კოლეუსის - Coleus დაფესვიანება

ფოთლების ულამაზესი შეფერილობის გამო ხშირად შევხვდებით კოლეუსებს ფანჯრის რაფებზე, აივნებსა და ღია გრუნტშიც კი. მაგრამ, სამწუხაროდ, კოლეუსის სილამაზე მარადიული როდია. მცენარე მალე ბერდება, კარგავს თავის დეკორატიულობას და თუ ხელსაყრელი პირობები არ შეექმნა, შეიძლება დაიღუპოს კიდეც. ამიტომ, სასურველი შეფერილობის მცენარის შენარჩუნების ერთად-ერთი გზა მისი კალმის აღება და დაფესვიანება რჩება. საბედნიეროდ კოლეუსის კალამი მალე ფესვიანდება და ამისათვის არაა საჭირო განსაკუთრებული საიდუმლოების ცოდნა. მიუხედავად იმისა, რომ თავად დაფესვიანების პროცესი დიდ სირთულეს არ წარმოადგენს და საერთო წესების შესაბამისად მიმდინარეობს, განსხვავებულია თავად კალმების მომზადების წესი.
კოლეუსის კალმის მომზადება დასაფესვიანებლად გამოდგება ტოტების წვეროები, ისე რომ აჭრილ კალამს აუცილებლად ქონდეს 2-3 წყვილი ფოთოლი. კალმის სასურველი სიგრძე უნდა იყოს 10-15სმ.
კოლეუსის კალმები საკმაოდ მალე და ეფექტიანად ფესვიანდებიან გაზაფხულსა და ზაფხულში. ამიტომ, მათ აჭრას აზრი აქვს სწორედ ამ სეზონებზე, ისე, რომ ძირი იყოს უკვე მყარი, ოდნავ „გახევებული“. ასაჭრელად გამოიყენება ბასრი ინსტრუმენტი, დანა, მაკრატელი და ა.შ. აცილებელია, რომ ინსტრუმენტი დავადეზინფიციროთ ყოველი გამოყენების წინ, რომ არ მოვახდინოთ მცენარეში მავნე ბაქტერიებისა და სოკოს შეტანა. კალამი იჭრება დახრილად, 45° კუთხით, ქვედა ფოთლიდან 2-3 სმ-ს დაშორებაზე. იმისათვის რომ აჭრილი ღეროები არ დალპეს და დაავადდეს, აჭრილი კალმები ოდნავ უნდა გაშრეს (დავაწყოთ გასაშრობად დაახლოებით 30 წთ.). კარგი იქნება ძირები დამუშავდეს სააფთიაქო ნახშირით. შემდეგ კალამს უნდა მოვაცალოთ ქვედა ფოთლები და დავტოვოთ ზედა 1-2 წყვილი ფოთოლი.  
წყლში დაფესვიანება ვარჩევთ გამჭვირვალე, ფართოპირიან ჭურჭელს. ონკანის წყლის გამოყენება რეკომენდირებული არაა. გამოყენებადია ნადგამი, რბილი, ან გადადუღებული წყალი. საიმედოობის გაზრდისათვის წყალში ჩავაგდოთ 1-2 აბი სააფთიაქო ნახშირი. კალამი ისე უნდა ჩავდოთ წყალში, რომ ჩაიძიროს 1-3 სმ-ზე ძირი, მაგრამ მოცილებული ფოთლების ადგილი უნდა დარჩეს წყლის ზემოთ. ერთ ჭურჭელში 5 ძირზე მეტი კალმის დაფესვიანება არ შეიძლება. წყალი პერიოდულად უნდა შევავსოთ. მაგრამ, თუ წყალი გაფუჭდა და კალამის ძირი დალპა, შესაძლოა ან ძირი მოეჭრას კალამს, ან ახლიდან დავიწყოთ დაფესვიანების პროცედურა, ოღონდ უკვე სხვა ტოტით.
როცა გამოჩნდება პირველი ფესვები, დაახლოებით 7-14 დღის შემდეგ, ვაცდით, რომ ოდნავ გაიზარდოს, მაგრამ დაგვიანებაც არ ვარგა. უმჯობესია დროულად გადავიტანოთ მცენარე გრუნტში. მეტი დეკორატიულობისათვის ქოთანში ირგვება რამოდენიმე კალამი.  მაგრამ, უნდა გვახსოვდეს, რომ კოლეუსებს არ უყვართ სიმჭირდოვეში ყოფნა და ზრდისა და მიხედვით საჭირო იქნება ძირების განცალკევება.
დაფესვიანება გრუნტში გრუნტის სახით შესაძლებელია გამოვიყენოთ ნებისმიერი მასალა, ან რომელიმე ნაზავი, პერლიტი, ვერმიკულიტი, მიწა და ა.შ. დაფესვიანებისათვის საჭირო ჭურჭელს უნდა ქონდეს სადრენაჯე ნასვრეტები. ჭურჭელი ივსება სუბსტრატით, მაგრამ გრუნტი არ უნდა დაიტკეპნოს.
გრუნტი უნდა დასველდეს, ისე, რომ ტენი თანაბრად გადანაწილდეს ჭურჭელში. შემდეგ, ფანქრით, ან ჯოხით კეთდება ნახვრეტი და შიგნით იძირება დამუშავებული კალამი. რამოდენიმე ტოტის არსებობის შემთხვევაში სასურველია დაიცვათ კალმებს შორის დაშორება 4სმ-6სმ.  მიწა ოდნავ უნდა დაიტკეპნოს და ამდაგვარად დარგული კალამი განთავსდეს რამოდენიმე დღით ნახევრადჩრდილში, სუსტი სინათლის ფანჯრის რაფაზე. იმის და მიხედვით თუ როგორ გაშრება მიწა, გრუნტი უნდა დაინამოს. საერთოდ კოლეუსის მიწაში დაფესვიანების დროს დასათბურება არ არის საჭირო, თუმცა შეგვიძლია დასათბურებით დაფესვიანების პროცესის დაჩქარება. დაფესვიანებული კალამი გადაირგვება საერთო წესების დაცვით.
მოვლა: ხარისხიანი, ფუშფუშა და ლამაზი მცენარის მიღებისათვის აუცილებელია გასხვლის სწორი პროცედურების ჩატარება. დაფესვიანებულ, ახალგაზრდა მცენარეზე, როგორც კი გაიზრდება 3 წყვილი ფოთოლი, წვერო იჭრება. შემდგომში, უკვე გემოვნებაზეა დამოკიდებული ბუჩქის ფორმირება, თუმცა პირველი გასხვლა ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ამიტომ არ უნდა გადავდოთ ეს პროცედურა.
მცენარეს უკვარს მკვეთრი, მაგრამ გაფანტული სინათლე, და ამიტომ, გადარგვის შემდეგ უნდა განვათავსოთ მისთვის სასურველ გარემოში,  წინააღმდეგ შემთხვევაში ბუჩქი არ იქნება კვასკვასა და ლამაზი. თავიდან სასუქების მოხმარებსაგან თავი უნდა შევიკავოთ და მივმართოთ კვებას გადარგვიდან ერთი თვის შემდეგ. მცენარე უნდა მოირწყას მაშინ, როცა გაშრება გრუნტის ზედა ფენა. ხოლო, უკვე აქტიური ზრდის შემთხვევაში ვზრდით მოწრყვის ინტენსივობას, მაგრამ მაინც ვერიდებით ნიადაგის ზედმეტ დატენიანებას, რომ არ გამოვიწვიოთ დაავადებების პროვოცირება.
კოლეუსის მოვლის შესახებ იხილეთ სტატია:  https://yvavilebismovla.ge/yvavilebi/178-koleusis-anu-jinwara-yvavilis-movla-saxlis-pirobebshi.html  ჩვენი ჯგუფი facebook-ზე შემოგვიერთდით ყვავილები და მათი მოვლის მეთოდები
თარგმანი: ხ.კალატოზიშვილი
28 March 0 17

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно