანი ფოთლები გრძელ ყუნწზე, ფორმა სახეობის მიხედვით შეიძლება იყოს მოგრძო, ვიწრო,
სტრომანტა - კომპაქტური მცენარეა. ჭრელფოთოლა, ფოთოლი წაგრძელებული, პრიალა. მასაც სჭირდება სითბო, განათება და ჰაერის მაღალი ტენიანობა. 

სურო - ასე ჰქვია  ხვიარა მცენარეების ბევრ სახეობას, რომლებსაც არ აქვთ ნამდვილ სუროსთან საერთო. ნამდვილი სურო hedera, მცენარეთა მოყვარულებში დიდი ხანია, პოპულარობით სარგებლობს, გარეგნულად საკმაოდ მრავალფეროვანია.ფოთლებს სხვადასხვა ფერი, ფორმა და ზომა აქვს, მხოლოდ სუროებითაც შესაძლებელია ფიტოკედლის შექმნა, ან მისი ფონად გამოყენება სხვა მცენარეებთან ერთად.
სცინდაპსუსი - ლიანაა, გამოდგება ამპელურ მცენარედ, ან დასჭირდება საყრდენი, საკმაოდ დიდი ფერადი ფოთლები აქვს, ადვილად მრავლდება ტოტით, დასაბუჩქად ტოტებს თავს ხშირად აწყვეტენ.
სინგონიუმი -  სცინდაპსუსის მსგავსად ეკუთვნის ნიუკასებრთა ოჯახს,იზრდება საყრდენზე, საკმაოდ დიდი ფოთლები აქვს, ახალ ფოთლებს ისრის ფორმა აქვს, ზრდასრულობაში იცვლის ფორმას, სახეობის მიხედვით ფერი სხვადასხვაა, მისი ტოტების არევით სხვა მცენარეებში საინტერესო დეკორატიული კედლის მოწყობა შეიძლება.
ქლოროფიტუმი -  უპრეტენზიო, გამძლე მცენარეა, წვრილი გრძელი ფოთლები როზეტებად ეზრდება. სახეობის მიხედვით თეთრი ზოლი ან ფოთლის კიდეზე აქვს, ან შუაში, თუმცა მარტო მწვანეც საკმაოდ ლამაზი შესახედავია, წვრილ გრძელ ყუნწებზე ჩამოკიდებული პატარა ახალი როზეტებიც მშვენივრად გამოიყურება და ამავე დროს კარგი წყაროა მის გასამრავლებლად, თუ საჭიროა, თუ არა და,- ასეთ ყუნწებს უბრალოდ აჭრიან, მცენარეს ამით ზიანი არ ადგება.

თარგმანი თ. სუპატაშვილის

29 March 0 35

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно