აფელანდრას მოვლა სახლის პირობებში

მცენარე დეკორატიულად მოყვავილეა. იგი მაშინ იწყებს ყვავილობას, როცა სხვა მცენარეები მოსვენების პერიოდში გადადიან. სახელი ნიშნავს „ უბრალო მამაკაცს“. ყვავილი ლამაზი აქვს, თუმცა არც მის გარეშე დაიწუნება მიმზიდველი ფოთლების გამო. მოვლა საკმაოდ რთულია, სჭირდება ტროპიკული კლიმატის შექმნა, რაც სახლის პირბებში ხშირად სირთულეს წარმოადგენს.
სამშობლო - ეს გვარი გავრცელებულია სამხ. ცენტრ.და  ჩრ. ამერიკის ტროპიკებში, მარადმწვანე ბუჩქები და ნახევრადბუჩქებია, თავად აფელანდრა იზრდება 50სმ მდე. აქვს გოფრირებული ფოთოლი, მოპირდაპირე განლაგებით ღერზე. ფოთლები ჭრელია, მუქ მწვანე ფონზე ვერცხლისფერი ძარღვებით. ყვავილები შეკრულია ოთხწახნაგა ფორმის ყვავილედად. მისი ზომა 12-15სმ ია. ყვავილი მოყვითალო ნარინჯისფერია. ყვავილობა გრძელდება 2-3 თვე, მომხმარ ყვავილედს აჭრიან, რომ მერე ნაყოფი არ გამოიტანოს. 

3 წელიწადში ერთხელ მას აახალგაზრდავებენ. ახალი ტოტების დაფესვიანებით, ვინაიდან მისი ზრდისას ფოთლები ცვივა და დეკორატიულობაც იკარგება. სახლის პირობებში ხარობს ოქროსფერი, ოთხწახნაგა და გამობურცული აფელანდრები. მათ იყენებენ ზამთრის ბაღების მოსართავად, საგამოფენო დარბაზებში, იგი ცალკეც ეფექტურად გამოიყურება და ჯგუფურ კომპოზიციებშიც. მათი გაზრდისთვის მთავარი პირობა მაღალი ტემპერატურა, საკმაო ტენი და ორპირის არარსებობაა.  
მორწყვა - ზაფხულში მიწა მუდამ ტენიანი უნდა იყოს, ზამთარში კი მორწყვებს შორის მიწა ცოტა უნდა შეშრეს. ზედმეტი გაშრობა ან მიწაში ზედმეტი წყალი  მცენარის კვდომას იწვევს.
განათება - მცენარეს მოსწონს კარგი განათება, მაგრამ უნდა მოერიდოს პირდაპირ მზეს. თუ სამხ.ფანჯარაზე დევს, მას შუადღეზე 11-17სთ ს შორის უჩრდილავენ. ოპტიმალური ადგილია აღმ. ან დას, მხარის ფანჯარა.ცხელ ამინდში გააქვთ გარეთ, ოღონდ მზისგან და ორპირისგან დაცულ ადგილზე.
ტემპერატურა - დღისით არ უნდა აღემატებოდეს 27გრ-ს, ღამით კი 18 ზე დაბლა არ უნდა ჩამოვიდეს. მისი უმეტესი ჯიშები კარგად გრძნობენ თავს 13გრ ზე. ოთახს კარგად ანიავებენ, მაგრამ იცავენ ორპირისგან. ტემპერატურა კი 18გრ ზე დაბლა არ უნდა დაეცეს. რამდენიმე თვის განმავლობაში  გამობურცული აფელანდრასთვის  ინარჩუნებენ 10გრ ს. ასე სტიმულირდება კოკრების წარმოქმნა და ყვავილობა.
ტენიანობა - ბინებში აფელანდრის გაზრდსთვის საჭირო ტენიანობა ხშირად არ არის, ამიტომ ხელოვნურ დატენიანებას მიმართავენ.
ესაჭიროება: შესხურება- მხოლოდ ზაფხულში მზიან ამინდში, რადგან სიმშრალე მცენარის სიკვდილს იწვევს.
სპეც, მოწყობილობები - იყენებენ ზამთარში,
წყლიანი ჭურჭელის დადება - ესეც ზამთარშია საჭირო, ამას ხანგრძლივი ეფექტი აქვს.
კვება - ესაჭიროება მინერალური და ორგანული სასუქი. შეაქვთ მორწყვისას, მაგრამ ყურადღებით აკვირდებიან მცენარეს და მისი ქცევით ახდენენ  სასუქის მიცემის სიხშირის და შემადგენლობის კორექტირებას. თუ ფოთოლი გაყვითლდა და გაწვრილდა, - აზოტი აკლია. თუ კოკრები არ გამოაქვს - აზოტი ჭარბობს. თუ ყვავილედი პატარაა, აკლია მკვეთრი ფერები - სასუქს ფოსფორი უნდა მიამატოთ. თუ ფოთოლი სცვივა, ყვითელი ან ყავისფერი ლაქები უჩნდება -  სჭირდება მეტი  კალიუმი.
მიწა- მჟავეობა უნდა მერყეობდეს 5,5 და 6,5 შორის. თუ მეტად მჟავე იქნება, ფოთოლი გაყვითლდება, ყვავილედი პატარა ზომის იქნება. უფრო ტუტე მიწის შემთხვევაში კი ზრდას შეწყვეტს. იგი უნდა იყოს ფხვიერი, ბოჭკოვანი. მიწის სწორი შემადგენლობა მცენარის უხვ ყვავილობას განაპირობებს. მიწა სასურველია ასეთი შემადგენლობის იყოს, სხვადასხვა ვარიანტით:
4წილი ფოთლოვანი მიწა, 1წილი ტორფი და 1წილი ქვიშა.
3წილი ტორფი, თითო წილი ხავსი, ქვიშა და ფოთლოვანი მიწა, 10% ნახშირი და რამდენიმე ს.კ. სუპერფოსფატი.
4წილი ფოთლოვანი მიწ, 2წილი ნეშომპალის, 1 წილი ხავსი, 1წილი ვერმიკულიტი, 10% ნახშირი და რამდენიმე ს.კ. ძვლის ფქვილი.3წილი კორდის მიწა, თითო წილი წიწვოვანი მიწა, ტორფი, ვერმიკულიტი, ხავსი, ნეშომპალა.
იმის მიუხედავად, რა შემადგენლობის მიწას აირჩევთ მისი გასტერილება აუცილებელია.
გადარგვა - ახალგაზრდა მცენარეს ყოველწლიური გადარგვა სჭირდება, მერე კი 3 წელიწადში ერთხელ.კარგი დრო გადარგვისთვის მარტი ან აპრილია. ირჩევენ ცოტა მჭიდრო ქოთანს, რაც ხელს უწყობს კარგი ვარჯის გავითარებას და უხვ ყვავილობას.
გამრავლება თესლით - ითესება თესლის აღებისთანავე ანუ თებერვალ - მარტში. სუბსტრატი შედგება 1წილი ფოთლოვანი მიწის, და ¼ წილი ქვიშისგან. კონტეინერს დებენ 22გრ ზე. იმისთვის, რომ ნათესი სწრაფად გაიზარდოს, სჭირდება დასათბურება. როცა 2 ფოთოლი გაიზრდება, მერე გადააქვთ ცალკე ქოთნებში. კარგი მოვლის პირობებში იმავე წელს იყვავილებს.
გამრავლება ტოტით-ტოტები უნდა იყოს 10-15სმ, რომლებსაც 2 ფოთოლი აქვს. ტოტებს გაზაფხულზე ჭრიან, იშვიათად ზამთარში. გადანაჭერს ამუშავებენ ზრდის სტიმულატორით. აფესვიანებენ ტორფნარევ ქვიშაში, 25 გრ ზე. რეგულარულად ანიავებენ და ნამავენ. ერთ თვეში ფესვები ამოსდის, მერე შეიძლება ცალკე ქოთნებში გადარგვაც.
ყვავილობა - იწყება გაზაფხულზე, გრძელდება შემოდგომამდე. მერე ყვავილედს აჭრიან,  
გასხვლა - მცენარე სწრაფადმზარდია, რის გამოც ხშირი გასხვლა სჭირდება. ასე კარგად დაიბუჩქება. სხლავენ  ყოველ წელს ზამთრის მეორე ნახევარში ისე, რომ ბუჩქი დარჩეს 25სმ სიმაღლის, მერე აფარებენ პოლიეთილენის პარკს, ხშირად ანიავებენ და ნამავენ.
დაავადებები - თუ ფოთოლი უწვრილდება და არ ყვავის, -აკლია მინერალები. ამიტომ ზრდიან სასუქს რაოდენობრივად, მაგრამ აკონტროლებენ ყვავილის მდგომარეობას. თუ ფოთოლი სცვივა - აკლია წყალი და ზედმეტად თბილ ოთახში დევს. მცენარე გადააქვთ სიგრილეში, მცენარე მდგრადია მწერებისადმი, თუმცა ზოგჯერ მაინც უჩნდება ბუგრი, ფარიანა, მცენარე უნდა დამუშავდეს ქიმიური პრეპარატებით.
ხშირად დასმული კითხვები - რატომ უხმება ფოთოლი?- მიზეზი რამდენიმეა
ამავდროულად შემცირებული ზომები -აზოტის ნაკლებობის შედეგად მიწაში, ფოთლის გაყავისფერებასთან ერთად ცვენა - კალიუმის ნაკლებობის გამო,  ორპირი, კაშკაშა სინათლე, სუფთა ჰაერის არარსებობა ოთახში. რატომ არ ყვავის მცენარე? - თუ საქმე ეხება გამობურცულ აფელანდრას, მიზეზი შეიძლება არასწორ პირობებში იყოს. ამ ჯიშს ესაჭიროება მოსვენების პერიოდი ყვავილობის მერე, როცა ტემპერატურა ქვეითდება და მორწყვა მცირდება. ეს ტროპიკული მცენარე რთული მოსავლელია, ყოველთვის შეიძლება არ გამოგივიდეთ მისი სახლის პირობებში შენარჩუნება, აყვავება, მაგრამ სწორი მოვლის შემთხვევაში იგი აუცილებლად გაგახარებთ ლამაზი ყვავილებით და  ვერცხლისფერძარღვიანი ფოთლებით.

თარგმანი თ. სუპატაშვილის
01 March 0 24

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно