მარანთა - ქაბისჩალა

მიეკუთვნება მარანთისებრთა ოჯახს, მოიცავს 25 სახეობას.სახელი ეწოდა ვენეციელი ექიმის ბარტოლომეო მარანთის პატივსაცემად. სამშობლო ს. და ცენტრ. ამერიკის ჭაობიანი ტყეებია. კულტურაში ახარებენ ლამაზი ფოთლების გამო, ისინი ხაზოვან -ლანცეტისებრი, ოვალურ-მომრგვალოა, ჩვეულებრივ, მწვანე ფერისა სხვადასხვა ფორმის  და ტონალობის ნახატით . ყვავილი სახლის პირობებში იშვიათად აქვს, წვრილი და თეთრი ფერისაა. სამფერა მარანთას კიდევ მლოცველს უწოდებენ, რადგან ცუდ პირობებში იგი ფოთლებს მაღლა სწევს , შესაფერის გარემოში კი ჰორიზონტალურად აქვს განლაგებული. ზოგიერთი სახეობის მცენარის ფესვებისგან მზადდება ფქვილი, რომელსაც დიეტურ კვებაში იყენებენ. არსებობს მოსაზრება, რომ იგი იცავს სახლს ნეგატიური ენერგიისგან, სახლში, სადაც ეს მცენარეა, თანხმობა და სიმშვიდე სუფევს.
განათება - მას მოსწონს დას. ან აღ. მხარეს, რადგან ვერ იტანს მზის პირდაპირ სხივებს. თუ ასეთ პირობებში მოხვდა, მცენარის ფოთლები კარგავს ფერებს, ახალი ფოთლები იი მცირე ზომის გაიზრდება. მისი გაზრდა შესაძლებელია ასევე ხელოვნური განათების ქვეშაც, რომელიც ანათებს დღეში 16სთ .
ტემპერატურა - მას   არც ძლიერ დაბალი ტემპერატურა მოსწონს ზამთარში და არც ზაფხულის დიდი სიცხეები. ზაფხულში კარგადაა 23-25გრ ზე, შემოდგომიდან გაზაფხულამდე კი 18-20გრ. 10 ზე დაბლა იგი კვდება. არ უნდა იდოს ორპირში და არც  ტემპერატურის მკვეთრი ცვლილების ადგილზე.
ორწყვა - გაზაფხულ ზაფხულში უხვად რწყავენ, რომ მიწა არ გაშრეს. თუმცა არც ისე, რომ ამჟავდეს. სხვა სეზონზე კი ზომიერად ირწყვება,, რომ მიწა მორწყვებს შორის გამოშრეს.რადგან ფესვებს გადაციების ეშინია, რწყავენ თბილი ნადგამი წყლით,
შესხურება - მას მოსწონს ნესტიანი ჰაერი, ამიტომ მთელი წლის განმავლობაში ასხურებენ რბილი ნადგამი წყლით, და თუ მშრალ ოთახშია, დღეში ორჯერაც კი. ასევე ქოთანს დებენ სველ კერამზიტიან სადგამზე ისე, რომ ქოთანი არ ეხებოდეს წყალს. ზაფხულობით უწყობენ შხაპსაც, მაგრამ მიწა უნდა დაიფაროს ცელოფნით. მიუხედავად ამ  პროცედურებისა, მაინც შესაძლოა მის ფოთლებს წვერები მოუხმეს.
კვება - 2ჯერ თვეში   სჭირდება მორიგეობით მინერალური და ორგანული სასუქი 2-3ჯერ გაზავებული.
გადარგვა - 2 წელიწადში ერთხელ გაზაფხულზე მცენარე უნდა გადაირგას არაღრმა და წინაზე ოდნავ დიდ ქოთანში, ჯობს პლასმასისაში. ძირში ყრიან კერამზიტს და მსხვილ ქვიშას. ნიადაგი სუსტად მჟავე ურჩევნია. შემადგენლობა ასეთია - 1 წილი ქვიშა, 1.5 წილი ტორფი და 3 წილი ბაღის მიწა, კარგია წიწვოვანი მიწის და ნახშირის დამატებაც. გადარგვამდე აშორებენ სუსტ, მომჭკნარ ფოთლებს, რომ ახალი ტოტები სწრაფად გავითარდეს.
გამრავლება გაყოფით -გადარგვის წინ  მოზრდილი მცენარის ფესურას ჭრიან 2-3 ნაწილად ისე, რომ ფესვები არ დაზიანდეს. მერე რგავენ ცალკე  ტორფიან ქოთნებში , რწყავენ ისე, რომ მორწყვებს შორის მიწა   გაშრეს,აფარებენ ცელოფანის პაკეტს და დებენ სითბოში ახალი ფოთლების გამოსვლამდე.
გამრავლება ტოტით - მაის-ივნისში მცენარეს აჭრიან ახალგაზრდა ტოტის ნაწილს 2-3 ფოთლით, დებენ წყლიან ქილაში. თვენახევარში დაფესვიანებულ ტოტს კი რგავენ ტორფნარევ მიწაში.
დაავადებები - ფოთლის წვერები ყავისფერდება და ხმება - მშრალი ჰაერის გამო, შეიძლება დასცვივდეს კიდეც.
მცენარე ლპება - თუ ზამთარში ცივა და მას უხვად რწყავენ
ფოთლებზე ლაქებია - როცა მორწყვა არასაკმარისია, ფოთლები კიდეც ეხვევა და ქვედა ფოთლებიც ყვითლდება
მცენარეს ფოთოლი უუფერულდება - პირდაპირ მზეზე, შეიძლება გახმეს კიდეც
მავნებლები - ყველაზე ხშირად აზიანებს აბლაბუდა ტკიპა.
სახეობები - 1, თეთრძარღვა ქაბისჩალა - ბუნებაში გვხვდება ბრაზილიის ტროპიკულ ტყეებში.ფესვი ბოლქვისებურია, ღერო იზრდება 30სმ მდე.ფოთლები 15სმ ია სიგრძეში, მომრგვალებულ-ელიფსურია. ფოთლის ქვედა მხარე მოწითალო მომწვანოა,ზედა დაფარულია ღია მწვანე ზოლებით და თეთრი ძარღვებით მუქ მწვანე ფონზე. 2.ორფერა ქაბისჩალა - მას ბოლქვები არ აქვს, ფოთოლი ოვალურია , სიგრძით 5სმ, ზემოდან ფოთოლი მწვანეა ცენტრალური ძარღვის ირგვლივ მურა ლაქებით, ქვედა მხარეს კი მოწითალოა და დაფარულია ბეწვით.3. სამფერა ქაბისჩალა, მლოცველი - ფოთოლი ოვალურია, შებუსული,13სმ სიგრძეში, ზედა მხარე მწვანეა წითელი ძარღვებით და ღია მწვანე ლაქებით ცენტრალური ძარღვის გარშემო და ბუმბულისებრი მუქი მწვანე  ლაქებით გვერდითა ძარღვების გასწვრივ. ქვედა მხარე ჟოლოსფერია ვარდისფერი ძარღვებით. ყვავის ღია იასამნისფერი ყვავილებით.

თარგმანი თ.სუპატაშვილის

26 February 0 0

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно