კოლეუსის , ანუ ჯინჭარა ყვავილის მოვლა სახლის პირობებში

მიეკუთვნება ტუჩოსანთა ოჯახს, მოიცავს 150 მდე სახეობას. ბერძნულიდან მისი სახელი ნიშნავს „ფუტლიარს“. დღეისთვის უამრავი ახალი  ჯიშია გამოყვანილი და სულ უფრო მეტ პოპულარობას იხვეჭს მოყვარულებში მისი მოვლის სიმარტივის გამო.
სამშობლო - ბუნებაში გვხვდება აფრიკა- აზიის ტროპიკებში. მრავალწლიანი მარადმწვანე მცენარეა, ბუჩქოვანი ან ბალახოვანი.  უმეტესობას ლამაზი, ჭრელი ფოთლები ქვს, თუმცა ცნობილია ასევე ლამაზად მოყვავილე სახეობებიც, ყველაზე გავრცელებულია ბლიუმეს კოლეუსი. მცენარე 50სმ მდე იზრდება, ღერები სწორმდგომია, ოთხწახნაგა, ასაკის მატებასთან ერთად ხევდება. ფოთოლი ოვალური ან კვერცხისებრია, დაფარული ხაოებით, ნაზი ან მკვრივი, სიგრძეში არაუმეტეს 17სმ. ყვავილი წვრილი და  შეუხედავი, საგველა ყვავილედადაა შეკრული, ცისფერი ან  ლილისფერი, გამოცდილი მეყვავილეები ურჩევენ მის მოჭრას, რომ მცენარემ მეტი ძალა არ დახარჯოს მათზე.
ჯიშების მრავალფეროვნება - მცენარის უამრავი დეკორატიული ჯიში არსებობს:
1. ჰიბრიდული - 80სმ სიგრძის სწორმდგომი ან ხვიარა, ხავერდოვანი ფოთლებით, ტალღოვანი კიდეებით, ფერი უამრავი - ბორდო, იისფერი, წითელი, მწვანე, მეწამული,
2. ლაცინატუსი - ახალი ჯიშია  შეჭრილი ფოთლებით. იზრდება 30 სმ, მრავლდება მხოლოდ ტოტებით.
3.გერო და იულკე - ხალიჩისებრი მცენარეებია იისფერი და მოწითალო ოქროსფერი ფოთლებით.
4. რენელტის კოლეუსი - სამშობლო შრი-ლანკაა, კარგად უძლებს ჩვენი რეგიონის კლიმატურ  პირობებს. ფოთოლი ორფერია - ცენტრში მუქი წითელი, გარშემო - მწვანე.
ჯინჭარა ყვავილი უპრეტენზიოა, მაგრამ გარკვეული მოვლის წესების დაცვას საჭიროებს. ზამთრის პერიოდში იგი ზრდას ანელებს, სიცივეში კი არ იზრდება საერთოდ.
მორწყვა - არ საჭიროებს ხშირ და  უხვ მორწყვას, თუმცა მიწის გამოშრობაც აისახება მცენარეზე - ფოთლები  ჭკნება და სცვივა. როგორც კი ფოთლი მოიწყენს, მაშინვე უნდა მოირწყას. ასე სჭრდება ზამთარში,როცა 13 – 16 გრ ია.  ზაფხულში ირწყვება მიწის ზედა ფენის შეშრობის მერე, ზამთარში კი მორწყვა მინიმუმამდე მცირდება. სარწყავი წყალი უნდა იყოს რბილი, ნადგამი.
განათება - სინათლისმოყვარული მცენარეა, უნდა იდგას ნათელ მხარეს, პირდაპირი მზეც სასურველია. მაგრამ სიცხეში ოთახის სიღრმეში გადააქვთ, რომ მზემ ფოთლები არ დაუწვას. წითელი და თეთრი ფერის ფოთლებიანი მცენარე კარგად უძლებს პირდაპირ მზეს. ასეთებს დებენ სამხრ. მხარეს. სხვა ჯიშებისთვის კი ოპტიმალურია დას. მხარე. თუ ფოთოლი ჰკარგავს ფერს, ეს ნიშნავს, რომ იგი მეტ სინათლეს იღებს, ვიდრე სჭირდება. ასეთ შემთხვევაში იგი უნდა გადადგათ მოჩრდილებულ ადგილზე. როცა ფერს დაიბრუნებს, კვლავ შეგიძლიათ ძველ ადგილზე დააბრუნოთ მცენარეც.
ტემპერატურა - მისთვის მისაღებია 15-18გრ მთელი წლის განმავლობაში. ზამთარში ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება ფოთოლცვენას და მცენარის კვდომას იწვევს.
კვება - სასუქის რეგულარული მიცემა ფოთლის მკვეთრი ფერის შენარჩუნებას განაპირობებს. გაზაფხულზე აძლევენ ყოველკვირეულად მინერალურ და ორგანულ სასუქს ,მასში უნდა შედიოდეს კალიუმი. კონცენტრაცია: 0,5 გრ სასუქი - 1ლ წყალზე. ზამთარში კვებავენ თვეში ერთხელ განახევრებული დოზით.
ჰაერის ტენიანობა - საკმაოდ მაღალი ტენიანობა მოსწონს მცენარეს და ასეთ პირობებში კარგად იზრდება. შესხურება რეგულარულია, წყალი უნდა იყოს ნადგამი. ყველაზე კარგად მცენარე სამზარეულოშია. აქ სულ სითბო და ჰაერის მაღალი ტენიანობაა. თუ იგი მშრალ ოთახში დევს, სჭირდება სველ კერამზიტიანი სადგამი.
მიწის შემადგენლობა - მიწის მიმარ პრეტენზიული არაა, ნებისმიერ შემადგენლობას ეგუება. ერთადერთი პირობა აზოტის მეტი შემცველობაა, რაც მეტია აზოტი, მით მეტად კაშკაშა ფერები აქვს მცენარეს.  
გადარგვა - თუ მცენარეს ზრდით, როგორც ერთწლიანს, გადარგვა არ სჭირდება.სხვა შემთხვევაში კი - რამდენიმე წელიწადში ერთხელ რგავენ. ოპტიმალური დრო ამისთვის ადრე გაზაფხულია. მიწა სჯობს ნეიტრალური ან სუსტად მჟავე- 6-7 ph.  სასურველი შემადგენლობა ასეთია: 4წილი კორდის მიწა, 4წილი ფოთლოვანი, 2წილი ნეშომპალის მიწა და თითო წილი ქვიშა და ტორფი. დრენაჟის ფენა მიწის ფენის მესამედი უნდა იყოს.
გამრავლება - რამდენიმე მეთოდით შეიძლება: ტოტით ან თესლით. შედარებით პოპულარულია ტოტით, რადგან უფრო მარტივია, ახალგაზრდა მცენარე ინარჩუნებს ჯიშის თვისებას. მაშინ, როცა თესლით გამრავლებისას ეს თვისებები იკარგება ხოლმე.
გამრავლება თესლით - ითესება თებერვალ-მარტში, დასათესად იყენებენ განიერ დაბალ  კონტეინერებს, სადაც ყრიან ქვიშას.  დათესილს დებენ 20გრ ზე. 3 კვირაში ამოდის, კიდევ ერთ კვირაში გადააქვთ ხის ყუთში 2 -2 სმ დაშორებით ერთმანეთისგან. შეიძლება ასევე ასეთი შემადგენლობის მიწის გამოყენებაც: კორდის, ფოთლოვანი, ტორფიანი მიწების და ქვიშის ნარევი თანაბარი პროპორციით. ჯერ გადააქვთ 7სმ დიამეტრის ქოთნებში, ერთ თვეში კი 9-11სმ იანში.  მოვლის ძირითადი წესები გულისხმობს მორწყვას, კარგ სინათლეს და ტოტის წვეროების წატეხვას. ნახევარ წელიწადში იგი დეკორატიულ შესახედაობას იძენს.
გამრავლება ტოტით - ასე გამრავლებისთვის კარგი პერიოდი თებერვალ- მაისია. რგავენ ქვიშაში. დევს ერთი- ორი კვირა. დაფესვიანების მერე კი გადააქვთ 9სმ იან ქოთნებში. შემდეგ რწყავენ, ქოთანს დებენ 17 გრ ზე და კარგ განათებულ ადგილზე,  ხშირად ანიავებენ, ტოტებს თავებს აწყვეტენ. 3 თვეში მცენარე უკვე კარგა მოზრდილ ბუჩქად იქცევა. მერე გადააქვთ 11 სმ იან ქოთნებში.

 ყვავილობა - ნაკლებ დეკორატიული ყვავილი აქვს. ყვავილი მოლურჯო-იისფერია, წვრილი, შეკრული რთულ ყვავილედად. ყვავილობაზე იგი დიდ ენერგიას ხარჯავს, ამიტომ ყვავილებს აცლიან.  თებერვლის მეორე ნახევრიდან ბუჩქს გადაჭრიან ისე, რომ დარჩეს 5 მუხლი, იქედან ისევ ამოიყრის მომდევნო წელს.
დაავადებები - მედეგი მცენარეა დაავადებებისადმი, თუ მოვლის პირობებს და წესეს ზუსტად შეასრულებთ. თუმცა მწერები ხშირად სტუმრობენ., ყველაზე ხშირად აბლაბუდა ტკიპა და ბუგრი. მათი გამრავლების ოპტიმალური პირობაა სიცხე და მშრალი ჰაერი. მწერები უმეტესად ფოთლის ქვედა მხარეაა, სადაც კოლონიებს ქმნიან. ისინი ფოთლის წვენით იკვებებიან, რის გამოც ფოთოლი კარგავს ფერს, ფორმას, მერე კი ცვივა.  მწერებს ხელით აგროვებენ, მცენარეს კი ამუშავებენ ქიმიური პრეპარატებით.
ხშირად დასმული კითხვები
რატომ არ იზრდება მცენარე? - მცენარის ნელი ზრდა განპირობებულია მიწაში არასაკმარისი საკვები ნივთიერებების გამო.
რატომ ჭკნება ფოთლები?- არასაკმარისი მორწყვის, მშრალი ჰაერის, ორპირის და მკვეთრი ტემპერატურული ცვლილებების ან განათების სიჭარბის გამო. კოლეუსი ყველაზე ლამაზი ოთახის მცენარეა, საკმაოდ ადვილი მოსავლელი,  მისთვის პირობების შექმნა კი  დამწყებ მოყვარულსაც შეუძლია.

თარგმანი თ. სუპატაშვილის

04 March 0 0

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно