როგორ დავაფესვიანოთ ორქიდეის შვილი
ხშირად ისე ხდება რომ ორქიდეის შვილი ვითარდება, იზრდება და ყვავის კიდეც დედა მცენარეზე, მაგრამ არ უვითარდება ფესვები. როგორ დავაფესვიანოთ ასეთი შვილი? ვაფესვიანებთ სათბურში!
ორქიდეა ფალენოპსის მოვაცილოთ შვილეული როზეტი სეკატორის მეშვეობით, დავუტოვოთ საყვავილე ღეროს ნაწილი რომელზეც ის იზრდება. თუ ის ყვავის მოაცილეთ საყვავილე ღერო.
როზეტის ძირს მოვაცალოთ მფარავი ქერცლები, მათ ქვეშ კარგად ჩანს ფესვების ჩანასახები.ორქიდეის შვილისთავიდანვე ქერქებში ჩარგვა არ ღირს - იგი ვერ შეძლებს სითხის შეწოვას, მას ხომ ფესვები არ გააჩნია!![]()
ახალგაზრდა ორქიდეის დაფესვიანებას არც ქერქებში და არც ხავსში არ ვახდენთ, არამედ ჰაერზე, მაგრამ ეს ჰაერი უნდა იყოს ტენიანი -პრაქტიკულად ტროპიკული.
დავამზადოთ ამისათვის სათბური. დაგვჭირდება პლასტმასის საშუალო ზომის ჭიქა,რამოდენიმე კენჭი ან კერამზიტის ბურთულები, ხავსი ან სხვა რომელიმე ტენის შემწოვი საშუალება (პერლიტი,ვერმიკულიტი), გადაჭრილი პლასტმასის ბოთლი ან პოლიეთილენის პაკეტი. პლასტმასის ჭიქასგაუკეთეთ ნახვრეტები წყლის გამოსასვლელად.
ჭიქის ძირში ჩაალაგეთ კერამზიტი ან კენჭები, მათი მეშვეობით ჭიქა მყარად იდგება. შემდეგ ჩადეთ ცოტა დატენიანებული ხავსი. ჭიქის ზედა ნაწილში დააკეთეთ ნახვრეტი რომელშიც უნდა ჩამაგრდეს საყრდენი დასაფესვიანებელი ორქიდეასთვის.
დადეთ ორქიდეას როზეტი საყრდენზე - იგი ჰაერში ჩამოეკიდება ისე, რომ ხავსს არ შეეხება. წამოზრდილი ფოთლების შემთხვევაში ორქიდეა მათი საშუალებით ჭიქის ნაპირებს ეყრდნობა, მაგრამ თუ მას არ აქვს საკმარისი სიგრძის ფოთლები, იგი საყრდენზე ვერ დამაგრდება, ამიტომ დავამაგროთ კიდევ ერთი დამატებითი საყრდენი.
მთელ ამ კონსტრუქციას თავზე დავაფაროთ გამჭვირვალე, ან ღია ფერის ძირმოჭრილი პლასტმასის ბოთლი (1.5-5 ლ.). მივიღებთ შესანიშნავ სათბურს, რომელშიც შეიძლება ორქიდეის შვილის დაფესვიანება.
თუ არ გაქვთ ასეთი პლასტმასის ბოთლი - არაუშავს, მისი შეცვლა შეგიძლიათ პოლიეთილენის პაკეტით, რომელშიც რამოდენიმე ნახვრეტი უნდა გააკეთოთ ვენტილაციისათვის. ახლა შეიძლება სათბური ფანჯრის რაფაზე დადგათ და ფესვებს დაელოდოთ.
როდესაც ფესვების სიგრძე 5-7 სანტიმეტრს მიაღწევს, შეგიძლიათ ორქიდეის შვილი შესაბამის სუბსტრატში ჩარგათ. შემდეგ დაუწყოთ კვების მიცემა მაგალითად სუპერტრაივის ან HB-101 თვეში 1 ხელ საკმარისია.
ასეთი წესით შეიძლება არა მარტო შვილების არამედ ზრდასრული უფესვო ორქიდეის როზეტების დაფესვიანება.
თარგმანი:ლელაჯერენაშვილი-სალთხუციშვილის